03/05/2019
🔹 მარიამ ჯაში: „საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების კუთხით, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სივრცეში გამართული საერთაშორისო კონფერენციები არის უაღრესად მნიშვნელოვანი“
▶️ განათლების, მეცნიერებისა და ლიტერატურის საკითხებზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
▶️ ორდღიანი კონფერენციის თემებს წარმოადგენს: განათლების ფილოსოფია, საკლასო ოთახის მენეჯმენტი, განათლების ფსიქოლოგია, ლინგვისტიკა, განათლების ტექნოლოგია, დისტანციური განათლება, მობილური სწავლება, ენების პროგრამების ევოლუცია.
▶️ „კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები და პრაქტიკოსები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების კუთხით, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სივრცეში მსგავსი ღონისძიებები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მისასალმებელია, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხი გადაჭრილია. ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელთან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.