დიაკორი - დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დიაკორი - დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი

დიაკორი - დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი თბილისი, ჩაჩავას #1

✨კლინიკა “დიაკორი” გილოცავთ მარიამობას! ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაგლოცოთ და  გაგაძლიეროთ ! 🕯️
27/08/2025

✨კლინიკა “დიაკორი” გილოცავთ მარიამობას! ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ! 🕯️

🖊 როგორ შევინახოთ სწორად ოზემპიკი, ვიქტოზა და მუნჯარო?​🌡 რეკომენდაციები, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წელიწად...
05/08/2025

🖊 როგორ შევინახოთ სწორად ოზემპიკი, ვიქტოზა და მუნჯარო?

🌡 რეკომენდაციები, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წელიწადის ამ დროს

#ოზემპიკი #ვიქტოზა #მუნჯარო #რეკომენდაცია #დიაბეტი

🖊 როგორ შევინახოთ სწორად ინსულინი?🌡 რეკომენდაციები, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წელიწადის ამ დროს #ინსულინი ...
01/08/2025

🖊 როგორ შევინახოთ სწორად ინსულინი?

🌡 რეკომენდაციები, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წელიწადის ამ დროს

#ინსულინი #რეკომენდაცია #დიაბეტი

05/07/2025

მადლობა ტელეკომპანია „პულსს“ პროფესიონალურად მომზადებული სიუჟეტისთვის, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას კომპლექსური სამედიცინო-სამეცნიერო ინფორმაცია მარტივად და გასაგებად გაიაზროს და ამავდროულად, ზრდის ცნობიერებას ენდოკრინული სისტემის მნიშვნელობის შესახებ. ✨💙

📍 2025 წლის 31 მაისს, სასტუმრო „პარაგრაფ სქვერ თბილისში“ , კლინიკა „დიაკორის და ​ ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გა...
27/06/2025

📍 2025 წლის 31 მაისს, სასტუმრო „პარაგრაფ სქვერ თბილისში“ , კლინიკა „დიაკორის და ​ ქრონიკული არაგადამდები დაავადებების განათლების ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა მორიგი სამედიცინო კონფერენცია თემაზე: „თირკმელზედა ჯირკვალი — ორგანიზმის წონასწორობის გარანტი“
🎙 ღონისძიება გახსნა პროფესორმა რამაზ ყურაშვილმა, MD, PhD, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგიაში და ევროპის უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
📚 მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი იყო თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების შესახებ აქტუალური თანამედროვე კლინიკური საკითხები:

🔹 ნინო ნადირაძე, MD — კლინიკა „დიაკორი“; თსუ-ის დოქტორანტი
📖 თემა: ფეოქრომოციტომა — ინტრაადრენალური კატექოლამინმასეკრეტირებელი სიმსივნე;

🔹 ნატალია ასათიანი, MD, PhD — ასოცირებული პროფესორი, პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია
📖 თემა: პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის დიაგნოსტიკისა და მართვის თანამედროვე ასპექტები;

🔹 თამარ კახნიაშვილი, MD, PhD — კლინიკა „დიაკორი“; თბილისის სამედიცინო აკადემიის მოწვეული პროფესორი
📖თემა: ადრენოკორტიკალური კარცინომის მართვის თანამედროვე მიდგომები.

🔹 ლალი ნიკოლეიშვილი, MD, PhD — კლინიკა „დიაკორის“ კლინიკური დირექტორი; ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი;
📖 თემა: გლუკოკორტიკოიდინდუცირებული ადრენალური უკმარისობა — დიაგნოსტიკა და მართვა ;

🔹 ნაზიბროლა ჩირაძე, MD — კლინიკა „დიაკორი“; თსუ-ის დოქტორანტი
📖თემა: ადრენალური წარმოშობის კუშინგის სინდრომი — დიაგნოსტიკა და ფარული ჰიპერკორტიციზმის ამოცნობა;

📘 კლინიკა „დიაკორის“ ​ და „ქრონიკული არაგადამდები დაავადებების განათლების ასოციაციის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და დაიბეჭდა კლინიკური პრაქტიკის სახელმძღვანელო „გლუკოკორტიკოიდინდუციურებული ადრენალური უკმარისობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“. ​ კონფერენციაზე მოხდა ამ სახელმძღვანელოს წარდგენა და დამსწრე აუდიტორიისთვის გადაცემა.

🔬 კონფერენცია დასრულდა კლინიკური Workshop-ით, რომელშიც მომხსენებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დამსწრე ექიმებმაც — განხილულ იქნა საინტერესო კლინიკური შემთხვევები ექიმთა პრაქტიკიდან.

კონფერენციის მონაწილეებს მიენიჭათ 6 უპგ კრედიტ-ქულა.

🤝ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა ფარმაცევტული კომპანიების მხარდაჭერით. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპონსორ ორგანიზაციებს:„სერვიე“, „კასუს ფარმა“, „ლაიფ ლაინი“, „ფარმედი“, „ზანდრა“, „სოლგარი“, „მირო ფარმა“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ ​ და ​ „ნიუ ფარმა“ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

👩‍⚕‍👨‍⚕‍ მადლობა ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს თანამშრომლობისა და პროფესიული მხარდაჭერისთვის!

🇬🇪 კლინიკა დიაკორი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!  🇬🇪
26/05/2025

🇬🇪 კლინიკა დიაკორი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

25/04/2025

✨ კლინიკა დიაკორის ლაბორატორია უერთდება ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულს
✨ ლაბორატორიის ხელმძღვანელი: შორენა ძველაია

✨🌿✨🌿 გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ! ✨🕯🌿✨🕯🌿გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს! ✨🕯🌿
20/04/2025

✨🌿✨🌿 გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულს ! ✨🕯🌿

✨🕯🌿გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს! ✨🕯🌿

🔉ა.წ 15 თებერვალს  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“  ჩატარდა სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენცია „ფილტვის მაფიბროზებელი ...
17/02/2025

🔉ა.წ 15 თებერვალს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჩატარდა სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენცია „ფილტვის მაფიბროზებელი დაავადებების მართვა მულტიმორბიდობის ჭრილში“.

📝კონფერენცია მიეძღვნა ჩვენი ქვეყნის სიამაყის, კინოს და თეატრის რეჟისორის, სცენარისტის, მწერლის, მხატვრის, მოქანდაკის რეზო გაბრიაძის ხსოვნას.

📌კონფერენცია მიზნად ისახავდა ფილტვის ინტერსტიციული დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, დიაგნოსტიკის და მართვის ახალი სტრატეგიების გაზიარებას კოლეგებისთვის, ამ ჯგუფის დაავადებების წარმოჩენას მრავალპროფილურ ჭრილში, მათ მართვას მულტიდისციპლინური მიდგომით.

✏კონფერენციას ესწრებოდა 150-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის ექიმი, მათ შორის ქუთაისის და ზუგდიდის რესპირაციული მედიცინის საუკეთესო წარმომადგენლები.

🔉კონფერენციაზე მაღალაკადმიური მოხსენებებით წარდგნენ ჩვენი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები,თავიანთი დარგების საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები, პროფესორები:

✅პულმონოლოგი -კახა ვაჭარაძე;

✅რადიოლოგი-გია წივწივაძე;

✅თორაკოქირურგი-დავით გიორგაძე;

✅რევმატოლოგი-მაკა იოსელიანი;

✅კარდიოლოგი-ზურაბ ფაღავა ;

✅ალერგოლოგი-მაია გოთუა;

✅ონკო-ჰემატოლოგი-ნინო შარაშენიძე;

✅ჰისტოპათოლოგი-არმაზ მარიამიძე;

✅ენდოკრინოლოგი-ლალი ნიკოლეიშვილი;

📝კლინიკური შემთხვევა წარმოადგინა ახალგაზრდა პულმონოლოგმა ციცი დარსალიამ.

🩺ფუნქციური დიაგნოსტიკის თავისებურებებზე ისაუბრა ალერგოლოგმა ლიზა ფეიქრიშვილმა.

🙏უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის და თანადგომისთვის.

🔉ამავე დღეს მოხდა წარდგენა- ფილტვის ფიბროზის და სარკოიდოზის ეროვნული ცენტრისა,რომლის დაფუძნება მიზნად ისახავს ამ ჯგუფის დავადებების ცნობადობის ამაღლებას,რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს დაავადებების ადრეულ გამოვლენას და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

✅ ამ ცენტრის ფარგლებში აგრეთვე ფუნქციონირებს მოზრდილთა ცისტური ფიბროზის მიმრთულება,რომელსაც სათავეში უდგას ახალგაზრდა პულმონოლოგი -ლიკა სიგუა.
ამ მიმართულებითაც იმედისმომცემი სიახლეები და წინგადადგმული ნაბიჯებია.
✅აქვე დაანონსდა ინტერსტიციული დაავადებების მიმართულებით პულმონოლოგიური ბორდის შექმნა,რომელიც პერიოდულად შეიკრიბება .

✨დასასრულს , კონფერენცია შეაჯამა პროფესორმა ბატონმა რამაზ ყურაშვილმა .✨

დიდ მადლობას ვუხდით მხარდამჭერ კომპანიებს! 💧

კლინიკა "დიაკორი" აცხადებს ვაკანსიას ექიმ-ენდოკრინოლოგის ასისტენტის  პოზიციაზე.დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზა...
06/02/2025

კლინიკა "დიაკორი" აცხადებს ვაკანსიას ექიმ-ენდოკრინოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე : a.dushuashvili@diacor.ge

გაიგეთ თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობის სტატუსი სწრაფად და უმტკივნეულოდ - EchoSense FibroScan Expert 630 საშუალებით ! EchoSen...
05/02/2025

გაიგეთ თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობის სტატუსი სწრაფად და უმტკივნეულოდ - EchoSense FibroScan Expert 630 საშუალებით !

EchoSense FibroScan Expert 630 არის უახლესი, უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდი, რომელიც რამდენიმე წუთში გაძლევთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი ღვიძლის მდგომარეობაზე.

ვისთვის არის რეკომენდებული ?

🔵 ​ ვირუსული ჰეპატიტის (B და C) მქონე პირებისთვის – ღვიძლის დაზიანების ხარისხის დასადგენად და მკურნალობის მონიტორინგისთვის.

🔵 ​ ცხიმოვანი ჰეპატოზის (MASLD/MASH) მქონე პაციენტებისთვის – არაინვაზიური მეთოდით ადგენს ღვიძლის ცხიმოვან დაგროვებას და ფიბროზის დონეს.

🔵 ​ ალკოჰოლური ღვიძლის დაავადების მქონე პირებისთვის – აფასებს ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების შედეგებს.

🔵 ​ ციროზის რისკის ქვეშ მყოფთათვის – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს ღვიძლის ქრონიკული დაავადებები.

🔵 ​ დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის მქონე პირებისთვის – რადგან ეს მდგომარეობები ღვიძლის ცხიმოვან დაგროვებას უწყობს ხელს.

🔵 ​ ჭარბწონიანი და მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებისთვის – ფიბროსკანი ეხმარება ღვიძლის მდგომარეობის დროულ შეფასებას.

🔵 ​ მათთვის, ვისაც ნაღვლის დაავადებები აქვს – ღვიძლის ფიბროზის ან ციროზის გამორიცხვისთვის.


ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში აღიარებულ
EchoSense FibroScan Expert 630-ს!

FibroScan Expert 630 – ღვიძლისა და ელენთის დაავადებების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია.


მთავარი ფუნქციები:

✅ VCTE™ (Vibration-Controlled Transient Elastography)

ღვიძლის ქსოვილის სიხისტის (ფიბროზის) ზუსტი და სწრაფი შეფასება.
გამოსადეგია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ჰეპატიტი, ციროზი, ალკოჰოლური და ცხიმოვანი ჰეპატოზი.

✅ CAP™ (Controlled Attenuation Parameter)

ღვიძლის გაცხიმოვნების (სტეატოზის) შეფასება ცხიმოვანი ჰეპატოზის მქონე პაციენტებში.
ადრეულ ეტაპზე ცვლის ტრადიციულ ბიოფსიას.

✅ SSM™ (Spleen Stiffness Measurement)

ელენთის სიხისტის განსაზღვრა (პორტული ჰიპერტენზიისა და ციროზის გართულებების გამოსავლენად).
ეხმარება ციროზის მქონე პაციენტების მონიტორინგში და კომპენსირებული დაავადების შეფასებაში.

თუ გაქვს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ან უბრალოდ გინდათ ღვიძლის ჯანმრთელობის შემოწმება, წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით :

📞 +995 32 2 518 718

გილოცავთ შობა-ახალ წელს! 💙
31/12/2024

გილოცავთ შობა-ახალ წელს! 💙

Address

1 Chachava Street; 5th Floor, Hospital Digomi
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995322518718

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დიაკორი - დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to დიაკორი - დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category