რესპუბლიკური საავადმყოფო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკური საავადმყოფო აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა - ,,რესპუბლიკური საავადმყოფო''

🏥შ.პ.ს. ,,აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის,, ცენტრალური ლაბორატორია - 50  წლიანი ისტორია, ...
06/02/2026

🏥შ.პ.ს. ,,აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის,, ცენტრალური ლაბორატორია - 50 წლიანი ისტორია, გამოცდილება, ხარისხი !!!

🔬აღჭურვილია ლაბორატორიული ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო ლიდერი კომპანიების: Roche , Stago , Siemens , grainer bio-one, Becton Dickinson, Eppendorf ტექნოლოგიური ხაზის ანალიზატორებით და სახარჯი მასალებით.

⚖️ლაბორატორიული კვლევები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს თქვენი ჯანმრთელობის კონტროლისა და დიაგნოსტიკის პროცესში.

🧬ჩვენთან ეს პროცედურები სრულყოფილად არის ორგანიზებული, რათა პაციენტებმა მიიღონ სწორი, სანდო და დეტალური ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ლაბორატორიული კვლევების უპირატესობები ჩვენს კლინიკაში:

➡️უწყვეტი ლაბორატორიული მომსახურება კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში;
➡️სწრაფი შედეგები , რაც საშუალებას აძლევს პაციენტს სწრაფად მიიღოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
➡️ზუსტი და სანდო მონაცემები - თანამედროვე ლაბორატორიული; ტექნოლოგიები, ხარისხის მართვის პროცედურები უზრუნველყოფს კვლევის მაქსიმალურ სიზუსტეს;
➡️კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელიც მზად არის ლაბორატორიის კომპეტენციის ფარგლებში მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია;
➡️თანამედროვე ვაკუუმური სისტემების გამოყენება სისხლის აღებისას;
➡️ავტომატიზირებული პროცესები-ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემა (LIS);
➡️კვლევების შედეგების მყისიერი ასახვა, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის და დიაგნოსტირების დროის შემცირებას და ზოგავს პაციენტის დროს;
➡️პროცესები სტანდარტიზირებულია „ლაბორატორიის ხარისხის მართვის სისტემის“ საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით და იმართება გარე ხარისხის კონტროლის პროცედურებით.

🩸ლაბორატორიაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:

🔴ცილოვანი, ნახშირწყლოვანი და მინერალური ცვლის პარამეტრები;
🔴თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შემაფასებელი ლაბორატორიული ტესტები, მიკროელემენტები;
🔴ფერმენტების და მათი იზოფერმენტების აქტივობის განსაზღვრა;
🔴კრიტიკული პარამეტრების - ტროპონინ–I ,T და პროკალციტონინის განსაზღვრა;
🔴ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ვიტამინები;
🔴ანემიის მარკერები, ლიპიდური სპექტრი, ინფექციის მარკერები, რევმატოიდული სინჯები;
🔴ჰემატოლოგიური გამოკვლევა (სისხლის საერთო ანალიზი) ლეიკოციტების ექვსმაგი დიფერენცირებით + ერითროციტების დალექვის სიჩქარის განსაზღვრა ვესტერგრინის მეთოდით;
🔴ბიოლოგიური სითხეების (თავზურგტვინის, პლევრალური, პერიტონეალური და სხვა) გამოკვლევა;
🔴ჰემოსტაზის სისტემის პარამეტრების (კოაგულოგრამა, D დიმერი) გამოკვლევა და სხვა.

✨ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე‼️

❤️კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

📍 მისამართი: ქ. თბილისი

ვაჟა-ფშაველას გამზ. N29

📞 ტელ: (+995) 032 2 244 033
032 2 193 233

⏰ სამუშაო საათები: 10:00 - 17:00

💌 E-mail: info@respublikuri.ge

#რესპუბლიკურისაავადმყოფო #ცენტრალურილაბორატორია #ჯანმრთელობა #პროფესიონალიზმი
/7

💟ამბულატორიული დეპარტამენტი – 17 წელი თქვენს სამსახურში‼️👩🏻‍⚕️პროფესორი მაია სულაქველიძე - შ.პ.ს. ,, აკად. ნიკოლოზ ყიფში...
28/01/2026

💟ამბულატორიული დეპარტამენტი – 17 წელი თქვენს სამსახურში‼️

👩🏻‍⚕️პროფესორი მაია სულაქველიძე - შ.პ.ს. ,, აკად. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
🥇მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შინაგანი მედიცინისა და რევმატოლოგიის სპეციალისტი,
🎊40-წლიანი კლინიკური, აკადემიური და სამეცნიერო გამოცდილებით.

🏢ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) „კლინიკური მედიცინის საფუძვლების“ სასწავლო-კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
📚50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 3 მონოგრაფიის ავტორი; მონოგრაფიისთვის „დისლიპიდემია და ათეროსკლეროზი – მართვის თანამედროვე პრინციპები“
მინიჭებული აქვს ივანე თარხნიშვილის პრემია.
📚სამი სადოქტორო პროგრამის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, „შინაგან მედიცინაში“ სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელი,
📕უსგ პროგრამის „ფსორიაზი და ფსორიაზული ართრიტი- მიღწევები დიაგნოსტიკასა და მართვაში“ - ავტორი.
🧬საქართველოს აუტოიმუნური საზოგადოების დამფუძნებელი და გენერალური მდივანი,
🎗️საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების აქტიური წევრი.

🏨რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიული დეპარტამენტი წარმოადგენს სივრცეს, სადაც ტრადიცია, ხარისხი და აკადემიური გამოცდილება ერთიანდება.
👩‍❤️‍👨ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე, სანდო ექიმებითა და დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

📢ჩვენი უპირატესობები:
👉მულტიპროფილური სერვისი: პაციენტებს ვთავაზობთ სრულ სამედიცინო მომსახურებას ერთ სივრცეში.
👉დეპარტამენტში ფუნქციონირებს ყველა ძირითადი მიმართულება.
👉სრული დიაგნოსტიკური ციკლი: კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ ყველა სახის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა.

🧑‍⚕️დეპარტამენტში დაგხვდებათ:

✅თერაპევტი
✅კარდიოლოგი
✅ენდოკრინოლოგი
✅ნევროლოგი
✅გასტროენტეროლოგი
✅ალერგოლოგი
✅დერმატოლოგი
✅რევმატოლოგი
✅ქირურგი
✅უროლოგი
✅ტრავმატოლოგი
✅ნეიროქირურგი და სხვა.

💊კლინიკა ჩართულია ..უშაქრო და შაქრიანი დიაბეტის სახელმწიფო პროგრამის”განხორციელებაში.

💁‍♀️რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი დეპარტამენტი?

✨ყველაფერი ერთ სივრცეში
✨თანამედროვე აპარატურა
✨მულტიდისციპლინური მიდგომა

💟ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე‼️

🕘კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

📍 მისამართი: ქ. თბილისი,
📮 ვაჟა-ფშაველას გამზ. N29
☎️ ტელ: (+995) 032 2 244 033
032 2 193 233
⏰ სამუშაო საათები: 10:00 - 17:00

💌 E-mail: info@respublikuri.ge

#რესპუბლიკურისაავადმყოფო #ამბულატორია #ჯანმრთელობა #პროფესიონალიზმი #პასუხისმგებლობა #მედიცინა #მაიასულაქველიძე


_Clinic

07/01/2026
🧡ანესთეზია არის მედიცინის სფერო, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას და კომფორტს ქირურგიული ან სხვა სამედიცინო ჩ...
17/12/2025

🧡ანესთეზია არის მედიცინის სფერო, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას და კომფორტს ქირურგიული ან სხვა სამედიცინო ჩარევის დროს.
✨ანესთეზიოლოგები უზრუნველყოფენ ტკივილის მართვას, ფიზიოლოგიური ფუნქციების კონტროლს და პოსტოპერაციულ აღდგენას.

🏩შ.პ.ს. ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ანესთეზიის და საოპერაციო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნათია კერელეიშვილი.

👩‍⚕️მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, როგორც ხელმძღვანელ ასევე რიგითი ექიმის პოზიციებზე საქართველოს წამყვან კლინიკებში:

🔹შ.პ.ს. კლინიკა ,,ლანცეტი’’
ექიმი ანესთეზიოლოგი,
🔹კლინიკა ,,პინეო’’
ექიმი ანესთეზიოლოგი, 🔹თბილისის ,,ონკოლოგიური ცენტრი’’
ექიმი ანესთეზიოლოგი,
🔹თსსუ-ის ,,პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ’’
ექიმი ანესთეზიოლოგი,
🔹,,გერმანული ჰოსპიტალი”
ექიმი ანესთეზიოლოგი.

🧖‍♀️ანესთეზიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულა მაღალკვალიფიციური ექიმ რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგებით.
ისინი ყოველთვის მზად არიან
🚑დახმარება გაუწიონ ყველა სირთულის მქონე პაციენტებს.
ჩვენი კლინიკის პროფესიონალ
🥰ანესთეზიოლოგთა გუნდი ეხმარება ქირურგიულ განყოფილებას გაზარდოს ოპერატიული მკურნალობის ხარისხი, სწორად წარიმართოს ანესთეზიის პროცესი.

🧖ექიმი-ანესთეზიოლოგები ქირურგიული ოპერაციის წინ აფასებენ პაციენტის მდგომარეობას, ხდება პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების შემოწმება, ანესთეზიის სახეობის დადგენა.
💉ანესთეზიოლოგი, როგორც მედიცინის ერთ-ერთი დარგი, გაუტკივარების სხვადასხვა მეთოდს მოიცავს.
💊გაუტკივარება ხდება ისეთი ქირურგიული ჩარევებისა და მანიპულაციების დროს, როგორიცაა: ✅ენდოსკოპიური (გასტროსკოპია ანესთეზიის ქვეშ)
✅პროქტოლოგიური (კოლონოსკოპია ანესთეზიის ქვეშ) კვლევები, ✅ნეიროქირურგიული, ✅ტრავმატოლოგიური, ✅გინეკოლოგიური და ზოგადი ოპერაციები.
🆘ანესთეზიოლოგი ოპერაციისას აკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას და მის სასიცოცხლო ფუნქციებს, უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას.

⭐️ჩვენ გთავაზობთ:
👉პაციენტების კონსულტაციას
ანესთეზიის დაგეგმვა და ინდივიდუალური შეფასება
👉ამბულატორიული ანესთეზია (სედაცია)
გამოიყენება მცირე ქირურგიული ჩარევებისთვის, უმტკივნეულო პროცედურების უზრუნველსაყოფად;
👉ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია (General Anesthesia)
👉რეგიონალური ანესთეზია (Regional Anesthesia)
მიზანმიმართულად ბლოკავს მგრძნობელობას სხეულის კონკრეტულ მიდამოში და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ანესთეზიას;
👉სპინალური ანესთეზია (Spinal Anesthesia)
ნიშნავს ადგილობრივი ანესთეტიკის შეყვანას სუბარაქნოიდულ სივრცეში (სპინალურ არხში), რის ფონზეც დგება ძლიერი ბლოკი.
აღნიშნული მეთოდი ფართოდ გამოიყენება ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში, აბდომინალურ ქირურგიაში, უროლოგიასა და გინეკოლოგიაში;
👉ეპიდურული ანესთეზია (Epidural Anesthesia)
გულისხმობს ადგილობრივი ანესთეტიკის შეყვანას ეპიდურულ სივრცეში, ეპიდურულ კათეტერის საშუალებით.
ეს მეთოდი უზრუნველყოფს ქრონიკული ტკივილის მართვას, ხანგრძლივ ანესთეზიას.
👉კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ნესთეზია (Combind Spinal - Epidural Anesthesia)
გულისხმობს ორივე მეთოდის უპირატესობებს: ანესთეზიის სწრაფი დადგომა და ხანგრძლივი მიმდინარეობა.
აღნიშნულ მეთოდს მივმართავთ ონკოქირურგიაში, ხანგრძლივი ფართომაშტაბიანი ოპერაციების სამართავად.

💯პოსტოპერაციული ტკივილის მართვა:
ოპერაციის შემდგომი პერიოდის მონიტორინგი, სწრაფად და კომფორტულად საწყისი მდგომარეობის აღდგენა და მისი უზრულველყოფა;
💯ქრონიკული ტკივილის მართვა: გრძელვადიანი ტკივილის მკურნალობის სერვისები.

🙌ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პაციენტის მაქსიმალური უსაფრთხოება, ეფექტური ტკივილის მართვა და სწრაფი რეაბილიტაცია.

✨თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია‼️

🗓️კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

☎️ ტელ: (+995) 032 2 244 033
2 193 233
📍მისამართი: ქ. თბილისი

📮 ვაჟა-ფშაველას გამზ. N29

📪 E-mail: info@respublikuri.ge

დეპარტამენტი
#გამოცდილება #პასუხისმგებლობა #პროფესიონალიზმი

¬of_Anesthesia_end Surgery

03/12/2025

ზამთრის სეზონზე, ქვეყანაში ცირკულირებს სხვადასხვა ტიპის ვირუსები - რინოვირუსი, ენტეროვირუსი, ფიქსირდება გრიპის შემთხვევებიც. დღეს არსებული სიტუაციის შეფასებით, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება არ შეინიშნება და პროცესი სრულად მართულია.

პრევენციის საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაცია რჩება, რომელიც ყველა მოქალაქისთვის, ხელმისაწვდომია, სრულად უფასოდ.

#ჯანდაცვა2025

🧖‍♀️ნათია ჩხიკვაძე -  შ.პ.ს. ,,აკად.ნ. ყიფშიძის სახ.  ცენტრალური  საუნივერსიტეტო კლინიკის’’ გადაუდებელი მედიცინის დეპარტ...
28/11/2025

🧖‍♀️ნათია ჩხიკვაძე - შ.პ.ს. ,,აკად.
ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის’’ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
🩺 22 წლიანი სამუშაო გამოცდილებით,
📕ფლობს სერთიფიკატებს:
👉გადაუდებელ მედიცინაში;
👉ტრანსფუზიოლოგიაში;
👉შინაგან მედიცინაში;
👉ზოგადი პროფილის ექიმი;
👉ალერგოლოგია, იმუნოლოგიაში.

📚აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, როგორც ხელმძღვანელ, ასევე რიგითი ექიმის პოზიციებზე საქართველოს წამყვან კლინიკებში:
❤️თბილისის გულის ცენტრი;
✨ნიუ ჰოსპიტალსი;
🏥ქირურგიის ეროვნული ცენტრი;
🩺ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
🚑ევექსის ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი;
🏩ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და სხვა.

🚑 გადაუდებელი მედიცინის მიმართულება (EMERGENCY) უზრუნველყოფს მწვავე, სიცოცხლისათვის
საშიში და გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროულ და ეფექტურ მართვას.
🙌ემერჯენსის განყოფილება მზადაა 24/7 საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარება გაუწიოს
გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებს, ვისთვისაც ყველაზე
მნიშვნელოვანია:
🤝უსაფრთხოება,
🫶პროფესიონალიზმი,
✊ემოციური მხარდაჭერა და იმედი.

🕑როდესაც, ყოველი წამი გადამწყვეტია, მაღალკვალიფიციური გამოცდილების მქონე გუნდი გადაუდებელი შემთხვევების სწრაფ, ზუსტ და ეფექტურ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს.

ჩვენი პრინციპებია:
💯დაუყოვნებელი შეფასება;
💯ზუსტი ტრიაჟი და თანამედროვე პროტოკოლებზე დაფუძნებული მოქმედება;
💯მაქსიმალური მზაობა კრიტიკული პაციენტების მართვისთვის.

🩸გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება მოიცავს:

✅ტრიაჟის სივრცეს;
✅შოკის და ობსერვაციის დარბაზებს;
✅მცირე სამანიპულაციო კაბინეტს;
✅ბოქსირებულ პალატას.

🛏️დეპარტამენტში საერთაშორისო გაიდლაინების გათვალისწინებით ხორციელდება
პირველადი დიაგნოსტირება და მათი შემდგომი მართვა:
👉სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობები;
👉ტრავმული დაზიანებების მართვა;
კარდიოვასკულარული პათოლოგიების მართვა;
👉სასუნთქი სისტემის პათოლოგიების მართვა;
👉ნევროლოგიური პათოლოგიების მართვა;
👉ქირურგიული პათოლოგიების მართვა;
👉ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების მართვა;
👉ალერგიული რეაქციების მართვა;
👉გინეკოლოგია;
👉უროლოგია;
👉ნეიროქირურგია;
👉ტოქსიკური მდგომარეობების მართვა და ა.შ

❤️ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე‼️

📲ჩვენი საკონტაქტო ნომრებია:

☎️ტელ: (995) 032 2 244 033
032 2 193 233

📮მისამართი: ქ. თბილისი

📍ვაჟა-ფშაველას გამზ. N29




#გამოცდილება #პასუხისმგებლობა
#პროფესიონალიზმი #სიცოცხლე
#

27/11/2025

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე, სიტყვით გამოვიდა და საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ხარისხის, თანასწორობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველომ გააძლიერა დაავადებების მონიტორინგი, განახორციელა ისეთი რეფორმები, რაც მოსახლეობის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით, მინისტრმა ხაზი გაუსვა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელსა და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებები, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას ისახავს მიზნად.

მიხეილ სარჯველაძემ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა; აღნიშნა, რომ ქვეყანა აგრძელებს პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასა და ტელემედიცინის გაფართოებას, რაც ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგა ქემალ მემიშოღლუსთან, სადაც მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძე შეხვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს, ასევე - სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოც დაათვალიერა, შეხვდა კლინიკის მენეჯმენტს და ადგილზე გაეცნო თურქეთის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას.

თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესი 2014 წლიდან ტარდება. მე-11 სესია პროდუქტიულ ჯანდაცვას ეძღვნება და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პატრონაჟით იმართება. კონგრესი ერთ სივრცეში აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

ღონისძიებასა და ოფიციალურ შეხვედრებში, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია.

#ჯანდაცვა2025

👩‍⚕️ხათუნა პარკაია - შპს ,,აკად. ნ. ყიფშიძის სახ.  ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის’’ პალიატიური მზრუნველობის დეპარტამ...
09/11/2025

👩‍⚕️ხათუნა პარკაია - შპს ,,აკად.
ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის’’ პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კლინიკური ონკოლოგი.
🩺სუბსპეციალობა - (პალიატიური მედიცინა).
📚მრავალწლიანი გამოცდილებით ხელმძღვანელ პოზიციებზე.

🎊სამუშაო გამოცდილება:

✅,,ონკოლოგიის ცენტრის’’-პალიატიური განყოფილება;
✅,,ლაიფმედის’’ - პალიატიური განყოფილება;
✅,,პროფესორ ნოდარ კაკაბაძის სახელობის’’ - პალიატიური განყოფილება;
✅,,ჯეო -ჰოსპიტალსის’’ - პალიატიური განყოფილება;
✅ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში.

🧡პალიატიური მზრუნველობა – ეს არის ქრონიკული, უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტზე ორიენტირებული მულტიდისციპლინური მზრუნველობა.

🚑ჩვენ ვზრუნავთ პაციენტისა და მათი ახლობლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ტკივილისა და დაავადების ზოგადი სიმპტომების შემსუბუქებაზე, ფსიქოლოგიურ-სოციალურ და სულიერ მხარდაჭერაზე.

💑ჩვენი სამედიცინო გუნდი შედგება ხანდაზმულთა და პალიატიული მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტების მოვლის გამოცდილების მქონე პერსონალისგან.

🏥კლინიკა მზად არის პაციენტებს გაუწიოს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება და იზრუნოს მათ ჯანმრთელობაზე;

🛌გთავაზობთ მოწესრიგებულ პალატებს და სრულ სამედიცინო აღჭურვილობას:

🫕პაციენტებისთვის შესაძლებელია სამჯერადი კვება;
🆘მუდმივი დაკვირვება და ყურადღება;
☀️თბილი და მყუდრო გარემო;
🧖‍♀️მზრუნველი ექიმების და ექთნების სამედიცინო გუნდი.

🤝მხარდაჭერა, ზრუნვა, უსაფრთხო გარემო ხანდაზმულებისთვის დიაგნოზის მიუხედავად.
🙌ადგილი, სადაც ზრუნვა იწყება პატივისცემით და გრძელდება ყოველდღიური მხარდაჭერით!

🧡ზრუნვა მხოლოდ მოვლა არ არის - ეს არის სითბო, პროპესიონალიზმი და ერთგულება!

✨ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე‼️

📱ჩვენი საკონტაქტო ნომრებია:

☎️ ტელ: (+995) 032 2 244 033
032 2 193 233

📮 მისამართი: ქ. თბილისი

📍 ვაჟა-ფშაველას გამზ. N29


#ზრუნვა #ხანდაზმულებზეზრუნვა #გულითმოვლა #მკურნალობა #ოჯახურიგარემო #თბილიმოვლა #დემენცია #ინსულტი
რესპუბლიკური_საავადმყოფო
#გამოცდილება #პასუხისმგებლობა #პროფესიონალიზმი


🧖მერაბ სუთიძე - შ.პ.ს. ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახ.  ცენტრალური  საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ნეფროლოგიის და თირკმლის ჩანაცვლები...
30/10/2025

🧖მერაბ სუთიძე - შ.პ.ს. ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის’’ ნეფროლოგიის და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
📚მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,
33 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი,
40 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.

🔷1986წ.-კვალიფიკაცია ,კლინიკურ ნეფროლოგიაში’’
🔷1992წ. - საფრანგეთი, ქ. ანტიბი ,, კურორტული დიალიზი ‘’ სპეციფიკის ათვისება.
🔷1993წ.-საფრანგეთი, ქ. ნანტის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეფროლოგიურ განყოფილებაში ,,თირკმლის ტრანსპლანტაცია’’.
ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატს - (შინაგანი მედიცინა, ნეფროლოგიაში);
გახლავთ დელეგატი ERA-EDTA კონგრესებზე;
🔷2007წ. - ,,საქართველოს პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი’’, ნეფროლოგიაში.
🔷2011წ. - საქართველო EACCME Update of the most actual topics in Neprology.
🔷2005 წლიდან - საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიის და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის გამგეობის წევრი.

🏥ჩვენთან 1985 წლიდან ფუნქციონირებს დიალიზისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტი.
🆘კლინიკა ემსახურება „თირკმლის ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ, ჰემოდიალიზის სეანსებით მოსარგებლე 100–ზე მეტ პაციენტს.
🛏️მომსახურებას იღებენ ბენეფიციარები თირკმლის ქრონიკული დაავადებით, თირკმლის მწვავე დაზიანებით, ასევე ზოგად–ნეფროლოგიური პაციენტები, რომელთა მკურნალობა ემყარება პრაქტიკულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს ნეფროლოგიაში.
🌡️ასევე წარმოებს ჰემოდიალიზის იზოლირებული ულტრაფილტრაციის სეანსები.
👩‍❤️‍👨კლინიკა ემსახურება სახელმწიფო პროგრმის ფარგლებში ყველა მოქალაქეს.
🧖‍♀️გამოცდილი სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

🕒კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
☎️ტელ: (+995) 032 2 244 033
032 2 193 233
📍მისამართი: ქ. თბილისი
📮ვაჟა-ფშაველას გამზ.N29.
💌E-mail: info@respublikuri.ge

#დიალიზი #ნეფროლოგია #თირკმლისტრანსპლანტაცია


#გამოცდილება #პასუხისმგებლობა
#პროფესიონალიზმი
#სახელმწიფოპროგრამა

🧡ძვირფასო პაციენტებო✨ 🌐ფსორიაზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შპს ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლი...
29/10/2025

🧡ძვირფასო პაციენტებო✨

🌐ფსორიაზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შპს ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა’’ გთავაზობთ:

#უფასოკონსულტაციას💯

🧖‍♀️კონსულტაციას გაგიწევთ,
ცირა ლეონიძე ექიმი დერმატო–ვენეროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

📚მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, გახლავთ 61-თი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი
🔶გახლავთ საქართველოს
დერმატო - ვენეროლოგთა ასოციაციის, ევროპის დერმატო–ვენერეოლოგთა, ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის და
ევროპის Lupus Erythematodes საზოგადოების წევრი.
🏅მრავალი ჯილდოს მფლობელი.

👋ფსორიაზის მსოფლიო დღე!
2025 წლის, 29 ოქტომბერი.

🤝ამ დღეს მსოფლიო საზოგადოება ერთიანდება ფსორიაზით დაავადებულ 125 მილიონი ადამიანის მხარდასაჭერად,საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

🎗️წლევანდელი წლის ლოგოა : "ფსორიაზი და თანმხლები დაავადებები",ამით ხაზგასმულია ფსორიაზთან ასოცირებული ჯანმრთელობის სერიოზული რისკები.
🫀რაც მოიცავს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ენდოკრინულ პათოლოგიებს, მენტალურ ჯამნმრთლობას და სხვა.

👉ფსორიაზი არის უფრო მეტი, ვიდრე კანის დაავადება–ეს არის მთელი სიცოცხლის მანძილზე თანმდევი სისტემური დაავადება გამონაყარით კანზე.

🎊კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:


☎️ტელ: (+995) 032 2 244 033
032 2 193 233

🚘 მისამართი: ქ. თბილისი

📮ვაჟა-ფშაველას გამზ. №29

💌 Email: info@respublikuri.ge


#უფასოკონსულტაცია #ფსორიაზი
#დერმატოლოლოგია
#რესპუბლიკურისაავადმყოფო


🧖‍♀️გულიკო ქილიფთარი შ.პ.ს. ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური  საუნივერსიტეტო კლინიკის” კრიტიკული  მედიცინის და ინტენსი...
18/10/2025

🧖‍♀️გულიკო ქილიფთარი
შ.პ.ს. ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის” კრიტიკული მედიცინის
და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
🏅მედიცინის აკადემიური დოქტორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
📚55 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

✨ამჟამად ხელმძღვანელობს ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის” კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტს.
💊2012 წლიდან ხელმძღვანელობდა ,,აკად. ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის”კრიტიკული მედიცინის და კარდიოქირურგიული ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტს;
🏩2015-2018წ.წ თსსუ. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტს.
🩺2015-2018წ.წ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის,რეანიმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტს.
🩸კრიტიკული მედიცინის აღნიშნული დეპარტამენტი, საქართველოში ემერჯენსის პირველ სამსახურთან ერთად, ემორის უნივერსიტეტის (აშშ) მოდელით და უშუალო ზედამხედველობით 2007 წელს შეიქმნა.
📚დეპარტამენტი წარმოადგენს: სასწავლო ბაზას რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის, ექიმებისთვის. სწავლება მოიცავს ტრადიციულ ლექციებს, ინტერაქტიულ გუნდურ სასწავლო და პრაქტიკულ აქტივობებს.
💌გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, დიდი სამუშაო გამოცდილების მქონე ექიმებს და უმცროს სამედიცინო პერსონალს.

👉დეპარტამენტი მართავს პაციენტებს დიაგნოზებით:
✅რესპირაციული დისტრეს - სინდრომი;
✅ მულტიორგანული უკმარისობა;
✅ სეფსისი;
✅კარდიოგენული , ობსტრუქციული, დისტრიბუციული შოკი;
✅მრავლობითი ტრავმა;
✅და სხვა ნებისმიერი მძიმე დაავადების მართვა.

❣️ამასთან, გუნდი სთავაზობს საქმიანობისადმი მრავალმხრივ, ოპტიმიზებულ და სპეციალიზებულ მიდგომას, საუნივერსიტეტო კლინიკებთან თანამშრომლობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
👩‍❤️‍👨დეპარტამენტის მისიაა პაციენტზე ზრუნვის უნარ-ჩვევების, კვლევითი და საგანმანათლებლო მუშაობის პროფესიული განვითარების ინტეგრირება.

‼️მთავარი განაცხადი‼️
პაციენტის უსაფრთხოების და უმაღლესი სამედიცინო სტანდარტის უზრუნველყოფაა.

🗓️კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

☎️ტელ: (+995) 032 2 244 033
032 2 193 233

📍 მისამართი: ქ. თბილისი
📮 ვაჟა-ფშაველას გამზ.

#გამოცდილება #პასუხისმგებლობა
#პროფესიონალიზმი
#კრიტიკულიმედიცინა
#კრიტიკული #ინტენსიურითერაპია
#ბრძოლასიცოცხლისათვის #გადარჩენილისიცოცხლე
#გამოჯანმრთელებულიპაციენტი



Address

ვაჟა-ფშაველას №29
Tbilisi
0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რესპუბლიკური საავადმყოფო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to რესპუბლიკური საავადმყოფო:

Share