Nuka Abesadze Endokrinologi

Nuka Abesadze Endokrinologi ენდოკრინოლოგი გირჩევთ

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2ის მქონე 18 წელს ზევით პაციენტებისთვის, ვისაც დიაგნოსტირებული გაქვთ თირკმლის მსუბუქი ხა...
16/05/2023

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2ის მქონე 18 წელს ზევით პაციენტებისთვის, ვისაც დიაგნოსტირებული გაქვთ თირკმლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობა და ცხოვრობთ რუსთავში ან მიმდებარედ გვაქვს საინტერესო შემოთავაზება. მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში!

მრავალ მედიკამენტს , მათ შორის ანტიდეპრესანტებს, ანქსიოლიზურ საშუალებებს,ანაბოლურ სტეროიდებს, ნარკოტიკებს-მარიხუანას შეუ...
20/12/2020

მრავალ მედიკამენტს , მათ შორის ანტიდეპრესანტებს, ანქსიოლიზურ საშუალებებს,ანაბოლურ სტეროიდებს, ნარკოტიკებს-მარიხუანას შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერპროლაქტინემია. რაც კლინიკურად გამოვლინდება ქალებში-მენსტრუალური ციკლის დარღვევით,გალაქტორეით- რძისმაგვარი გამონადენით მკერდიდან, ხოლო მამაკაცებში სქესობრივი დისფუნქციით და გინეკომასტიით-სარძევე ჯირკვლების ზომაში ზრდით.

ალბათ მოსახლეობის დიდ ნაწილს ერთხელ მაინც გაკეთებული აქვს TSH- იგივე თირეოტროპული ჰორმონის ანალიზი.უნდა იცოდეთ, რომ TSH ...
20/12/2020

ალბათ მოსახლეობის დიდ ნაწილს ერთხელ მაინც გაკეთებული აქვს TSH- იგივე თირეოტროპული ჰორმონის ანალიზი.
უნდა იცოდეთ, რომ TSH არ არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი. ის არის ფარისებრის ფუნქციის მაკონტროლებელი ჰიპოფიზის ჰორმონი, რომელიც თავის ტვინში გამოიყოფა და რეაგირებს ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის მინიმალურ ცვალებადობაზეც კი.
ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს FT4- თავისუფალ თიროქსინს და FT3 -თავისუფალ ტრიიოდთირონინს.
ეს 3 ჰორმონი გვაძლევს ინფორმაციას ფარისებრი ჯირკვლის აქტივობაზე.
ფუნქციურად ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს , როგორც ჰიპერთირეოზი- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე, ეუთირეოზი- ნორმალური მდგომარეობა და ჰიპოთირეოზი- ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი.

ყველა მენოპაუზაში მყოფმა ქალმა 50 წლის ზევით უნდა მიიღოს საკმარისი კალციუმი და D ვიტამინი, რათა მოხდეს ოსტეოპოროზის და მ...
20/12/2020

ყველა მენოპაუზაში მყოფმა ქალმა 50 წლის ზევით უნდა მიიღოს საკმარისი კალციუმი და D ვიტამინი, რათა მოხდეს ოსტეოპოროზის და მოტეხილობების პრევენცია. რეკომენდებულია ყოველდღიურად 800-1000 სე ვიტამინი D და 1200 მგ ელემენტარული კალციუმი. D ვიტამინის მიღება უმჯობესია დანამატის სახით , ხოლო კალციუმი შეგიძლიათ მიიღოთ კალციუმით მდიდარი საკვების სახით. არ გირჩევთ დიდი რაოდენობით ყავის მიღებას , განსაკუთრებით კალციუმით მდიდარ საკვებთან ერთად.
წარმოგიდგენთ კალციუმის შემცველობას საკვებ პროდუქტებში (მილიგრამი 100 გრამ პროდუქტში):
რძე 3%-იანი - 100;
რძე 1%-იანი - 120;
ხაჭო - 95;
მდნარი ყველი - 300;
ყველი - 600;
არაჟანი - 100;
იოგურტი - 120;
დიეტური იოგურტი - 85;
მწვანე სალათა - 83;
კომბოსტო - 60;
ნიახური - 240;
ხახვი - 60;
ლობიო - 40;
ზეთისხილი - 77;
ჭვავის პური - 60;
ხორბლის პური - 30;
ფორთოხალი - 35;
ვაშლის ჩირი - 45;
ლეღვი - 57;
გარგარის ჩირი - 170;
ქიშმიში - 56;
ნუში - 254;
არაქისი - 70;
გოგრის თესლი - 60;
მზესუმზირა - 100;
შებოლილი ძვლიანი თევზი - 3000;
ძვლიანი სარდინი - 350;
მოხარშული თევზი - 20-30;
ძროხის ხორცი - 10-30.

კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები გამოიყენება როგორც არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად,ასევე სამკურნალო მიზნ...
20/12/2020

კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები გამოიყენება როგორც არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად,ასევე სამკურნალო მიზნით. ხშირად ქალებს აქვთ კონტრაცეპციის-ჰორმონების მიღების შიში, რადგან არსებობს მითი, რომ ისინი წონის მომატებას იწვევენ. დღესდღეობით კვლევებმა ცხადყო, რომ ეს წარმოდგენა მცდარია. ზოგიერთი კვლევის მიხედვით თანამედროვე კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებამ წონის კლებასაც კი შეუწყო ხელი. უმნიშვნელო წონის მატება კი შეიძლება უკავშირდებოდეს მადის მომატებას და ორგანიზმში სითხის შეკავებას, რაც პრეპარატის მიღების შემდეგ თავისით გაივლის.თუმცა თანამედროვე წამლებში ჰორმონების მცირე შემცველობის გამო მსგავსი გვერდითი ეფექტიც კი იშვიათად ვლინდება და წონის მატება მხოლოდ ჭარბი კალორიების მიღებასთანაა დაკავშირებული.

სიმსუქნის კრიზისთან ბრძოლაში ბრიტანეთის ნუტრიციოლოგიის ფონდმა წამოიწყო კამპანია „ხარისხიანი კალორია“, რომ დაგვაფიქროს თუ...
20/12/2020

სიმსუქნის კრიზისთან ბრძოლაში ბრიტანეთის ნუტრიციოლოგიის ფონდმა წამოიწყო კამპანია „ხარისხიანი კალორია“, რომ დაგვაფიქროს თუ რა ტიპის საკვებს ვიღებთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ კალორიების რაოდენობას , არამედ საკვების შემადგენლობას , რომ კალორიებთან ერთად მივიღოთ საკმარისი ვიტამინები, მინერალები და ბოჭკო. უნდა შევზღუდოთ იმ საკვებით მიღებული კალორიები , რომელიც შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს- შაქარს, მარილს და ნაჯერ ცხიმებს. კამპანიის მთავარის მესიჯია, რომ მხოლოდ კალორიების დათვლა არ არის ჯანსაღი კვება, რადგან ამ დროს არ ექცევა ყურადღება სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებულია თუ არა საკვები და მხოლოდ მიღებულ ენერგეტიკულ ღიურებულებას ენიჭება მნიშვნელობა.
კალორია არის მეცნიერული ტერმინი, რომელიც გამოიყენება საკვებში შემავალი „ენერგიის“ აღსაწერად. ის ინფორმაციას არ გვაძლევს საკვების ნუტრიციოლოგიურ ღირებულებაზე, მის სარგებელსა და შემცველობაზე.
მაგალითად 35 სმ-იანი ფასთ-ფუდის პიცა შეიძლება შეიცავდეს 2000 კკალ-ზე მეტს, (რაც საშუალოდ აღემატება ყოველდღიურად მისაღები კალორიების რაოდენობას) თუმცა არ უზრუნველყოფს მისაღები ცილის, „კარგი ცხიმის“, ბოჭკოს და დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლების დღიურ ნორმას- აუცილებელს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. აქედან გამომდინარე მხოლოდ კალორიების დათვლა არ არის ეფექტური მეთოდი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და წონის კლებისთვის. საჭიროა დაბალანსებული კვების რაციონის შერჩევა.
ერთნაირი კალორიის შემცველი საკვები განსხვავდება ნუტრიენტების შემცველობით. მაგალითად მსხვილად დაფქული ღერღილი პური შეიცავს მეტ ბოჭკოს, ვიდრე წვრილად დაფქული. ისევე როგორც დამუშავებული ხორც-პროდუქტები (ბეკონი, სოსისი, ძეხვი) შეიცავს მეტ მარილს, ვიდრე დაუმუშავებელი უცხიმო ხორცი. მათი კალორაჟი შესაძლოა უტოლდებოდეს ერთმანეთს, სარგებელი კი მსხვილად დაფქულ პურს და უცხიმო ხორცს უდავოდ მეტი აქვს.
როცა მხოლოდ კალორიების რაოდენობაზე ვფიქრობთ, შეიძლება უარი ვთქვათ ისეთ მაღალკალორიულ, მაგრამ სასარგებლო პროდუქტებზე, როგორიცაა თხილი, ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი, რაც არასწორია- ისინი ჯანსაღი დიეტის ნაწილი უნდა იყოს, რადგან ახდენს მრავალი დაავადების მათ შორის გულ - სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას.
დაბალკალორიული და თან არასაკმარისი ნუტრიენტების შემცველი საკვების ხანგრძლივად მიღება ფიტავს ორგანიზმს, იწვევს მადის მომატებას, საერთო სისუსტეს, კონცენტრაციის დაქვეითებას.

ზოგჯერ უცნობი გენეზის უშვილობის ერთადერთი მიზეზი ქრონიკული სტრესია! ამით აიხსნება ლეგენდა რომ ქალები უცნობი გენეზის უშვი...
20/12/2020

ზოგჯერ უცნობი გენეზის უშვილობის ერთადერთი მიზეზი ქრონიკული სტრესია!
ამით აიხსნება ლეგენდა რომ ქალები უცნობი გენეზის უშვილობით ხშირად ორსულდებიან ბავშვის აყვანის შემდეგ,როცა სტრესული ფაქტორი მოიხსნება.

სტრესის დროს გამომუშავდება სტრესული ჰორმონები- ნორეპინეფრინი და კორტიზოლი, რომლებსაც თითქმის ყველა სისტემაზე აქვთ გავლენა: იწვევენ დეპრესიას, შფოთვას, კვებითი ქცევის დარღვევას, ჰიპერინსულინემიას და გლუკოზის ცვლის მოშლას, იმუნოდეფიციტს და მრავალ სხვა გართულებას. მათი მუდმივი მომატება შეიძლება უშვილობის მიზეზიც გახდეს.

სტრესული უშვილობის მიზეზებია:

1.პროგესტერონის დეფიციტი, რაც გამოწვეულია პროგესტერონის აქტიური გარდაქმნით სტრესულ ჰორმონ კორტიზოლად.
2.ჰიპერპროლაქტინემიით, რაც გამოწვეულია სტრესული ჰორმონების ზემოქმედებით დოფამინის სეკრეციაზე.
3." ცივი საშვილოსნოს" სინდრომით, რაც გამოწვეულია ენდომეტრიუმის მგრძნობელობის დაქვეითებით პროგესტერონისადმი.
4.ფალოპის მილების სპაზმით,რაც განპირობებულია აუტონომიური სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციით.
5.ოქსიდაციური სტრესით, რაც აქვეითებს სპერმატოზოიდების ფუნქციურ აქტივობას.

სტრესული ჰორმონების მატება გამოკვლევებით იშვიათად ვლინდება, თუმცა მათ მიერ პროვოცირებული დარღვევების გამოკვლევა და მკურნალობა შესაძლებელია,

გისურვებთ ნაკლებ სტრესს და მეტ პოზიტივს !😊

27/05/2020

ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის ბუნებრივი მოვლენაა, ხოლო დედისა და ნაყოფის ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის ბუნება...

27/05/2020

კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაციებს, 330 ლარის ნაცვლად, მ....

28/01/2020

რატომ გჭირდება REDMED და როგორ გაგიმარტივებს ის ჯანმრთელობაზე ზრუნვას?
გაიგე: http://bit.ly/რატომREDMED

19/04/2019

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ ენდოკრინოლოგიურ აქციას.

Address

Tbilisi

Telephone

+995599440803

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nuka Abesadze Endokrinologi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share