ფსიქოლოგია Ψ

ფსიქოლოგია Ψ ფსიქოლოგია Ψ

მასწავლებელი  და მისი მდიდარი მოწაფე წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.გზად მინდორის გადავლა მოუწიათ.ხედავენ მინდორის თავში დაგლე...
10/05/2025

მასწავლებელი და მისი მდიდარი მოწაფე წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.

გზად მინდორის გადავლა მოუწიათ.

ხედავენ მინდორის თავში დაგლეჯილი ფეხსაცმელები დევს, იქვე ხეზე დაფლეთილი მოსასხამი კიდია.

მიიხედ-მოიხედეს და დაინახეს მოხუცი, რომელიც ფეხშიშველა ბალახს ცელავდა.

მოწაფეს ეშმაკურმა აზრმა გაუელვა თავში
-- მოდი, მასწავლებელო, ფეხსაცმელები დავუმალოთ და ვუთვალთვალოთ, რას მოიმოქმედებს.

- არამგონია სიამოვნება მიიღო ადამიანის გამწარებით.

- მე უკეთესი აზრი მაქვს.

- შენ მდიდარი ბიჭი ხარ, მომეცი, რაც ფული გაქვს თან, მეც დავამატებ და ფეხსაცმელებში ჩავუწყოთ და დაველოდოთ რაც მოხდება.

თანხა საკმაოდ ბევრი შეგროვდა.
ორივე ფეხსაცმელში გაანაწილეს და ხეებს ამოეფარნენ.

მოხუცი მუშაობას, რომ მორჩა ხისკენ წამოვიდა. დაგლეჯილი მოსასხამი ჩაიცვა და მერე ფეხსაცმლის ჩაცმა დააპირა.

ჰოი, საოცრებავ...
ფეხი არ ჩაუვიდა.

რა მოხდა?

დაიხარა და ფეხსაცმელი ხელში აიღო, ხედავს ფულითაა გატენილი.
ირგვლივ მიმოიხედა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა.

ამოიღი ფული და ფეხსაცმელი ჩაიცვა.
მეორეს ჩაცმა რომ დააპირა, იქაც ფულის მოზრდილი შეკვრა იდო.

მოხუცი მუხლებზე დაეშვა, ცას ახედა და ხმამაღლა დაუწყო ღმერთს საუბარი:

-- მადლობა უფალო ჩემი ლოცვა რომ შეისმინე. ამ ფულის წყალობით, ახლა ჩემს ავადმყოფ მეუღლეს ექიმს მოვუყვან.
ჩემს ობოლ შვილიშვილს მრავალი დღე საჭმელი არ მოაკლდება.

მადლობა ღმერთო.

მოწაფეს ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან.

- რა მოხდა, არ ხარ კმაყოფილი შენი საქციელით? - ჩაეკითხა მასწავლებელი.

- რას ამბობთ მასწავლებელო, თქვენ მე დღეს საუკეთესო მაგალითი მომეცით.
ისეთი ბედნიერი ვარ.

ახლა ვიცი გაცემა უფრო ბედნიერებას განიჭებს, ვიდრე წართმევა.

გაცემით, თურმე სული მდიდრდება.

03/08/2024
"ღმერთო მე მინდა უბრალოდ ვიცხოვრო ისე, როგორც არის ნებისმიერი ტელევიზორი."დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ერთხელ სთხოვა ბ...
17/03/2024

"ღმერთო მე მინდა უბრალოდ ვიცხოვრო ისე, როგორც არის ნებისმიერი ტელევიზორი."

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ერთხელ სთხოვა ბავშვებს დაეწერათ თხზულება, თუ რა უნდოდათ რომ ღმერთს გაეკეთებინა მათთვის.

საღამოს როცა ამოწმებდა დავალებებს, ის წააწყდა ერთ თხზულებას რომელმაც ძალიან დაამწუხრა. ამ დროს მისი მეუღლე შევიდა და დაინახა იგი მომტირალი.

"რა მოხდა?" - ჰკითხა ქმარმა.

"წაიკითხე"-უპასუხა მეუღლეს და მიაწოდა ერთი ბიჭის ნაწარმოები.

"უფალო, დღეს გთხოვ რაღაც განსაკუთრებულზე: გადამაქციე ტელევიზორად. მინდა რომ მისი ადგილი დავიკავო. მინდა რომ ვიცხოვრო ისე როგორც ჩვენი ტელევიზორია სახლში. მინდა განსაკუთრებული ადგილი მქონდეს და მთელი ოჯახი ჩემს გარშემო შემოვკრიბო. რომ მისმენდნენ და არ მაწყვეტინებდნენ სიტყვას შეკითხვების მოცემით, როდესაც ვლაპარაკობ. მინდა ყურადღების ცენტრში ვიყო. მინდა რომ ყურადღებას მაქცევდნენ ისე,როგორც ტელევიზორს. მინდა მამის გარემოცვაში ვიყო მაშინაც როცა დაღლილი ბრუნდება სახლში. მინდა რომ დედაჩემი იგნორირების ნაცვლად ჩემთან მოდიოდეს როცა მარტოდ რჩება და მოწყენილია. მინდა რომ ჩემმა მშობლებმა ზოგჯერ ყველაფერი გვერძე გადადონ და ცოტა დრო ჩემთანაც გაატარონ. ღმერთო მე ბევრს არ ვითხოვ. . . მე მინდა უბრალოდ ვიცხოვრო ისე, როგორც არის ნებისმიერი ტელევიზორი."

"საშინელებაა! საწყალი ბავშვი!- შესძახა მასწავლებლის ქმარმა.-რა მსობლები ყავს ამისთანა?!" მან ცრემლიანი თვალებით უპასუხა:

"ეს ჩვენმა შვილმა დაწერა. . ."

28/11/2023

,,რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ. მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს, - მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება . . ."

✍ ჭაბუა ამირეჯიბი

▪ იცით, რომ რაზედაც თქვენ ნერვები გეშლებათ, შეგიძლიათ ნახევარ წუთში ისე გააკეთოთ, რომ საერთოდ აღარ ინერვიულოთ? ◾ ჩვენ თუ...
24/11/2023

▪ იცით, რომ რაზედაც თქვენ ნერვები გეშლებათ, შეგიძლიათ ნახევარ წუთში ისე გააკეთოთ, რომ საერთოდ აღარ ინერვიულოთ?
◾ ჩვენ თუ გვინდა პროცესის გაკონტროლება, უნდა ვიცოდეთ, რა კომუნიკაციას ვამყარებთ ჩვენს თავთან და გარე სამყაროსთან.
◼ ნებისმიერი მოქმედება შეიძლება განიხილო, როგორც თამაშის თეორია.
⬛ თამაში რა არის? მე და შენ თუ შევთანხმდებით გარკვეულ წესებზე, უკვე თამაშია. ჩვენ ვთამაშობთ ბევრ რამეს – ოჯახობანას, სამსახურობანას.

~ ზურა მხეიძე

✅ კომუნიკაციის შედეგი არის არა ტექსტების გაცვლა-გამოცვლა, ვინ რა უთხრა ერთმანეთს, არამედ, ის თუ რა ემოცია გამოვიწვიე მეო...
24/11/2023

✅ კომუნიკაციის შედეგი არის არა ტექსტების გაცვლა-გამოცვლა, ვინ რა უთხრა ერთმანეთს, არამედ, ის თუ რა ემოცია გამოვიწვიე მეორე ადამიანში.
✅ამიტომაცაა, რომ თუ მე მეორე ადამიანს სულ ვეწუწუნები, სულ ცუდად ვარ, ვეჩხუბები, ვეკამათები ან რამეს მოვითხოვე, მას ჩემ დანახვაზე უკვე აღარ აქვს პოზიტიური ემოცია, მასში პრობლემური ადამიანის ემოციას ვიწვევ.
✅ჩვენ კი კარგად მოგვეხსენება, რომ ადამიანები პრობლემას მუდმივად გაურბიან.
💯 ამიტომ, თუ გვინდა, რომ ეს ურთიერთობები ვმართოთ, უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი კონტაქტისას რა ტიპის ემოცია დავტოვოთ მეორე ადამიანში.

✅ კონკრეტული საჭმელი, შესაძლოა, ერთ დღეს ძალიან გვინდოდეს, მეორე დღეს კი აღარ მოგვინდეს. ადამიანური სიყვარული კი უფრო სო...
24/11/2023

✅ კონკრეტული საჭმელი, შესაძლოა, ერთ დღეს ძალიან გვინდოდეს, მეორე დღეს კი აღარ მოგვინდეს. ადამიანური სიყვარული კი უფრო სოციალური ფენომენია

👉 და როდესაც შეყვარებულ ადამიანებს ვეკითხებით ხოლმე, რა გიყვართ მეორე ადამიანში, რატომ გიყვართ? – ეს შეკითხვები მათ მაინცდამაინც არ მოსწონთ, ღიზიანდებიან და გვეუბნებიან: „რატომ გიყვარს“ რა შეკითხვაა?

✅ არადა, ეს სწორი კითხვაა.

💯 ვინაიდან ეს გრძნობა სოციალური ფენომენია, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რატომ მიყვარს, რა თვისებებისა და ღირებულებების გამო მიყვარს მეორე ადამიანი.

✅ადამიანი სოციალური არსებაა და, შესაბამისად, ტყუილს გარკვეული ფუნქცია კი არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. ✅ი...
23/11/2023

✅ადამიანი სოციალური არსებაა და, შესაბამისად, ტყუილს გარკვეული ფუნქცია კი არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს.

✅ის ფსიქიკის ადაპტირებაა სოციალურ გარემოსთან, ფსიქოლოგიური ადაპტაციის მექანიზმია.

~ ზურა მხეიძე

ℹ  არის ასეთი მოსაზრებაც, რომ სიყვარული არ არის საყოველთაო, ყველასთვის იოლად განსაცდელი გრძნობა, პირიქით, იშვიათია და გა...
23/11/2023

ℹ არის ასეთი მოსაზრებაც, რომ სიყვარული არ არის საყოველთაო, ყველასთვის იოლად განსაცდელი გრძნობა, პირიქით, იშვიათია და გარკვეული ნიჭი სჭირდება. უნდა იცოდე, როგორ გიყვარდეს.
👉 სიყვარული თავისთავად უნდა მოიცავდეს მეორე ადამიანის გაბედნიერებას, მისი ინტერესების გათვალისწინებას, მასზე ზრუნვას და ამას თავადვე ვარღვევთ ხოლმე გარკვეული ტიპის ქცევებით. ამიტომ, თუ დავფიქრდებით, შესაძლოა, აღარ იყოს საჭირო ქცევის უკიდურესი ფორმები და კომპონენტები.
💯 როგორ შეიძლება საყვარელ ადამიანს უთხრა: „თუ ჩემი არ იქნები, თავს მოვიკლავ“. მოდი, ვთარგმნოთ ეს პრიმიტიული და ბანალური ფრაზა: „თუ შენ არ მოიქცევი ისე, როგორც მე მინდა, მთელი ცხოვრება დანაშაულის განცდა გაგტანჯავს“. ეს ნიშნავს, რომ მე ვიზრუნე იმ ადამიანზე?
✅რა თქმა უნდა, არ ნიშნავს.

~ ზურა მხეიძე

👉 ჩვენ ადამიანში, მეორე სუბიექტში, გვიყვარს ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი ემოციები, ის კი წარმოადგენს ამ ემოციის უპირობო ჩამ...
23/11/2023

👉 ჩვენ ადამიანში, მეორე სუბიექტში, გვიყვარს ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი ემოციები, ის კი წარმოადგენს ამ ემოციის უპირობო ჩამრთველს.

~ ზურა მხეიძე

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგია Ψ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram