ფსიქოლოგი თამარ ქაქუთია

ფსიქოლოგი თამარ ქაქუთია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფსიქოლოგი თამარ ქაქუთია, Psychologist, Tbilisi.

გთავაზობთ ინდივიდუალურ შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულებით.
ასევე სასწავლო ტრენინგ კურსებს. ორგანიზაციული მიმართულებით თანამშრომელთა განვითარებაზე ორიენტირებულ ჯგუფურ ტრენინგებს.

აქ შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც ხარ მე ვარ თამარ ქაქუთია: • ფსიქოკონსულტანტი• სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი• ტრენერი • ბ...
16/05/2026

აქ შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც ხარ

მე ვარ თამარ ქაქუთია:

• ფსიქოკონსულტანტი
• სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი
• ტრენერი
• ბიოსინთეზის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო პროგრამის წევრი

👉🏻გთავაზობთ:

• ინდივიდუალურ კონსულტაციებს მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს საკუთარი ემოციები, ქცევები და შინაგანი მდგომარეობა;

• სასწავლო ტრენინგ კურსებს;

•ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ კონსულტაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ გუნდთან ეფექტური და ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში.

თერაპია მხოლოდ სირთულეების გადალახვა არ არის — ეს პროცესია, სადაც საკუთარი თავის მოსმენას და მასთან კონტაქტს სწავლობ 🫂

დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერეთ პირად შეტყობინებაში 📩📩

#ფსიქოკონსულტაცია #გუნდისგანვითარება #ტრენინგი #თვითგანვითარება

06/05/2026

გქონია შეგრძნება, რომ ფიქრებში ხარ „გაჭედილი“?

ზოგჯერ გონებაში ისეთი ქაოსია,
რომ გვგონია — ვერასდროს დალაგდება.
ფიქრები ერთმანეთში იხლართება, ქმნის გორგლებს, ჩვენ კი ვცდილობთ ერთდროულად ყველაფრის გაგებას, თუმცა მექანიზმი ასე არ მუშაობს.
პროცესს დრო სჭირდება, ნელ-ნელა
რაც ადრე ქაოსი იყო, აზრს იძენს და ჩვენთვის გასაგები ხდება.

🫂თერაპიული პროცესი სწორედ ამას აკეთებს: გეხმარება კვანძების გახსნაში, გიქმნის უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს საკუთარი თავის პოვნისთვის. გაძლევს სივრცეს მოუსმინო სხეულს, ფიქრებს და იპოვო ის რასაც ეძებ, ან აღმოაჩინო ის, რაც ყურადღების მიღმა გქონდა დარჩენილი.

შენ როგორ უმკლავდები ფიქრებში ქაოსს? ✍🏻

#ფსიქოკონსულტაცია

გიფიქრია თუ რატომ ვერ შორდები ადამიანს, რომელიც გტკენს? თუ ჩაუღრმავდები საკუთარ სხეულს, შეიძლება დაინახო:👉🏻შენ არ გიჭირს...
06/05/2026

გიფიქრია თუ რატომ ვერ შორდები ადამიანს, რომელიც გტკენს?

თუ ჩაუღრმავდები საკუთარ სხეულს, შეიძლება დაინახო:

👉🏻შენ არ გიჭირს წასვლა
🫴🏻შენ გიჭირს გაშვება

ეს ხდება რადგან:

📍მიჩვეული ხარ მას
📍გჯერა, რომ შეიცვლება/შეცვლი
📍გეშინია მარტო დარჩენის

ტოქსიკური ურთიერთობა ხშირად ასე გამოიყურება:

დღეს კარგად ხარ → ხვალ გტკენს
დღეს გრძნობ სიყვარულს → ხვალ ეჭვს
და ნელ-ნელა იკარგები.

ყველაზე საკვანძო ნაწილი გახლავს ის, რომ მაინც გინდა ყველაფერი გამოსწორდეს.

👉🏻 შენ თუ არაფერს შეცვლი, მოგიწევს ისევ წრეზე სიარული.

სწორედ ამიტომ შევქმენი კურსი, სადაც არ არის უბრალოდ თეორია.
ეს არის პრაქტიკული გზა, სადაც ერთად ვიმუშავებთ:

👉🏻როგორ ამოიცნო რეალურად რა ხდება.
👉🏻 გაიგო რატომ ვერ უშვებ.

👉🏻როგორ დაიბრუნო საკუთარი თავი და სიმშვიდე.

ეს კურსი განსაკუთრებით შენთვისაა, თუ: გრძნობ, რომ ამ ურთიერთობაში იკარგები

📩 მომწერე „მინდა“ და გამოგიგზავნი დეტალებს

#ტოქსიკურიურთიერთობა #გამოსავალი #მიჯაჭვულობა #გაურკვევლობა

🫵🏻,, იცი, რომ ეს ურთიერთობა გტკენს,  მაგრამ მაინც აგრძელებ“👉🏻ზოგჯერ გგონია, რომ ყველაფერი შეიცვლება.👉🏻ზოგჯერ საკუთარ თავ...
02/05/2026

🫵🏻,, იცი, რომ ეს ურთიერთობა გტკენს, მაგრამ მაინც აგრძელებ“

👉🏻ზოგჯერ გგონია, რომ ყველაფერი შეიცვლება.
👉🏻ზოგჯერ საკუთარ თავში ეძებ მიზეზებს.
👉🏻ზოგჯერ კი უბრალოდ გეშინია, თუ ურთიერთობას დაასრულებ მარტო დარჩები.

რეალობა კი განსხვავებულია. გიჭირს გაცნობიერება, რომ ეს სიყვარული აღარ არის.
‼️ეს არის ტკივილი, რომელსაც შეეჩვიე. ეს არის შენთვის ნაცნობი განცდა, რომელიც ნორმალიზდა.

👩🏻‍💻წარმოგიდგენ კურსს რომელიც დაგეხმარება:

🔍გააცნობიერო რა ხდება სინამდვილეში

📍ამ კურსით შენ :

* გაიგებ რა არის ტოქსიკური ურთიერთობა;
* მიხვდები, არის თუ არა შენი ურთიერთობა ტოქსიკური;
* გაიგებ , რატომ ვერ გამოდიხარ ამ ურთიერთობიდან;
* გაიგებ იმ ფსიქო-ემოციურ ჯაჭვებს რითიც ,,გაკავებს” ტოქსიკური გარემო;
* დაიწყებ საკუთარი თავის აღდგენას.

📚კურსის ფარგლებში სამუშაო თემები:

1. რა ხდის ურთიერთობას ტოქსიკურს
2. ტოქსიკურობის 5 მთავარი მანიშნებელი
3. მანიპულაცია, კონტროლი
4. სიყვარული თუ მიჯაჭვულობა
5. ემოციური დამოკიდებულება
6. მარტოობის შიში
7. რატომ არის გაშვება რთული?!
8. როგორ თქვა ,,საკმარისია”
9. პრევენცია: როგორ არ აღმოჩნდე ისევ ტიქსიკურ ურთიერთობაში
10. საკუთარ თავთან დაბრუნების გზები

📌შეხვედრის ფორმატი:

🗓️კურსი მოიცავს პერიოდს: 25 მაისი- 7 ივნისი ( 4 შეხვედრა)

🗓️ 2 შეხვედრა კვირაში: თითოეული 3 საათიანი(ჯამში 6 საათი კვირაში )

ორშაბათი- ხუთშაბათი 18:00

👩🏻‍💻ონლაინ: Google Meet-ის გამოყენებით

💲 ღირებულება: 50 ლარი

🎁ბონუსი: ჯგუფის მონაწილეები მიიღებენ -20% ფასდაკლებას მომავალ ტრენინგზე.

📩მომწერე „მინდა“ დეტალებისთვის და დაიკავე შენი ადგილი ჯგუფში.

📍ადგილები შეზღუდულია📩

#ტოქსიკურიურთიერთობა #გამოსავალი #გზასაკუთარითავისკენ #ემოციურიმიჯაჭვულობა #ტოქსიკური #სიყვარული #მიჯაჭვულობა

შენ თუ იცი, როდის უნდა მიმართო თერაპიას?  💁🏻‍♀️ გავრცელებული მოსაზრების  თანახმად, ფსიქოლოგთან მხოლოდ მაშინ უნდა მივიდეთ...
28/04/2026

შენ თუ იცი, როდის უნდა მიმართო თერაპიას? 💁🏻‍♀️

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ფსიქოლოგთან მხოლოდ მაშინ უნდა მივიდეთ, როცა „ ცუდად ვართ“. თუმცა რეალურად ეს არ წარმოადგენს ჭაშმარიტებას.

👉🏻სინამდვილეში, თერაპია გახლავთ მრავალმხრივ მხარდამჭერი პროცესი და არაა მხოლოდ კრიზისის მართვა.

🫵🏻 თუ შენ :

⛳️ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გაქვს, მაგ. განშორება, დანაკარგი, გარემოს ცვლილება;
⛳️ საკუთარ თავთან მეტი კონტაქტი გჭირდება;
⛳️ უბრალოდ გინდა უკეთ გაიცნო საკუთარი თავი და გაზარდო შენი პოტენციალი;
⛳️ გინდა დააკვირდე სხეულს, შეგრძნებებს თან ეს პროცესი იყოს თერაპიული.
⛳️ ხშირად გრძნობ შფოთვას, დაძაბულობას;
⛳️ ერთსა და იმავე პრობლემებს მუდმივად აწყდები და ვერ პოულობ გამოსავალს;
⛳️ წარსული გამოცდილებები დღემდე შემაწუხებელია;
⛳️ გიჭირს ემოციების მართვა;
⛳️ შენს ემოციებს სახელს ვერ არქმევ და გიჭირს სხვების ემოციების გაგება;
⛳️მუდმივად კომფლიქტურ ურთიერთობებში იმყოფები;
⛳️ გრძნობ რომ მუდმივად წრეზე დადიხარ;
⛳️თავს მარტოდ გრძნობ, მიუხედავად მხარდამჭერი ადამიანების არსებობისა;
⛳️ გაწუხებს დაბალი თვითშეფასება;
⛳️ არ გაქვს საკუთარი თავის რწმენა;
⛳️ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგახარ, მაგრამ გიჭირს არჩევანი;

მნიშვნელოვანია იცოდე, რომ თერაპია არ ნიშნავს სისუსტეს.
ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სხეულს, შეგრძნებებს, ემოციებს უსმენ და მზად ხარ განვითარებისათვის.

🫵🏻თუ რომელიმე პუნქტში საკუთარი თავი ამოიცანი და ეს შეგეხო, ან გინდა უფრო დეტალური ინფორმაცია პროცესზე შეგიძლია მომწერო პირადში📩📨

#თერაპია #ფსიქოკონსულტაცია #თვითშეფასება #სტრესი #გამკლავება #ემოციები #ფსიქოლოგი #მხარდაჭერა

გქონია ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა, როცა რაღაცის გაკეთება არ გინდა, მაგრამ მაინც აკეთებ. ქმედების შემდეგ კი ბრაზობ  სხვებ...
27/04/2026

გქონია ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა, როცა რაღაცის გაკეთება არ გინდა, მაგრამ მაინც აკეთებ. ქმედების შემდეგ კი ბრაზობ სხვებზე და/ან საკუთარ თავზე?

თუ მსგავსი გამოცდილება გქონია, გირჩევ დააკვირდე პირად საზღვრებს:
⛳️ დაცულია შენი საზღვრები?
⛳️რამდენად აფასებენ მას შენი გარშემომყოფები?
⛳️რამდენად აღიქვამ თავად, შენს პირად საზღვრებს.

მარტივად რომ ვთქვათ საზღვრები ნიშნავს:
რა წარმოადგენს შენთვის მისაღებს და რა არა. რას იტოვებ საკუთარი თავისთვის, როდესაც გასცემ სხვისთვის. სანამდე აძლევ უფლებას ადამიანებს, რომ მოგიახლოვდნენ და შემოვიდნენ შენს სივრცეში. რამდენად შეგიძლია წინააღმდეგობა გაუწიო გარე სტიმულს და თქვა ,,არა” მაშინ, როცა პირობები შენთვის მიუღებელია. რამდენად შეგიძლია თქვა ,,არა” დანაშაულის განცდის გარეშე. ხშირად ისე ხდება, რომ სხვების სურვილებს ვაყენებთ წინ და ნელ-ნელა ვკარგავთ საკუთარ ხმას.

⭕️თუ საზღვრები სუსტია :

❗️გიჭირს „არა“-ს თქმა;
❗️აკეთებ არა იმას რაც რეალურად გინდა, არამედ იმას, რასაც სხვა ითხოვს შენგან;
❗️ აგროვენ ბრაზს და წყენას.

✅ხოლო თუ საზღვრები ჯანსაღია:

🔅ამბობ „არა“-ს დანაშაულის გრძნობის გარეშე;
🔅იქცევი საკუთარი სურვილების მიხედვით;
🔅გაქვს შინაგანი ბალანსი.

თუ ეს განცდა და გამოცდილება შენთვის ნაცნობია, თუ დაკარგულად გრძნობ თავს , ეს ადამიანურია. მიეცი საკუთარ თავს გამორკვევის შესაძლებლობა.

🧑‍🧑‍🧒‍🧒პირადი საზღვრების უგულებელყოფა ხშირად მოდის იქიდან, თუ როგორ გარემოში გავიზარდეთ, როგორ გვასწავლეს საკუთარი აზრის გამოხატვა. ეს აღზრდის არასწორი სტატეგიის ნაყოფიც შეიძლება იყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ბავშვებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო განვითარებისათვის. ადგილი სადაც შიშის გარეშე შეძლებენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას და არ მიიღებენ დასჯას ,,არა”-ს თქმის საპასუხოდ.

გახსოვდეს, შენ შეგიძლია ისწავლო საკუთარი თავის მოსმენა და დაცვა.

თუ გინდა, რომ:
✅მეტი დრო დაუთმო საკუთარ თავს;

✅შეცვალო შაბლონური სქემები, რომლებიც აღარ გეხმარება ყოველდღიურობაში;
✅შენი ,,არა” აღარ იყოს დანაშაულის განცდით სავსე

ან უბრალოდ მეტი გინდა გაიგო საზღვრების შესახებ დააკომენტარე ან მომწერე პირადში 📩📨

#ფსიქოლოგია #თვითზრუნვა #საზღვრები #შინაგანიბალანსი #ფსიქოკონსულტაცია

თუ ხშირად ვერ აკონტროლებ ემოციებს, ვერ ხვდები რა ხდება შენს სხეულში და შფოთავ, მაშინ ეს ტრენინგი შენთვისაა. 👇🏻 ეს პრაქტი...
06/04/2026

თუ ხშირად ვერ აკონტროლებ ემოციებს, ვერ ხვდები რა ხდება შენს სხეულში და შფოთავ, მაშინ ეს ტრენინგი შენთვისაა.

👇🏻 ეს პრაქტიკული ტრენინგი დაგეხმარება:

🔅 გაიგო რა არის ემოცია და რა ფუნქცია აქვს;

🔅 უკეთ ამოიცნო საკუთარი ემოციები;

🔅 გააცნობიერო ემოციების როლი კომუნიკაციაში;

🔅 გაიგო რატომ გრძნობ დაძაბულობას;

🔅 ისწავლო ემოციური რეგულაციის მარტივი , საბაზისო ტექნიკები;

🔅მიღებული ცოდნის გამოყენებას შეძლებ ყოველდღიურობაში.

💬 სამიზნე აუდიტორია:
ტრენინგი არის ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი თავის უკეთ გაცნობა და შინაგანი ბალანსის პოვნა.

📌შეხვედრის ფორმატი:

🗓️ჩატარდება: 25-26 აპრილს

🗓️ 2 დღე| თითოეული 3 საათიანი შეხვედრა(ჯამში 6 საათი)

👩🏻‍💻ონლაინ: Google Meet-ის გამოყენებით

💲 ღირებულება: 50 ლარი

🎁ბონუსი: ჯგუფის მონაწილეები მიიღებენ -20% ფასდაკლებას მომავალ ტრენინგზე.

📩📥 ადგილები შეზღუდულია და დასაჯავშნად მომწერეთ პირადში

მიეცი ემოციებს არსებობის უფლება🪷
გელოდები✨

👤არსებობს  ადამიანი X, რომელიც  მუდმივად ინარჩუნებს სიმშვიდეს. არის ის, ვისაც შეგიძლია დაეყრდნო.  წინასწარ ემზადება მოსა...
27/01/2026

👤არსებობს ადამიანი X, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს სიმშვიდეს. არის ის, ვისაც შეგიძლია დაეყრდნო. წინასწარ ემზადება მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ამბებისთვის. საკუთარ თავზე იღებს სხვისი შეცდომების გამოსწორებას. მუდმივად ახსოვს ყველა მნიშვნელოვანი თარიღი. მას არ აქვს დრო მოდუნებისთვის, სისუსტისთვის, რადგან მხრებზე ბევრი რამ აწევს.
💪🏻შორიდან თითქოს სიძლიერეა, თუმცა დროთა განმავლობაში იქცევა ტვირთად, ეს არის საკუთარ თავზე მუდმივი ზეწოლა, რომ იყო მყარად.
👥არსებობენ ადამიანები რომლებიც უკან იხევენ. ელოდებიან ვინმეს, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და მართვის სადავეებს ხელთ. თუმცა, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც წინასწარ განჭვრეტენ საჭიროებებს და მუდმივ მზადყოფნაში არიან. ურთიერთობებში, რაც უფრო მეტს იღებს ერთი მხარე საკუთარ თავზე, მით ნაკლებად გრძნობს მეორე პასუხისმგებლობას საკუთარ წილზე. ამ დროს ზრუნვის განზრახვა გადადის კონტროლში.
🔎ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, არ მოიაზრებს უბრალოდ აკეთებდე ბევრს. ეს არის გრძნობდე საჭიროებას მეტის კეთების . რადგან შენელება და ნაკლების კეთება იწვევს საფრთხის განცდას.

🔗ვერავინ ხედავს იმ შინაგან საფასურს, რასაც ინდივიდი იხდის ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებისთვის. ეს არის დაღლილობა, დაგროვილი წყენა და თანდათან გაჩენილი შიში იმაზე, რომ თუ ძლიერი არ იქნები აღარც საჭირო იქნები. ამ დროს მუდმივად ჩართული ხარ სამსახურში ,პირად ურთიერთობებში, ოჯახში თუმცა დაშორებული ხარ საკუთარ თავთან. გიჭირს საკუთარ საჭიროებებზე საუბარი და მათი აღიარება. დროთა განმავლობაში კი ეს ქრონიკული თვითდათრგუნვა აჩენს სიმპტომს. სხეული მუდმივად ჰიპერსიფხიზლის მდგომარეობაშია. შეიძლება შფოთვას არ განიცდიდე თუმცა სხეული ბოლომდე არასდროს ისვენებს.

📍შენ არ გჭირდება ყოველთვის იყო ძლიერი. ის რომ თავს გრძნობდე დაღლილად, დაცლილად, შეშინებულად, ადამიანად ყოფნის ბუნებრივი კომპონენტებია. ნამდვილი სიძლიერე ამ შეგრძნებების იდენტიფიცირებაში და საკუთარ თავთან ყოფნაში მდგომარეობს. იყო ძლიერი, არ ნიშნავს ყველაფერს შენ თავად, მარტო უმკლავდებოდე. ეს ასევე მოიცავს დახმარების თხოვნის უნარს საჭიროებისამებრ, დახმარების მიღებას. 📍მნიშვნელოვანია თავს დართო ნება, იყო ადამიანი🫂

….. და კვლავ, არსებობს ადამიანი X. შენ, როცა ამას კითხულობ, შეიძლება საკუთარი თავი ამოიცნო. გახსოვდეს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს 📩✉️
#პასუხისმგებლობა #სტრესი #ძლიერიადამიანი

😶ემიციების ჩახშობა: ხშირად გაიგებთ ადამიანზე  რომელიც არ გამოხატავს ემოციებს, რომ ის ძლიერია, ყველაფერს უმკლავდება, ყველ...
23/01/2026

😶ემიციების ჩახშობა:

ხშირად გაიგებთ ადამიანზე რომელიც არ გამოხატავს ემოციებს, რომ ის ძლიერია, ყველაფერს უმკლავდება, ყველაფერს აკონტროლებს. სოციალური გარემო ხშირ შემთხვევაში თავისი წესებით და მოლოდინებით გვევლინება ემოციების ჩახშობის წამახალისებლად. თუმცა ემოციების ჩახშობა, ემოციურ სიძლიერეს არ ნიშნავს, მისი ჩახშობა არ გაძლევს საშუალებას ცხოვრება სრულფასოვნად შეიგრძნო.

🔗ჩახშობამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე ემოციების ყველგან და ყოველთვის მომენტალურმა გამოხატვამაც, შეიძლება გააუარესოს როგორც თქვენი ჯანმრთელობა, ასევე სოციალური ურთიერთობები. ამიტომაც, აუცილებელია ოქროს შუალედის პოვნა.

📍 საკუთარ ემოციებთან ადაპტურად ყოფნისთვის მათ არსებობის უფლება უნდა მისცეთ. აღიაროთ მათი არსებობა, გააცნობიეროთ თუ რისი თქმა სურთ თქვენთვის.
ყველა ემოცია არ უკავშორდება სასიამოვნო გამოცდილებას. მაგალითად ბრაზი, სირცხვილი,შიში, სევდა ამიტომაც ბევრი ადამიანი ცდილობს მათ ჩახშობას. მათი ჩახშობა ზოგ სიტუაციაში შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს, თუმცა სისტემატიურად ამ ქცევამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. ჩახშობა გრძელვადიან პერსპექტივაში არ მუშაობს, რადგან მაინც ფიქრობთ იმაზე, რის თავიდან აცილებასაც ცდილობთ. ჩახშობით ხდება ემოციის არსებობის უარყოფა, რაც არც შესაძლებელი პროცესია და არც სასარგებლო. ის ზრდის სტრესის დონეს.

👥🫂ემოციის ერთ-ერთი ფუნქციაა სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია. ადამიანებისთვის თქვენი შინაგანი მდგომარეობის გაზიარება. ხოლო ისინი, ვინც ემოციებს ახშობენ და თრგუნავენ, თავს გრძნობენ ნაკლებად დაკავშირებულად მეგობრებთან. ხშირად მათ აქვთ შფოთვა, დეპრესია და სხვა ფსიქიკური პრობლემები.

🗣️ემოციების სახით თქვენი ორგანიზმი კომუნიკაციას ამყარებს თქვენთან. როდესაც ემოციებს განიცდით ეს გეხმარებათ იმ შეტყობინების გააზრებაში, რასაც გიგზავნით სხეული. ამ ყველაფრის გასარკვევად კი შენს თავს უნდა დაუსვა კითხვები :
1. რამ გამოიწვია ჩემი ეს ემოცია, რა იყო ტრიგერი?
2. სხეულში სად მდებარეობს ის?

3. ემოციის სახით რა კომუნიკაციის დამყარებას ცდილობს ჩემთან სხეული?
4. მადლობა გადაუხადე მას ინფორმაციისთვის.

ამ კითხვების დასმით, თქვენ შეგიძლიათ პაუზის აღება და იმაზე დაფიქრება თუ რას გეუბნებათ სხეული და გონება. როცა მოუსმენთ, გაიგებთ და გააცნობიერებთ თუ რას ემსახურება კონკრეტული ემოცია, შემდეგ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ რა ტიპის მოქმედებას განახორციელებთ.

📚იმის ნაცვლად, რომ ჩაახშოთ, უმჯობესია:
1. აღმოაჩინოთ და სახელი დაარქვათ თითოეულ მათგანს;
2. ისუნთქოთ ღრმად;
3. გამოხატოთ ემოციები როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან.

თუ შენ კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანი, თუ გრძნობ რომ მეტი მუშაობა გჭირდება ამ თემაზე დამიკავშირდი პირად შეტყობინებაში 📩✉️
#ემოციები #ჩახშობილიემოციები #ემოციებისჩახშობა #თვითზრუნვა

23/01/2026
08/01/2026

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგი თამარ ქაქუთია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფსიქოლოგი თამარ ქაქუთია:

Share

Category