Iza bajelidze / იზა ბაჯელიძე მეან -გინეკოლოგი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Iza bajelidze / იზა ბაჯელიძე მეან -გინეკოლოგი

Iza bajelidze / იზა ბაჯელიძე მეან -გინეკოლოგი მეან-გინეკოლოგი იზა ბაჯელიძე 35 წლიანი გამოცდილებით.

03/04/2025

☑️როგორ ავიცილოთ ვირუსები მარტივად? 🦠

👩‍⚕️ უყურე ვიდეოს და გაუზიარე ახლობლებსაც - ჯანმრთელობაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ🥰

ჰერპესი (HSV) - I და II ტიპი და მისი გავლენა ორსულობაზემსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ინფექციაა                          ...
14/01/2025

ჰერპესი (HSV) - I და II ტიპი და მისი გავლენა ორსულობაზე

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ინფექციაა
70%
გენიტალური ჰერპესი შეიძლება გამოიწვიოს როგორც HSV II ტიპმა ასევე I ტიპმა.
გადაეცემა სქესობრივი გზით!

პირველადია:
როდესაც, გენიტალური დაზიანების უბნები არის მაგრამ სისხლში ანტისხეულები არ არის არც HSV-I არც HSV-II ის მიმართ.
ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 4 დღე (2-12 დღემდე)

არაპირველადია
როდესაც, გენიტალიური დაზიანება არის სისხლში HSV-I ან HSV-II ტიპის ანტისცეულების ფონზე.
კლინიკა: მსუბუქი, სუბკლინიკური ან ასიმპტომური და მძიმე.
ყველაზე თვალსაჩინო ხდება მძიმე კლინიკური მიმდინარეობა: ახასიათებს გენიტალიებზე წყლულოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარი, ცხელება, შეშუპება, ძლიერი წვა და ტკივილი, თავის ტკივილი.
👉სპეციალური ანტისხეულების გამომუშავება ხდება დაინფიცირებიდან 12 კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება უსაზღვროდ.

🤰როცა დედას აქვს პირველადი გენიტალური ჰერპესი, ორსულობის დროს ამან შეიძლება გამოიწვიოს:
➡️სპონტანური აბორტი;
➡️ნაადრევი მშობიარობა;
➡️ნაყოფის ზრდის შეფერხება;
➡️მცირე წონის ახალშობილის დაბადება;
➡️ახალშობილის ჰერპესული დაავადება;
➡️ორსულობის დროს ნაყოფის სიკვდილიანობა 60%-ში;
როცა დედას ორსულობამდე აქვს გადატანილი ჰერპესი ეს გართულებები მოსალოდნელი არ არის.

ნაყოფზე გადაცემის გზები:
➡️ორსულობის დროს (ტრანსპლაცენტარული) იშვიათია!
➡️მშობიარობის პროცესში 85%-ში;
➡️მშობიარობის შემდგომ 10%-ში.
❗️ საშვილოსნოს ყელის გავლით, სანაყოფო გარსების გავლით ნაყოფის დაინფიცირება არ ხდება!

ნაყოფზე გადაცემის რისკი:
➡️მორეციდივე ინფექციის დროს დაახლოებით 2%;
➡️პირველადი ინფექციის დროს დაახლოებით 50%.
❗️ ნაყოფი ინფიცირდება მშობიარობის პროცესში, დედის დაინფიცირებულ უბნებთან უშუალო კონტაქტის დროს : ➡️საშვილოსნოს ყელიდან;
➡️საშოდან;
➡️ვულვიდან;
➡️შორისიდან
❗️ გავრცელებულ ვირუსთან უშუალო კონტაქტის დროს!

თუ ორსულს არ აქვს გადატანილი ჰერპესი მაგრამ , აქვს პარტნიორს I-II ტრიმესტრში უნდა გამოიყენონ კონდომი სქესობრივი აქტის დროს. 27 კვ-დან კი საერთოდ უნდა აიკრძალონ სქესობრივი კავშირი,

📌ორსულმა როდის უნდა ჩააყენოს საქმის კურსში მეან-გინეკოლოგი:
➡️თუ ორსულობა ნაკლებია 2 კვირაზე და აქვს ახალი გენიტალური წყლულები (უტარდება მკურნალობა);
➡️თუ ორსულობა მეტია 2 კვირაზე და ახალი წყლულებია (მკურნალობა იწყება და გრძელდება მშობიარობის ჩათვლით);
➡️თუ გენიტალიებზე წყლულები გამოვლინდა მშობიარობამდე 4-6 კვირით ადრე - უპირატესობა ენიჭება საკეისრო კვეთას! ან მშობიარობა უწყვეტი მკურნალობის ფონზე, როცა ქალს არ სურს საკეისრო კვეთა!
➡️თუ ორსულებს პირველად ან განმეორებით გამოუვლინდათ 36კვ-ზე ანტივირუსული მკურნალობა მშობიარობის დაწყებამდე - მშობიარობა საკეისრო კვეთით!
➡️ორსულებისთვის, ვინც სეროპოზიტიურია მაგრამ აქტიური გენიტალური ვირუსული დაზიანება ორსულობის განმავლობაში არ გასჩენიათ ანტივირუსული მკურნალობა არ არის რეკომენდირებული!
✅აციკლოვირით მკურნალობა უსაფრთხოა ნებისმიერ ტრიმესტრში!
5-15% შემთხვევაში ახალშობილის დაინფიცირება ხდება ოჯახის წევრების მიერ. ამიტომ , ახალშობილთან კონტაქტის დროს:
➡️დაზიანებული უბნები უნდა დაიფარონ;
➡️ხელები დაიბანონ ბავშვის ხელში აყვანის წინ;
✅ძუძუთი კვება არ არის უკუნაჩვენები!

ინფექციები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან ნაყოფს, არის:🦠ციტომეგალოვირუსი;🦠ჰერპეს ვირუსი;🦠წითურა;🦠ტოქსოპლაზმოზი;🦠ქლ...
20/11/2024

ინფექციები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან ნაყოფს, არის:

🦠ციტომეგალოვირუსი;
🦠ჰერპეს ვირუსი;
🦠წითურა;
🦠ტოქსოპლაზმოზი;
🦠ქლამიდია;
🦠სიფილისი;
🦠ჩუტყვავილა;
🦠ზიკა ვირუსი (რომლის გავრცელების არეალშიც საბედნიეროდ ჩვენ არ ვცხოვრობთ)

1. ციტომეგალოვირუსი
მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ჯგუფს. გვხვდება ყველა ქსოვილიან სითხეში: ნერწყვი, შარდი, სისხლი, დედის რძე, სათესლე სითხე, ცხვირ-ხახიდან გამოყოფილი სეკრეტი.

💡ჰაერ-წვეთოვანი გზით არ გადაეცემა

ყველაზე ხშირად დაინფიცირება ხდება ბაღის ასაკის ბავშვებთან კონტაქტისას. უშუალოდ ორსულზე და ზრდასრულ ადამიანზე გავლენას არ ახდენს მაგრამ, თუ პირველად დაინფიცირება მოხდა უშუალოდ ჩასახვამდე ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში (14კვ.მდე) იზრდება ნაყოფის დაინფიცირების და დაზიანების რისკი, რაც შეიძლება გამოიხატოს სმენის დაკარგვაში, ნეიროგანვითარების სხვადასხვა სახის დარღვევაში. ნაყოფის დაღუპვაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

ორსულის პირველადი დაინფიცირებისას, ნაყოფზე ვირუსის გადაცემის რისკი მატულობს გესტაციურ ასაკთან ერთად მაგრამ , ნაყოფის დაზიანების სიხშირე მეტია თუ დაინფიცირება მოხდა ორსულობის 14 კვირამდე.

👩‍⚕️ამ ანალიზების ჩატარება მნიშვნელოვანია დაორსულებამდე. თქვენი მეან-გინეკოლოგი ნახავს გაქვთ თუ არა ვირუსის მიმართ ანტისხეულები, თქვენი იმუნიტეტი დაიცავს თუ არა თქვენს მომავალ ნაყოფს. ექიმი მომავალში დააკვირდება ნაყოფის განვითარების პერიოდებს.

👩‍⚕️ უშუალოდ ორსულობის დროს ეს კვლევა უტარდება შიდსით დაავადებულ ორსულებს, საბავშვო ბაღში მომუშავე პერსონალს, მშობლებს ვისაც ბაღის ასაკის შვილები ჰყავთ, ორსულებს რომელთაც პირველ ვიზიტზე აქვთ გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები რათა გამოირიცხოს რეინფიცირება ან დადგინდეს პირველადი ინფიცირება. ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ესაჭიროება თუ არა პაციენტს მკურნალობა.

როგორ ავიცილოთ თავიდან დაინფიცირება?

ის, რაც უნდა გაითვალისწონონ ორსულებმა არის:
✅პირადი ჰიგიენის დაცვა!
✅ხელების დაბანა საპნით 15-30 წამის განმავლობაში;
✅ბაღის ასაკის ბავშვებს ნუ აკოცენთ სახის არეში;
✅არ გაიზიაროთ ბავშვებთან საკვები, სასმელი, დანა, ჩანგალი, კოვზი , ჭიქა , პირის ღრუს მოვლის საშუალებები
✅ გაწმინდეთ ბავშვის ნერწყვით ან შარდით დასვრილი ზედაპირები!

დაორსულებამდე ჩატარებული კვლევა ბევრად გააადვილებს ექიმისთვის მიიღოს გადაწყვეტილება საჭიროა თუ არა მკურნალობა და შეაფასოს რამდენად შესაძლებელია ვირუსმა დააზიანოს თქვენი ნაყოფი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
ბედნიერ დედობას!

ჩასახვამდელი კონსულტაცია🤔რატომ არის საჭირო დაგეგმოთ ორსულობა, გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთან?ამ პოსტით მინდა მომავალმა...
20/10/2024

ჩასახვამდელი კონსულტაცია

🤔რატომ არის საჭირო დაგეგმოთ ორსულობა, გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთან?

ამ პოსტით მინდა მომავალმა დედებმა გაიაზრონ რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრებათ მომავალი შვილების და პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ.

🤱მსურს მარტივად მოვიტანო თქვენამდე ეს საკითხი მთელი თავისი მნიშვნელოვნებით რათა, ორსულობა გაიაროთ თქვენთვის ნაკლები საფრთხეებით და გახდეთ ჯანმრთელი შვილის დედები.

კონსულტაციის დროს ფასდება თქვენი ჯანმრთელობა, გამოვლინდება შემდეგი რისკ ფაქტორები, ესენია:

👩‍⚕️ ასაკი 35 წელზე - მატულობს უნაყოფობის, ნაყოფის განვითარების ანომალიების, ორსულობის დრომდე მიუტანლობის, გესტაციური დიაბეტის, პრეეკლამფსიის, მკვდრადშობადობის რისკი!
მამის >40 წელზე ასაკიც გარკვეული რისკების მქონეა!

👩‍⚕️ ჭარბი წონა, წონის დეფიციტი, ნაკვებობის ხარისხი. ჭარბწონიან ქალებში მოსალოდნელია ჰიპერტენზია, ნაადრევი მშობიარობა, თრომბოფილია, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა და ა.შ..
წონის დეფიციტის დროს - ნაყოფის ზრდის შეფერხება, ნაყოფის განვითარების ანომალიები, ნაადრევი მშობიარობა და ა.შ..

👩‍⚕️ ქრონიკული დაავადებები - დიაბეტი, ჰიპერტენზია, ეპილეფსია, რევმატიზმი, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიები და ა.შ..

👩‍⚕️ პრეპარატები, რომელსაც ღებულობთ რამდენად უსაფრთხოა ნაყოფისთვის;

👩‍⚕️ საოჯახო გენეტიკური ანამნეზი;

👩‍⚕️ მავნე ჩვევები : ალკოჰოლის მოხმარება, სიგარეტი, ნარკოტიკები ასოცირდება სხვადასხვა გართულებებთან - თვითნებითი აბორტი, ნაყოფის ზრდის შეფერხება, განვითარების მანკები, ახალშობილის უეცარი სიკვდილი, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, გრძელვადიანი ქცევის მენტალური დარღვევები და ა.შ..

👩‍⚕️ კვებითი ქცევები;

👩‍⚕️ გარემოს მავნე ზემოქმედება;

👩‍⚕️ ინფექციური დაავადებები და ვაქცინაცია.

თითოეულ ჩამოთვლილ პუნქტს გაივლის ექიმი თქვენთან ერთად და შეგიფასებთ თუ რა მოსალოდნელი გართულებები და რისკ-ფაქტორები გაქვთ.

დაგეგმავს ღონისძიებებს თუ როგორ შეამციროთ ან გამოასწოროთ გამოვლენილი პრობლემები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მოსალოდნელი საფრთხეები.

ინდივიდუალურად, პირადად თქვენი ორგანიზმის მზაობას შეაფასებს თუ რა უნდა გამოასწოროთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიოთ სასურველ შედეგს. თუ საჭიროდ მიიჩნევს კოორდინირებულად იმუშავებს სხვა სპეციალისტებთან ერთად.

🧐 თუ ფიქრობთ, რომ ზემოთხსენებულ არცერთ ამ რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნებით, არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი , ეს არის ნაყოფისთვის საშიში ინფექციები!

👉 უნდა შეფასდეს თქვენი იმუნური სისტემა რამდენად დაიცავს ის თქვენს ნაყოფს. არის ინფექციები რომლებიც ზრდასრულ ადამიანს სიცოცხლისთვის საშიშ ზიანს ვერ მიაყენებენ მაგრამ, საფრთხეს უქმნის ნაყოფს და ორსულობას.

ამ საკითხს ცალკე პოსტს დავუთმობ, რომ თქვენ გაანალიზოთ რა საფრთხეს წარმოადგენს ესა თუ ის ინფექცია.

გოგონების სქესობრივი განვითარების პერიოდები და მათი თავისებურებები:👼I   პერიოდი - ახალშობილი (1-10დღე) ახალშობილი გოგონა...
24/09/2024

გოგონების სქესობრივი განვითარების პერიოდები და მათი თავისებურებები:

👼I პერიოდი - ახალშობილი (1-10დღე)
ახალშობილი გოგონას ორგანიზმი ჯერ კიდევ დედისმიერი სასქესო ჰორმონების ზეგავლენის ქვეშაა. დაბადებიდან მე-3-ე -მე-9-ე დღეებში შეიძლება აღენიშნოს სასქესო ნაპრალიდან სისხლიანი გამონადენი ან მკერდის გამაგრება. ამას ჰორმონალური კრიზები ქვია, როდესაც გოგონას სხეულში მკვეთრად ეცემა დედისეული ჰორმონების დონე. ეს შეშფოთების მიზეზს არ წარმოადგენს და თავისთავად გაივლის.

👶II პერიოდი - ნეიტრალური (1-4 წლამდე) ამ პერიოდში სასქესო ჰორმონების დონე დაბალია. ამ თვალსაზრისით ეს მშვიდი პერიოდია.

👧III პერიოდი - პრეპუბერტატი
1 -ადრეული სტადია (4-7 წელი)
2 - გვიანი სტადია (7-12 წელი)
8-12 წლებში იწყებს გამოვლენას მეორადი სასქესო ნიშნები : იწყებს გადიდებას მკერდი, ეს პერიოდი გრძელდება საშუალოდ 1,5-2 წლამდე. იწყება გათმოვანება ბოქვენისა და იღლიის ფოსოებში. მატულობს გამონადენი საშოდან, საშვილოსნოს ყელი იწყებს მცირე რაოდენობით ლორწოს გამომუშავებას, ე.წ. "მოზრდილთა თეთრად შლა". ამ ნიშნების გამოვლენიდან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ჩნდება პირველი მენსტრუაცია "მენარხე". პირველი 0,5-2 წელი მენსტრუალური ციკლი შეიძლება იყოს არარეგულარული 1-2 ან მეტი თვის გაცდენით.

👩‍⚕️ თუ მეორადი სასქესო ნიშნები არ გამოვლინდა 13 წლისთვის და მენარხე არ დადგა 15 წლის ასაკისთვის მიმართეთ სპეციალისტს ‼️

🦸‍♀️IV პერიოდი - პუბერტატული (12-15 წელი)
ამ პერიოდის ბოლოსთვის სასქესო ორგანოების განვითარება და მენსტრუალური ციკლი უტოლდება ზრდასრული რეპროდუქციული ასაკის ქალის განვითარებას. ამ პერიოდის ბოლოსთვის ყალიბდება ქალური ფენოტიპი: იცვლება ხმის ტემბრი,ფართოვდება მენჯის ძვლები, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება ხდება ქალური ტიპაჟით: მკერდის, მხრების, თეძოების, ბოქვენის არეში. ყალიბდნება ქალური ტიპის ფსიქოლოგია: მომატებული ინტერესი საკუთარი გარეგნობის მიმართ, მოწონების სურვილი და ა.შ... მენსტრუალური ციკლი ხდება ოვულატორული. ეს პროცესები საბოლოოდ მთავრდება ყმაწვილობის ასაკში.

გახსოვდეთ!
ჯანმრთელი ქალის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს თუ როგორ წარიმართება სქესობრივი მომწიფების პერიოდები რაზედაც დიდ გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები და სხვადასხვა სისტემების ქრონიკული დაავადებები, მაგალითად : ქრონიკული ტონზილიტი, კოლიტი, ქოლეცისტიტი, სინუსიტი და ა.შ..

გისურვებთ ჯანმრთელად გყავდეთ შვილები!

გადავწყვიტე პირველი პოსტი დავუთმო აქტუალურ საკითს რომელმაც ბოლო პერიოდში მწვავედ იჩინა თავი.გახშირდა  12-16 წლის ასაკის ...
22/09/2024

გადავწყვიტე პირველი პოსტი დავუთმო აქტუალურ საკითს რომელმაც ბოლო პერიოდში მწვავედ იჩინა თავი.

გახშირდა 12-16 წლის ასაკის გოგონებში ჰორმონალური დარღვევები, ზრდის შეფერხება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
გამოკითხვით გამოვლინდა, რომ ყველა მოზარდს:

😵‍💫 აქვს ძილის დაღვევა იმიტომ, რომ ვერ შორდებიან ინტერნეტს და იძინებენ ღამის 2-3 საათზე;

🚶‍♀️ძირითადად არიან უმოძრაოდ, ადინამიურები;

🍔იკვებებიან არაჯანსაღად.

იმისათვის, რომ მოზარდ გოგონას ჩამოუყალიბდეს ჯანმრთელი რეპროდუქციული სისტემა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ როგორ გაივლის ის ზრდის პერიოდებს 8-12 და 12-16 წლის ასაკში.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ დღის რეჟიმს, დაბალანსებულ კვებას.
სწორი ჰორმონალური ფონის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა რომ მოზარდი იძინებდეს 22:00-23:00 საათზე და ეძინოს მინიმუმ 7-8 საათი ღამე.

იკვებოს ჯანსაღად, ღებულობდეს ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, ცხიმებს და დღის განმავლობაში დაკავებული იყოს ფიზიკური აქტივობით.

ეს ყოველივე გარდამტეხ მნიშვნელობას იძენს ჰორმონების სწორ გამომუშავებაში რადგან ძილში გამომუშავდება ჰორმონები, მათ შორის ზრდის ჰორმონი რომელიც პასუხისმგებელია :

✅ნივთიერებათა ცვლაზე;
✅სასქესო ჰორმონების სწორ ჩამოყალიბებაზე;
✅ფიზიკურ ზრდა-განვითარებაზე.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ თქვენს მოზარდ შვილებს, დაუთმოთ მეტი დრო ფიზიკურ აქტივობას, მიაჩვიოთ დროზე დაძინებას, აუკრძალოთ ტელეფონები/პლანშეტები საღამოს საათებში.

ამ რჩევას თუ გაითვალისწინებთ, დიდი პრობლემები შეუძლია აგარიდოთ თავიდან.

Address

Tbilisi

Telephone

+995577451959

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Iza bajelidze / იზა ბაჯელიძე მეან -გინეკოლოგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category