23/08/2025
📣📣ბოლო დღეების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა: როგორია სახელმწიფოს რეაგირება ფსიქოსოციალური საჭიროებისა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პაციენტების მიმართ?
დღეს საქართველოში არ არსებობს მკაფიო პროტოკოლი ან გაიდლაინი, რომელიც განსაზღვრავს ასეთ პაციენტებთან მუშაობის წესებს. ეს ნიშნავს, რომ კრიზისულ სიტუაციებში სამედიცინო პერსონალი იძულებულია იმოქმედოს საკუთარი შეხედულებით და არა პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობით.
ამის გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებში ასეთ პირებთან მშობლებსა და ოჯახის წევრებს არ უშვებენ. სამედიცინო პერსონალს კი არ აქვს შესაბამისი ცოდნა და ინსტრუმენტები მათთან სწორად ურთიერთობისთვის. შედეგად, იზრდება სტრესიც და ფიზიკური ზიანის საფრთხეც.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია შესაბამისი სახელმძღვანელოების და პროტოკოლების შემუშავება, რომელიც დაეხმარება ექიმებს, ექთნებს და მთლიანად ჯანდაცვის სისტემას:
* სწორად მართონ კრიზისული სიტუაციები;
* უზრუნველყონ პაციენტის ფსიქო-სოციალური
კეთილდღეობა;
* თავიდან აირიდონ მდგომარეობის დამძიმება არასაკმარისი
ცოდნის ან არასწორი მიდგომების გამო.
ჩვენი ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დაიწყონ მუშაობა აღნიშნული სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვაზე.