საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma

საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma Georgian Society of Psychotrauma

მაია ცირამუა და ქეთი ფილაური თანამედროვე ქართული ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ორი გამორჩეული ფიგურაა. მაია GCRT-ს თანამ...
09/02/2025

მაია ცირამუა და ქეთი ფილაური თანამედროვე ქართული ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ორი გამორჩეული ფიგურაა.

მაია GCRT-ს თანამშრომელია 2005 წლიდან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა არასწრულწლოვან მსჯავრდებულებთან, დღემდე მუშაობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშებთან და ქალებთან, ომით დაზარალებულ ადამიანებთან, წამების მსხვერპლებთან.

ქეთი ფილაური არის საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების გამგეობის წევრი, საქართველოს EMDR საზოგაადოების პრეზიდენტი, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული საზოგადოების გამგეობის წევრი. ილიას უნივერსტიტეტის ფსიქიკური ჯამრთელობის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი

მაიას და ქეთის დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროების განვითარებაში.

ისინი ძალიან ბევრი ადამიანის პროფესიული საყრდენი და იმედია. ბევრი ახალგაზრდა ადამიანის როლური მოდელი.

10 თებერვალს, 12 საათზე, თბილისში, თსუ-ს პირველ კორპუსთან ფსიქოლოგების მხარდამჭერი აქცია იმართება.

🟣 ევროპის ტრავმული სტრესის შემსწავლელი საზოგადოების (ESTSS) მე-18 კონფერენციისთვის, რომელსაც 2025 წლის 12-15 ივნისს საქა...
07/11/2024

🟣 ევროპის ტრავმული სტრესის შემსწავლელი საზოგადოების (ESTSS) მე-18 კონფერენციისთვის, რომელსაც 2025 წლის 12-15 ივნისს საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება უმასპინძლებს, აბსტრაქტების მიღების ვადა გახანგრძლივდა 20 ნოემბრამდე.

🟣 აბსტრაქტებთან დაკავშირებული დეტალებისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს:

https://www.estss2025.com/abstracts

🟣 კონფერენციაზე დასასწრებად მხოლოდ საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრებისთვის იქნება სპეციალური ფასები.

🖇 საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, მოგვწერეთ:
georgiansocietyforpsychotrauma@gmail.com

👉 სიხარულით გიზიარებთ, რომ ევროპის ტრავმული სტრესის შემსწავლელი საზოგადოების (ESTSS) მე-18 კონფერენციას 2025 წელს საქართ...
16/09/2024

👉 სიხარულით გიზიარებთ, რომ ევროპის ტრავმული სტრესის შემსწავლელი საზოგადოების (ESTSS) მე-18 კონფერენციას 2025 წელს საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება უმასპინძლებს.

კონფერენციის თემა არის:

გლობალური გაურკვევლობისა და უკიდურესი სტრესის დროს განკურნებისა და აღდგენის ახალი მიდგომების აღმოჩენა

კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის 12-15 ივნისს, თბილისში.
სამუშაო ენა: ინგლისური

აბსტრაქტების მიღება გრძელდება 8 ნოემბრის ჩათვლით.

ვრცლად ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს:

www.estss2025.com

📢 საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT იწვე...
03/05/2024

📢 საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT იწვევს ადამიანებს პირველადი კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების მოხალისეობრივ სამსახურში.

მოხალისეებად შეუძლიათ ჩაეწერონ:

🔵ფსიქოლოგებს
🔵 ექიმებს
🔵 სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს
🔵 ფსიქოლოგიის და სოციალური სამუშაოს ფაკულტეტის სტუდენტებს
და კურსდამთავრებულებს
🔵 ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს
🔵 ადამიანებს, ვისაც აქვთ კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში მედეგობის შენარჩუნების და მუშაობის შესაძლებლობა

▶ თემები:

🔵 სტრესის მართვა და ემოციების რეგულაცია კრიზისულ სიტუაციაში;
🔵 პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება აქციის მონაწილეებისათვის (პანიკური შეტევის მართვა; ემოციური დეესკალაცია, სტრესის მართვა);
🔵 პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება აქციაზე დაზარალებული პირებისათვის (ცრემლსადენი გაზისა და მხუთავი აირის ზემოქმედებით გამოწვეული პანიკური შეტევის მართვა).

🔗 მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/tfp77HJujxLMLr9X9

📢 საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT იწვევს ადამიანებს პირველადი კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების მოხალისეობრივ სამსახურში.

მოხალისეებად შეუძლიათ ჩაეწერონ:

🔵 ფსიქოლოგებს
🔵 ექიმებს
🔵 სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს
🔵 ფსიქოლოგიის და სოციალური სამუშაოს ფაკულტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს
🔵 ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს
🔵 ადამიანებს, ვისაც აქვთ კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში მედეგობის შენარჩუნების და მუშაობის შესაძლებლობა

▶ თემები:

🔵 სტრესის მართვა და ემოციების რეგულაცია კრიზისულ სიტუაციაში;
🔵 პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება აქციის მონაწილეებისათვის (პანიკური შეტევის მართვა; ემოციური დეესკალაცია, სტრესის მართვა);
🔵 პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება აქციაზე დაზარალებული პირებისათვის (ცრემლსადენი გაზისა და მხუთავი აირის ზემოქმედებით გამოწვეული პანიკური შეტევის მართვა).

7 მაისს 14:00 საათზე გაიმართება ონლაინ ტრენინგი (ხანგრძლივობა 2 საათი) Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. Zoom-ის ბმულს მიიღებთ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

🔗 მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/kGn7tjYkDibr7CXj8

🔷თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ოჯახის წევრს ან ახლობელს გაუმკლავდეს კატასტროფასთან დაკავშირებულ სტრესს მათთან დროის გატარები...
08/08/2023

🔷თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ოჯახის წევრს ან ახლობელს გაუმკლავდეს კატასტროფასთან დაკავშირებულ სტრესს მათთან დროის გატარებით, ყურადღებით მოსმენით.

🔹ადამიანების უმეტესობას ძალების აღდგენაში ეხმარება ძვირფას ადამიანებთან კავშირის შენარჩუნება.

🔷ზოგი ამჯობინებს ბევრი არ ილაპარაკოს საკუთარ გამოცდილებაზე, მაშინ როდესაც ზოგს ჭირდება თავს გადამხდარზე დეტალურად საუბარი.

🔹ზოგისთვისაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა ისე, რომ არ ილაპარაკოს ტრავმულ გამოცდილებაზე საუკეთესო გამოსავალია.

👉გიზიარებთ ინფორმაციას თუ როგორ გავუწიოთ სხვებს სოციალური მხარდაჭერა.

გიზიარებთ ინფორმაციას 👉 როგორ დავუჭიროთ მხარი ბავშვებს კატასტროფის შემდეგ?უფრო ვრცლად ინფორმაციისთვის გაეცანით პოსტს.
07/08/2023

გიზიარებთ ინფორმაციას 👉 როგორ დავუჭიროთ მხარი ბავშვებს კატასტროფის შემდეგ?

უფრო ვრცლად ინფორმაციისთვის გაეცანით პოსტს.

გიზიარებთ ინფორმაციას 👉 რა შეიძლება განვიცადოთ, როდესაც საშინელი მოვლენები ხდება? უფრო ვრცლად ინფორმაციისთვის გაეცანით პ...
07/08/2023

გიზიარებთ ინფორმაციას 👉 რა შეიძლება განვიცადოთ, როდესაც საშინელი მოვლენები ხდება?

უფრო ვრცლად ინფორმაციისთვის გაეცანით პოსტს.

🔹მსოფლიოში ბევრი განსხვავებული კრიზისული შემთხვევა ხდება. მოვლენებს, როგორებიცაა ომი, ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთ...
07/08/2023

🔹მსოფლიოში ბევრი განსხვავებული კრიზისული შემთხვევა ხდება. მოვლენებს, როგორებიცაა ომი, ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთხვევა, ხანძარი, ა.შ. შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს როგორც ცალკეულ ინდივიდზე, ისე მთლიან ოჯახსა და თემზე.

🔷ადამიანები კარგავენ სახლებსა და საყვარელ ადამიანებს, შორდებიან ოჯახებს, შემსწრე ხდებიან ძალადობის, განადგურებისა ან სიკვდილის.

🔹ნებისმიერი შეიძლება გახდეს ზემოთ აღწერილი მოვლენების შემსწრე, თუმცა შედეგად მიღებული რეაქციები და გრძნობები სხვადასხვაგვარია. ზოგი მომხდარს ძალიან ემოციურად განიცდის, ზოგი შეიძლება დაიბნეს და ვერ მიხვდეს, რა ხდება, სხვები შეიძლება ძალიან შეშინდნენ, შეშფოთდნენ, გაშეშდნენ უკიდურეს შემთხვევაში ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულთან კავშირს, „გადის სხეულიდან“ განცდა აქვს რომ ეს ყველაფერი მას არ ემართება, ამას ფსიქოლოგების ენაზე დისოციაცია ქვია.

👉უფრო ვრცლად ინფორმაციას გაეცანით პოსტში: როგორ მოქმედებს კატასტროფები ადამიანზე?

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram