22/04/2026
🏆 წარმოგიდგენთ რეგიონულ სამედიცინო დაჯილდოებას "Med Award Imereti", რომელიც 2026 წლის 27 ივნისს, ქ. წყალტუბოში გაიმართება
🩺 "Med Award Imereti"-ს მთავარი მიზანია, იმერეთის რეგიონის ექიმებისა და სამედიცინო სექტორის სხვა წარმომადგენლების პროფესიული მიღწევების წარმოჩენა, მათი თავდადებული შრომის დაფასება და იმ მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასმა, რომლითაც ისინი ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის
💫 ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, გამოვავლინოთ და დავაჯილდოოთ ის პროფესიონალები, რომლებიც თავიანთი შრომით ზრდიან სამედიცინო მომსახურების ხარისხს და აძლიერებენ რეგიონის ჯანდაცვის სისტემას
📣 მოვუწოდებთ იმერეთის რეგიონის ექიმებსა და სამედიცინო სექტორის სხვა წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ გამოკითხვაში და გახდნენ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ნაწილი
ერთად შევქმნათ სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ზრუნვა სათანადოდ დაფასდება!
📩 დამატებითი ინფორმაციისთვის:
medaward2025@gmail.com
🌐 www.medaward.ge