30/10/2025
🫀 კორონარული სტენტირება, იგივე ანგიოპლასტიკა არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება დახშული ან შევიწროებული კორონარული არტერიების სანათურის გასაფართოებლად.
პროცედურა გულისხმობს ბალონის საშუალებით არტერიის გაფართოებას და სპეციალური სპირალური ბადის - სტენტის - ჩადგმას, რომელიც მუდმივად რჩება სისხლძარღვში და ხელს უწყობს სისხლის თავისუფალ მიმოქცევას.
გულის მკვებავი არტერიების შევიწროება ან გამკვრივება (ათეროსკლეროზი) იწვევს გულის კორონარულ დაავადებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება არის სტენოკარდია - ტკივილი გულმკერდის არეში სისხლის ნაკადის შემცირების გამო.
🩺 რეკომენდაციები პროცედურის შემდეგ:
🔹 მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას - მათ შორის ვარჯიშს, სიმძიმის აწევას და ფიზიკურ შრომას.
🔹 დაისვენეთ და მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (ზოგ შემთხვევაში ექიმის მითითების მიხედვით ეს რეკომენდაცია იცვლება).
🔹 დაიცავით დიეტური რეჟიმი ექიმის დანიშნულების მიხედვით.
🔹 მკაცრად დაიცავით მედიკამენტების მიღების სქემა.
🔹 დაგეგმეთ განმეორებითი ვიზიტი ექიმთან მითითებულ ვადებში.
🔹 მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
📞 032 288 09 09
📍მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5