07/05/2026
🌾23-26 მაისს, ცემში, პირველად ჩატარდება თემო ბესელიას საავტორო, 4-დღიანი ტრანსფორმაციული პროგრამა - „სიცოცხლის მარცვალი”.
🟡ეს არის მისი 20-წლიანი გამოცდილების კონცენტრაცია ერთ მოგზაურობაში, რომელიც თქვენს შინაგან მდგომარეობას ფუნდამენტურად შეცვლის.
🔴თუ გრძნობთ, რომ ერთ წრეზე ტრიალებთ, რომ შინაგანი რესურსი ამოიწურა და მცირე „ქარიც“ კი გიკარგავთ წონასწორობას, - პრობლემა ძირითადად ისაა, რომ ჩვენ მხოლოდ ზედაპირს ვხედავთ. ვამჩნევთ ლოტუსის ყვავილს, მაგრამ ვივიწყებთ ფესვებს, რომლებიც ტალახშია.
✴️ამ კურსზე სიღრმეში ჩავყვინთავთ, რომ საკუთარ თავთან წყვეტილი კავშირი აღვადგინოთ, გავიაროთ გზა დაბადებიდან დღემდე და დავიბრუნოთ ის ენერგია, რომელიც სადღაც, გზაში, დავკარგეთ.
❇️არ აქვს მნიშვნელობა, გაქვთ თუ არა იოგას გამოცდილება. თემო, თავისი 20-წლიანი პრაქტიკით, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში გაგიძღვებათ. პროგრამა აერთიანებს ოშოს, ბიოენერგეტიკის, ტანტრისა და თანამედროვე ფსიქოსომატურ მეთოდებს.
✳️აქ დაგხვდებათ ცოცხალი პროცესი და კომუნიკაცია, სადაც თითოეული ნაბიჯი თქვენს გაძლიერებას ემსახურება.
🌀ადგილები შეზღუდულია, რადგან თითოეული მონაწილის ჩართულობა ინდივიდუალურ ყურადღებას მოითხოვს.
🌬I ნაკადზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ნუ გადადებ საკუთარ თავთან შეხვედრას - გაზაფხული საუკეთესო დროა განახლებისთვის.
გახსოვდეს, ლოტუსი ტალახის გარეშე ვერ ხარობს. ჩვენი „ბნელი“ და რთული გამოცდილებები სინამდვილეში ის ნიადაგია, საიდანაც ყველაზე სურნელოვანი ყვავილი იშლება.
შემოუერთდი ალქიმიურ მოგზაურობას, სადაც ტკივილი ძალად იქცევა და ხელახლა იბადები.
მეტი დეტალი თუ გაინტერესებს, მოგვწერე ან ეწვიე ჩვენს საიტს: Lumos.ge