05/05/2026
ყოველ ჯერზე, როდესაც მძიმე ტვირთს წევ, შენი ხერხემლის დისკებზე უზარმაზარი წნეხი მოდის.
ერთხელ აწევა – პრობლემა არ არის. ✅
ათჯერ – სხეული უძლებს. ⚠️
ასჯერ, ყოველდღიურად, თვეების განმავლობაში – დისკი ნელ-ნელა იწყებს ცვეთას და აქედან იწყება თიაქარი. ❌
როგორც წესი ტკივილი გვიან იჩენს თავს.
პირველ ეტაპზე მხოლოდ პატარა დაჭიმულობა ვლინდება, რომელიც დასვენების შემდეგ გაივლის.
შემდეგ შენ კვლავ იმეორებ ერთიდაიგივეს და ნერვზე წნეხი გრძელდება იქამდე, სანამ ერთ დღესაც არ გაიღვიძებ და გამოძრავებაც კი გაგიჭირდება.
🔍 რა ხდება სხეულში ზუსტად:
სიმძიმის აწევისას ხერხემლის დისკებზე უზარმაზარი წნეხი მოდის.
დისკი, რომელიც ბალიშის როლს თამაშობს ორ მალას შორის, ამ წნეხს უძლებს, მაგრამ თუ წნეხი მუდმივია კუნთები კი სუსტი – დისკის გარე გარსი სკდება და შიგთავსი „გამოდის." გამოსული ნაწილი ნერვს აწვება.
შედეგი: ტკივილი ჯდომის, დგომის და წოლის დროს. 😣
🛡️ როგორ უნდა დაიცვა შენი ხერხემალი:
1️⃣ სიმძიმის სწორად აწევა! მძიმის ასაწევად ქვემოდ უნდა ჩაჯდე — და არა ზურგი მოხარო. ზურგის მოხრა პირდაპირ დისკზე ახდენს ზეწოლას.
2️⃣ სიმძიმე სხეულთან ახლოს უნდა იყოს! რაც უფრო შორს არის ტვირთი სხეულიდან, მით მეტი ბერკეტური ძალა მოდის ხერხემალზე. ახლოს = ნაკლები დატვირთვა. 💡
3️⃣ მუცლის კუნთების ჩართვა! მუცელი ბუნებრივი ქამარია ხერხემლისთვის. ყოველ აწევამდე — ჩაისუნთქე, მუცელი შეზნიქე და შემდეგ აწიე. 💪
4️⃣ შესვენებები! უწყვეტ რეჟიმში გადაღლილი კუნთებით სიმძიმის აწევა ყველაზე საშიშია. 20-30 წუთში ერთხელ შეისვენე და გაიწელე. ⏱️
თუ უკვე გრძნობ დაჭიმულობას ან მინიმალურ ტკივილს ეს სიგნალია 🚨
სხეული განიშნებს, რომ რაღაც ხდება.
არ დაელოდო სანამ სერიოზულ პრობლემაში გადაიზრდება.
გამოიწერე ჩვენი გვერდი მეტი სასარგებლო რჩევებისთვის 💚💛