მუსთერაპიული ცენტრი

მუსთერაპიული ცენტრი მუსთერაპიული ცენტრში ფსიქოლოგები ცდ?

მუსთერაპია ვიკიპედიის (www.wikipedia.org/wiki/musictherapy), კვლევების და დაკვირვების მიხედვით, წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ოპტიმალურ საშუალებას, ვინაიდან მუსთერაპიული მომსახურება მოიცავს შემოქმედებით, თერაპიულ და პედაგოგიურ-აღმზრდელობით ინტეგრირებული მუშაობის ფორმებს. ის სასარგებლოა ყველა მოწყვლადი ჯგუფისათვის, განსაკუთრებით ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ის უნივერსალურია. რატომ უნდა გამოვიყენოთ მუსიკალური თერაპია? მუსიკა შეიძლება გამოვიყენოთ ურთიერთობისთვის და კომუნიკაციისთვის იმ შშმ ბავშვებთანაც, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სიტყვებით კომუნიკაციის პრობლემა. ამ გზით, მუსიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ინსტრუმენტი, რათა მივაღწიოთ თერაპიულ მიზნებს, როგორიცაა თვითგამოხატვა, კომუნიკაციის განვითარება და სოციალური უნარები, ან ურთიერთობის განვითარება. მუსიკალური თერაპია განსხვავდება მასწავლებობისგან. მიზანი არ არის ინსტრუმენტის დაკვრა რაღაც განსაკუთრებული გზით, მთავარია უსაფრთხო გარემოს შექმნა იმისათვის რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი თავის გამოხატვა. სიმშვიდე და მომავლის იმედი, კომფორტი , რელაქსაცია და განვითარება კომპლექსურად! ეს იქნება ემოცია, რომელიც დაეუფლება მომხმარებელს. სასურველია საზოგადოების დიდ ნაწილს მუსთერაპიის ცენტრთან მიმართებაში ადეკვატური ემოცია გაუჩნდეს და არ წარმოიდგინოს სამედიცინო პროცედურა. სპეციალურად აღნიშნული სოციალური საწარმოსათვის შეიქმნება შესაბამისი ლოგო და მესიჯიც! რა თქმა უნდა მუსიკა, როგორც თერაპია მთლიანად უნდა იყოს კონცენტრირებული ბავშვზე. ეს არის ნდობაზე და მიღებაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მუსთერაპიის ბრენდის მისიაა - საქართველოში განვითარება და ეფექტური გამოყენება მუსიკის თერაპიის, როგორც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია-აბილიტაციის ალტერნატიული სოციალური სერვისის. ეს არის ყველა კატეგორიის ადამიანისათვის, მათ შორის შშმ პირებისათვის საშუალება მენტალური განვითარების და ფსიქო-სოციალური დაბალანსების.

20/03/2023

გაიცანი სოციალური საწარმო მუსთერაპიული ცენტრი
😍 ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ალტერნატიულ მოდელზე - მუსთერაპიულ სერვისზე - ხელმისაწვდომობის ზრდა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
➖➖
📌 პროექტი " სოციალური მეწარმეობის ჰაბი" ხორციელდება სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და პური მსოფლიოსთვის.

ჩვენი მუსთერაპიული ცენტრი გილოცავთ შობის დღესასწაულს!
07/01/2023

ჩვენი მუსთერაპიული ცენტრი გილოცავთ შობის დღესასწაულს!

17/12/2022
17/12/2022
17/12/2022

გარდა სოციალური დისტანციის დამარცხებისა მუსიკას სხვა ბევრი სარგებლის მოტანაც შეუძლია 🥰🎼


17/12/2022

Two weeks ago, 9 of our Georgian Partners participated in an online training delivered by Emma Kenrick from Chiltern Music Therapy. The training was about running music sessions online and was received with much gratitude and enthusiasm from our Local Partners. Music therapist and Advisory Panel mem...

15/11/2022

🎷 “პარაორკესტრის” შექმნის იდეა მე მეკუთვნის. ჩემი შვილი მაკა ძალიან მუსიკალურია. მინდოდა მას თავის მეგობრებთან ერთად მუსიკით გამოეხატა ემოციები. სამწუხაროდ, მაკა ამ მუსიკალური ჯგუფის წევრი ვერ გახდა, თუმცა 8 წლის წინ ფონდ "სიცოცხლის ხესა" და ორგანიზაცია მშობელთა ხიდის დახმარებით, სხვადასხვა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი გავაერთიანეთ და ამიერკავკასიაში ერთადერთი პარაორკესტრი დავაარსეთ.

🎻 დღესდღეობით, პარაორკესტრი 20-ზე მეტ მოზარდსა და ახალგაზრდას აერთიანებს.

🎹 ჩვენი მიზანია, ინკლუზიური კულტურული ღონისძიებისა და კამპანიების პოპულარიზაცია.

• 3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღეს „პარაორკესტრისა“ და ანსამბლ „მზიურის“ ერთობლივი ინკლუზიური კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე ყველასათვის საყვარელი ანსამბლის „მზიურის“ რეპერტუარის ჰიტები გაიჟღერებს.

• ასევე დაგეგმილია შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს ფართომასშტაბიანი კონცერტის ჩატარება კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

🎷პარაორკესტრის ახალი ფორმატით წარმოჩენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და აღიარებას შეუწყობს ხელს."

თეონა ყაჭეიშვილი - პროექტის ავტორი

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

17/08/2022

სოციალური მეწარმეობის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია - სტუდენტური კონკურსი, რომელიც 2012 წლიდან იმ.....

https://www.youtube.com/watch?v=bem7NhkphFA&t=2s
17/08/2022

https://www.youtube.com/watch?v=bem7NhkphFA&t=2s

სოციალური მეწარმეობის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია - სტუდენტური კონკურსი, რომელიც 2012 წლიდან იმ.....

07/07/2022

📢ა(ა)იპ "მშობელთა ხიდმა" დაამატა ახალი სივრცე - გასავითარებელი სათამაშოების ბიბლიოთეკა , რომლით სარგებლობა შეუძლიათ , როგორც დღის ცენტრის ბენეფიციარებს ასევე მათ მშობლებს და ორგანიზაციის თანამშრომლებს. ✅

სათამაშოების ბიბლიოთეკა შეიქმნა „არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სამწლიანი პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში , რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (GPIDA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი "Young Pedagogues' Union" ერთად.
📌პროექტის ფინანსური მხარდამჭერია European Union in Georgia . 👈

მუსთერაპიული ცენტრი გილოცავთ შობას! 😍🎹🎼🥁🎷
07/01/2022

მუსთერაპიული ცენტრი გილოცავთ შობას! 😍🎹🎼🥁🎷

Address

2 Nikoloz Gotsiridze Street
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
18:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995322954084

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მუსთერაპიული ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მუსთერაპიული ცენტრი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram