ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი უროლოგიის ეროვნული ცენტრი
(25)

ტრენინგი 20-21 აპრილი ⬇️საქართველოს უროლოგთა ასოციაცია , ლ.მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს რადიო...
03/04/2024

ტრენინგი 20-21 აპრილი ⬇️
საქართველოს უროლოგთა ასოციაცია , ლ.მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია აანონსებს უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგს „თირკმლის ცისტები, რადიოლოგიური დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები“.
ტრენინგი აკრედიტირებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ და მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უპგ ქულა.
აკრედიტირებული სპეციალობებია: "უროლოგია", "რადიოლოგია", „ნეფროლოგია“, „შინაგანი მედიცინა“ და "საოჯახო მედიცინა".
ტრენინგი ჩატარდება 20-21 აპრილს, ფასი 280 ლარი.
რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 551980209
email: radiology.training.cme@gmail.com

ანონსი ⬇️ საქართველოს უროლოგთა ასოციაცია , ლ.მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცი...
15/02/2024

ანონსი ⬇️

საქართველოს უროლოგთა ასოციაცია , ლ.მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია აანონსებს უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგს „თირკმლის ცისტები, რადიოლოგიური დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები“.
ტრენინგი აკრედიტირებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ და მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უპგ ქულა.
აკრედიტირებული სპეციალობებია: "უროლოგია", "რადიოლოგია", „ნეფროლოგია“, „შინაგანი მედიცინა“ და "საოჯახო მედიცინა".
რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 551980209 email: radiology.training.cme@gmail.com

ჩვენი ცენტრის პროფესიონალი ექიმი მოემართება ზუგდიდისკენ. 🙏 თუ გაწუხებთ უროლოგიური პრობლემები, ბატონ დავით თოდუასთან კონს...
09/02/2024

ჩვენი ცენტრის პროფესიონალი ექიმი მოემართება ზუგდიდისკენ. 🙏

თუ გაწუხებთ უროლოგიური პრობლემები, ბატონ დავით თოდუასთან კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 591050595

ჯანმრთელობას გისურვებთ ❤️

📢‼️უროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების საყურადღებოდ‼️
👉 საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბატონი დავითის მადლიერი და კმაყოფილი პაციენტების მოთხოვნით,, უროლოგის შემდგონი ვიზიტი დაგეგმილია:

✅ 10 თებერვალს, შაბათს ზუგდიდში კლინიკა Persona Med/პერსონა მედი ში კონსულტაციებს ჩაატარებს თბილისის ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი ს წარმატებული ექიმი უროლოგი, დავით თოდუა ✅️

✅️პერსინამედი იწვევს მხოლოდ საუკეთესოებს📌📌📌

‼️ვიზიტზე წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ 591050595

მოგვწერეთ ჩვენ ფეისბუკის გვერდზე;
ამ მობრძანდით მისამართზე: ზუგდიდი
ცოტნე დადიანის ქ. 13 ( მეოთხე სკოლის წინ)

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი, სრულიად საქართველოს, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 🙏პირველ რიგში, მა...
29/12/2023

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი, სრულიად საქართველოს, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 🙏
პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გაწეული შრომისთვის, ჩვენ როგორც ერთი დიდი ოჯახი, ყოველთვის ერთად ვიყავით, ვართ და ვიქნებით ჭირსა თუ ლხინში. 🙏
ასევე უდიდეს მადლობას გიხდით ჩვენს პაციენტებს, ნდობისა და ერთგულებისთვის.
გისურვებთ ყველას მშვიდობას და ურყევ ჯანმრთელობას. ❤✨

08/12/2023

აბა მეგობრებო, გთავაზობთ ქალბატონი ნინო თურმანიძის რჩევებს ✨❤️

ძვირფასო პაციენტებო, 8 დეკემბერს 13:10 საათზე Fm 92.3-ზე ისაუბრებს ქალბატონი Nino Turmanidze, ჩვენი ცენტრის დიაგნოსტიკურ...
05/12/2023

ძვირფასო პაციენტებო,
8 დეკემბერს 13:10 საათზე Fm 92.3-ზე ისაუბრებს ქალბატონი Nino Turmanidze, ჩვენი ცენტრის დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ❤️ შესაძლებლობა გექნებათ დაურეკოთ პირდაპირ ეთერში და თქვენთვის ყველა საჭირო შეკითხვა დაუსვათ ✅

გისურვებთ ჯანმრთელობას 🙏

👉 მტკივნეული თემები და პროფესიონალი ექიმის რჩევები, ტელერადიოკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში ,,ექიმის თაიმსი“ -
8 დეკემბერს 13:10 საათზე, მაყურებლებისა და მსმენელებისთვის ყველაზე აქტუალური სამედიცინო რჩევებით.
გადაცემის თემები:
📍 დროული და საჭირო დიაგნოსტიკა უროლოგიური დაავადებებისას.
📍 თირკმლის ცისტა - ძალზედ გავრცელებული დიაგნოზი
📍 ქალის შარდსადენი მილის დაავადებების დიაგნოსტიკა.
📍 რა არის პროსტატის ბიოფსია, როდის უნდა ჩატარდეს და რა მიზნით?!
📍 ლ.მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამა. გადაცემის სტუმარი: ნინო თურმანიძე, რადიოლოგი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლ.მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
👉გვისმინეთ Fm 92.3 ზე და დარეკეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 0322810101. თქვენს კითხვებს უპასუხებს პროფესიონალი ექიმი.

11/11/2023

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატი და პროფესიონალი პერსონალი.
გელით ყოველ სამუშაო დღეს დილის 10.00 - 21.00 საათამდე.
წინასწარი ჩაწერა. ტელ: 557932106

გვინდა კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გაგიზიაროთ. 🥹ჩვენი ცენტრი ყოვეთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმის მაღალი დონით, სწ...
10/11/2023

გვინდა კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გაგიზიაროთ. 🥹

ჩვენი ცენტრი ყოვეთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმის მაღალი დონით, სწორედ ამიტომ, ათმაგად საამაყოა, რომ ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულმა ცენტრმა, ცოტა ხნის წინ დამსახურებულად მიიღო ჯილდო „ქართულ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის“.
გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი ყველაზე ძვირფასი ჯილდოა ჩვენი ექიმებისთვის და ერთ ოჯახად შეკრული გუნდისთვის.

მადლობა ჩვენი შრომის დაფასებისთვის. ❤

გიბრუნდებით საინტერესო ინფორმაციით. ჩვენი ცენტრი ყოველთვის იყო ფლაგმანი უროლოგიაში. ტრადიციას, რომელსაც მრავალი წელი ამკ...
08/11/2023

გიბრუნდებით საინტერესო ინფორმაციით.
ჩვენი ცენტრი ყოველთვის იყო ფლაგმანი უროლოგიაში. ტრადიციას, რომელსაც მრავალი წელი ამკვიდრებდა და ავითარებდა აკადემიკოსი ლაურ მანაგაძე, დღეს ღირსეულად აგრძელებენ მისი სკოლა გამოვლილი ექიმები.
28-29 ოქტომბერს ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში დიდი წარმატებით ჩატარდა ტრენინგი "თირკმლის ცისტები - რადიოლოგიური დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები", რომელიც მიეძღვნა ბატონ ლაურ მანაგაძის ხსოვნას.
ტრენინგი მომზადდა ლ.მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის ინიციატივით, ტრენინგის ავტორი მედ.დოქტორი ნ.თურმანიძე. ტრენინგის გახსნას დაესწრო საქართველოს უროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე პროფ. არჩილ ჩხოტუა. ტრენინგს ესწრებოდნენ წამყვანი ექიმი რადიოლოგები.
თემატიკის აქტუალობამ, საინტერესოდ შემუშავებულმა პროგრამამ მსმენელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
ტრადიცია გაგრძელებულ იქნება და მომავალში კიდევ ბევრ აქტუალურ და საინტერესო ტრენინგს გპირდებით ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში.

Nino Turmanidze Archil Chkhotua Nano Kutivadze Ivane Rodionovi

28/10/2023

ძვირფასო პაციენტებო, ვინც ვერ ახერხებთ ექიმთან ვიზიტს, გაქვთ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა ბატონ ამიკოს, ჩვენი ცენტრის სამედიცინო დირექტორს პირდაპირ ეთერში ❤️

0322810101 დარეკეთ Fm 92,3 ✅

ძვირფასო პაციენტებო, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში შეკითხვა დაუსვათ ბატონ ამიკო პერტიას, ჩვენი ცენტრის დირ...
25/10/2023

ძვირფასო პაციენტებო, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში შეკითხვა დაუსვათ ბატონ ამიკო პერტიას, ჩვენი ცენტრის დირექტორს სამედიცინო დარგში.
28 ოქტომბერს, 12:10 საათიდან 🎊

🩺 მტკივნეული თემები და პროფესიონალი ექიმის რჩევები, ტელერადიოკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში ,,ექიმის თაიმსი“
👉 28 ოქტომბერს, 12: 10 საათზე, მაყურებლებისა და მსმენელებისთვის ყველაზე აქტუალური სამედიცინო რჩევებით.

🔴 გადაცემის თემები:
📍 თირკმლის და შარდსასქესო სისტემის დაავადებები და მათთან ბრძოლის ქირურგიული გზები.
📍 აღიარება და ჯილდო უროლოგიის ეროვნულ ცენტრს ქართული უროლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
📍 ონკოუროლოგიური დაავადებები და მისი მკურნალობის ქირურგიული გზები.

👨‍⚕️ გადაცემის სტუმარი: ამბროსი პერტია - უროლოგი, პროფესორი. ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი სამედიცინო დარგში.

👉 გვისმინეთ Fm 92.3-ზე და დარეკეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 0322810101. თქვენს კითხვებს უპასუხებს პროფესიონალი ექიმი.

ძვირფასო კოლეგებო, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და საქართველოს რა...
18/10/2023

ძვირფასო კოლეგებო,

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის ინიციატივით მომზადდა უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგი : “თირკმლის ცისტები - რადიოლოგიური დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები“. ტრენინგი აკრედიტებულია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, აკრ. N 0462 და მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უპგ ქულა.
პროგრამა განკუთვნილია შემდეგი სპეციალობებისთვის: რადიოლოგია, უროლოგია, ნეფროლოგია, საოჯახო მედიცინა, შინაგანი მედიცინა.
პროგრამის საკითხების აქტუალურობამ განაპირობა უდიდესი ინტერესი ექიმების მხრიდან, რის გამოც მიმდინარე წლის ჯგუფები სრულად დაკომპლექტდა რადიოლოგიური სპეციალობის ექიმებით.
აღნიშნული ტრენინგი აკრედიტებულია ორი წლით, შესაბამისად მომავალი წლის განმავლობაში ტრენინგის ჩატარება შესაძლებელი იქნება მოთხოვნის შესაბამისად როგორც თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონში. ასევე მომავალი წლისათვის მზადდება ძალზედ საინტერესო ტრენინგი "თირკმელ-კენჭოვანი დაავადების აქტუალური საკითხები".

✅ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია ჩვენი პაციენტებისა და უროლოგიური საკითხებით ყველა დაინტერესებული პირისთვის 👨🏻‍⚕️ 2...
16/10/2023

✅ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია
ჩვენი პაციენტებისა და უროლოგიური საკითხებით ყველა დაინტერესებული პირისთვის

👨🏻‍⚕️ 21 ოქტომბერს, 12:10 საათზე Fm 92.3 ზე თქვენთვის ისაუბრებს ჩვენი ცენტრის საოპერაციო ბლოკის ხელმძღვანელი შალვა მშვილდაძე.
✅ ასევე, შეგიძლიათ დარეკვა და პირდაპიდ ეთერში შეკითხვების დასმა

Shalva Mshvildadze 🙏

📍 მტკივნეული თემები და პროფესიონალი ექიმის რჩევები, ტელერადიოკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში ,, ექიმის თაიმსი“ -
21 ოქტომბერს, 12: 10, მაყურებლებისა და მსმენელებისთვის ყველაზე აქტუალური სამედიცინო რჩევებით .

📍 გადაცემის თემები:
📍 უროლოგიური პრობლემები :
თირკმლის და შარდსასქესო სისტემის დაავადებები და მათთან ბრძოლის ქირურგიული გზები.
📍 უროლოგიის ეროვნული ცენტრის განვითარების გზა და მაღალი სერვისი პაციენტებისთვის.
📍 პროსტატის კიბო და მისი მკურნალობის ქირურგიული გზები.
📍 შარდკენჭოვანი დაავადებები.
გადაცემის სტუმარი: შალვა მშვილდაძე, - უროლოგი, ონკოუროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის საოპერაციო ბლოკის ხელმძღვანელი.

👉 გვისმინეთ Fm 92.3 ზე და დარეკეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 0322810101. თქვენს კითხვებს უპასუხებს პროფესიონალი ექიმი.

✅კვირას ვიწყებთ საინტერესო სიახლით📌 ლ.მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს უროლოგთა და რადიოლო...
20/06/2023

✅კვირას ვიწყებთ საინტერესო სიახლით

📌 ლ.მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს უროლოგთა და რადიოლოგთა ასოციაციების ეგიდით, უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში მომზადდა ტრენინგი "თირკმლის ცისტები - რადიოლოგიური დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები".
ტრენინგმა გაიარა აკრედიტაცია (N0462), ტრენინგის მსმენელს მიენიჭება I ტიპის 12 უპგ ქულა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ
email: radiology.training.cme@gmail.com
ტელ.: 551125898

🔎 2023 წლის 26-27 მაისს ჩატარდა საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის VIკონგრესი. ლ.მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ც...
01/06/2023

🔎 2023 წლის 26-27 მაისს ჩატარდა საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის VIკონგრესი.
ლ.მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს უროლოგთა ასოციაცია წარდგენილი იყო სამი მოხსენებით.
👩‍⚕️ მომხსენებლები - მედიცინის დოქტორი, ცენტრის დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელი ნინო თურმანიძე და ცენტრის წამყვანი სპეცილისტი, რადიოლოგი ნუნუ პერტია.
წარდგენილმა მოხსენებებმა ჩაიარა დიდი წარმატებით, დაიმსახურა დიდი ინტერესი და მოწონება კონგრესის მონაწილეთა მხრიდან.
Nino Turmanidze Nunuka Pertia

30/05/2023

📍დიდი სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს ცენტრში დაიდგა "სიმენსის" ფირმის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი.
📍აღნიშნული დანადგარი გახლავთ ამ თაობის უახლესი, მაღალ-ტექნოლოგიური აპარატი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დეტალურად გამოვიკვლიოთ თავის ტვინი, ხერხემალი, შუასაყარი, მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოები.
მეტი დეტალის გასაცნობად, გთხოვთ იხილოთ ვიდეო.
Nana Kvantaliani

📍 ევროპის უროლოგთა ასოციაციის 23-ე კონგრესი, მილანი. 📍 აღნიშნულ კონგრესზე, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალის...
02/05/2023

📍 ევროპის უროლოგთა ასოციაციის 23-ე კონგრესი, მილანი.

📍 აღნიშნულ კონგრესზე, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, ბატონი ალექსანდრე ხელაია წარსდგა ორი მოხსენებით:
1. უროლოგთა ასოციაციის და კავკასია-ცენტრალური აზიის სექციის მიერ ორგანიზებულ სესიაზე თემით: "რეკონსტრუქციული ოპერაციები შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის დროს".
2. ევროპის უროლოგთა ასოციაციის ოფის უროლოგიის სექციის სხდომაზე თემით: "მეტაბოლური სინდრომი და მამაკაცის უშვილობა - ძველი პრობლემების თანამედროვე ხედვა".

Aleko Khelaia

ძვირფასო კოლეგებო და პაციენტებო, გილოცავთ ახალ წელს. ურყევ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ. 🙏 ჩვენი გუნდი კი, კვლ...
03/01/2023

ძვირფასო კოლეგებო და პაციენტებო, გილოცავთ ახალ წელს. ურყევ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ. 🙏

ჩვენი გუნდი კი, კვლავ ჩვეული შემართებით აგრძელებს მუშაობას და თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

05/11/2022

28-29 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, მედინა / Medina- ში ჩაატარეს უფასო კონსულტაციები და გეგმიური უროლოგიური ოპერაციები, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის
გენერალურმა დირექტორმა გიორგი მანაგაძემ და წამყვანმა სპეციალისტებმა: ამბროსი პერტიამ, ალექსანდრე უჯმაჯურიძემ და ლევან ვარშანიძემ.

ამ ორმა დღემ დიდი წარმატებით ჩაიარა, ამიტომ პერიოდულად კვლავ გაიმართება მსგავსი ტიპის კონსულტაციები და დაიგეგმება ოპერაციები.

გრძელდება ჩვენი ცენტრისა და Persona Med/პერსონა მედი -ის თანამშრომლობა.პირველად, ზუგდიდში, კონსულტაციებს ჩაატარებენ ჩვენ...
25/10/2022

გრძელდება ჩვენი ცენტრისა და Persona Med/პერსონა მედი -ის თანამშრომლობა.
პირველად, ზუგდიდში, კონსულტაციებს ჩაატარებენ ჩვენი ცენტრის სპეციალისტები: ბავშვთა და მოზარდთა უროლოგი - მაია ბეგაშვილი და უროლოგი, ნეიროუროლოგი - ნინო გაბუნია.
ვიზიტი დაგეგმილია, შაბათს, 5 ნოემბერს.

კონსულტაციებზე ჩასაწერად, გთხოვთ დარეკოთ - 591050595
გისურვებთ ჯანმრთელობას 🥰

გვინდა გაცნობოთ, რომ გამოვიდა წიგნის “შარდსასქესო სისტემის ანომალიები”-ს ელექტრონული ვერსია, რომელიც განკუთვნილია სამედი...
01/10/2022

გვინდა გაცნობოთ, რომ გამოვიდა წიგნის “შარდსასქესო სისტემის ანომალიები”-ს ელექტრონული ვერსია, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის, სხვა სამედიცინო პერსონალისა და დაინტერესებული პირებისთვის. წიგნის ავტორები არიან:
ბატონი თეიმურაზ ჩიგოგიძე, ბატონი გიორგი მანაგაძე, ბატონი თეიმურაზ დოჭვირი და ქალბატონი ნინო გაბუნია.

აღნიშნულ წიგნს არ აქვს კომერციული დატვირთვა, და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

ჩვენი ცენტრი ულოცავს ავტორებს ამ მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებას 🙏

🙏 8 ოქტომბერს, ზუგდიდში, კლინიკა Persona Med/პერსონა მედი-ს ეწვევიან: ჩვენი ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, უროლოგი - Dr. ...
28/09/2022

🙏
8 ოქტომბერს, ზუგდიდში, კლინიკა Persona Med/პერსონა მედი-ს ეწვევიან:
ჩვენი ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, უროლოგი - Dr. Aleksandre Ujmajuridze და
ჩვენი ცენტრის სპეციალისტი,
რადიოლოგი - Irakli Amaghlobeli

თუ თქვენ გაქვთ რაიმე უროლოგიური ჩივილი, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა.
ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ: 591050595

დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტ...
12/09/2022

დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ (ვოვა) სულხანიშვილი.
ბატონი ვოვა გახლდათ საოცრად გულისხმიერი და თავდადებული ექიმი, არაჩვეულებრივი კოლეგა და მეგობარი, ბრწყინვალე მეუღლე, მამა და ბაბუა.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და მეგობრებს ამ დიდ დანაკლისს.

24/06/2022

🤝 მოგესალმებით 😍

ყოველდღიურად უამრავი შეკითხვა შემოდის უროლოგიური ჩივილებისა და დაავადებების შესახებ,
ამიტომ 💡,ჩვენი ექიმების გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, გარკვეული პერიოდულობით, შევადგინოთ თითო საინტერესო პოსტი, სადაც ჩვენი სპეციალისტები თქვენს შეკითხვებს ამომწურავად უპასუხებენ.

📍 ველოდებით თქვენს შეკითხვებს ამ პოსტის კომენტარებში 👇🥰

28/12/2021
4 დეკემბერს, ზუგდიდში, Persona Med/პერსონა მედი-ში კონსულტაციებს ჩაატარებენჩვენი ცენტრის გენერალური დირექტორი, უროლოგი, ...
02/12/2021

4 დეკემბერს, ზუგდიდში, Persona Med/პერსონა მედი-ში კონსულტაციებს ჩაატარებენ
ჩვენი ცენტრის გენერალური დირექტორი, უროლოგი, პროფესორი გიორგი მანაგაძე 💥 და ჩვენი ცენტრის დირექტორი სამეცნიერო დარგში, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა. 💥

წარმატებული თანამშრომლობა პერსონა მედს და ჩვენს პროფესიონალ ექიმებს 🙏🏼
პაციენტებს კი გისურვებთ ჯანმრთელობას ❤️

🥇 21 ოქტომბერს, ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, გაიმართა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედლის გადაც...
26/10/2021

🥇 21 ოქტომბერს, ლაურ მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, გაიმართა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედლის გადაცემის ცერემონიალი.

👨‍⚕️ აღნიშნული მედლით დაჯილდოვდნენ ჩვენი ცენტრის კორიფეები პროფესორი თეიმურაზ ჩიგოგიძე და პროფესორი ნოდარ უჯმაჯურიძე, მათ გამორჩეულად დიდი წვლილი მიუძღვით ქართული უროლოგიის განვითარებაში.

✔️ცერემონიალს ესწრებოდნენ როგორც ჩვენი ცენტრის ექიმები და რეზიდენტები, ასევე მოწვეული სტუმრები.

👏 ბატონო ნოდარ, ბატონო თემურ - გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოს. დიდი პატივისცემითა და სიყვრულით - უროლოგიის ცენტრი.

🔈 📖 13 ოქტომბერს, ალ. წულუკიძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა წიგნის, ("შარდსასქესო სისტემის ანომალიები"), ...
15/10/2021

🔈 📖 13 ოქტომბერს, ალ. წულუკიძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა წიგნის, ("შარდსასქესო სისტემის ანომალიები"), პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა, ყველასათვის საამაყო ადამიანის, აკადემიკოს ლაურ მანაგაძის ხსოვნას.
წიგნის ავტორები არიან: ბატონი თეიმურაზ ჩიგოგიძე, ბატონი გიორგი მანაგაძე, ბატონი თეიმურაზ დოჭვირი, ქალბატონი ნინო გაბუნია. სტუმრებს შორის იყვნენ ჩვენი ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, რეზიდენტები და კოლეგები სხვა კლინიკებიდან.

👏 ვულოცავთ ავტორთა ჯგუფს ამ წარმატებას და ვუსურვებთ უფრო დიდ ნაბიჯებს დიდი მიზნებისკენ.
🎊

•   ქართული უროლოგიის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის, პროფესორ ნოდარ უჯმაჯურიძეს მიენიჭა საქართველოს ურო...
30/07/2021

• ქართული უროლოგიის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის, პროფესორ ნოდარ უჯმაჯურიძეს მიენიჭა საქართველოს უროლოგთა ასოციაციის უმაღლესი ჯილდო - ალექსანდრე წულუკიძის მედალი!
• იგი მრავალი წელია ჩართულია სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში.

უროლოგიის ცენტრის დიდი ოჯახი ვულოცავთ ბატონ ნოდარს ამ დამსახურებულ ჯილდოს, ვუსურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და წინსვლას. ❤🙌

Address

წინანდლის ქ. 27
Tbilisi
0144

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი:

Videos

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram