კარავი • Karavi

კარავი • Karavi Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კარავი • Karavi, Medical and health, 10b Bakhtrioni Street, Tbilisi.

⛺ ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითრების ცენტრი

✔️ TÜV Austria-ს მიერ საქართველოში ერთადერთი ISO 9001:2015-ის მოთხოვნების მიხედვით სერტიფიცირებული ცენტრი

📍 https://maps.app.goo.gl/nobyFxTLKhLfFsjq7

🥚კარავი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
12/04/2026

🥚კარავი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

🧩 2 აპრილს კარავში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა⛺ბავშვებს საშუალება ჰ...
08/04/2026

🧩 2 აპრილს კარავში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

⛺ბავშვებს საშუალება ჰქონდათ დაკავებულიყვნენ სხვადასხვა აქტივობით და დრო მხიარულად გაეტარებინათ. ღონისძიებაზე მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადავეცით

🧑‍🧑‍🧒‍🧒 მშობლებისთვის ონლაინ შეხვედრა მოეწყო. სადაც ჩვენმა წამყვანმა სპეციალისტებმა ისაუბრეს აუტიზმზე და მასთან ასოცირებულ სამედიცინო მდგომარეობებზე, მშობლების როლსა და პასუხისმგებლობაზე, მათი მხარდაჭერისა და დახმარების გზებზე

⛺კარავში ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის ილაპარაკე/𝐒𝐏𝐄𝐀𝐊 𝐔𝐏-ს ორგანიზებით  მინი კონფერენცია მწვანე შუქი/Green Lig...
07/04/2026

⛺კარავში ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის ილაპარაკე/𝐒𝐏𝐄𝐀𝐊 𝐔𝐏-ს ორგანიზებით მინი კონფერენცია მწვანე შუქი/Green Light გაიმართა

🟢პროექტი „მწვანე შუქი“ მიზნად ისახავს შშმ პირთა მშობლებისა და მეურვეების ფსიქო-სოციალურ გაძლიერებას, მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერასა და მათ სოციალურ ინტეგრაციას

🟢"მწვანე შუქის" საპილოტე ფაზაში ჩართული იყო 25 შშმ პირის მარტოხელა, სოციალურად დაუცველი დედა. პროგრამა მიმდინარეობდა 6 თვის განმავლობაში და მორგებული იყო მშობლების ფსიქო-ემოციურ საჭიროებებსა და ყოველდღიურ გამოწვებებს. ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში 60 მშობელი იყო ჩართული მხარდამჭერ და საგანმანათლებლო ონლაინ სესიებში

გაიგე მეტი: https://shorturl.at/pTfXn

⛺A mini-conference Green Light was held at Children Neurodevelopment center Karavi, organized by the Women and Persons with Disabilities Support Center Speak up

🟢 The Green Light project aims to provide psychosocial empowerment for parents and guardians of persons with disabilities, support their mental health, and promote their social integration

🟢 25 single, socially vulnerable mothers of persons with disabilities participated in the pilot phase of the Green Light project. The program lasted for 6 months and was tailored to the psycho-emotional needs and everyday challenges of the parents. In addition, 60 parents were involved in online support and educational sessions within the framework of the project

Learn more: https://shorturl.at/pTfXn

03/04/2026

⛺კარავი სტუმრად BMG • ბიემჯი-ში!

ვსაუბრობთ აუტიზმის შესახებ

🧩2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო ცნობიერების ამაღლების დღეა — დღე, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აუტიზმის სპექტრ...
02/04/2026

🧩2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო ცნობიერების ამაღლების დღეა — დღე, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების გაგება, მიღება და მხარდაჭერა

⛺აუტიზმი არ არის დაავადება — ეს არის ნეიროგანვითარებითი თავისებურება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის კომუნიკაციაზე, ქცევასა და სამყაროს აღქმაზე. აუტიზმის მქონე პირებს აქვთ განსხვავებული უნარები, ინტერესები და გამოწვევები. სწორედ ამიტომ, საზოგადოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ადამიანი იგრძნობს თავს მიღებულად და დაფასებულად

📣კარავი ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამის (ICDP) ოფიციალური პარტნიორია!თანამშრომლობის ფარგლებში კარავში ICDP-ი...
24/03/2026

📣კარავი ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამის (ICDP) ოფიციალური პარტნიორია!

თანამშრომლობის ფარგლებში კარავში ICDP-ის ტრენინგი სერტიფიცირებულმა ტრენერმა ნინო მარგველაშვილმა ჩაატარა და გადაამზადა ახალი ფასილიტატორები, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან მშობლებსა და მზრუნველებს უკეთ გაიაზრონ ბავშვთან ურთიერთობის მნიშვნელობა

⛺კარავში უკვე 5 სერტიფიცირებული ICDP ფასილიტატორი გვყავს, რაც საშუალებას გვაძლევს ერთად შევქმნათ უფრო ჰარმონიული და მხარდამჭერი გარემო ბავშვებისთვის

🌍ICDP პროექტები წარმოდგენილია მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში

გაიგე მეტი: https://shorturl.at/OQdpz

გაიცანი კარავის ხელოვნების თერაპევტი — ფსიქოლოგი ანი სუბარი👩‍⚕️ ანის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ფსიქოლოგიურ პრაქტიკაშ...
23/03/2026

გაიცანი კარავის ხელოვნების თერაპევტი — ფსიქოლოგი ანი სუბარი

👩‍⚕️ ანის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში და ამჟამად მუშაობს ხელოვნებით თერაპიის მიმართულებით კარავში, სადაც ეხმარება ბავშვებსა და მოზარდებს ემოციური სირთულეების გადალახვასა და თვითგამოხატვაში

🎨 თერაპიის პროცესში იყენებს სხვადასხვა შემოქმედებით ტექნიკას — ხატვას, ფერწერას, რაც ეხმარება ბავშვებს საკუთარი ემოციების ამოცნობაში, გამოხატვასა და მართვაში

მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ემოციური რეგულაცია, შფოთვა, სტრესი, თვითშეფასების გაუმჯობესება, ტრავმული გამოცდილებების გადამუშავება და სოციალური უნარების განვითარება

🎨 ხელოვნებით თერაპია არის თერაპიული პროცესი, სადაც ბავშვი საკუთარი განცდების, ფიქრებისა და სირთულეების გადმოცემას ახერხე...
11/03/2026

🎨 ხელოვნებით თერაპია არის თერაპიული პროცესი, სადაც ბავშვი საკუთარი განცდების, ფიქრებისა და სირთულეების გადმოცემას ახერხებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ — ფერით, ფორმით, მოძრაობითა და შემოქმედებითი აქტივობებით

ხელოვნებით თერაპია სასარგებლოა ბავშვებისათვის, რომლებსაც უჭირთ ემოციების ვერბალურად გამოხატვა ან განიცდიან შფოთვას, ქცევით სირთულეებს, თვითშეფასების დაქვეითებას

თერაპიის შედეგად:

✔️ უმჯობესდება ემოციური გამოხატვა
✔️ მცირდება შფოთვა და ქცევითი სირთულეები
✔️ იზრდება სოციალური ჩართულობა
✔️ ძლიერდება ფსიქოემოციური კეთილდღეობა

თერაპია მიმდინარეობს მცირე ჯგუფებში ან ინდივიდუალურად, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე

👩‍👧‍👦 გილოცავთ დედის დღეს!
03/03/2026

👩‍👧‍👦 გილოცავთ დედის დღეს!

🌟შობას გილოცავთ
06/01/2026

🌟შობას გილოცავთ

✨🎄კარავი გილოცავთ ახალ წელს!
31/12/2025

✨🎄კარავი გილოცავთ ახალ წელს!

Address

10b Bakhtrioni Street
Tbilisi
0194

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კარავი • Karavi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კარავი • Karavi:

Share