ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education

ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education 🎓 უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) ტრენინგები ექიმებისა და ექთნებისთვის.
სიცოცხლის გადარჩენა იწყება ცოდნით 🚀
(1)

„ვიანის სასწავლო ცენტრი“ შექმნილია ჰოსპიტალური ქსელის - ვიანის ბაზაზე. ცენტრის მიზანია სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარჩვევების ამაღლების გზით ხელი შეუწყოს უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის განვითარებას საქართველოში.

სწავლების თანამედროვე მეთოდებით, თეორიული ლექცია–სემინარებითა და პრაქტიკული მეცადინეობებით, ცენტრი უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის მ

უდმივ წვდომას მსოფლიო მედიცინის უახლეს, თანამედროვე მიღწევებზე. სამედიცინო ინფრასტრუქტურით მოწყობილი სიმულაციური სასწავლო კაბინეტები, სატრენინგო აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, კომპიუტერული ლაბორატორია და სხვა დამატებითი ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობას იძლევა განხორციელედეს მაღალი დონის კომპლექსური სწავლება.

30/04/2026

📣6 ივნისს, სასტუმრო "ვინდჰემ გრანდ თბილისში" ჩატარდება რიგით მესამე კონფერენცია "გააზიარე გამოცდილება - იშვიათი შემთხვევები პედიატრიაში"

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 23 უნიკალური შემთხვევა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებისგან.
კონფერენცია ორგანიზებულია "პედიატრიული განათლების და პროფესიული განვითარების ასოციაციისა" და ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პედიატრიული განყოფილების მიერ.

📝კონფერენცია აკრედიტებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მსმენელებს მიენიჭებათ უპგ ქულა შემდეგ სპეციალობებში:
• პედიატრია
• ნეონატოლოგია
• ბავშვთა ნევროლოგია
• ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
• ბავშვთა რეანიმატოლოგია
• ბავშვთა ზოგადი ქირურგია
• ბავშვთა ალერგოლოგია/იმუნოლოგია
• ბავშვთა ინფექციური სნეულებანი.

📢 გაითვალისწინეთ, კრედიტქულა გაიცემა პირველ 100 დარეგისტრირებულ დელეგატზე.

🔗 სარეგისტრაციო ბმული: 👇

https://rebrand.ly/dbp4859

🫀ახალაკრედიტებულ პროგრამაზე “ექოკარდიოგრაფია, როგორც გასაღები კარდიოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მართვაში” რეგისტ...
29/01/2026

🫀ახალაკრედიტებულ პროგრამაზე “ექოკარდიოგრაფია, როგორც გასაღები კარდიოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მართვაში” რეგისტრაცია დაიწყო!
🏅 კრედიტ ქულა: 12
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.office.com/e/JAPHckBg4Y

პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებისთვის: კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, რადიოლოგია, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, გადაუდებელი მედიცინა, შინაგანი მედიცინა;
ტრენინგს უძღვება Სოფიო შველიძე - რადიოლოგი, ექოკარდიოსკოპისტი მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკით, შპს "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი", სს "ვიანი" - კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი".

კურსის მიზანია მსმენელს მიაწოდოს უახლესი, თანამედროვე გაიდლაინებსა და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია კარდიოლოგიური სერვისის გახორციელების მიმართულებით. შედეგად გააუმჯობესოს ექოკარდიოგრაფიული კვლევის ხარისხი, შეამციროს სამედიცინო შეცდომები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ტრენინგის ფასია 250 ლარი.
მოქმედებს კორპორატიული ფასდაკლება. ფასდაკლების შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
593 163 697

💉ტრენინგზე “პერიოპერაციული უსაფრთხოების სისტემური მოდგომა „Zero Harm“ ქირურგიაში” რეგისტრაცია დაიწყო!🎓 კრედიტ ქულა: 12📩რ...
26/01/2026

💉ტრენინგზე “პერიოპერაციული უსაფრთხოების სისტემური მოდგომა „Zero Harm“ ქირურგიაში” რეგისტრაცია დაიწყო!
🎓 კრედიტ ქულა: 12
📩რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.office.com/e/CW4bk8D7hx
📚პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებისთვის: ბავშვთა ქირურგია, კარდიოქირურგია, ზოგადი ქირურგია, ნეიროქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, უროლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია.
🥼ტრენინგს უძღვება:
ვერიკო გერაძე - ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების დირექტორი (შ.პ.ს. "კავკასიის მედიცინის ცენტრი") მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით ჯანდაცვის სფეროში ხარისხის განვითარების მიმართულებით.
ალექსანდრე დვალიშვილი - ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი.
👉 კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს რისკების სისტემურად შეფასება, გუნდის ეფექტურად მართვა, ჩექლისტის მაღალი სანდოობით შესრულება და პოსტოპერაციული გართულებების შემცირება, რაც ითვალისწინებს:
პერიოპერაციული რისკის სტრუქტურირებული შეფასება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
WHO ქირურგიული ჩეკლისტის შესრულება სამ ფაზაში (Sign-in/Time-out/Sign-out).
გუნდური კომუნიკაციის გაუმჯობესება (ISBAR, brief–huddle–debrief, speaking-up) და “Just Culture”-ის გაძლიერება.
ინფექციების პრევენცია და ანტიბიოტიკოპროფილაქტიკის დროული/სწორი გამოყენება; SSI/VTE რისკების მართვა.
პოსტოპერაციული გაუარესების ადრეული ამოცნობა და ესკალაცია (MEWS/NEWS), უსაფრთხო გადაცემა PACU→ვორდი.
სტაციონარიდან გაწერის გაუმჯობესება — მკაფიო ინსტრუქციები.
ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტების გამოყენება (PDSA, FMEA, Fishbone).

ტრენინგის ფასია 250 ლარი.
მოქმედებს კორპორატიული ფასდაკლება. ფასდაკლების შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
593 163 697

🎄 2025: უწყვეტი განათლების და  განვითარების წელი ვიანის სასწავლო ცენტრში!წლის შეჯამება ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე სასიამ...
31/12/2025

🎄 2025: უწყვეტი განათლების და განვითარების წელი ვიანის სასწავლო ცენტრში!

წლის შეჯამება ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია, რადგან ციფრების მიღმა იმ ადამიანების წარმატებას ვხედავთ, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობაზე. 💙

2025 წელი ვიანის სასწავლო ცენტრისთვის ნამდვილი აღმოჩენებისა და მასშტაბური სწავლების წელი იყო. მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი მთავარი შედეგი:

🔹 5000-ზე მეტი დატრენინგებული ექიმი და ექთანი – ეს არის ათასობით პროფესიონალი, რომლებმაც წელს ცოდნა გაიღრმავეს, ახალი უნარები შეიძინეს და უწყვეტი სამედიცინო განათლებით (CME) სტანდარტები აამაღლეს.
ეს შედეგი ნიშნავს უფრო მეტ თავდაჯერებულ ექიმს და ექთანს, უფრო მეტ ინოვაციას პრაქტიკაში და რაც მთავარია, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას პაციენტებისთვის.

🙌 მადლობა ჩვენს ტრენერებს – თქვენი ენერგია და ექსპერტიზა ამ შედეგის მთავარი მამოძრავებელია! 🙌 მადლობა თითოეულ მსმენელს – თქვენი განვითარებისკენ სწრაფვა ჩვენი მოტივაციაა!

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს! გისურვებთ, რომ ახალი წელი ყოფილიყოს პროფესიული წინსვლისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობის წელი.
✨ სიცოცხლის გადარჩენა იწყება ცოდნით !

13/11/2025

ბაქტერია მუდმივად ეძებს გადარჩენის გზებს, ეს მისი ბუნებრივი ინსტინქტია. შესაბამისად, როცა ანტიბიოტიკებს არასწორად ვიყენებთ, სწორედ ჩვენ ვაძლიერებთ მათი ადაპტაციის უნარს.

ვრცლად: https://shorturl.at/vET84

Tsotne Samadashvili

🫀ტრენინგზე “ელექტროკარდიოგრამის ინტერპრეტაცია და დეფიბრილატორის გამოყენება” რეგისტრაცია დაიწყო! 🎓 კრედიტ ქულა: 18📩რეგისტ...
30/10/2025

🫀ტრენინგზე “ელექტროკარდიოგრამის ინტერპრეტაცია და დეფიბრილატორის გამოყენება” რეგისტრაცია დაიწყო!

🎓 კრედიტ ქულა: 18

📩რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.cloud.microsoft/e/SMQKW9Xv6n

📚პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებისთვის : გადაუდებელი მედიცინა, საოჯახო მედიცინა, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, კრიტიკული მედიცინა, შინაგანი მედიცინა, პედიატრია.


🥼ტრენინგს უძღვება:

გიორგი კვიცინაძე – რეანიმატოლოგი, ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) სერთიფიცირებული ტრენერი, Prehospital Trauma Life Support (PHTLS) - ინსტრუქტორი, Fundamental Critical Care Support (FCCS), Pediatric Fundamental Critical Care Support (PFCCS) - ინსტრუქტორი.


👉 კურსის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს კარდიო მონიტორზე გულის რითმის შეფასება, სიცოცხლისათვის საშიში არითმიის ინტერპრეტაცია, მაგალითად როგორიც არის პარკუჭოვანი ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ბრადიკარდია, უპულსო ელექტრული აქტივობა და სხვა რათა დროულად ამოიცნოს გულის რითმის დარღვევა, გამიძახოს დასახმარებლად შესაბამის სპეციალისტი. საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყოს პაციენტის საწყისი მკურნალობა. შეძლოს სხვადასხვა პათოლოგიისათვის დამახასიათებელი ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების ინტერპრეტაცია.

ტრენინგის ფასია 300 ლარი.
მოქმედებს კორპორატიული ფასდაკლება. ფასდაკლების შესახებ ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

593 163 697

🔸„ასფიქსიაში დაბადებული ახალშობილის რეანიმაცია"ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო! 🎓კრედიტ ქულა: 12 📚პროგრამა განკუთვნილია სპე...
17/10/2025

🔸„ასფიქსიაში დაბადებული ახალშობილის რეანიმაცია"
ტრენინგზე რეგისტრაცია დაიწყო!

🎓კრედიტ ქულა: 12

📚პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებისთვის : "ანესთეზიოლოგია - რეანიმატოლოგია"; "მეანობა-გინეკოლოგია" და "ნეონატოლოგია"

📩 სარეგისტრაციო ფორმა 👉 https://forms.office.com/e/BdrHtD2CdF

👩🏻‍⚕️ ტრენინგს უძღვებიან:

ირინა წირქვაძე – ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის (PER) სამსახურის უფროსი - ამერიკის გულის ასოციაციის (AHA), ამერიკის ქირურგთა კოლეჯის (ACS), ევროპის რეანიმაციული საბჭოს (ERC) და PFCCS სერთიფიცირებული ტრენერი.

თამარ დაუსი - ვიანის საექთნო სწავლების დაგეგმვის და განვითარების კოორდინატორი, BLS, ACLS სერთიფიცირებული ტრენერი.

👉 „ასფიქსიაში დაბადებული ახალშობილის რეანიმაცია“ კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ახალშობილის რეანიმაციის უსაფრთხო ალგორითმი, რომელიც ითვალისწინებს:

რეანიმაციის საჭიროების და/ან რისკების ამოცნობას და აუცილებელი ადამიანური და ტექნიკური რესურსების მობილიზაციას;
ასფიქსიაში დაბადებული ახალშობილის შეფასებას და საწყის რეანიმაციულ ღონისძიებებს;
გულ-ფილტვის რეანიმაციას პრიორიტეტების მიხედვით
მაღალი ხარისხის რეანიმაციისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; გუნდურ მუშაობას; პოსტრეანიმაციულ მართვას და სტაბილიზაციას; დღენაკლი ახალშობილის რეანიმაციის თავისებურებებს და ზოგიერთი თანდაყოლილი პათოლოგიის საწყის მართვას.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ვიანის სასწავლო ცენტრი • Vian Education:

Share

Category