19/11/2025
რა გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე სოციალური წრე?
არსებობს ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კანონი, რომელიც ამერიკელმა მკვლევარმა დევიდ მაკკლელანდმა ჩამოაყალიბა. ის ამტკიცებდა, რომ „ადამიანი ხდება ხუთი ადამიანის არითმეტიკული საშუალო, ვისთანაც ის ყველაზე მეტ დროს ატარებს“. შესაბამისად ხარ წარმატებული თუ არა შენი სოციალური წრის გავლენის შედეგია.
1️⃣ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები ქმნიან თქვენს ნორმას. ისინი მუდმივად არიან დაღლილები, გაბრაზებულები, უკმაყოფილოები, წუწუნებენ, ცვლილებების შიში აქვთ, მაშინ შენი ტვინიც ჩათვლის ამგვარი ცხოვრების სტილს ნორმად.
2️⃣თქვენ აკოპირებთ ემოციებს, ჩვევებს და გადაწყვეტილებებს. შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, როგორ:
ითვისებთ მათ ლექსიკას,
იმეორებთ მათ დამოკიდებულებას ფულის მიმართ, იგივე გადაწყვეტილებებს იღებთ.
თუ გარშემორტყმული ხართ ისეთი ადამიანებით, რომლებიც მინიმალური მოთხოვნილებით ცხოვრობენ, თქვენ ვერ განვითარდებით. თუ გარშემორტყმული ხართ ისეთი ადამიანებით, რომლებიც წინ მიიწევენ და ვითარდებიან, თქვენ აუცილებლად დაეწევით მათ.
3️⃣თქვენი მიზნები მათ ცხოვრებაზე მაღალია, ისინი დაგაქვეითებენ. ჯგუფის შენარჩუნების ინსტინქტი: „არ შეიცვალოთ, იყავით ჩვენნაირი“. რადგან თქვენი ცვლილებები საფრთხეს უქმნის მათ სტაბილურობას.
თუ მეტი გსურთ, მაგრამ მეგობრობთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც არაფერი სურთ, თქვენ უკვე წააგეთ დაწყებამდეც კი.
✉️გსურთ გაიგოთ თქვენი პოტენციალი?
გადახედეთ თქვენს გარემოს, - ქმედებებს, ცხოვრების წესს, ფულთან დამოკიდებულებას, ჯანმრთელობას, მიზნებს და აზროვნების დონეს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გსურთ იყოთ. მნიშვნელოვანია, ვინ არის თქვენი სოციალური წრე ახლა.
▫️ერთი ადამიანი, რომელიც სხვა დონეზე ცხოვრობს, ათ წიგნზე მეტად შეგცვლით.
▫️გსურთ განვითარება, მოძებნეთ ადამიანები, რომლებიც უკვე იქ არიან, სადაც თქვენ გსურთ იყოთ.
▫️იურთიერთეთ მათთან, ვინც არ წუწუნებს, იმართლებს თავს, არამედ აქვს პასუხისმგებლობის უნარი.
ხალხი იზიდავს მათ, ვინც უფრო ძლიერი, ჭკვიანი და დისციპლინირებულია - ეს არის ზრდის გზა.
#მოტივაცია
#ტრანსფორმაცია