08/08/2025
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მიხედვით სექსუალური ჯანმრთელობა არის არა მარტო დაავადების არ არსებობა, არამედ სომატური, ემოციური, ინტელექტუალური დასოციალური კეთილდღეობა სექსუალურობასთან დაკავშირებით.
სექსუალური ჯანმრთელობა გულისხმობს სექსუალობისა და სექსუალური ურთიერთობების მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას, შესაძლებლობას გქონდეს უსაფრთხო სექსი, რომესაც მოაქვს სიამოვნება, ყოველგვარი ტკივილისა და ძალდატანების გარეშე.
სექსუალური ჯანმრთელობა არის სექსუალური არსებობის, ყოფიერების ბაზისური ადამიანური უფლება, რომელიც ზრდის პიროვნული თვითღირსების განცდას, ადამიანებს შორის თანაზიარობის, ურთიერთობის, ემოციური კავშირის უნარს და შობს სიყვარულს.
საქართველოში სექსუალური განათლებასთან დაკავშირებული საკითხები ტაბუირებულია. ტაბუირებული თემები და ინფორმაციის ნაკლებობა პროპორციულად ზრდის არასასიამოვნო ურთიერთობებს, სექსთან ან სექსუალობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სექსუალურ ტრამვულ გამოცდილებას.
ოჯახური გარემო, ეს არის სივრცე სადაც მოზარდი ყველაზე დიდ დროს ატარებს, ბუნებრივია ამ სივცეში მიმდინარე პროცესები მის ფსიქიკაზე და იდენტობის ჩამოყალიბებაზე დიდ გვალენას ახდენს, ხშირად მოზარდების ინტერესი სექსუალობასთან ან სექსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე უგულებელყოფილი ან სწორად არ მიეწოდებათ ოჯახის წევრების მხრიდან.
დამეთანხმებით, ეს ინფორმაცია არც მოზრდილ თაობებს არ მიუღიათ.
მოზარდისთვის ოჯახის შემდგომ, მნიშვნელოვანი სოციალური გარემოა - სკოლა, საკითხავია, საგანმანათლებლო სტრუქტურის ფარგლებში მოზარდებს მიეწოდებოდეთ ინფორმაცია ცნობიერების ასამაღლებლად? სკოლაში, ბიოლოგიის სწავლების პროცესში, სექსუალური განათლება შემოიფარგლება მხოლოდ ანატომიის სწავლებით და რეპროდუქციული სისტემის აღწერით. ამ დროს ადამიანის სექსუალური ფუნქცია ტაბუს საზღვრებშია განხილული; სექსუალობასთან დაკავშირებული ის საკითხები, როგორიც არის სექსუალური იდენტობა ან სექსუალური ურთიერთობები სრულიად იგნორირებულია. სწორედ ამიტომ, იმის ნაცვლად რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფდნენ მოზარდებს ღია, სანდო და სრულყოფილი განათლებით ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესს ასპექტზე - სექსა და სექსუალობაზე, მოზარდი ექცევა ინფორმაციულ ვაკუუმში, რაც იწვევს მთელ რიგ პრობლემებს.
სექსუალურმა გაუნათლებლობამ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გარემო-ფაქტორებთან ერთად როგორიცაა დისტრესი, გადატანილი ან მოქმედი ავადმყოფობა, ტრამვა.. მაგ. სექსუალური კონტენტზე წვდომა, ნაადრევ ასაკში შეიძლება გამოიწვიოს სექსუალობასთან დაკავშირებული პრობლემები და დისფუქციები.
ქალებში სექსუალური დისფუქციის ერთერთი ყველაზე გავცელებული ფორმა ანორგაზმიაა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია მიაღწიოს ორგაზმს. მსოფლიოს მასშტაბით კვლევებმა აჩვენა რომ ქალების 10% დან 15% მდე არასდროს განუცდია ორგაზმი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საქართველოში მცხოვრები ქალების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს რომ სექსუალური აქტი არის ოჯახური ვალდებულებების ნაწილი და სრული უმრავლესობა არ განიხილავს სექსს, როგორც სიამოვნების წყაროს. შესაბამისად ორგაზმის არ არსებობა მათთვის პრობლემად არ განიხილება და ნორმასთან ნიველირებულია.
არ ფიქრობთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი გაურბის ან თემაზე და პრობლემებზე ღიად საუბარს?
პარტნიორებს თუ ინტერესები ერთმანეთისგან გარკვეული დოზით განსხვავებული აქვთ - შეთანხმებული სექსის ნაცვლად, ურთიერთობა ემოციური კავშირისგან თავისუფალ, ძალადობრივ აქტს უფრო ჰგავს.
მაგალითად ორმხრივი კმაყოფილება: ორგაზმის პროცესში ჩართულია მთელი სხეული, როგორც ეროგენული ზონები ასევე - როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემა, სტიმულაციისთვის და შემდეგ ორგაზმის მისაღწევად საჭიროა რელაქსაცია, განწყობა და პარტნიორებს ასორის სექსუალურ აქტში ჩართულობისთვის შესაბამისი მოტივაცია და კონცენტრაცია.
გარკვეული ჯგუფი სექსს განიხილავს როგორც ვალდებულებას, ან რეპროდუქციულ ფუნქციას რაც გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ კავშირს; არ მეთანხმებით, რომ ემოციური კავშირის გარეშე - განსაკუთრებით ქალისთვის, რთული იქნება სექსუალური აქტის ორგაზმით დამთავრება.?
ხშირი ანორგაზმია იწვევს ფრუსტრაციას, სექსის შემდგომ დისკომფორტის განცდას - სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს რომ ქალებში უფრო ხშირია ანორგაზმია ვიდრე მამაკაცებში, განსაკუთრები საქართველოში, კულტურისა და რელიგიური შეხედულებების გათვალისწინებით ამ საკითხში.
სექსუალობის დემონიზაცია.. უამრავ პრობლემას იწვევს, ხოლო პირიქით - მეტი ცოდნა, თვითჩარღმავება და პირველ რიგში შიშისგან თავისუფალი დამოკიდებულება თავისუფლებაა, რაც ძალიან გვჭირდება ქვეყანაში.
#სექსუალურიჯანმრთელობა 🏥