19/07/2025
✅ ვაკანსიის განაცხადი პროფესიული მასწავლებლის შემდეგ პოზიციებზე:
👉გარემოს დაცვის საფუძვლები
👉ანატომიის საფუძვლები
👉ფსიქოლოგიის საფუძვლები
👉ინგლისური ენა
✅სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N14.
✅დასაქმების ფორმა: მოწვეული მასწავლებელი
✅სამუშაო საათები: დამოკიდებულია რომელ ჯგუფებში განხორციელდება სწავლება. გვაქვს ჯგუფები დილა, შუადღე და საღამო:
👉დილა - 09:00-დან 13:00-მდე
👉შუადღე - 14:00-დან 18:00-მდე
👉საღამო - 18:30-დან 22:30-მდე
✅სამუშაოს აღწერა:
მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებელი არის შესაბამისი დარგის მოქმედი პრაქტიკოსი, რომელიც პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს ფსიქოლოგიის მიმართულებით. ის პასუხისმგებელია მსმენელთათვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გადაცემაზე, პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების კომპეტენციის დადასტურებაზე.
✅ძირითადი მოვალეობები:
👉პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შესაბამისი სასწავლო პროცესის წარმართვა.
👉პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების კომპეტენციის დადასტურება დაწესებულების მიერ დადგენილი ფორმით.
👉 სურვილის შემთხვევაში, პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა.
სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ღონისძიებებში მონაწილეობა (თუ პირველად იწყებს სწავლებას მოცემულ დაწესებულებაში).
👉დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გავრცელდეს შეფასებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების წესები, მოწვეულ მასწავლებელთან შეთანხმებით.
👉 პორტფოლიოს მართვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
✅საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
👉 პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.
👉 პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვების დროისთვის შესაბამის დარგში მოქმედი პრაქტიკოსის სტატუსი (რომელიც არ მოიცავს სწავლების გამოცდილებას).
👉სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: შეიძლება დადგინდეს დარგის/მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოდულის სტანდარტული ჩანაწერებით. ფსიქოლოგიის მიმართულებისთვის შეიძლება მოიცავდეს: ფსიქოლოგიური კონსულტირების, ტრენინგების ჩატარების, კვლევითი უნარების გამოცდილება და ა.შ..
👉 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (სავალდებულო/სასურველი): შესაძლებელია დადგინდეს დაწესებულების მიერ. მაგალითად: ციფრული სწავლების უნარები, კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა, დამატებითი ტრენინგები ან სერტიფიკატები ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროში, კომუნიკაციის მაღალი დონე და ა.შ.
✅ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ღონისძიებებს.
სხვა სარგებელი: მეგობრული სამუშაო გარემო და ა.შ.
✅დაწესებულების შესახებ:
უსაფრთხოების აკადემია ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2015 წელს შრომის უსაფრთხოების პრაქტიკოსების მიერ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება ეტაპობრივად იწყებდა ამოქმედებას გაწერილი გეგმის მიხედვით. კოლეჯი „შპს უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის ძალისხმევა მიმართულია უზრუნველყოს შრომის ბაზარზე შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სპეციალისტების დეფიციტის დაძლევა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება კვალიფიციური კადრებით. კოლეჯში გვაქვს გრძელვადიანი სადიპლომო და მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები. ჩვენი მიზანია სწავლების პროცესი წარიმართოს განსაკუთრებული აქცენტით შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებას, გაძლიერებასა და განმტკიცებას.
უსაფრთხოების აკადემიის კოლეჯი წარმოადგენს რეიტინგულ და ღია საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც თანამედროვე შრომის ბაზრისთვის აქტუალური შრომის უსაფრთხოების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებით გამოირჩევა. უსაფრთხოების კულტურაზე აქცენტირებით კოლეჯი ქმნის კვალიფიციურ ადამიანურ რესურსს, რითაც წვლილი შეაქვს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში.
✅აკადემიას ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ კანდიდატს, შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილებით, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესების ეფექტურად დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს.
✅დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელ-ფოსტაზე info@safetyacademia.edu.ge უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
👉რეზიუმე (CV)
👉სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
👉 განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები
სამოტივაციო წერილი
👉 წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
✅ჩვენს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტებზე: www.safetyacademia.edu.ge და www.safetyacademy.ge
#უსაფრთხოებისაკადემია