თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა

თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა (+995 032) 96 66 19 tssu apolon urushadzis saxelobis stomatologiis klinika

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კვლავაც ლიდერია და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სკოლაა საქართველოშ...
15/09/2025

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კვლავაც ლიდერია და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სამედიცინო სკოლაა საქართველოში!🇬🇪💙🇬🇪
თსსუ-ის პირველ სემესტრელებს, ყველა სტუდენტს, აკადემიურ პერსონალს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წინსვლას ვუსურვებთ!💙

13/09/2025

💙🦷💙

ამა წლის 21 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში ოდონტო...
28/07/2025

ამა წლის 21 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში ოდონტოლოგიის დეპარტამენტმა უმასპინძლა / საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის და 'Association|EDSA -ის ფარგლებში განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებას (ლექციების ციკლსა და ვორქშოფებს) - EVP GEORGIA 2025.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა სტომატოლოგების ერთმანეთთან დაახლოება, თემატური ლექციებისა და ვორქშოფების ჩატარება და სხვადასხვა სტომატოლოგიური სკოლების გამოცდილების გაზიარება დარგის წამყვან სტომატოლოგებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.
საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის დამფუძნებლები და წევრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან. ისინი ყოველწლიურად მართავენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციებსა და შეხვედრებს. 21 ივლისს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციაც ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო.
კონფერენციას სტუმრობდნენ იტალიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, თურქეთის, რუმინეთის, უკრაინის და სლოვენიის სტომატოლოგიური სკოლების სტუდენტები. მათ ახლდათ EVP პროექტის კოორდინატორიც.
საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის თხოვნით, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან ერთად აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება ითავა. მან გახსნა კონფერენცია, მიესალმა სტუმრებსა და ორგანიზატორებს და კბილთა თანამედროვე ენდოდონტიური მკურნალობის კონცეპტუალურ საკითხებს შეეხო. სტუმრები და ორგანიზატორები აღფრთოვანდნენ კარგად მოწყობილი და ორგანიზებული მასტერ-კლასით, რომელთაც უძღვებოდნენ კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე და მოწვეული მასწავლებელი მანანა უსტიაშვილი.
კონფერენციის მეორე ნაწილში, თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ- პროფესორის, ავთანდილ ბაქრაძის ლექცია გაიმართა, რომელიც სტომატოლოგიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შეეხო. პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის მოწვეულმა მასწავლებელმა ქეთევან ინჯგიამ კი, ლექცია წაიკითხა წითელი ბრტყელი ლიქენის სამკურნალო თანამედროვე მეთოდზე ორომუკოადჰეზიური მემბრანების გამოყენებით.
ვფიქრობ, ევროპელ სტუდენტებს დიდხანს ემახსოვრებათ ჩვენი უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის საუკეთესო გამოცდილება.

Address

აღმაშენებლის გამზირი 126
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 16:00

Telephone

+995322966619

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის კლინიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category