Dr. Nata Nakaidze - ნატა ნაკაიძე

Dr. Nata Nakaidze - ნატა ნაკაიძე 🌸Compassionate Care for Your Reproductive Health Journey.
რეპროდუქტოლოგია;
ფაგოთერაპია;
გენეტიკა.

My professional drive stems from a deep passion for the intricate landscape of women's health. I'm particularly drawn to the complexities of infertility medicine, where the intersection of science and humanity is profound. Beyond clinical practice, I delve into the fascinating realms of microbiome and virology research. This platform allows me to share insights about medicine, connect with patients and peers, and further contribute to the dialogue surrounding women's health.

https://www.youtube.com/watch?v=BLC57g-pfu0 ინ ვიტრო განაყოფიერების როლი, ორსულობის განმეორებითი დანაკარგის დროს. საინტე...
03/03/2026

https://www.youtube.com/watch?v=BLC57g-pfu0 ინ ვიტრო განაყოფიერების როლი, ორსულობის განმეორებითი დანაკარგის დროს. საინტერესო ინფორმაციია პაციენტებისათვის.

Is IVF the answer for recurrent pregnancy loss? Why would IVF with genetic testing of the embryo be helpful for people that are ‘getting’ pregnant but can ‘s...

რატომ შეიძლება შემცირდეს მენსტრუაციული ციკლის დღეების რაოდენობა❔👇 ცვლილების შესაძლო მიზეზებია: 🔸 სტრესი და კორტიზოლის მა...
07/10/2025

რატომ შეიძლება შემცირდეს მენსტრუაციული ციკლის დღეების რაოდენობა❔

👇 ცვლილების შესაძლო მიზეზებია:

🔸 სტრესი და კორტიზოლის მატება: სტრესი ზემოქმედებს ჰიპოთალამუსზე, რომელიც არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს. სტრესის მატების შედეგად ციკლი შეიძლება დამოკლდეს.

🔸 ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები— როგორც ჰიპოთირეოზი, ისე ჰიპერთირეოზი ცვლის ციკლის ხანგრძლივობას.

🔸პროგესტერონის დეფიციტი ან ესტროგენის სიჭარბე. თუ ლუთეალური ფაზა (ციკლის მეორე ნახევარი) პროგესტერონის კლების ფონზე მცირდება, მენსტრუაცია უფრო მალე დგება. როცა ესტროგენი ჭარბობს პროგესტერონთან შედარებით, ენდომეტრიუმი უფრო მალე იზრდება და მისი ჩამოშლაც უფრო მალე ხდება, შესაბამისად მცირდება მენსტრუაციათა შორის ინტერვალი.

🔸სხეულის წონის მატება - გარდა იმისა რომ მკვეთრი კლება ან მატება არის დიდი სტრესი ორგანიზმისათვის, ცხიმი არის ჰორმონ წარმომქმნელი ორგანო, შესაბამისად წონის მკვეთრი ცვლილება პირდაპირ გავლენას ახდენს მენსტრუაციულ ციკლზე.

🔸 ინტენსიური ვარჯიში, უძილობა, არა-ჯანსაღი კვება და რკინის დეფიციტი.

🔸 პერიმენოპაუზა- როდესაც ოვულაცია არ არის რეგულარული, ციკლთა შორის ინტერვალი ხშირად მოკლდება.

🔸 მედიკამენტები როგორიცაა ჰორმონალური კონტრაცეპტივები შეიძლება გამოყენებული იყოს მენსტრუაციული ციკლის სამართავად.

🔸გინეკოლოგიური დაავადებები მაგალითისათვის პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS) — ზოგჯერ იწვევს როგორც გახანგრძლივებულ, ასევე შემცირებულ ციკლს.

🔸ინფექციები და სხვა ცვლილებები დაკავშირებული ენდომეტრიუმის ფუნქციასთან.

👇თუ ცვლილება იღებს რეგულარულ სახეს აუცილებელია ამ ცვლილების გამოკვლევა და დროულად მართვა, ამიტომაც ქალბატონებმა ყოველთვის უნდა ყურადღებით ადევნონ თვალი მენსტრუაციული ციკლის თავისებურებებს - ეს არის ერთგვარი საზომი ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის.

📍კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დატოვოთ კომენტარი პოსტზე.
🌸ექიმი რეზიდენტი-რეპროდუქტოლოგი, ბიოლოგი ნატა ნაკაიძე..

29/09/2025
20th world Congress in Human Reproduction. განვიხილეთ ფაგების როლი გინეკოლოგიაში. ვფიქრობ თემა არის საკმაოდ განვითარებად...
22/09/2025

20th world Congress in Human Reproduction. განვიხილეთ ფაგების როლი გინეკოლოგიაში. ვფიქრობ თემა არის საკმაოდ განვითარებადი და საინტერესო. ბევრი კითხვაა რომელზეც ჯერ პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ❤️

🌜💤ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (Chronic Fatigue Syndrome ), მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძლიერი, განმ...
03/09/2025

🌜💤ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (Chronic Fatigue Syndrome ), მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძლიერი, განმეორებითი ან მუდმივი დაღლილობით. დაღლილობის შეგრძნება არ იკლებს დასვენებით და მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ ფუნქციონირებას.

🧬გარდა გენეტიკური წინასწარგანწყობისა, გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

🦠 ინფექციები:

🔶ვირუსული ინფექციები, როგორიცაა:
Epstein-Barr Virus (EBV), Cytomegalovirus (CMV), HHV-6, enterovirus-ები.

🔶ბაქტერიული ინფექციები: Mycoplasma pneumoniae, Chlamydia pneumoniae, Lyme-ის დაავადება (Borrelia burgdorferi).

🟡იმუნური დისფუნქცია: იმუნური სისტემის ჰიპერაქტივობა ან დაქვეითებული ფუნქცია.

🟡ჰორმონული და ნეიროენდოკრინული დარღვევები:

🔶ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედას (HPA axis) დისრეგულაცია ან
კორტიზოლის დონის ცვლილებები (ხშირად დაბალი ან არათანაბარი სეკრეცია).

🟡 ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, განსაკუთრებით ხშირია ჩვენს პოპულაციაში.

🟡 ფსიქოსოციალური და სტრესული ფაქტორები. თანხმლები დეპრესიის დროს, ხშირია პაციენტს განუვითარდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

👇მნიშვნელოვანია, მსგავსი მდგომარეობის დროს გამოირიცხოს ყველა ფიზიოლოგიური მიზეზი, იქნება ეს ჰორმონალური ცვლილებები თუ ნეიროქიმიური ფაქტორები და მოხდეს ეტაპობრივი მკურნალობა.

📍კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დატოვოთ კომენტარი პოსტზე.
🌸ექიმი რეზიდენტი-რეპროდუქტოლოგი, ბიოლოგი - ნატა ნაკაიძე

შესაძლებელია თუ არა ორსულობის დადგომა ლაქტაციის პერიოდში?🔹ლაქტაცია (ძუძუთი კვება) ამცირებს ორსულობის დადგომის შანსს მაში...
26/08/2025

შესაძლებელია თუ არა ორსულობის დადგომა ლაქტაციის პერიოდში?

🔹ლაქტაცია (ძუძუთი კვება) ამცირებს ორსულობის დადგომის შანსს მაშინ როდესაც:

-კვება მხოლოდ ძუძუთი ხდება, ხშირი ინტერვალებით.

-მშობიარობის შემდეგ, ქალს ჯერ არ აღუდგა მენსტრუაციული ციკლი.

👇თუმცა შანსის შემცირება, სულაც არ არის გარანტია იმისა რომ ორსულობა არ დადგება, მეტიც შეიძლება ოვულაციური ფუნქცია ქალს უფრო მალე დაუბრუნდეს ვიდრე მენსტრუაცია.

🔸თუ გვინდა თავი თავიცვათ ორსულობისაგან, ლაქტაციის პერიოდში, მნიშვნელოვანია დამატებითი თავდაცვის საშუალების გამოყენება.

📍კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დატოვოთ კომენტარი პოსტზე.
🌸ექიმი რეზიდენტი-რეპროდუქტოლოგი, ბიოლოგი - ნატა ნაკაიძე.

ძალიან ბევრ ქალს აწუხებს კითხვა: იწვევს თუ არა ორალური კონტრაცეპტივები წონაში მატებას❓მეტიც, ბევრი პაციენტი უარს ამბობს ...
26/08/2025

ძალიან ბევრ ქალს აწუხებს კითხვა: იწვევს თუ არა ორალური კონტრაცეპტივები წონაში მატებას❓მეტიც, ბევრი პაციენტი უარს ამბობს მედიკამენტის მიღებაზე, ზუსტად ამ შიშის გამო.

🔶ესტროგენის შემცვლელი მედიკამენტის მიღების დროს წონის მატება დაკავშირებულია სითხის შეკავებასთან. ამ შემთხვევაში მატება არის დაახლოებით 1-2 კილოგრამი.

👇თანამედროვე ორალური კონტრაცეპტივები შეიცავს ესტროგენის დაბალ დოზას, შესაბამისად სითხის შეკავებაც მინიმალურად ხდება.

🔶მარტივად რომ ვთქვათ, თანამედროვე მედიცინა არ ადასტურებს კავშირს ორალური კონტრაცეპტივებსა და წონაში მატებას შორის. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, შესაბამისი პროფილის ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Nata Nakaidze - ნატა ნაკაიძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category