08/10/2025
ინტელეგოს სახლი
📣 გიწვევთ არტ თერაპიის ჯგუფური შეხვედრების სრულ კურსზე!
👩🎨 ჩვენს ყოველდღიურობაში თითქოს ყველაფერი კარგადაა, ვჩანვართ ძლიერები, არ ვჩერდებით, ვზრუნავთ ყველაზე და ყველაფერზე, ვიღებთ უამრავ ვალდებულებებს, ასე ვცხოვრობთ და თითქოს ასეც უნდა იყოს, მაგრამ არსებობს მომენტები როცა ვგრძნობთ და ვხვდებით, რომ რაღაც ისე არ არის, არ ვართ ბედნიერები, თითქოს ცხოვრება ჩვენს მიღმა მიდის, არ ვაცნობიერებთ მიზეზს და თავს ვიტყუებთ თითქოს ყველაფერი რიგზეა.
📕 ასე გვასწავლიდნენ მშობლები, ნათესავები, სოციუმი სადაც ვიზრდებოდით, რომ ემოციების დათრგუნვა ნორმაა, ის ვინც არ გამოხატავს - ძლიერია და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი თავს მოხვეული წესები/ნორმები. გვასწავლეს, რომ საკუთარ თავს და საკუთარ სურვილებს გვერდი უნდა აუაროთ, დავთრგუნოთ, მოვერგოთ, უარი უნდა ვთქვათ რა გვინდა?! რა გვახარებს?! და ამ სიჩუმეში კიდევ უფრო ვკარგავთ კავშირს საკუთარ თავთან და მაშინ იწყება:
😣 გადაღლა, შიში, შფოთი, სევდა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, სიცარიელის განცდა.
🎨 არტ თერაპია ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც გვეხმარება გააგონო საკუთარ თავს შენი ხმა სიტყვების გარეშე.
👨❤️💋👨 ჯგუფში ვიმუშავებთ ჩვენს განცდებზე, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საკუთარი თავის შეცნობის გზაზე. გუნდური ფორმატი კი იძლევა სიღრმეს, სხვას უსმენ და გესმის საკუთარი თავის, ხმამაღლა საუბარი აღარ გიჭირს საკუთარ განცდებზე რადგან გიღებენ ისეთს როგორიც ხარ.
🗓️ სრული კურსი მოიცავს 5 (ხუთ) შეხვედრას:
25 ოქტომებერი - “როგორი ვარ მე”
1 ნოემბერი - “სამყარო რომელშიც ვიცხოვრებდი”
8 ნოემბერი - “ წრეში ნახატის დასრულება”
15 ნოემბერი - “ჩემი ოჯახი”
22 ნოემბერი - “რესურსების სკივრი”.
👩🎨 თუ გრძნობ, რომ ზოგჯერ სიტყვები არ გყოფნის იმის გამოსახატად რასაც შინაგანად განიცდი;
🖼️ თუ გინდა ქვეცნობიერში ჩაიხედო და მოუსმინო საკუთარ თავს;
🖌️ თუ გინდა გადაჭრა შენს ქვეცნობიერში დალექილი „პატერნები“.
მაშინ ეს შეხვედრა შენთვისაა!.
👩💼 შეხვედრას უძღვება:
მაკო რატიანი
არტთერაპევტი | ენია კონსულტანტი | პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი
ქრისტიანული ფსიქოლოგიის მაგისტრი — ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
⸻
🌿 სივრცე იქნება:
• უსაფრთხო და ღია ყველა ემოციისთვის
• თბილი და მშვიდი.
🕑 დრო: 14:00,
⏳ხანგრძლივობა: 3 საათი
💸 ღირებულება: 350 ლარი
📌 ადგილი: თბილისი, ვერა, თამარ ჭოველიძის 10
რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 595367009.