12/05/2026
ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში.
ეს არ იყო სტანდარტული ტუჩის აუგმენტაცია. ეს იყო ტრავმის შემდგომ შეცვლილ ანატომიასთან მუშაობა, სადაც გასათვალისწინებელი იყო ნაწიბუროვანი ქსოვილი, მკვეთრი ასიმეტრია, რბილი ქსოვილების დეფორმაცია, კბილების დაკარგვით გამოწვეული საყრდენის დეფიციტი და დროებითი პროთეზირების გავლენა ტუჩის პოზიციაზე.
პაციენტმა მოგვმართა რეკომენდაციით, საკმაოდ რთული ისტორიის შემდეგ. ავარიის შედეგად მას სახის არეში ჰქონდა მიღებული დაზიანება, მათ შორის ტუჩის მიდამოში დარჩენილი ნაწიბურები და დეფორმაცია. კბილების დაკარგვის ფონზე ტუჩის ერთი მხარე ვიზუალურად ჩაწეული და დისბალანსში იყო.
მისთვის ეს ვიზიტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გვითხრა, რომ დიდი ხანია პირბადით დადის და ჩვენთან მოვიდა დიდი ძიების, რეკომენდაციებისა და იმედის შემდეგ.
პაციენტის სურვილით სრულ ფოტო და ვიდეომასალას ვერ ვაქვეყნებთ.
თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ის იყო, რომ პაციენტი შედეგით უზომოდ ბედნიერი და კმაყოფილი წავიდა. როდესაც საბოლოო ცვლილება ნახა, ემოცია და ცრემლები ვერ შეიკავა.
ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიული ბედნიერება ც როცა შენი სამუშაო მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებას კი არ ქმნის, არამედ ადამიანს შინაგან სიმშვიდეს, თავდაჯერებას და სიხარულს უბრუნებს.
მადლობა ნდობისთვის 🤍.