29/08/2025
ალბათ ყველას ცხოვრებაში დამდგარა წამი, როცა გვითქვამს, რომ „ყველაფერი ჩემი ცუდი ხასიათის ბრალია“, რაც ხშირ შემთხვევაში (ჩვენდა სამწუხაროდ) სიმართლესთან ახლოს ყოფილა. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავისთვის ალბათ არაერთხელ დაგვისვამს ასეთი კითხვები:
🔴 რატომ არ მაქვს იმდენი წარმატება, რამდენიც მინდა?
🔴 რა მიშლის ხელს ჩემი მიზნების მიღწევაში?
🔴 ნუთუ წინსვლაში ჩემი ცუდი ხასიათი მაფერხებს?
❗️ცუდი ხასიათი არა მხოლოდ ხანმოკლე დისკომფორტია, არამედ ნამდვილი ბარიერია წარმატების გზაზე.
❗️მიუხედავად იმისა, რომ “ცუდი ხასიათი” არღვევს კონცენტრაციას, ასუსტებს მოტივაციასა და დროგამოშვებით ურთიერთობებსაც ანადგურებს, მისი გაუმჯობესება მაინც შესაძლებელია.
❗️ქვემოთ შევხვდებით მოსაზრებებს, რომელიც დაგვეხმარება ხასიათის გაუმჯობესებასა და წარმატებისაკენ მიმავალი გზის პოვნაში:
1️⃣ დავიწყოთ საკუთარ თავზე დაკვირვება, კერძოდ, ყოველდღიურად, ძილის წინ 10 წუთი მივუძღვნათ იმის ანალიზს, როგორ ვიქცეოდი დღეს, რა ემოციები გვაკონტროლებდა და რა შედეგები მოჰყვა ჩვენს მოქმედებებს. ამგვარი თვითშემეცნება საფუძველია ნებისმიერი პოზიტიური ცვლილებებისა.
2️⃣ თუ ყოველ დილას გავიმეორებთ ისეთ (ან მსგავს) წინადადებას, როგორიცაა „დღეს კარგი დღე მექნება“, ჩვენი გონება პოზიტიურ ტალღაზე მოექცევა და ცუდი განწყობის დომინირებას ავირიდებთ.
3️⃣ თუ ვგრძნობთ, რომ ბრაზი ან ნერვიულობა გვიპყრობს, უნდა უცებ შევჩერდეთ, ღრმად ჩავსუნთქოთ და ავიღოთ 5-წამიანი პაუზა, რომელსაც შეუძლია ნაჩქარევ გადაწყვეტილებათაგან გვიხსნას.
4️⃣ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხასიათზე ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს, თუ დავკავდებით სპორტით, გავიქტიურებთ ე.წ. ბედნიერების ჰორმონებს - ენდორფინებს, რაც ბუნებრივად გაგვიუმჯობესებს ხასიათს.
5️⃣ მაქსიმალურად მოვერიდოთ ცუდი განწყობის მატარებელ ადამიანებსა და შეძლებისდაგვარად (არა სირაქლემასავით) ნეგატიურ მედიას. სასურველია, რომ ვიმყოფებოდეთ პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში.
6️⃣ თუ ვინმე გვაღიზიანებს, სასურველია, რომ მიმდინარე სიტუაციას მისი თვალით შევხედოთ, რაც ერთგვარი „ემპათიური ვარჯიშია“, რომელიც შეამცირებს კონფლიქტის ალბათობასა და ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაუმჯობესებას.
7️⃣ თუ ვგრძნობთ, რომ ობიქტურობა დავკარგეთ, ნუ შევეწინააღმდეგებით უკუკავშირს. უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატებული ადამიანები ღირებულ ინფორმაციას სწორედ უკუკავშირიდან იღებენ.
✍️ ნუ დაიზარებთ და კომენტარებში მიუთითებთ, ამ სიიდან ყველაზე რთულად შესასრულებლად რომელი ნაწილი (1-დან 7-მდე) მიგაჩნიათ?
https://www.facebook.com/photo?fbid=122152027184758790&set=a.122114856734758790

✍️ნუ დაიზარებთ და კომენტარებში მიუთითებთ, ამ სიიდან ყველაზე რთულად შესასრულებლად რომელი ნაწილი (1-დან 7-მდე) მიგაჩნიათ?