არტ ქოუჩინგი - Art Coaching

არტ ქოუჩინგი - Art Coaching Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from არტ ქოუჩინგი - Art Coaching, Tbilisi.

25/12/2024
"დაფიქრდით სამყაროსეული ენერგიის კანონებზე. სამყაროში ყველაფერი  #ენერგიაა, ჩვენი  #ცნობიერებაც კი. ენერგიის მაღალ სიხში...
08/10/2023

"დაფიქრდით სამყაროსეული ენერგიის კანონებზე. სამყაროში ყველაფერი #ენერგიაა, ჩვენი #ცნობიერებაც კი. ენერგიის მაღალ სიხშირეზე გადართვით ცნობიერების დონეც მაღლდება ... და #ადამიანი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ხდება, შედეგად კი სამყაროც უკეთეს ელფერს იძენს."

წყარო: Ilchibuko

"ბავშვს ხშირად გაუმეორეთ შემდეგი ფრაზები:_ მე ზუსტად შენნაირი  #შვილი მინდოდა!- რა ბედნიერებაა, რომ ისეთი ხარ, როგორიც ხ...
07/10/2023

"ბავშვს ხშირად გაუმეორეთ შემდეგი ფრაზები:

_ მე ზუსტად შენნაირი #შვილი მინდოდა!

- რა ბედნიერებაა, რომ ისეთი ხარ, როგორიც ხარ!
- მე შენ #მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ და ყოველთვის მეყვარები, რაც არ უნდა მოხდეს!

... შვილის მიმართ შენი #სიყვარული ერთადერთი #ღვთიური ძალაა, რომელიც ყოველთვის მის გვერდით იქნება."

ხათუნა მუზაშვილი

"მნიშვნელობა არა აქვს, შენი ცხოვრების რომელ საფეხურზე ხარ ახლა; გთხოვ, არასრულყოფილი წარსულის ტკივილს არ მისცე უფლება, შ...
07/10/2023

"მნიშვნელობა არა აქვს, შენი ცხოვრების რომელ საფეხურზე ხარ ახლა; გთხოვ, არასრულყოფილი წარსულის ტკივილს არ მისცე უფლება, შენი ზღაპრული მომავლის დიდებას შეუშალოს ხელი. იმაზე ბევრად #ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. ბრწყინვალე #გამარჯვებები და უხვი #მადლი გიახლოვდება. შენ ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო, რომ გაიზარდო და წარმართო უჩვეულოდ ნაყოფიერი, უაღრესად #შთამბეჭდავი და გამორჩეულად გავლენიანი #ცხოვრება, რომელიც ურთულესი გამოცდების შემდეგ დაიმსახურე.
ახლა ცუდი არაფერი ხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ #შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერი ნაწილებად იშლება. თუ შენი ცხოვრება დიდ აურზაურს ჰგავს, ეს იმიტომ ხდება, რომ ახლა შენი #შიშები უფრო ძლიერია, ვიდრე შენი #რწმენა. წვრთნით და ვარჯიშით შენ შეგიძლია, შენს შეშინებულ ხმას დაუწიო."

რობინ შარმა

თარგმანი: ნინო ბაია გახოკია

"იმ დღეს, როდესაც  #ბავშვი მიხვდება, რომ ყველა  #ზრდასრული არასრულყოფილია, ის ხდება  #მოზარდი; იმ დღეს, როცა მათ აპატიებ...
07/10/2023

"იმ დღეს, როდესაც #ბავშვი მიხვდება, რომ ყველა #ზრდასრული არასრულყოფილია, ის ხდება #მოზარდი; იმ დღეს, როცა მათ აპატიებს, ის სრულწლოვანი ხდება; და იმ დღეს, როცა საკუთარ თავს აპატიებს, #ბრძენი გახდება."

ოლდენ ნოულანი

"ზოგჯერ  #ადამიანები გვერდს უვლიან სიყვარულს, იმიტომ რომ სიყვარულის  #სილამაზე მათ აშინებს. ზოგჯერ ადამიანები სიყვარულის...
07/10/2023

"ზოგჯერ #ადამიანები გვერდს უვლიან სიყვარულს, იმიტომ რომ სიყვარულის #სილამაზე მათ აშინებს. ზოგჯერ ადამიანები სიყვარულისგან მიდიან, იმიტომ რომ სიახლოვე სინათლის სხივს მიაფენს მათ ბნელ კუნჭულებს და ისინი მზად არ არიან, რომ თავიანთ ჩრდილებზე იმუშაონ. ზოგჯერ ადამიანები ზურგს აქცევენ სიყვარულს, იმიტომ რომ მზად არ არიან, სხვას შეუერთდნენ - მათ მეტი სამუშაო აქვთ საკუთარ თავზე. ზოგჯერ ადამიანები გარბიან, იმიტომ რომ #სიყვარული მათ ცხოვრებაში პრიორიტეტი არ არის - ჯერ სხვა გზა და სხვა #მიზანი აქვთ... იმის გამო, რომ ბევრი ჩვენგანი სირცხვილის გრძნობით არის სავსე, ჩვენ მიდრეკილი ვართ, საკუთარ თავში ვეძიოთ სიყვარულის გაუჩინარების #მიზეზი, ეს კი განპირობებულია უარყოფილობით და მიტოვებულობის შიშით; მაგრამ ზოგჯერ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ზოგჯერ ვინც მიდის, მზად არ არის, #უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.
ზოგჯერ მათ იციან ისეთი რამე, რაც ჩვენ არ ვიცით - მათ მოცემულ მომენტში თავიანთი #შეზღუდვები იციან. ნამდვილი სიყვარული იოლი გზა არ არის - #მზაობაა ყველაფერი. დაე, დანაკარგი მიზეზების მისაკუთრების გარეშე ვიგლოვოთ. დაე, ვისწავლოთ, გვიყვარდეს საკუთარი თავი შეყვარებულის გარეშე."

ჯეფ ბრაუნი

თარგმანი: ნინო ბაია გახოკია

"მეშინოდა, რომ უარყოფილი ვიქნებოდი, სანამ ვისწავლე, არასდროს  უარვყო საკუთარი თავი.  მეშინოდა მიტოვებულობის, სანამ ვისწა...
07/10/2023

"მეშინოდა, რომ უარყოფილი ვიქნებოდი, სანამ ვისწავლე, არასდროს უარვყო საკუთარი თავი.
მეშინოდა მიტოვებულობის, სანამ ვისწავლე, არასდროს მივატოვო საკუთარი თავი.
მეშინოდა სხვების აზრების,
სანამ ვისწავლე, რომ საკუთარ #აზრები უფრო მნიშვნელოვანია.
მეშინოდა #მტკივნეული დასასრულის, სანამ გავაცნობიერე, რომ ისიც ახლის დასაწყისია.
მეშინოდა, სუსტი გამოვჩენილიყავი, სანამ გავაცნობიერე, როგორი #ძლიერი ვიყავი სინამდვილეში.
მეშინოდა, რომ უმნიშვნელოდ აღმიქვამდნენ, სანამ აღმოვაჩინე ჩემი #ჭეშმარიტი #ძალა და #შესაძლებლობები.
მეშინოდა, რომ უშნოდ მიმიჩნევდნენ, სანამ
ვისწავლე, საკუთარი #სილამაზე დამეფასებინა.
მარცხის მეშინოდა, სანამ ვისწავლე, რომ ეს #ილუზია იყო, თუ სიყვარულის, ზრდის და სწავლის კუთხით შევხედავდი.
მეშინოდა სევდის, სანამ ვისწავლე, რომ ეს ბრწყინვალების საბადო იყო და ადგილი, საიდანაც ჩემი უდიდესი #გარდაქმნა დაიწყო.
ცვლილების მეშინოდა, სანამ ვისწავლე, რომ ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია სამყაროში, სადაც ყველაფერი დროებითი და წარმავალია.
მარტოობის მეშინოდა, სანამ ვისწავლე, საკუთარი თავის თანხლებით მესიამოვნა.
ჩემი უნიკალურობის მეშინოდა, სანამ ვისწავლე, რომ ჩემი სიდიადე სწორედ აქ იყო.
სიბნელის მეშინოდა, სანამ გავიხსენებდი, რომ #სინათლე ვარ.
ცხოვრების მეშინოდა, სანამ გავიხსენებდი, ვინ ვიყავი მე."

ტალია ჰანტერი

თარგმანი: ნინო ბაია გახოკია

1. გააცნობიერეთ " #უსიამოვნო"  #ფიქრი!2. გადაუხადეთ  #მადლობა ამ ფიქრს - " #მადლობელი ვარ, რომ მაცნობებ, რა არ მინდა და ...
05/10/2023

1. გააცნობიერეთ " #უსიამოვნო" #ფიქრი!

2. გადაუხადეთ #მადლობა ამ ფიქრს - " #მადლობელი ვარ, რომ მაცნობებ, რა არ მინდა და შესაბამისად, რა მინდა!

3. ჩაანაცვლეთ #სასიამოვნო ფიქრით

4. დაიმახსოვრეთ, სამყაროს ყოველთვის ესმის თქვენი ლოცვა. იქონიეთ კეთილი #სურვილები და შეუთავსეთ მათ სასიამოვნო #ემოცია.

რისი განხორციელება გინდათ და როგორ გინდათ, თავი იგრძნოთ?
02/10/2023

რისი განხორციელება გინდათ და როგორ გინდათ, თავი იგრძნოთ?

26/07/2023

"ჩვენი სინათლის უსასრულო ძალას მხოლოდ მაშინ მივაგნებთ, თუ #გამბედაობა გვეყო, #სიბნელე გამოვიკვლიოთ."

#ბრენე #ბრაუნი

Address

Tbilisi

Telephone

+995593393923

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when არტ ქოუჩინგი - Art Coaching posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram