01/02/2026
მიმდინარე წლის 26 იანვრიდან, ქ. თბილისის მუნიციპალუტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელშეწყობით, საერთაშორისო ასოციაციამ ,,ერთმანეთისთვის’’, ,,ღვთის შვილთა კავშირის” პარტნიორობით, კვლავ დაიწყო ახალი პროექტის ,, შენი სიცოცხლის ფერის” განხორციელება. პროექტი მთლიანად მიოცავს სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, მათი ჯანმრთელობის და უნარ-ჩვევების გაუჯობესებას, სოციუმში მათ ჩართულობას, რეაბილიტაციას, უამრავ მათთვის საჭირო აქტივობის განხორციელებას და დასაქმების ხელშეწყობას.
30 იანვარს ჩატარდა შესაბამისი პროექტის მონაწილეთა შერჩევისთვის, ღია კარის დღე, რომელმაც საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. გავესაუბრეთ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოსულ შესაბამისი კატეგორიის პირებს, გავაცანით მათ, პროექტის მიმდინარეობის დროს განსახორციელებელი აქტივობები და ვესაუბრეთ პროექტის მიზანის შესახებ.
ერთად, ერთმანეთისთვის, ყველაფერს შევძლებთ!🩷