Holis ჰოლის

Holis ჰოლის ა(ა)იპ ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება

ა(ა)იპ “ჰოლისტური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება” მიმართულია სპეციალისტების გაძლიერებისკენ, რათა ბავშის საჭიროებებ...
27/12/2025

ა(ა)იპ “ჰოლისტური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება” მიმართულია სპეციალისტების გაძლიერებისკენ, რათა ბავშის საჭიროებები დანახულ იქნეს მრავალფეროვან კონტექსტში. ამისთვის ვცდილობთ დავნერგოთ ტრანსდისციპლინური მიდგომა, რაც მოიაზრებს თითოეული სპეციალისტის მიერ სხვა დისციპლინის სტრატეგიების გამოყენებას თერპიულ პროცესში. ამ მიზნით სპეციალისტები ერთმანეთში აზიარებენ ცოდნას, რაც თერაპიულ პროცესს უფრო ღმას ხდის.
17 დეკემბერს, ჰოლისის გუნდის ოკუპაციურმა თერაპევტმა თამთა ჭაღალიძემ ჯგუფში გააზიარა ინფორმაცია პოზიციონირების მნიშვნელობაზე ჯდომის დროს და მის გავლენაზე ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საქმიანობებში ჩართულობასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ფუნქციონირებასა და კომფორტზე. განხილულ იქნა კონკრეტული შემთხვევის მაგალითები და ვიმსჯელეთ ჰოლისის სერვისის მიმღებთა საჭიროებებზე პოზიციონირების თვალსაზრისით თერაპიულ პროცესში, სახლში, სკოლაში, ბაღში, მათთვის ბუნებრივ გარემოში. დაისახა სამომავლო გეგმებიც.
ჰოლისის გუნდი ვაგრძელებთ სწავლას და პროფესიულ განვითარებას. ✨

საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებაზე ორიენტირებული ცენტრებისთვის, რაც საშუალებას იძლევა...
19/12/2025

საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებაზე ორიენტირებული ცენტრებისთვის, რაც საშუალებას იძლევა სერვისის მიმღებ პირებს შევთავაზოთ ევროპული გამოცდილებით გამდიდრებული თერაპიები. ,,ჰოლისში’’ პროფესიულ მხარდაჭერას ავსტრიელი კოლეგებისგან სისტემატიური ხასიათის აქვს. დეკემბრის თვეში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა უფასო ინდივიდუალური კონსულტაციები, რასაც თან ახლდა ,,ჰოლისის’’ გუნდის პროფესიული მხარდაჭერა.
Hedwig Zsivkovits - Physiotherapeutin M.A და Josef Haberfellner -Orthopädie Techniker M.A ცენტრის დაარსების დღიდან აქტიურად არიან ჩართული თითოეული ბავშვის საჭიროებების, შეფასებისა და შემდგომი დაკვირვება/მიყოლის პროცესში. შეხვედრებზე ყურადღება მახვილდებოდა დამხმარე საშუალებების შერჩევა, განსაზღვრა, დამზადების მიმართულებითაც. ჩვენი გუნდი ავსტრიელ კოლეგებთან ერთად აგრძელებს ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერას და კვალიფიციური სერვისის მიწოდებას.

შემოუერთდით ჰოლისის გმირების გუნდს 🦸‍♀️🦸‍♂️💫
02/12/2025

შემოუერთდით ჰოლისის გმირების გუნდს 🦸‍♀️🦸‍♂️💫

ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

შემოდგომის გარე აქტივობა - პატარების ჯგუფი🍂🧡
24/11/2025

შემოდგომის გარე აქტივობა - პატარების ჯგუფი🍂🧡

🌞 გარე აქტივობა | სივრცეში ადაპტაცია | სოციალიზაცია 💛დღევანდელი დღისთვის ჩვენი ბავშვები დიდი მონდომებით ემზადებოდნენ — ე...
24/10/2025

🌞 გარე აქტივობა | სივრცეში ადაპტაცია | სოციალიზაცია 💛
დღევანდელი დღისთვის ჩვენი ბავშვები დიდი მონდომებით ემზადებოდნენ — ერთად დავგეგმეთ ლოკაცია, თამაშები და აქტივობები.
გარე სივრცე ბავშვებისთვის ნიშნავს თავისუფლებას, აღმოჩენას და განვითარების ახალ საფეხურს 💫
აქ ისინი სწავლობენ, როგორ იპოვონ თავი გარემოში, გაუზიარონ სიხარული სხვებს და ირწმუნონ საკუთარი ძალის.
განსაკუთრებული მადლობა მშობლებს 🤗
მათი ჩართულობა და მხარდაჭერა ბავშვებისთვის უდიდესი მოტივაციაა.
ერთად — სპეციალისტები, მშობლები და ჩვენი საოცარი ბავშვები — ვქმნით სივრცეს, სადაც ყოველი ნაბიჯი გამარჯვებაა 💛
„მაჩვენე, როგორ შევძლო ამის გაკეთება ჩემი შესაძლებლობებით.“ ✨
#ჰოლისი #გარეაქტივობა #ინკლუზია #სოციალიზაცია #სივრცეშიადაპტაცია #განვითარება #შშმბავშვები #მშობლისჩართულობა
#მაჩვენეროგორშემიძლიაამისგაკეთებაჩემიშესაძლებლობებით

20/10/2025

ა(ა)იპ "ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე.
ჩვენთან მუშაობა ნიშნავს შესაძლებლობას:
🤝 გახდე გუნდის ნაწილი, რომელიც ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნავს;
🌍 მიიღო ევროპული გამოცდილება და აიმაღლო პროფესიული ცოდნა;
💚 იმუშაო თბილ, მხარდაჭერით გარემოში, სადაც შენი წვლილი ნამდვილად ფასდება.

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი — გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მეილზე:
📩 shst2025@gmail.com

დროა შენი ცოდნა და ენერგია იქ გამოიყენო, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდება სხვებს 💫

🙏 მადლობელი ვიქნებით, თუ ამ პოსტს გააზიარებთ — შესაძლოა, სწორედ თქვენი გაზიარება დაეხმაროს ვინმეს იპოვოს თავისი გზა ჩვენთან. 🌱

https://www.hr.ge/announcement/445625/fizikuri-Terapevti

Send a message to learn more

15/10/2025

🌈 ჰოლისი დაბრუნდა!
ჩვენი გუნდი და ჩვენი საოცარი ბავშვები ახალი სივრციდან გიბრუნდებიან – სითბოთი, სიყვარულით და ახალი შემართებით! 💫
წინ გველის ბევრი საინტერესო ეტაპი, სიხარულით სავსე დღეები და სიახლეები, რომლებსაც მალე გაგიზიარებთ 🌿
თვალი გვადევნეთ, იყავით ჩვენი მხარდამჭერი და მეგობარი ამ საოცარ გზაზე 💚

📸 პ.ს.
კადრში ხედავთ, როგორ იყენებენ ჩვენი ბავშვები სამზარეულოს სხვადასხვა ინვენტარს — სიხარულითა და ინტერესით 🍳
ელექტრო ინვენტარის მართვაში კი მათ ეხმარებათ 🕹️ დიდი წითელი ღილაკი, ე.წ. „სვიჩი“, რომელიც ჰოლისს უსაჩუქრა ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციამ ქონსორთ ჯორჯია Consort Georgia💙

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ სითბოსა და მხარდაჭერისთვის! 🩵🩵🩵

#მხარიდაუჭირედაემეგობრეჰოლისს
#მაჩვენეროგორშემიძლიაამისგაკეთებაჩემიშესაძლებლობებით
✨ მხარდაჭერისთვის:



✨ We’re back! ✨
A new space, new emotions, and the same love that always fills Holis 💚
Our little heroes and the warm-hearted team are ready for new adventures 🌿
Follow our journey and be part of our joy 🫶



💚 GE73BG0000000604562957
💚 GE95TB7970036020100004

  💚💚💚
06/10/2025



💚💚💚

31/05/2025

მაისი ჰოლისში სავსე იყო საინტერესო გარე აქტივობებით! 🌿
ერთ-ერთი გამორჩეული დღე პატარებისთვის ზოოპარკში გასეირნება აღმოჩნდა — ემოციური, შთამბეჭდავი და სახალისო თავგადასავლით სავსე.

ბავშვებმა შეძლეს საკუთარი თვალით ენახათ ის ცხოველები, რომლებსაც მისალმების წრის აქტივობების დროს ერთად ვმღეროდით და ვახმოვანებდით. ეს კავშირი განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა მათთვის. 🐘🦁🦜

დღის ბოლოს ყველასთვის საყვარელ ატრაქციონებზე გავერთეთ და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით დატვირთულები ბედნიერად დავბრუნდით ჰოლისში. 😊🎠

May at Holis was filled with exciting outdoor activities! 🌿
One of the most special days for our little ones was a trip to the zoo — full of emotions, wonder, and fun adventures.

The children had the opportunity to see, with their own eyes, the animals they had been singing about and voicing during our morning circle activities. This connection made the experience even more meaningful for them. 🐘🦁🦜

At the end of the day, we enjoyed some time on the amusement rides, and filled with colorful impressions and joy, we happily returned to Holis. 😊🎠

#მაჩვენეროგორშემიძლიაამისგაკეთებაჩემიშესაძლებლობებით
#მხარიდაუჭირედაემეგობრეჰოლისს
#ერთადუფრომეტსშევძლებთ

27/05/2025

მაისის თვე ჰოლისში საქართველოს მიეძღვნა!
მთელი თვის განმავლობაში ჩვენი ბავშვები და თერაპევტები ერთობლივად ემზადებოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად — შემოქმედებითი აქტივობებით და პატრიოტული სულისკვეთებით სავსე გარემოში.
თვე განსაკუთრებული სიხარულით დაგვირგვინდა: ჩვენი ბავშვების ერთობლივი მონაწილეობით გაიმართა დასამახსოვრებელი სვლა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე. ეს დღე ჩვენთვის იყო ერთიანობის, ღირსებისა და მხნეობის სიმბოლო — დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ჩვენი ბავშვების ძალა უსაზღვროა, როცა გვერდით სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა აქვთ🇬🇪👨‍🦽💗

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს🇬🇪🇬🇪🇬🇪
ჰოლისი — ადგილი, სადაც თითოეული ბავშვი განსაკუთრებულია და მისი ხმა ისმის!
#მხარიდაუჭირედაემეგობრეჰოლისს #მაჩვენეროგორშემიძლიაამისგაკეთებაჩემიშესაძლებლობებით #ერთადუფრომეტსშევძლებთ

🇬🇪👨‍🦽❤️

ჰოლისი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს🇬🇪💗🇬🇪Happy  independence Day🇬🇪💗  #ესდღეჩვენია  #მხარიდაუჭირედაემეგობრეჰოლისს
26/05/2025

ჰოლისი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს🇬🇪💗🇬🇪
Happy independence Day🇬🇪💗 #ესდღეჩვენია #მხარიდაუჭირედაემეგობრეჰოლისს

🧍‍♂️აჩის ამბავიდღეს მინდა ერთი უმაგრესი ბიჭი გაგაცნოთ🤸‍♂️აჩი 12 წლის უჭკვიანესი და უკეთილშობილსი ბიჭია, რომელსაც ძალიან ...
09/05/2025

🧍‍♂️აჩის ამბავი
დღეს მინდა ერთი უმაგრესი ბიჭი გაგაცნოთ🤸‍♂️
აჩი 12 წლის უჭკვიანესი და უკეთილშობილსი ბიჭია, რომელსაც ძალიან პატარა ასაკში მოიწია "გაზრდა". უბედური შემთხვევის შედეგად 3 წლის ასაკში ჯერ ფეხი დაკარგა და მერე ამ დარდს შეწიული მამის გარეშე დარჩა. ის მისი დედიკოს იმედი და მზის სხივია☺️💗
შარშან აჩის ჩვენი დონორი ორგანიზაციის, Georg Jachan და Birgit Walter დახმარებით გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც მას დაუმზადდა პროტეზი, რომლითაც უკეთ შეძლებდა სიარულს. ასევე კონსულტაცია ქონდა ავსტრიელ ორგიპედთან. გადაწყდა რომ აჩის მარჯვენა მენჯის ოპერაცია სჭირდება, რომ აღარ ქონდეს ტკივილები და სამომავლოდ საფრთხე არ შეექმნას მის ჯანმრთელ ფეხს.
17 ივლისს არის ჩანიშნული მისი ოპერაცია და ჩვენი ორგანიზაცია აჩის გვერდით არის ისევ და ისევ. თუმცა მას თქვენი მხარდაჭერაც სჭირდება, რადგან მას ხანგრძლივად მოუწევს ავსტრიაში დარჩენა. ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე 8 კვირა გიფსში უნდა იყოს და შემდეგ რეაბილიტაციაა საჭირო.
ამიტომ ყველას გთხოვთ დაუდგეთ აჩის გვერდით.
დავეხმაროთ მას ოცნებების რეალიზებაში.
🤸‍♂️ის თანატოლებთან ფეხბურთის თამაშზე ოცნებობს⚽️ ასევე ველოსიპედით და სკუთერით კატაობაზე🚵
ვდებ დედის ანგარიშის ნომრებს:

# GE45BG0000000601142659
# GE45BG0000000601142659
მიმღები: მანცო ბარამიძე
#მხარიდაუჭირედაემეგობრეჰოლისს
#ერთადუფრომეტსშევძლებთ
#ჰოლისი

Address

გაზაფხულის ქუჩა #63
Tbilisi
0160

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Holis ჰოლის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram