16/08/2025
🦋ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე.
📍ფარისებრი ჯირკვლის მოცულობითი წარმონაქმნები, იყოფა 2 ნაწილად.
კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნებად.
📍ავთვისებიან წარმონაქმნებში, ყველაზე გავრცელებული ფორმებია:
1)ეპითელური წარმოშობის:
✅️პაპილარული კარცინომა– ყველაზე ხშირი და უმეტეს შემთხვევაში კარგად/სრულად განკურნებადი ფორმაა.
✅️ფოლიკულური – ცოტა უფრო აგრესიული, მაგრამ უმეტესად ემორჩილება მკურნალობას.
✅️ანაპლასტიკური – ძალიან იშვიათია და სწრაფად მიმდინარე.
2. C-უჯრედული წარმოშობის:
✅️მედულარული კაცრინომა–საკმაოდ იშვიათი ფორმაა და ზოგჯერ მემკვიდრეობითი სახეც აქვს.
3. იშვიათი ტიპები (არასპეციფიკური წარმოშობის)
✅️მეტასტაზური კვანძები –როდესაც სხვა ორგანოდან მოხვედრილი კიბო ჩნდება ფარისებრ ჯირკვალში.
📍რისკ–ფაქტორები:
რადიაციასთან კონტაქტი, იოდის დეფიციტი, გენეტიკური წინასწარგანწყობა.
📍როგორ ვლინდება?
ხშირად ადამიანი თვითონ ამჩნევს კვანძს კისერზე. ზოგჯერ ჩნდება ხმის ცვლილება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე სიმპტომები თითქმის არ ჩანს.
📍როგორ ხდება დიაგნოსტირება?
პირველ რიგში ტარდება, ფარისები ჯირკვლის, ულტრაბგერითი კვლევა. საეჭვო კვანძის შემთხვევაში ინიშნება წვრილი ნემსით ბიოფსია (FNAB), რომელიც ადგენს არის თუ არა კვანძი ავთვისებიანი.
✅️მკურნალობა:
მთავარი მეთოდია ოპერაცია. საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოიყენება რადიოაქტიური იოდი და ჰორმონული თერაპია. სწორი და დროული მკურნალობის შედეგად, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტების უმეტესობა სრულფასოვნად აგრძელებს ცხოვრებას.