Georgian Pharmacists Association • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian Pharmacists Association • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია

Georgian Pharmacists Association • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია

🔴🔵 GDP აუდიტი🔵 ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თან...
09/10/2025

🔴🔵 GDP აუდიტი

🔵 ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (EC GDP) სახელმძღვანელოს (2013/C 343/01) თანახმად უნდა არსებობდეს ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემა და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები სადისტრიბუციო ჯაჭვში ჩართული ყველა პარტნიორისა და გარეკონტრაქტორისთვის.

🔵🔊 GDP აუდიტთან დაკავშირებული ცოდნისა და საჭირო უნარების გაცნობიერების მიზნით, "საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია” აცხადებს მიღებას GDP აუდიტის ტრენინგზე (დეტალები იხილეთ თანდართულ პოსტერზე).

🔵 რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:👇

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe2RuRKoDP324ScpjwgNjIW-sXW0lFFqbnwtw-gFu18WaDyNw/viewform

🔴🔵 ყურადღება!🔴 საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება N437საქართველოს ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის ე...
02/10/2025

🔴🔵 ყურადღება!

🔴 საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება N437

საქართველოს ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული ან აღიარებითი რეჟიმით დაშვებული
ან დაშვებისთვის გამიზნული ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის)
სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ეტაპებისა და სხვა
პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 მარტის №114
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ👇

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6639679?publication=0

🔵,,საქართველოს სტუდენტ ფარმაცევტთა ასოციაციის" მიერ ჩაწერილი ბლიც ინტერვიუ,  აიპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის" პ...
24/09/2025

🔵,,საქართველოს სტუდენტ ფარმაცევტთა ასოციაციის" მიერ ჩაწერილი ბლიც ინტერვიუ, აიპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის" პრეზიდენტთან.
🔵მადლობა ახალგაზრდა კოლეგებს❤️

🗓️ 25 სექტემბერი – ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა🔵 ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია" გულწრფელად გილოცავთ ყველა ფარმაცე...
24/09/2025

🗓️ 25 სექტემბერი – ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა
🔵 ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია" გულწრფელად გილოცავთ ყველა ფარმაცევტს პროფესიულ დღეს!🥰
თქვენ ხართ ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილი — სიზუსტის, მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის მაგალითი.❤️
გმადლობთ თქვენი დაუღალავი შრომისთვის, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის და პროფესიის ღირსეულად წარმოჩენისთვის.
🔵❤️გისურვებთ წარმატებებს, განვითარებას და ღირსეულ შეფასებას თქვენი საქმიანობისთვის – დღეს და ყოველთვის!

🔵 აიპ ,,საქართველო ფარმაცევტთა ასოციაციის" ორგანიზებით ჩატარდა ფორუმი GDP პასუხისმგებელი პირებისთვის!აღსანიშნავია, რომ მ...
23/09/2025

🔵 აიპ ,,საქართველო ფარმაცევტთა ასოციაციის" ორგანიზებით ჩატარდა ფორუმი GDP პასუხისმგებელი პირებისთვის!
აღსანიშნავია, რომ მოცემული ფორუმი წარმოადგენდა მსგავსი ფორმატით და შინაარსით ორგანიზებულ პირველ შეხვედრას საქართველოში. ღონისძიებამ დროულად უპასუხა GDP სტანდარტის დანერგვის პროცესში წარმოშობილ გამოწვევებზე კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების საჭიროებებს.
სასიხარულოა, რომ შეხვედრა გამოირჩეოდა მაღალი დასწრებით — მასში მონაწილეობა მიიღო როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა, რამაც უზრუნველყო სექტორის ფართო ჩართულობა და მრავალმხრივი პროფესიული დიალოგი.
ფორუმმა, ასევე, უმასპინძლა ფარმაცევტული კომპანიებისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციებს, რითაც კიდევ უფრო გაუსვა ხაზი საერთო მიზნებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.
🔵 ფორუმს უძღვებოდა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე და ასოციაციის GxP კონსულტანტები, რომელთაც მონაწილეებთან ერთად განიხილეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, არსებული გამოწვევები, RP-ის როლი სტანდარტის დანერგვის პროცესში და ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხისა და მთლიანობის შენარჩუნების საკითხები.
🔵 პანელური დისკუსიის ფარგლებში დაისვა კითხვები, გამოითქვა მოსაზრებები და გაზიარებული იქნა პრაქტიკული გამოცდილება.
ფორუმი დაიხურა სამომავლო ნაბიჯებზე შეჯერებით, რამაც უნდა უზრუნველყოს არსებული სფეროს მეტი გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს GDP სტანდარტის დანერგვისას წარმოშობილი გამოწვევების წარმატებით დაძლევას.
🔵 წინ კიდევ მეტი საინტერესო შეხვედრა გველოდება, ასე რომ, დარჩით ჩვენთან და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო სიახლეები და მიმდინარე აქტუალური პროცესები!

21/09/2025

📣 25 სექტემბერი ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა!

👉🏻საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, ფარმაცევტული კომპანიებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, გიწვევთ ფარმაცევტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად.

🔖“ჯანმრთელობაზე ფიქრი იწყება ფარმაცევტით”

⏰დასაწყისი: 15:00 საათი.
📍თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, II საკონფერენციო დარბაზი.

🧪ღონისძიების ფარგლებში თქვენ დაგხვდებათ :
🔸 ფარმაცევტული კომპანიებისა და იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საინფორმაციო სტენდები - გაეცანით ახალ პროდუქტებს და ინოვაციებს ;
🔸 საპრომოციო საჩუქრები და გათამაშებები ;
🔸 პანელური დისკუსია მომხსენებლებთან, სადაც შეისწავლით ფარმაციის სფეროს აქტუალურ საკითხებს და გექნებათ საშუალება დაუსვათ მათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.
👥მომხსენებლები:
• თამარ ჩიკვილაძე
პროფესორი, თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
• ალიოშა ბაკურიძე
პროფესორი, თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
• თამაზ ჭუმბურიძე
ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი.
• ლევან გოგიბერიძე
საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი.
🔸 სფეროს განვითარების სტრატეგიულ ხედვას გაგვიზიარებს ფარმაცევტული კომპანიების გაერთიანების ხელმძღვანელი, ბატონი ირაკლი მარგველაშვილი;
🔸 ფოტოგადაღება - ერთად შევინახოთ ამ დღის დაუვიწყარი მომენტები.

✅დასწრება თავისუფალია.

⚪️მოდი და გახდი ამ დღის ნაწილი – ერთად ვიზეიმოთ ჩვენი პროფესიის ძალა და მომავალი!💊🥼

🔴🔴🔴 განახლება- GDP ფორუმზე ადგილების შევსების გამო, რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია.📢🔵 აიპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ა...
08/09/2025

🔴🔴🔴 განახლება- GDP ფორუმზე ადგილების შევსების გამო, რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია.
📢🔵 აიპ ,,საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის" ორგანიზებით, 2025 წლის 19 სექტემბერს ტარდება GDP ფორუმი პასუხისმგებელი პირებისთვის.

🔵 ფორუმის ჩატარდება „Artizan Design Hotel“-ის საკონფერენციო დარბაზში, მისამართი: ქ, თბილისი, ი. ნიკოლაძის ქ. #12.

🔴 ფორუმზე დასწრება უფასოა.

🔵 რეგიტრაციისას პრიორიტეტი მიენიჭებათ პასუხისმგებელ ( RP ) და მათი მოვალეობის შემსრულებელ პირებს.

🔵 ფორუმის დღის წესრიგთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილის სახით.

🔵 რეგისტრაციის თაობაზე მსურველი მიიღებს დასტურის შეტყობინებას ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე.

🔴 ყურადᲦება!🔴 საქარᲗველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილᲗა, Შრომის, ჯანმრᲗელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 ...
08/07/2025

🔴 ყურადᲦება!

🔴 საქარᲗველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილᲗა, Შრომის, ჯანმრᲗელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2025 წლის 8 ივლისის N22/ნ ბრᲫანება.

🔴 2025 წლის 3 ივლისდან 2025 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდᲨი იმპორტირებული ნარკოტიკული საᲨუალებებისა და ფსიქოტეოპული ნივᲗიერებების საბიᲗუმო რეალიზაციის განხორციელებაზე სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ Თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების Შესახებ.

🔴👇
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6565894?publication=0

🔴  ყურადღება!🔴 ცვლილელებები ,,ნარკოტიკული საშუალებების,  ფსიქოტროპული ნივთიერებების,  პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახ...
04/07/2025

🔴 ყურადღება!

🔴 ცვლილელებები
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში .

🔴 დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი.
მიღების თარიღი 02/07/2025

👇
https://matsne.gov.ge/ka/document/view/6557919

30/04/2025
ქრისტე აღდგა!გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ❤️
19/04/2025

ქრისტე აღდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ❤️

🔵 ააიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ გთავაზობთ სასერტიფიკატო ტრენინგებს EU-GDP სტანდარტის მიმართულებით. ტრენინგის...
17/02/2025

🔵 ააიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ გთავაზობთ სასერტიფიკატო ტრენინგებს EU-GDP სტანდარტის მიმართულებით. ტრენინგის მხარდამჭერია ააიპ „საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია“.
სასწავლო კურსები განკუთვნილია შემდეგი პირებისთვის:
🔵საბითუმო დისტრიბუციის განმახორციელებელი პირი - სწავლება EU-GDP სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით;
🔵ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში დაკავებული ნებისმიერი პირი - სწავლება შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
🔵 ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი - სწავლება შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
https://www.facebook.com/PCAG.GE

Please click the link to complete this form.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995599986668

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Pharmacists Association • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Georgian Pharmacists Association • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram