Georgian Academy Of Allergy, Asthma And Clinical Immunology

Georgian Academy Of Allergy, Asthma And Clinical Immunology Საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემია

🌞 ყოველი წლის 16 მაისს, აღინიშნება მემკვიდრეულიანგიოედემის დღე.🌞ეს დღე მიზნად ისახავს ფართო და სამედიცინო საზოგადოებაში ...
16/05/2025

🌞 ყოველი წლის 16 მაისს, აღინიშნება მემკვიდრეული
ანგიოედემის დღე.
🌞ეს დღე მიზნად ისახავს ფართო და სამედიცინო საზოგადოებაში მემკვიდრეული ანგიოედემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
🌞ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც იქნება მემკვიდრეული ანგიოედემის ადრეული და ზუსტი დიაგნოზტიკის, უკეთესი ზრუნვის შესაძლებლობა.

იხილეთ მეტი: https://haei.org/

🟢🌾16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა16 მაისს, ტრადიციულად, წელს უკვე მესამედ, საქართველოში ცელიაკიის საერთაშორისო დღეს...
16/05/2025

🟢🌾16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა

16 მაისს, ტრადიციულად, წელს უკვე მესამედ, საქართველოში ცელიაკიის საერთაშორისო დღეს აღინიშნება.

"საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემია" (სააკია) გამოხატავს მხარდაჭერას "საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის" (სცეა) მიმართ და გაუწყებთ, რომ:

,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია“ (,,სცეა“), ,,ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაციის“ (AOECS) მხარდაჭერით, მაისის თვეში ცნობიერების ამაღლების არაერთ კამპანიას გეგმავს.

დღეს, 15: 00 საათზე საბავშვო ღონისძიება იმართება თბილისში, ,,თამაშობანას“ მზიურის სივრცეში. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. პატარებს ილუზიონისტი და მხატვარი მაგიურ და ლამაზ გართობას მოუწყობენ. საღამოს ცელიაკიის მიმართ სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძა მწვანედ განათდება. ასევე, ბათუმში განათდება სტადიონი-,,აჭარაბეთ არენა.“

,,სცეა“ 3 წლის წინ დაფუძნდა ცელიაკიის მქონე ბავშვების დედების მიერ და წარმატებით ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

#გლუტენისგარეშე
#ერთადჯანმრთელიმომავლისთვის
#სცეა
#სააკია

🇬🇪🇬🇪საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიისა და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ერთობლივი ყოვე...
06/05/2025

🇬🇪🇬🇪საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიისა და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ერთობლივი ყოველწლიური კონფერენცია თემაზე - "ანაფილაქსიისა და ანგიოედემის განვითარების რისკის შეფასების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე ალგორითმები".

✅კონფერენციას მინიჭებული ჰქონდა 6 უპგ ქულა.

🎨ღონისძიებას ამშვენებს ექიმ ალერგოლოგ ქალბატონ ხათუნა ნადარაიას ნახატების გამოფენა.

21/11/2024

🔴ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიამ (EAACI) 2024 წლის 21 ნოემბერს საფუძველი ჩაუყარა ანაფილაქსიის ცნობადობის ამაღლების დღის აღნიშვნას.

🔴ღონისძიება პირველად წარიმართა დღეს „კვებითი ალერგიისა და ანაფილაქსიის შეხვედრის“ FAAM-EUROBAT-ის ფარგლებში (ქალაქი ათენი, საბერძნეთი).

🔴ამ ღონისძიების მიზანია, გაზარდოს ანაფილაქსიის შესახებ ცნობადობა მთელ მსოფლიოში, გაამახვილოს პაციენტების, მოსახლეობისა და სპეციალისტების ყურადღება ანაფილაქსიის დიაგნოსტიკის, გადაუდებელი დახმარებისა და პრევენციის საკითხებზე.

🔴საზოგადოების განათლება, პაციენტთა მხარდაჭერა და საუკეთესო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა ანაფილაქსიის დღის მთავარი ამოცანაა.

01/10/2024
🌏14 სექტემბერი - მსოფლიო ატოპიური ეგზემის დღე
14/09/2024

🌏14 სექტემბერი - მსოფლიო ატოპიური ეგზემის დღე

📕3 ივლისს სასტუმრო "სტამბაში" გამომცემლობა "არტანუჯის" ორგანიზებით გაიმართა "საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური ...
05/07/2024

📕3 ივლისს სასტუმრო "სტამბაში" გამომცემლობა "არტანუჯის" ორგანიზებით გაიმართა "საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის“ ვიცე-პრეზიდენტის, "ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის" კლინიკური დირექტორის ბიძინა კულუმბეგოვის წიგნის "ცხოვრება ალერგიასთან ერთად" წარდგენა

05/07/2024

📕"ცხოვრება ალერგიასთან ერთად"

🗓 3 ივლისს სასტუმრო "სტამბაში" გამომცემლობა "არტანუჯის" ორგანიზებით გაიმართა ბიძინა კულუმბეგოვის წიგნის "ცხოვრება ალერგიასთან ერთად" წარდგენა

👨‍⚕️"საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის“ ვიცე-პრეზიდენტი, "ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის" კლინიკური დირექტორი, წიგნის ავტორი ბიძინა კულუმბეგოვი:-"ამ წიგნის მიზანია, ალერგიულ დაავადებებთან დაკავშირებულ საჭირბოროტო შეკითხვებს ყველასათვის გასაგები ენით გასცეს პასუხი და ცხოვრება ალერგიასთან ერთად შედარებით მარტივი გახადოს"

#ცოდნაგვიცავს

📍ევროპის პედიატრიული გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური  56-ე შეხვედრა გაიმართა მი...
27/05/2024

📍ევროპის პედიატრიული გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ყოველწლიური 56-ე შეხვედრა გაიმართა მილანში, 13-18 მაისს.

⭕️წლევანდელი წლის მოხსენების ძირითადი საკითხები შეეხებოდა კვებითი ალერგიის გასტროინტესტინალურ სამიზნეებს, აგრეთვე ცელიაკის მკურნალობის პერსპერქტივასთან დაკავშირებული თემატიკის განხილვას.

👉განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციური მკურნალობისა და უახლესი კვლევითი აღმოჩენების დანერგვას, რომლებიც მიმართულია პედიატრიული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებაზე. სესიები მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, მათ შორის ენდოსკოპიური ტექნიკის მიღწევებს, კვების ინტერვენციებსა და ღვიძლის დაავადებების მართვას.

👉ESPGHAN 2024-ზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი გამოფენა, რომლის ფარგლებში კონგრესის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გარკვეული აქტივობის შემდეგ მიეღოთ Karger RESEARCH-ის გამოცემის წიგნი: Pediatric Nutrition in Practice. World Review of Nutrition and Dietetics (Editor - Berthold Kolezko, 3rd, revised edition. 457p.)

👉ESPGHAN 2024-ის შეხვედრამ უზრუნველყო გლობალური თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და პროფესიული განვითარებისთვის უახლესი პლატფორმა, რომელშიც მონაწილეობდა 5000 - ზე მეტი პროფესიონალი 104 ქვეყნიდან. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო წარმომადგენლობითმა დელეგაციამ 20 კოლეგის ჩართულობით. აღნიშნული შეხვედრა ფასდაუდებელ შესაძლებლობას აძლევს ჯანდაცვის პროფესიონალებს, თვალყური ადევნონ თავიანთ სფეროში არსებულ უახლეს სამეცნიერო და პრაქტიკული მედიცინის მიღწევებს.

🇬🇪საქართველოს დელეგაციის წევრებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტო საზოგადოების პრეზიდენტთან - Ulrich Baumann თან ერთად.

Address

Ljubljana Street, N13/Nino Javakhishvili Street, N6
Tbilisi
0159

Telephone

+995568445688

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Academy Of Allergy, Asthma And Clinical Immunology posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Georgian Academy Of Allergy, Asthma And Clinical Immunology:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram