24/04/2012
უჩვეულო სინდრომები
უცხო აქცენტის სინდრომი - ამ სინდრომის დროს, ადამიანი საუბრისას უჩვეულოდ უწევს ინტონაციას, ყოფს მარცვლებს, რაც ქმნის ეფექტს თითქოს ის უცხოელია და ცდილობს დაეუფლოს ენას, ეს სინდრომი 1941 წელს აღმოაჩინეს, ადამიანების ნაწილმა შეძლო მეტყველების აღდგენა სპეციალური კურსის გავლის შემდეგ. ეს სინდრომი იმ ადამიანებს აღენიშნებათ, ვისაც თავის ქალის ტრამვა აქვს გადატანილი.
ფეთქებადი თავის სინდრომი - ამ სინდრომს თავის აფეთქებამდე არ მიყავს და არც ტკივილი სდევს თან, თუმცა ადამიანს გამძაფრებულად ესმის ყველა ხმა, რაც უქმნის შეგრძნებას რომ მისი თავი სადაცაა აფეთქდება. უცნობია თუ რა იწვევს სინდრომს, თუმცა ის ყველაზე ხშირად გადაღლილობის და ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ აღენიშნებათ და დასვენების შემდეგ ქრება.
ფატალური ოჯახური უძილობა - მსოფლიოში სულ 40 ოჯახია, რომელიც ამ სინდრომითაა დაავადებული. ის გენეტიკურია. ოჯახის წევრებს სულ ნაკლებად და ნაკლებად ძინავთ. ტვინში აქტიურდება ის ნაწილი, რომელიც მათ დაძინებაში უშლით ხელს. შედეგად სინდრომი იწვევს, ჰალუცინაციებს, თავის ძლიერ ტკივილს, გადაღლილობას და რამდენიმე წელში ფატალურად სრულდება.
ტკვილის უგრძნობლობა - არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი 100-მდე ადამიანია. საქმე იმაშია რომ ეს ერთგვარი მუტაციაა, ორგანიზმს ტვინამდე არ მიაქვს ტკივილის შეგრძნება. ერთი შეხედვით თითქოს კარგია, ცხოვრება ტკივილის გარეშე. თუმცა ეს ასე არ არის. ტკივილი ეს გაფრთხილებაა რომ საშიშროება არსებობს დაზიანების. ადამიანებს ამ სინდრომით უფრო მეტი უბედური შემთხვევა აქვთ, რადგან ისინი გაჭრისას და დამწვრობისას, ხშირად მაშნვე ვერ იგებენ და გვიან აკითხავენ ექიმს.
მაქციის სინდრომი - ამ სინდრომის მქონე ადამიანებს ყველაგან მათ შორის მთელ სახეზე, უზომო რაოდენობით ეზრდებათ თმა. ისინი მთლიანად იფარებიან თმით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ ტესტოსტერონის ინექციის შემდეგ უჩვეულო ადგილებში თმა იწყებს ცვენას, ასე რომ ამ სინდრომისგან განკურნება ასე თუ ისე შესაძლებელია.
ალისა საოცრებათა ქვეყანაში სინდრომი - ამ სინდრომის მქონე ადამიანს საგნები ან ძალიან დიდი, ან ძალიან პატარა ეჩვენება. ხშირად ამ სინდრომით ისინი არიან დაავადებულები, ვინც ხანგრძივად იღებენ ჰალუცინოგენებს.