ლუმინი • Lumini

ლუმინი • Lumini 💚ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი💚

06/05/2026

თუ თითქმის ყოველდღე გრძნობ
სევდას, სიცარიელეს ან უიმედობას…
გაღიზიანებას უმნიშვნელო მიზეზებით…
ინტერესის დაკარგვას იმაზე, რაც ადრე გიყვარდა…
დაგერღვა ძილის რიტმი…
ენერგიის ნაკლებობას გრძნობ…
როცა პატარა საქმეებიც კი რთულია…
თუ გიჭირს კონცენტრაცია…

ხშირად გტანჯავს საკუთარი თავის კრიტიკა ან ცუდი ფიქრები გაქვს…

ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ შენს ფსიქიკას მხარდაჭერა სჭირდება.

დახმარების თხოვნა სისუსტე არ არის, ეს არის პირველი ნაბიჯი ცვლილებებისკენ! #ფსიქოთერაპია #დეპრესია

05/05/2026

ბევრს ჰგონია, რომ ეს უბრალოდ ნერვიულობაა… ან… ზედმეტი ფიქრი…
მაგრამ სინამდვილეში შფოთვაა როდესაც ერთ ფიქრს მეორე ცვლის… მეორეს მესამე…
როცა ღამე გეღვიძება და გონება ფიქრს არ წყვეტს…
როცა სხეული დაძაბულია… გრძნობ თითქოს საფრთხე ახლოსაა, მაგრამ არ იცი, რას ელოდო…
როცა გული სწრაფად გიცემს…
როცა ადამიანებს ერიდები… არა იმიტომ, რომ არ გინდა ურთიერთობა, არამედ იმიტომ, რომ არ შეგიძლია.
როცა გაწუხებს სირცხვილი… დანაშაულის გრძნობა… მიზეზის გარეშე…
როცა ბრაზდები… მერე საკუთარ თავზე ბრაზდები, რომ ბრაზობ…
როცა დაღლილი ხარ… მაგრამ დასვენებას ვერ ახერხებ…

თუ ამოიცანი საკუთარი თავი, იცოდე ეს სისუსტე არ არის…
ეს არის ნიშანი, რომ შენს ფსიქიკას მხარდაჭერა სჭირდება…
იცოდე რომ ამ დგომარეობიდან გამოსავალი არსებობს…
ფსიქოთერაპია დაგეხმარება გააჩერო წრეზე მორბენალი ფიქრები და სიმშვიდე იყოს შენი თანამგზავრი… #ფსიქოთერაპია #ფსიქოლოგია #მარიამტურაშვილი

03/05/2026

ვერ ხსნი რატომ გაქვს მუდმივი შფოთვა, რატომ გეჩვენება, რომ არასოდეს ხარ საკმარისად კარგი, რატომ გიჭირს ნდობა...

შფოთვა, დეპრესია, ობსესიური ფიქრები

ნდობის პრობლემები

მიტოვების ძლიერი შიში

სიბრაზის კონტროლის სირთულე

ტოქსიკური პერფექციონიზმი

ქრონიკული დანაშაულის გრძნობა და სირცხვილი...

ხშირად ასე ვლინდება ბავშვობის ტრავმა ზრდასრულ ასაკში. თუ გრძნობ, რომ დროა საკუთარ თავს დაუბრუნდე, თუ გინდა უკეთ გაიგო შენი ემოციები, მე გელოდები...
#მარიამტურაშვილი #ფსიქოთერაპია #გეშტალტთერაპია

29/04/2026

#კვება #ფსიქოთერაპია

28/04/2026

#ფსიქოთერაპია

22/04/2026

#ერიკერიქსონი #ფსიქოსოციალური #განვითარება #სტადიები #ფსიქოლოგია #ლუმინი

✨ლუმინი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს✨
12/04/2026

✨ლუმინი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს✨

✨ერიკ ერიქსონის ფსიქოაოციალური განვითარების VIII სტადია✨მთლიანობა სასოწარკვეთის წინააღმდეგხანდაზმულობახანდაზმულობის (გვი...
07/04/2026

✨ერიკ ერიქსონის ფსიქოაოციალური განვითარების VIII სტადია✨

მთლიანობა სასოწარკვეთის წინააღმდეგ

ხანდაზმულობა

ხანდაზმულობის (გვიანი მოზრდილობის) კრიზისია კონფლიქტი პიროვნულ მთლიანობასა და სასოწარკვეთილებას შორის. ნებისმიერი განვლილი სტადიის კრიზისის გადაწყვეტა ხნიერ ადამიანს ამზადებს იმისათვის, რომ წარსულს სინანულის გარეშე შეხედოს და პიროვნული მთლიანობის სასიამოვნო განცდა დაეუფლოს. თუ ადრინდელი კრიზისები გადაუჭრელია, ხოლო მისწრაფებები აუსრულებელ ოცნებებად დარჩა, ინდივიდს სასოწარკვეთილება, განვლილი ცხოვრების ამაოებისა და საკუთარი გამოუსადეგრობის შეგრძნება ეუფლება...

#განვითარება

#სინანული

#ხანდაზმულობა

#კრიზისი

#ლუმინი

✨ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების VIII სტადია✨ქმნადობა უძრაობის წინააღმდეგსაშუალო ასაკისოციალური ზრდის შემდეგი...
07/04/2026

✨ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების VIII სტადია✨

ქმნადობა უძრაობის წინააღმდეგ

საშუალო ასაკი

სოციალური ზრდის შემდეგი შესაძლებლობა, რომელიც, ჩვეულებრივ, მოწიფულობაში ეძლევა ადამიანს, პროდუქტულობაა. პროდუქტიულობაში იგულისხმება შთამომავლობის გაგრძელება ბავშვის აღზრდით, სხვა ადამიანებზე ზრუნვა ან ნაყოფიერი შრომა. ამ მიმართულებით წარუმატებლობა ადამიანს მნიშვნელოვან დაღს ასვამს. 30-40 წლის ასაკში ადამიანები საკუთარ თავსა და საკუთარ პარტნიორზე ფიქრის საზღვრებს სცდებიან და ზრუნვას იწყებენ ოჯახის წევრებზე, სამუშაოზე, საზოგადოებასა და მომავალ თაობაზე. ისინი, ვისაც წინა სტადიების კრიზისები არ აქვთ დაძლეული, კვლავ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით არიან დაკავებულნი, ეჭვქვეშ აყენებენ წარსულის მიღწევებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს და უსაფრთხოების ფასად ინარჩუნებენ თავისუფლებას...

#ლუმინი
#განვითარება
#პროდუქტიულობა

ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების VI სტადიაინტიმურობა იზოლაციის წინააღმდეგ — ახალგაზრდობაახალგაზრდები ახლო ურთი...
04/04/2026

ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების VI სტადია

ინტიმურობა იზოლაციის წინააღმდეგ — ახალგაზრდობა

ახალგაზრდები ახლო ურთიერთობების დამყარებას ცდილობენ. იმედგაცრუებების გამო, ზოგიერთ მათგანს არ შეუძლია ახლო ურთიერთობების დამყარება და იზოლაციაში რჩება. ახალგაზრდობის (ადრეული მოზრდილობის) ძირითადი კრიზისი ინტიმურობასა და იზოლაციას შორის კონფლიქტის გადაჭრაა. ამ კონფლიქტის წარმატებული გადაწყვეტის შედეგია სხვა ადამიანებთან სრული ემოციური, ზნეობრივი და სექსუალური ურთიერთობებიის დამყარებისა და შენარჩუნების უნარის განვითარება. ასეთი ურთიერთობები თავისთავად გულისხმობს ზოგიერთი პიროვნული პრიორიტეტის დათმობას, კომპრომისს, საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობების აღებას და მეორე ადამიანის (პარტნიორის) განმარტოებულობისა და დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით შენარჩუნებას. ამ კრიზისის დაძლევისას წარუმატებლობას ინდივიდი იზოლაციამდე და სხვებთან ჰარმონიული ურთიერთობების უნარის არქონამდე მიჰყავს.

#განვითარება

#კრიზისი

#ურთიერთობები

#იმედგაცრუება

#ლუმინი

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლუმინი • Lumini posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ლუმინი • Lumini:

Share

Category