29/11/2016
25.11.2016
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 460 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 460 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალი „უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში“, ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.
ფიცის მიღებამდე რეკრუტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი 460 რეკრუტმა წარმატებით დაასრულა. ეს არის მზარდი კადრი, რომელიც შეემატება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. მათ ხელშია შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველა შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი უნარები,“ - განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.
ფიცის დადების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საწყისი საბრძლო მომზადების ცენტრის ოფიცრებს და საუკეთესო ინსტრუქტორებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა სპეციალური პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საუკეთესო რეკრუტებიც.
ღონისძიების ბოლოს, რეკუტების ოჯახის წევრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაეღოთ.
რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსს 10 კვირის განმავლობაში გადიოდნენ. სამხედროებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ. მომზადება საველე და საკლასო პირობებში მიმდინარეობდა.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა საბრძოლო ქვედანაყოფებში გააგრძელებენ საკონტრაქტო სამსახურს.
460 military servicemen joined the Georgian Armed Forces
460 military service members joined the Georgian Armed Forces. The oath taking ceremony by the recruits was held at the Algeti Training Base of Senior Sergeant Zaza Feradze Basic Combat Training Centre. Deputy Minister of Defence Nukri Gelashvili and Deputy Chief of the GAF COL Shalva Jabakhidze attended the ceremony.
Prior to the oath taking ceremony, the recruits performed the Georgian state anthem and held the minute of silence in memory of fallen warriors.
“Today it is an important day. 460 recruits have finished the BCT Course with success and have been enlisted in the Army. They will have the opportunity to further develop their capabilities”, said Nukri Gelashvili.
After finishing the oath taking ceremony, Deputy Minister Nukri Gelashvili awarded special prizes and memorable presents to the BCT Centre officers and the best instructors. The best recruits of the BCT Course were also rewarded.
At the end of the event, the family members of the recruits were able to take memory photos.
The recruits were going through the BCT Course for 10 weeks. The soldiers were offered trainings in shooting, drilling and tactical skills, military topography and the first medical aid. The training was led in field and class conditions.
The BCT Course attendess will continue contract-based military service in different military units of the GAF.