ნატალი სოხაძე • Natalie Sokhadze

ნატალი სოხაძე • Natalie Sokhadze Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნატალი სოხაძე • Natalie Sokhadze, Psychotherapist, Tbilisi.

პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი, გეშტალტთერაპიით მომუშავე პრაქტიკოსი სტუდენტი

Through Natalie’s coaching, psychotherapy techniques and positive philosophy, many have learned how to live a better quality life

მე და ჩემი ნიცაკო 🧡🍁🌻🌼☀️💫✨💛ზუსტად ამ ერთმა წამიერმა კადრმა ამსახა მე… ეს 1 ფოტო ამბობს ვინ ვარ თავიდან ბოლომდე: ქალი, რო...
23/10/2025

მე და ჩემი ნიცაკო 🧡🍁🌻🌼☀️💫✨💛

ზუსტად ამ ერთმა წამიერმა კადრმა ამსახა მე… ეს 1 ფოტო ამბობს ვინ ვარ თავიდან ბოლომდე:

ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს თავის საქმე, ყავს შვილი, რომელსაც მარტო ზრდის და რომელზეც მზე და მთვარე ამოსდის… წყვეტა არ ქონია პროფესიის ჭრილში არცერთი დღე, არც სწავლაში… მათ შორის, წარმოუდგენლად რთულ პერიოდებშიც კი… ახერხებს, რომ შეუთავსოს სამსახური და ბავშვის აღზრდა ერთმანეთს ისე, რომ ხარისხიანი ჩართულობა იყოს ორივეგან, რომ სიყვარული არ დააკლდეს არცერთს… და ამასთანავე, არ ავიწყდება საკუთარ თავზე, საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვა და ამ ყველაფრისგან ერთად და ერთდროულად სიამოვნების მიღება! 🌻

ყოველთვის გექნება ენერგია და დრო თუ სურვილი არსებობს და თუ გიყვარს! 🌻

არაა საჭირო უარი თქვა შენი ცხოვრების ერთ სფეროზე, რომ ბედნიერი (ადრე ბედნიერის ნაცვლად წარმატებულს დავწერდი) იყო მეორეში! 🌻

ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება, ზუსტად ისეთი, როგორიც არის, იმიტომ, რომ ზუსტად მე შევქმენი ასეთად, ჩემი დამოუკიდებლობით, ჩემი გამოცდილებებით, ჩემი გადაწყვეტილებებით, ჩემი გზებით, რომლებზე სიარულიც მე თავად ავირჩიე და ჩემი სურვილებით! 💫☀️🌼

რატომ ვწერ მესამე პირში? ამ ფოტომ ჩემი თავი შორიდან დამანახა! უსაზღვროდ მიხარია, რომ ის ქალი ფოტოზე - მე ვარ! 🧡

#ნატალისოხაძე

რა არის თანადამოკიდებულება?როდესაც დამოკიდებულ ადამიანთან ირევი და საკუთარ იდენტობას და საზღვრებს კარგავ!როცა ვერ ხვდები...
18/09/2025

რა არის თანადამოკიდებულება?

როდესაც დამოკიდებულ ადამიანთან ირევი და საკუთარ იდენტობას და საზღვრებს კარგავ!

როცა ვერ ხვდები შენ სად მთავრდები და ის სად იწყება…

როცა ჩაძირული ხარ მის პრობლემებში -
მისი ცუდად ყოფნა - შენი ცუდად ყოფნაა… ცდილობ დაეხმარო მოგვარებაში, ერთს გადაწყვეტთ, მეორე პრობლემა გამოჩნდება, მეორეს გადაჭრით - მესამე და ასე დაუსრულებლად, სანამ შენგან ადამიანი აღარ დარჩება… ჰო, სულისშემძვრელად კი ჟღერს, მაგრამ ასეა…

თანადამოკიდებული ადამიანი, როგორც წესი, ყველაზე ხშირად დამოკიდებულის დედა ან მეუღლეა/პარტნიორი… რა თქმა უნდა შეიძლება იყოს დედმაშვილიც, ნათესავიც, მეგობარიც… ეს ორი კი ყველაზე მეტად! პრინციპში დედაც და პარტნიორიც - ორივე გადამრჩენელი დედის როლშია… დამოკიდებულ ადამიანს დედა და პარტნიორშიც დედა - ჰაერივით ჭირდება, რადგან მხოლოდ მათზე ჭრის მისი მანიპულაციები მრავალჯერადად… მონაცვლეობითი ზურგის ქცევის დროს, რომელიც ძალიან ხანმოკლეა - მეორე დედა შეუდგება ყავარჯენივით!

თანადამოკიდებულმა ადამიანმა შეიძლება თავისივე ხელით მიუტანოს ის, რასაც მოიხმარს დამოკიდებული… შეიძლება არც არაფერს მოიხმარდეს ან თამაშისთვის ფულს აძლევდეს - თანადამოკიდებული დაეხმარება მას იმის მიღებაში, ოღონდ ამას რეალურად დახმარება არ ქვია!

როცა გგონია, რომ ეხმარები - ილუზიაა! და როცა ამას აკეთებ გრძნობ, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, ფუნქცია გაქვს - ადამიანი უნდა გადაარჩინო, ოღონდ ჯერ არ იცი, რომ მალე თავადაც გადასარჩენი იქნები…

როცა ჰიპერმზრუნველობისგან ვეღარ აიდენტიფიცირებ საკუთარ ემოციებს და სრულად მის ემოციებზე ხარ დამოკიდებული - შენ თანადამოკიდებული ხარ!

საყვარელ ადამიანებზე უნდა ზრუნავდე, გიყვარდეს და იღებდრ ისეთებს, როგორებიც არიან, მაგრამ ისე, რომ არ დაგავიწყდეს საკუთარ თავზე ზრუნვა! სხვა ადამიანს უნდა დაეხმარო იმდენად, რამდენადაც რესურსი გაგაჩნია, რომ დარჩეს შენში და არ დაცარიელდე… დაეხმარო ეკოლოგიურად, ისე, რომ არცერთი დაზიანდეთ!

თანადამოკიდებულება, ისევე, როგორც დამოკიდებულება - დაავადებაა, რომლისგანაც უნდა განიკურნო! რაც უფრო დიდხანს ხარ, მით უფრო რთულია გამოსვლა… დააკვირდი, სული არ გეხუთება? ხომ გრძნობ, რომ აღარაფერი გიხარია…

თუ დროულად მიხვდები, რაც ხდება ურთიერთობაში - არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ურთიერთობაა და ვის შორის - წადი! აღადგინე საზღვრები, დატოვე ადამიანი საკუთარ თავთან და არჩევანთან! შენ ვერ გადაარჩენ დამოკიდებულს, ის მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა თავად გადაწყვეტს და ზუსტად იმდენი ხნით შეიცვლება, რამდენითაც თავად უნდა, რომ შეიცვალოს!

საშინლად მასევდიანებს ამაზე წერა…

#ნატალისოხაძე
#დამოკიდებულება #თანადამოკიდებულება

ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაცას უჭირავს შენი ზურგი, როცა არ გეშინია და შეგიძლია ბოლომდე მოდუნდე და ენდო, მთელი ს...
01/08/2025

ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაცას უჭირავს შენი ზურგი, როცა არ გეშინია და შეგიძლია ბოლომდე მოდუნდე და ენდო, მთელი სხეულის მასით ჩამოეკიდო და დარწმუნებული იყო, რომ გაგიძლებს…

როცა 1 წამითაც არ გიჩნდება ეჭვი, რომ ჩამოწყდება, დაეცემი და რამეს იტკენ…

შინაგანი სიმშვიდე მოაქვს სამყაროსადმი სრულ ნდობას!

ყოველთვის ეს შეუძლებელიცაა და არა სასურველიც, მაგრამ როდესაც ეს ნდობა გიბრუნდება - ფუფუნებაა…

#ნატალისოხაძე

მშობლების და განსაკუთრებით დედის ინვესტიცია შვილში რა მნიშვნელოვანია რა ფორმით არის ჩადებული…სიყვარულის ინვესტიცია, ზრუნ...
11/06/2025

მშობლების და განსაკუთრებით დედის ინვესტიცია შვილში რა მნიშვნელოვანია რა ფორმით არის ჩადებული…

სიყვარულის ინვესტიცია, ზრუნვის, შვილის სქესის იდენტობის, არჩევანის, თავისუფლების მიცემის მომავალი უმტკივნეულო სეპარაციისა და დამოუკიდებლობისთვის, საზღვრების ფორმირება არა შიშით და კონტროლით, არამედ - სიყვარულით 💛

რის მარცვალსაც ჩაყრი - ის აღმოცენდება, ეკლის ძირის ჩარგვით - მარწყვის მოსავალს ვერ აიღებ…

გეშტალტურად, რომ ვთქვათ - დედა, როგორც „ფონური მხარდაჭერა“ – ის არაა მუდმივად შვილის წინა პლანზე, მაგრამ როცა შვილს რაიმე მხარდაჭერა დაჭირდება — იქაა.

შვილი უნდა გრძნობდეს: „როცა მიჭირს, დედა აქ არის“, მაგრამ არა: „დედა ყველაფერს ჩემ მაგივრად გააკეთებს“.

#ნატალისოხაძე
#პარიტატულიაღზრდა

რა შეიძლება იყოს იმაზე ლამაზი, ვიდრე შენს სევდასთან ერთად ყოფნაა? სევდა მოკლევადიანია და მისი მონატრებაც კი შესაძლებელია...
19/05/2025

რა შეიძლება იყოს იმაზე ლამაზი, ვიდრე შენს სევდასთან ერთად ყოფნაა?

სევდა მოკლევადიანია და მისი მონატრებაც კი შესაძლებელია… ის მოწყენილობისგან განსხვავებულია, ბევრად ღრმა და შენია…

როდესაც სევდა მოდის, შენ მარტო აღარ ხარ - შენი სევდაა შენთან… მას ცრემლებიც მოაქვს ხშირად და ესეც მისი სილამაზის ნაწილია… როგორ უნდა გამოვიდეს შენგან იმედგაცრუება და ტკივილი? - ცრემლებს გამოაქვთ ისინი და შენც თავისუფლდები…

სილამაზეა, როცა მიხვდები საჭირო არაა გაექცე სევდას, ეძებო კონტაქტები, დაურეკო მეგობარს ან ჩართო რამე კომედია…

ჩვენში სევდის ადგილიცაა, შეგვიძლია ის დავიტიოთ და კი არ გავექცეთ - მივიღოთ! მოვუსმინოთ რას გვეუბნება…

საკუთარ თავთან გატარებული დროა სილამაზე, საკუთარ შინაგან სამყაროში მოგზაურობაა სილამაზე - და არა იმის გაგება რა ხდება სხვის სამყაროში…

ადამიანებს ძალიან გვიყვარს სხვებში ქექვა, მერე მოდის რაციონალური კითხვები რატომ, როგორ, რისთვის, რანაირად, ასე რომ ყოფილიყო ან ისე რომ ყოფილიყო სხვაგვარად დასრულდებოდა ეს ამბავი და ამ დროს აღარ ვუსმენთ სხეულს, ჩვენს ემოციებს აღარ ვაკვირდებით - ფოკუსი შიგნით კი არა - გარეთაა, მაშინ როდესაც ამდენია აღმოსაჩენი შიგნით…

ჩემი საყვარელი ფრაზაა - ადამიანები განძით სავსე სკივრები ვართ თქო, მოსიარულე დნმ-ები, ყველა უნიკალური და განუმეორებელი… არასოდეს მთავრდება ამ განძის აღმოჩენის პროცესი და ესაა სილამაზე…

მივცეთ საკუთარ თავს უფლება სევდის მასპინძლებიც ვიყოთ, გაბრაზების უფლებაც მივცეთ საკუთარ თავს და სხვა დადებით და უარყოფით ემოციებსაც მივცეთ არსებობის უფლება… 🙂

სილამაზე ისაა, როცა სასიამოვნოდ ატარებ დროს შენს შინაგან სამყაროსთან ერთად…

სილამაზეა შენი შინაგანი სამყარო…

სილამაზე ხარ შენ… 💫

#სევდა
#ნარალისოხაძე

რა არის სპონტანურობა?დაგეგმვისა და წინასწარი გათვლების გარეშე წამოსული ქცევა, შეუკავებელი იმპულსი, გავიფიქრე - ვთქვი, ვი...
18/05/2025

რა არის სპონტანურობა?

დაგეგმვისა და წინასწარი გათვლების გარეშე წამოსული ქცევა, შეუკავებელი იმპულსი, გავიფიქრე - ვთქვი, ვიგრძენი - გამოვხატე!

სპონტანური ქცევა შიგნიდან მოდის, ამ დროს შინაგანი სურვილები გვამოძრავებს და გათიშულია რაციონალიზმი, ვალდებულებები და “ჩემზე რას იტყვიან”

სპონტანურობა ხშირად ასოცირდება ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან, რადგან ის მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი საკუთარ გრძნობებს ენდობა და გამოთქვამს მათ თავისუფლად.

სპონტანურობას ბავშვური სიხარული მოაქვს, რადგან შინაგანი ბავშვი იღვიძებს ადსმიანში, თუმცა, გადაჭარბებული სპონტანურობა, როდესაც უგულებელყოფს პასუხისმგებლობას ან სხვა ადამიანების საზღვრებს, შესაძლოა საზიანოც იყოს.

#სპონტანურობა
#ნატალისოხაძე

ძალიან საინტერესო რამ მინდა გაგიზიაროთ ქალბატონებო:მიომა, ენდომეტრიოზი და მასტოპათია - ეს სამი დაავადება ემართებათ ისეთ ...
06/04/2025

ძალიან საინტერესო რამ მინდა გაგიზიაროთ ქალბატონებო:

მიომა, ენდომეტრიოზი და მასტოპათია - ეს სამი დაავადება ემართებათ ისეთ ქალებს, ვინც კაცის პასუხისმგებლობებს იღებს საკუთარ თავზე, კაცის გასაკეთებელსაც აკეთებს, ქალის საქმესაც, ყველაფერს აკონტროლებს გარშემო, სულ დაძაბულია…

ამ დროს ორგანიზმში პროგესტერონი ვარდება, ესტროგენებს ღვიძლი ისე ვეღარ უმკლავდება, როგორ საჭიროა - იწყება ჰორმონალური დისბალანსი! შესაძლოა უშვილობის პრობლემაც დაიწყოს, რადგან ორაულობის დადგომას პროგესტერონი და ესტროგწნი ბალანსში ჭირდება!

ასე, რომ, დაფიქრდით, ქალი ხართ თუ კაცი? ვის როლს და ფუნქციას ითავსებთ? როგორ შეგიძლიათ რაიმე უკეთესობისკენ შეცვალოთ?

#ნატალისოხაძე

თუ შენს გვერდზე ისეთი “მამაკაცია”, რომელიც სულ რაღაც ეჭვებშია, სულ აგრესიას გამოხატავს, არაფერი აკმაყოფილებს, ვერასოდეს ...
06/04/2025

თუ შენს გვერდზე ისეთი “მამაკაცია”, რომელიც სულ რაღაც ეჭვებშია, სულ აგრესიას გამოხატავს, არაფერი აკმაყოფილებს, ვერასოდეს ნახე მადლიერი, ერთ ადგილას ვერ ჩერდება, არ შეუძლია აწმყოს შეგრძნობა, სულ წარსულ იმედგაცრუებაზე საუბრობს ან მომავალში გარბის და ილუზიებშია, საუბრობს იმაზე, რაც არ ხელეწიფება, ვერასოდეს გააკეთებს იმას, რაზეც საუბრობს, სულ შენს დადანაშაულებაშია, არ ყავს მეგობრები, მთელ სამყაროზე ნაწყენია, მაგრამ მათთან ვიზეც ბრაზი აქვს - ამ ბრაზს არ გამოხატავს, შეკავებული აგრესიით მოძრაობს და არ იცი როდის გადმოაფრქვევს, არასოდეს მოდის მოლაპარაკებაზე, სულ რაღაცას გპირდება სიტყვებით, მაგრამ არ ასრულებს, ცდილობს ილუზიაში გაცხოვროს, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება და ეს აუტანელი სიტუაცია დროებითია, შეიძლება ბავშვების გაჩენაც გთხოვოს, საუბრობს ბავშვებზე თუ როგორ უყვარს ისინი, სინამდვილეში კი ეს ერთ-ერთი ხერხია მიგიჯაჭვოს და გაგინაღდოს, ის ფიქრობს, რომ თუ შვილებს გაუჩენ - მისგან აღარასოდეს წახვალ და მოგიწევს მისი ატანა, ბეჭედსაც წამოგაცმევს თითზე, დაგანახებს რამდენად მნიშვნელივანია მისთვის ქორწინება, ჯვრისწერა… ესეც ერთ-ერთი გზაა გაგინაღდოს, მას ეშინია მარტო დარჩენის, უარყოფის, მიტოვების, თუ არ მუშაობს და სულ იმაზე საუბრობს, რომ მალე მუშაობას დაიწყებს, მაგრამ ეს დღე აღარ დადგა, თუ არაფერს აკეთებს თქვენი ურთიერთობისთვის, მხოლოდ ლაპარაკობს, რაც ახანგრძლივებს პერიოდს მასთან ყოფნის, ამ დროს მიჯაჭვულობა იზრდება, ძლიერდება… თუ ანჰედონია აქვს, თუ სულ აღიარება უნდა, შენ შენს მაქსიმუმს აკეთებ, მაგრამ ის მაინც უმადურია, მეტს და მეტს ითხოვს, თუ ძილი არ აქვს, თუ ძალიან იმპულსურია, თუ ხელით შეგხებია - შენ ხარ ფსიქიკურად არაჯანსაღ ადამიანთან!

რაც უფრო არაჯანსაღია ადამიანი, მით უფრო დიდი რისკია მასთან კონფლუენციაში შესვლის, რაც უფრო ტოქსიკურია ურთიერთობა, მით უფრო მალე ხდება მასზე დამოკიდებულება, რაც უფრო დიდხანს იქნები ასეთ ადამიანთან იმ იმედით, რომ ოდესმე რაღაც შეიცვლება, მით უფრო მეტი დრო დაგჭირდება რეაბილიტაციისთვის, იმისთვის, რომ ისევ იყო ბედნიერი!

უკანმოუხედავად გაიქეცი ესეთი ადამიანისგან, ის არასოდეს შეცვლის ქცევას უკეთესობისკენ, რაც დრო გავა უარეს ურჩხულად გადაიქცევა, რომელიც კუთხეში მიგიმწყვდევს, ჰაერს აღარ მოგცემს, რომ ისუნთქო…

აირჩიე საკუთარი თავი! შენ საუკეთესოს იმსახურებ!!!

ნუ გაიზიარებ ასეთი ადამიანის პრობლემებს, ეს მისი მოსაგვარებელია და არაა შენი პასუხისმგებლობა!

შეიყვარე შენი თავი და ისიამოვნე მასთან ურთიერთობით, სწორედ ამ დროს მოვლენ შენს ცხოვრებაში ღირსეული ადამიანები და ურთიერთობები!

☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️

#ნატალისოხაძე

შემოქმედებითი ადაპტაცია, როგორც გადარჩენადღეს დილიდან რატომღაც მეფიქრება იმ ადამიანებზე, ვინც სუბსტანციებზეა დამოკიდებულ...
04/04/2025

შემოქმედებითი ადაპტაცია, როგორც გადარჩენა

დღეს დილიდან რატომღაც მეფიქრება იმ ადამიანებზე, ვინც სუბსტანციებზეა დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება მათთვის თავდაპირველად იყო “გაქცევა” - რეალობიდან გაქცევა, მათ ვერ მიიღეს ის მოცემულობა, რაც ქონდათ და დაიწყეს ნივთიერებების მოხმარება, რადგან გაეთიშათ ის ემოციები და გრძნობები, რომლებსაც ვეღარ უძლებდნენ საკუთარ თავში!

ასეთ ადამიანებს თავად არ აქვთ უნარი “მოუგვარონ საკუთარ ემოციებს”! მათ ჭირდებათ საყრდენი, დამხმარე ძალა “Super Power”, რომელიც მათ არსებობაში დაეხმარება: ნივთიერებები, ადამიანები და ა.შ. მათ აკვიატება იციან ადამიანების, მათი ხატად ქცევა წამში შეუძლიათ, რადგან მათში ხედავენ “გადამრჩენელი ყავარჯნის” რესურსს, როგორც კი ეს საყრდენი გამოეცლებათ - უდავოდ მიწაზე ენარცხებიან… ამ მხრივ უფრო “ერთგული ყავარჯენი” - სხვადასზვა სუბსტანციებია…

გვინდა თუ არ გვინდა მეცნიერებამ დაყო ადამიანები რაღაც კლასტერებად და ადამიანები ფსიქოზების რეგისტრიდან იქნებიან თუ ნევროზების - ისინი როგორც ხედავენ სამყაროს - ზუსტად ისეთია სამყაროც, მაგრამ მათი პასუხი სამყაროში მოვლენებზე განსხვავებულია, ზოგი კონსტრუქციულად პასუხობს სამყაროს გამოწვევებს, ზოგს კი ამის უნარი არ გააჩნია - ამიტომაც ვიყოფით და განვსხვავდებით ამ ორი რეგისტრის მიხედვით ადამიანები!

მაგალითად, სამსახურის დაკარგვაზე “ნევროტული” სხვანაირად რეაგირებს, შეიძლება განაწყენდეს, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს, მაგრამ გადაამუშავებს ამ მოვლენას და მიიღებს იმ რეალობას, რომ ეს მოხდა და დაიწყებს ახალი სამსახურის ძებნას. “ფსიქოტური”-ს რეაქცია ამაზე იქნება არა ადეკვატური, არა ჯანსაღი, შეიძლება პარანოიდულიც, შეიძლება სახიფათოც და ზიანის მომტანიც სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც - ეს დამოკიდებულია მისი პიროვნული აშლილობების ტენდენციებზე ან დიაგნოზზე, მაგრამ ცალსახად მისი პასუხი ამ ფაქტზე დესტრუქციული იქნება, რადგან მას არ აქვს უნარი გადაამუშაოს ეს მოვლენა, როგორც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი - ნევროტული იზამდა ამას!

შავკანიანების და თეთრკანიანების დაყოფა ოდითგანვე მოდის, დღევანდელ ცივილურ სამყაროში ეს თემა ისევ აქტუალურია, რადგან დიახ, ჩვენ ნამდვილად სხვადასხვა კანის ფერი გვაქვს, ჩვენი კლასიფიკაცია, როგორც “შავები და თეთრები” ყოველთვის იარსებს მოგვწონს ეს ჩვენ - თუ არა!

ყოველთვის ცუდად მხვდებოდა სიტყვა “ნორმა”, სულ იმას ვამტკიცებდი, რომ განსხვავებული ფსიქიკა ნიშნავს ინდივიდუალიზმს და არა “ნორმიდან გადაცდომას”, (თუმცა დღეს დამოკიდებულება შემეცვალა) ასევე არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება “პაციენტი”, არც გეშტალტთერაპია, რასაც მე ვსწავლობ სვამს დიაგნოზებს ან წერს მედიკამენტებს, თუმცა ბოლო ორი წელია ძალიან დავინტერესდი ფსიქიატრიით, რადგან ჩემს ცხოვრებაში მოხდა ახლო კვეთა გარკვეული დიაგნოზის მქონდე ადამიანთან, თუმცა ბევრი წლის ამ დიაგნოზთან თანაცხოვრების შემდეგ ადამიანები სწავლობენ მათ დამალვას სოციუმისგან! თუ ადამიანთან 24 საათს არ ატარებ, შეიძლება ვერ მიხვდე, რომ მას რაიმე დიაგნოზი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის სამართავ მედიკამენტებს იღებს. თუმცა ხშირი ურთიერთობის პროცესში აუცილებლად მიხვდებით, რომ რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს…

ეს თემა ჩემთვის ამოუწურავია და მუდმივი კვლევის საგანი…

ქიმიური ნივთიერებების მოხმარებამ შეიძლება გააღვიძოს ადამიანში არსებული მიდრეკილებები ფსიქოზების მიმართ და ადამიანმა შეიძინოს ფსიქიკური აშლილობის ან ტენდეციის დიაგნოზი!

რატომ მოიხმარენ ამ ნივთიერებებს ამაზე ზემოთ ცოტა ვისაუბრე, მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ თრგუნავს ემოციებს, ხშირად იმ ემოციებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენ ადამიანებად ფორმირებაში! დღეს კი ამის გათიშვით ისინი ვეღარაფერს გრძნობენ, დროებით მაინც და ეს იმდენ ხანს გრძელდება, სანამ მათი ფოკუსი იმ პრობლემიდან, საიდანაც გარბოდნენ ახალ “დამოკიდებულებები”-ს პრობლემამდე არ მიიყვანს ამ ადამიანებს.

რა იწვევს დამოკიდებულებას? - კონკრეტული ორგანოები თუ ჯირკვლები ჩვენ ორგანიზმში გამოყოფენ ძალიან დიდი რაოდენობით ისეთ ჰორმონებს, რომლების მიღებაც ბუნებრივი ემოციებით შეუძლებელია, ადამიანს მოწონს ასეთი შეგრძნებები და ეჩვევა ამას… “ფხიზელ” მდგომარეობაში რეალობას უნდა შეხედოს თვალებში - ეს კი მტკივნეულია, ამიტომ თავის გამოგონილ “ალისას” სამყაროში ბრუნდება…

ეს “დროებითი შვება” იმდენად ადიქციურია, რომ სულ უნდათ ამ “შვებაში” ილივლივონ…

არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი აბებს ყლაპავს, ინტრავენურად უშვებს, ყნოსავს, თვალში იწვეთებს თუ ეწევა - ყველა სუბსტანცია იწვევს დამოკიდებულებას და ასეთ ადამიანებს დამოკიდებულ ადამიანებს ვეძახით…

ადამიანი გადასარჩენად რას არ იზამს… გარკვეული ფსიქიკის მქონე ადამიანებისთვის ყველაზე პრიმიტიული გადარჩენის გზა სუბსტანციებია, ამ მეთოდის გარდა მათ სხვა მეთოდი არ იციან როგორ გადარჩნენ… რადგან სწორედ ასე ცდილობდა გადარჩენას მათი გარემოცვაც, მამა, უფროსი ძმა, ბიძა, დედა, მეგობრები…

ძალიან მენანება ამ გადარჩენის გზას “შემოქმედებითი ადაპტაცია” ვუწოდო, თუმცა ეს ჩემი აზრით არის დესტრუქციული შემოქმედებითი ადაპტაცია… გზა გადარჩენის, იმ ფსიქიკის მქონე ადამიანის თვალებით, რომელსაც მეტი არაფერი უნახავს, არ სმენია და არც უძებნია, რომ ეცადა…

#ნარკომანია #ადიქცია #დესტრუქციული

რატომ ეხმარებიან ადამიანები ყველას? არაა საჭირო დაეხმარო ყველას! უნდა აარჩიო ის კატეგორია, ვინც მოტივაციას მოგცემს ისევ ...
04/03/2025

რატომ ეხმარებიან ადამიანები ყველას?

არაა საჭირო დაეხმარო ყველას! უნდა აარჩიო ის კატეგორია, ვინც მოტივაციას მოგცემს ისევ დაეხმარო მას რამეში (მანიპულატორებს არ ვგულისხმობ) ან მას თუ არა - მინიმუმ სურვილი არ გაგიქრეს საერთოდ დაეხმარო ხოლმე ადამიანებს.

ძალიან სამწუხაროა, როცა ახლობელს ეხმარები რაღაცაში და შენს ძალისხმევას და ენერგიას, რომელიც მის დახმარებაში ჩადე იმით აუფასურებს, რომ გამოდგება და ამბობს - ეს ჩემი გაკეთებულიაო… ამის შემდეგ არ გიჩნდება სურვილი რამეში მხარი დაუჭირო, რადგან თავს ადამიანად კი არა - ინსტრუმენტად გრძნობ, რომელსაც სული არ აქვს და რომელსაც მაშინ იყენებენ, როცა ჭირდებათ!

უნდა ვისწავლოთ ადამიანების გარჩევა იმდენად, რომ გავაცნობიეროთ ვის დავეხმაროთ და ვის არა, მერე გულიც აღარ დაგვწყდება! ✨

#ნატალისოხაძე

Address

Tbilisi

Telephone

+995595017226

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნატალი სოხაძე • Natalie Sokhadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ნატალი სოხაძე • Natalie Sokhadze:

Share