ექიმი და ექთანი ბინაზე

ექიმი და ექთანი ბინაზე გვანდეთ თქვენი ჯანმრთელობა

🚨 რატომ არ უნდა მიიღო ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე ⁉️📣 მეგობრებო, ამ  ინფორმაციამ შეიძლება გადაგარჩინოთ !!! 📢 ...
23/06/2025

🚨 რატომ არ უნდა მიიღო ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე ⁉️

📣 მეგობრებო, ამ ინფორმაციამ შეიძლება გადაგარჩინოთ !!! 📢

🤔 რა არის ანტიბიოტიკი და როგორ მუშაობს ⁉️

- ანტიბიოტიკი არის წამალი, რომელიც მხოლოდ ბაქტერიებს კლავს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სხეულში არის "კარგი" და "ცუდი" ბაქტერიები - ანტიბიოტიკი ყველას კლავს, განურჩევლად!

❗**მნიშვნელოვანი:** ანტიბიოტიკი არ მუშაობს ვირუსებზე (გრიპი, სურდო, COVID-19) ❗

⚠️ რა ხდება, როცა ანტიბიოტიკს არასწორად იღებ ⁉️

1️⃣ბაქტერიები გამძლეები ხდებიან ❗
- როცა ანტიბიოტიკს არასრულად იღებ, ზოგიერთი ბაქტერია გადარჩება
- ეს გადარჩენილი ბაქტერიები "სწავლობენ თავის არიდებას ანტიბიოტიკისგან" და შემდეგ ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს მათზე
- შედეგად იქმნება "სუპერბაქტერიები", რომლებიც ძნელად ინკურნებიან ან რიგ შემთხვევაში, მკურნალობას საერთოდ არ ექვემდებარებიან ❗

2. **შენი "კარგი" ბაქტერიები იღუპებიან**
- კუჭ-ნაწლავში, სასუნთქ გზებში და კანზე ცხოვრობენ სასარგებლო ბაქტერიები
- ისინი გვიცავენ დაავადებებისგან
- ანტიბიოტიკი მათაც კლავს → იმუნიტეტი სუსტდება

3. **გვერდითი ეფექტები**
- ღებინება, გულის რევა , ფაღარათი
- ალერგიული რეაქციები
- ღვიძლის და თირკმლების პრობლემები
- ზოგჯერ სერიოზული გართულებები

🎯 როდის არის ანტიბიოტიკი საჭირო ⁉️

✅ **მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს:**
- ანგინა (სტრეპტოკოკით გამოწვეული)
- საშარდე გზების ინფექცია
- ზოგიერთი ფილტვის ანთება
- ინფიცირებული ჭრილობები

❌ **არ არის საჭირო:**
- გრიპი, სურდო
- ვირუსული ინფექციები
- ტემპერატურა (თუ მიზეზი ვირუსია)

🩺 რატომ უნდა მიხვიდე ექიმთან⁉️

1. **მხოლოდ ექიმს შეუძლია განსხვავება** - ვირუსულია თუ ბაქტერიული ინფექცია
2. **ანალიზები საჭიროა** - სისხლის ანალიზი, ბაქტერიული კულტურა, ანთების მარკერები, ზოგ შემთხვევაში ინსტრუმენტული კვლევა ( რენტგენი, ექოსკოპია, CT)
3. **სწორი დოზა და ხანგრძლივობა** - ყველა ინფექცია განსხვავებულია
4. **შენი ჯანმრთელობის ისტორია** - ალერგიები, სხვა წამლები

📋 როგორ მივიღო ანტიბიოტიკი სწორად⁉️

1. **სრული კურსი** - არასდროს შეწყვიტო, თუნდაც უკეთ გრძნობდე თავს
2. **დროის დაცვა** - იმავე დროს მიიღე ყოველდღე
3. **აუცილებელია შესაბამისი დიეტა** - არ შერიო ალკოჰოლთან, და რძის პროდუქტებთან ერთად
4. **ექიმის ინსტრუქციები** - ზუსტად მიჰყევი რჩევებს

🌍 ეს არის გლობალური პრობლემა ❗❗❗

ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენების გამო:
- წელიწადში 700,000 ადამიანი იღუპება მსოფლიოში
- ზოგიერთი ბაქტერია ყველა ანტიბიოტიკის მიმართ გამძლეა
- მედიცინა ბრუნდება წარსულში, სადაც ყველაზე მარტივი ინფექციაც საშიში იყო

💡 რჩევები:

🔸 **არასდროს გაუზიარო** სხვას შენი ანტიბიოტიკი
🔸 **არ შეინახო** გამოწჩენილი დოზა
🔸 **არ გამოიყენო** ძველი, ვადაგასული ანტიბიოტიკები
🔸 **ვაქცინაცია** - რაც ნაკლები ინფექცია, მით ნაკლები ანტიბიოტიკია საჭირო

🎯 და ბოლოო სიტყვა:

ანტიბიოტიკი არის ძლიერი იარაღი ინფექციების წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ სწორი გამოყენების შემთხვევაში. არასწორი გამოყენება არა მხოლოდ შენთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის საშიშია ‼️

**გახსოვდეს: ექიმი არის შენი მოკავშირე, არა მტერი! 👨‍⚕️👩‍⚕️**

---

*გაუზიარე ეს პოსტი მეგობრებს - ვისაც სჭირდება ეს ინფორმაცია! 🔄*

** #ანტიბიოტიკი #ჯანმრთელობა #ქართულიმედიცინა #ცნობიერება**

❓ რა არის ღვიძლის ფუნქციური სინჯები ?! ღვიძლი ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს.ანეიტრალებს ტოქსინე...
16/04/2025

❓ რა არის ღვიძლის ფუნქციური სინჯები ?!

ღვიძლი ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს.
ანეიტრალებს ტოქსინებს, მონაწილეობს ცილების, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ცხიმების, ნაღვლის წარმოქმნაში და მონელების პროცესში.

▪️პროფილაქტიკისთვის აუცილებელია :

🔺ჯანსაღი ცხოვრება, სწორი კვება, ცხიმიანი საკვების შეზღუდვა, ალკოჰოლის იშვიათად და მცირედ მიღება.

🔺რძის პროდუქტები, თევზი დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავენ და ეხმარებიან ღვიძლს დეტოქსიკაციის პროცესებში.

🔺პერიოდულად, განსაკუთრებით, რაიმე სიმპტომის არსებობისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციების შემოწმება.

▪️ღვიძლის ფუნქციური სინჯები :

ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად რამდენიმე ანალიზის ჩატარებაა აუცილებელი, ამ გამოკვლევების საშუალებით ხდება ღვიძლის დაზიანების გამოვლენა, სხვადასხვა დაავადების არსებობა და სხვა.

📍ალანინამინოტრანსფერაზა -ALT

ALT - ალანინამინოტრანსფერაზა და ასპარტატამინოტრანსფერანზა AST ღვიძლის ფერმენტებია, რომლებიც სხვადასხვა ამინომჟავას სინთეზში მონაწილეობს. სისხლში ამ ფერმენტების აქტივობა იზრდება ტოქსიური ზემოქმედების (ალკოჰოლი, ვირუსები) შედეგად და ზიანდება ღვიძლის უჯრედები - ჰეპატოციტები.

📍გამაგლუტამინტრანსფერაზა - GGT

გამაგლუტამინტრასნფერაზა ღვიძლის ყველაზე მგრძნობიარე ფერმენტია, სისხლში მისი დონე მაშინ იმატებს, როდესაც ღვიძლში და საჭმლის მომნელებელ სისტემაში დაავადება მიმდინარეობს.

📍ბილირუბინი

საერთო ბილირუბინი ნაღვლის შემადგებლობაში შესული ყვითელი პიგმენტია ბილირუბინის ანალიზს ნიშნავენ მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიყვითლე ან ეჭვი აქვთ ჰემოლიზზე ან სანაღვლე გზების ბლოკირებაზე.

📍ტუტე ფოსფატაზა

ტუტე ფოსფატაზა ფერმენტია, რომელიც ბევრ ქსოვილში გვხვდება, ღვიძლში ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს, მისი მატება იწვევს სანაღვლე გზების დახშობას.

📍ალბუმინი

სისხლის შრატის ძირითადი ცილა ალბუმინია, რომლის წარმოქმნა ხდება ღვიძლში. მისი ნაკლებობის დროს საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა მიმდინარეობს, ან ღვიძლის და თირკმლის დაავადება არსებობს.

❓როდის უნდა ჩატარდეს ფუნქციური სინჯები ?!

🔻როდესაც გსურთ შეამოწმოთ ფუნქციური მდგომარეობა;
🔻თუ გაწუხებთ ღვიძლის დაავადებები;
🔻თუ იღებდით სპეციალურ მედიკამენტებს;
🔻თუ ხშირად მოიხმართ ალკოჰოლს;
🔻თუ ხართ ნარკოდამოკიდებული;
🔻თუ კანზე შესამჩნევია სიყვითლე;

❗ანალიზის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, პაციენტს მიღებული არ უნდა ჰქონდეს ალკოჰოლი, სასურველია კვლევა ჩატარდეს უზმოზე ❗

‼️ანალიზის ბინაზე ჩატარების მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დარეკეთ ნომერზე :
📞 571 00 24 87
📣📣 პ.ს - საჭიროების შემთხვევაში, ყველა დამატებით კვლევაზე, 3️⃣0️⃣ % ფასდაკლება 🔥🔥
#ანალიზები #ექიმიბინაზე #ექთანიბინაზე

აქცია 10 დღით !!!📍ყველა ლაბორატორიულ კვლევაზე , 30 % ფასდაკლება, ბინის პირობებში.დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირა...
02/04/2025

აქცია 10 დღით !!!

📍ყველა ლაბორატორიულ კვლევაზე , 30 % ფასდაკლება, ბინის პირობებში.

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დარეკეთ ნომერზე : 571 00 24 87

#ანალიზები #ბინაზეგამოძახება #ლაბორატორია #ექიმიბინაზე #ექთანი

01/04/2025

❗️❗️❗️აქცია, მხოლოდ 2 კვირით !!!
ექიმის კონსულტაცია + სისხლის საერთო ანალიზი, მხოლოდ 100 ლარი.
📌საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულ ყოველ დამატებით კვლევაზე, დამატებით 30 % ფასდაკლება.
📌დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დარეკეთ ნომერზე : 571 00 24 87

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა, პროფესიონალებს ❤

#ექიმიბინაზე #ბინაზეგამოძახება #ექთანიბინაზე

გვანდეთ თქვენი ჯანმრთელობა

📌ჩვენს გუნდს შემოუერთდა ექიმი - ნინო ხატიაშვილი: სპეციალობა-პედიატრი; ბავშვთა და მოზრდილთა ჰემატოლოგი.მედიცინის აკადემიუ...
18/03/2025

📌ჩვენს გუნდს შემოუერთდა ექიმი - ნინო ხატიაშვილი: სპეციალობა-პედიატრი; ბავშვთა და მოზრდილთა ჰემატოლოგი.
მედიცინის აკადემიური დოქტორი. პროფესორი.
საქართველოს და ევროპის პედიატრთა აკადემიის წევრი.
ევროპის პედიატრიული ჰემატოლოგიის ასოციაციის წევრი. ევროპის იშვიათი და მემკვიდრეობითი ანემიების ასოციაციის წევრი. 13 სამეცნიერო ნაშრომის (აქედან, 2 უცხოურ საერთაშორისო ჟურნალში) ავტორი. გავლილი აქვს ტრენინგი ბავშვთა ჰემატოლოგიაში სტამბულში, ბარსელონაში. პედიატრიაში - სტამბულში. ანკარაში მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო კონფერენციებში და სიმპოზიუმებში. არის რუსთაველის საზოგადოების ფონდის წევრი.
საექიმო სტაჟი 2000 წლიდან.
საქმიანობის სფერო პედიატრია. ბავშვთა ჰემატოლოგია- ონკოლოგია. მოზრდილთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია.

ბინაზე კონსულტაციისთვის, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დარეკეთ ნომერზე: 571 00 24 87

#პედიატრი #ბინაზეგამოძახება #ჰემატოლოგი #ექიმიბინაზე

არაალკოჰოლს/No alcoholდაიწყე გამოჯანმრთელება დღეს.ჩვენ შეგვიძლია შენი დახმარება .  📞📞  571002487 #არაალკოჰოლს  #ჯანმრთელ...
15/03/2025

არაალკოჰოლს/No alcohol

დაიწყე გამოჯანმრთელება დღეს.

ჩვენ შეგვიძლია შენი დახმარება .

📞📞 571002487

#არაალკოჰოლს

#ჯანმრთელობა

გჭირდებათ სახლში სამედიცინო მომსახურეობა ?! ექიმებისა და ექთნების მაღალკვალიფიციური ჯგუფი 24/7--ზე, თბილისსა და მის შემო...
10/03/2025

გჭირდებათ სახლში სამედიცინო მომსახურეობა ?!
ექიმებისა და ექთნების მაღალკვალიფიციური ჯგუფი 24/7--ზე, თბილისსა და მის შემოგარენში გთავაზობთ შემდეგ სერვისებს :
✅ ინტრავენური ინფუზია ( გადასხმა ) ;
✅ ინტრამუსკულარული ( კუნთშიდა) და სუბკუტანეური ( კანქვეშა) ინექცია ;
✅ პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია;
✅ ნაზოგასტრალური ზონდირება ;
✅ შარდის ბუშტის კათეტერიზაცია ;
✅ ბრონქოსკოპია ;
✅ სხვადასხვა პროფილის ექიმის გამოძახება ბინაზე ;
✅ სამედიცინო ონლაინ კონსულტაცია ;
✅ სრული ლაბორატორიული სერვისი ბინაზე ;
✅ ინსტრუმენტული კვლევები სახლში ( კარდიო ექოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, დოპლერი , ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), რენტგენი )
✅ სხვადასხვა ვირუსული გენეზისა და ზემო სასუნთქი გზების ინფექციის ( გაციების) მკურნალობა ;
✅ სახლში მწოლიარე პაციენტის 24/7-ზე მოვლა მკურნალობა ექიმის და ექთნების მიერ ;
✅ ალკოჰოლური თრობის მკურნალობა ;
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაგვირეკეთ
📞📞 : 571002487
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში .
#გისურვებთჯანმრთელობას
#ექოსკოპიაბინაზე #ექიმიბინაზე #ექთანიბინაზე #ფილტვებისრენტგენი #რენტგენიბინაზე #გადასხმა

10/03/2025

გჭირდებათ სახლში სამედიცინო მომსახურეობა ?!
ექიმებისა და ექთნების მაღალკვალიფიციური ჯგუფი 24/7--ზე, თბილისსა და მის შემოგარენში გთავაზობთ შემდეგ სერვისებს :
✅ ინტრავენური ინფუზია ( გადასხმა ) ;
✅ ინტრამუსკულარული ( კუნთშიდა) და სუბკუტანეური ( კანქვეშა) ინექცია ;
✅ პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია;
✅ ნაზოგასტრალური ზონდირება ;
✅ შარდის ბუშტის კათეტერიზაცია ;
✅ ბრონქოსკოპია ;
✅ სხვადასხვა პროფილის ექიმის გამოძახება ბინაზე ;
✅ სამედიცინო ონლაინ კონსულტაცია ;
✅ სრული ლაბორატორიული სერვისი ბინაზე ;
✅ ინსტრუმენტული კვლევები სახლში ( კარდიო ექოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, დოპლერი , ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), რენტგენი )
✅ სხვადასხვა ვირუსული გენეზისა და ზემო სასუნთქი გზების ინფექციის ( გაციების) მკურნალობა ;
✅ სახლში მწოლიარე პაციენტის 24/7-ზე მოვლა მკურნალობა ექიმის და ექთნების მიერ ;
✅ ალკოჰოლური თრობის მკურნალობა ;
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაგვირეკეთ
📞📞 : 571002487
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში .
#გისურვებთჯანმრთელობას
#ექოსკოპიაბინაზე #ექიმიბინაზე #ექთანიბინაზე #ფილტვებისრენტგენი #რენტგენიბინაზე #გადასხმა

გვანდეთ თქვენი ჯანმრთელობა

05/03/2025

ჩვენი გუნდი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა გურიის და იმერეთის რაიონებში, ჰუმანიტარული-სამედიცინო მისიით, ამ დილით დავბრუნდით ...
ამ წამიდან ვაახლებთ მუშაობას, და ბინაზე სამედიცინო სერვისის საჭიროების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე : 571 00 24 87

აქცია, მხოლოდ 2 კვირით !!!1 სისტემის ექოსკოპიური კვლევა - 100 ლარად !!!დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვწერეთ პირად შეტყო...
24/02/2025

აქცია, მხოლოდ 2 კვირით !!!
1 სისტემის ექოსკოპიური კვლევა - 100 ლარად !!!

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვირეკეთ ნომერზე : 571 00 24 87

#ექოსკოპია #ექოსკოპიაბინაზე #ექიმიბინაზე #ექთანიბინაზე

გთავაზობთ, რენტგეონგრაფიას, ბინის პირობებში...საქციო ფასად, მხოლოდ ორი კვირით !!!1 პროექციის ღირებულება, 90 ლარი.დამატებ...
23/02/2025

გთავაზობთ, რენტგეონგრაფიას, ბინის პირობებში...
საქციო ფასად, მხოლოდ ორი კვირით !!!
1 პროექციის ღირებულება, 90 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში, ან დაგვირეკეთ ნომერზე : 571 00 24 87

#რენტგენი #რენტგენიბინაზე #ფილტვებისრენტგენი #ექიმი #ექთანიბინაზე

მაგნიუმის დეფიციტი: რა არის და რატომ არის საშიში?მაგნიუმი ისეთი ძლიერი მინერალია, რომ დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნ...
22/02/2025

მაგნიუმის დეფიციტი: რა არის და რატომ არის საშიში?

მაგნიუმი ისეთი ძლიერი მინერალია, რომ დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, კუნთების სპაზმი და არითმია.
როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დეფიციტი.
მაგნიუმი არის მიკროელემენტი, რომელიც მიეკუთვნება ლითონებს. გარდა ამისა, ორგანიზმში არის სხვა ლითონები: რკინა, სპილენძი, ქრომი, თუთია. მაგნიუმი ხელს უწყობს ნერვული სისტემის და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას - მისი წყალობით, გულის კუნთი სწორად იკუმშება.

სხეული იყენებს მაგნიუმს ძვლებისა და კბილების გასაძლიერებლად და ახალი ცილების შესაქმნელად. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 25 გ მაგნიუმს, 50-დან 60%-მდე არის ძვლებში, ხოლო დანარჩენი ნაწილი რბილ ქსოვილებში.

მაგნიუმის ნორმალური კონცენტრაცია სისხლში 0,75-დან 0,95 მმოლ/ლ-მდეა.

რა საკვები შეიცავს მაგნიუმს?

მაგნიუმი გვხვდება შემდეგ საკვებში:

• ბანანი,

• გარგრის ჩირი,

• ავოკადო,

ნუში და კეშიუ,

• ბარდა და ლობიო,

• ყავისფერი ბრინჯი,

• სოიო,

• რძე,

• ზოგიერთი სახის მინერალურ წყალში.

მიირთვით ეს საკვები უფრო ხშირად და მაგნიუმის ნაკლებობის რისკი შემცირდება. ორგანიზმი ითვისებს საკვებში არსებული მაგნიუმის 30-დან 40%-მდე.

რატომ ჩნდება მაგნიუმის დეფიციტი?

მძიმე დეფიციტი იშვიათია, რადგან თირკმელები ზღუდავენ ამ მინერალის შარდში გამოყოფას. მაგრამ უბედურება ის არის, რომ მაგნიუმი არ წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში.

დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს დიეტა და ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი – ვინაიდან ამ დაავადებას ხშირად თან ახლავს ხშირი შარდვა და, შესაბამისად, მაგნიუმის დაკარგვა; ქრონიკული დიარეა, ცელიაკია და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები. მაგნიუმი შეიძლება დაიკარგოს ინტენსიური ვარჯიშის, სტრესის და გარკვეული მედიკამენტების საშუალებით.

რისკის ქვეშ არიან: ხანდაზმული ადამიანები (რადგან მათთან დაქვეითებულია საკვები ნივთიერებების შეწოვა), ქრონიკული ალკოჰოლიკები და ისინი, ვისაც ზოგადად უყვარს სასმელი.

რატომ არის საშიში მაგნიუმის დეფიციტი?

მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები ხშირად არ შეიმჩნევა და და ხშირად ერევათ B ვიტამინის ნაკლებობასთან, მაგრამ ამ მინერალის ნაკლებობა ხშირად ხელს უწყობს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის განვითარებას.

კრუნჩხვები და "ნერვული ტიკები"

„ფეხში კრუნჩხვა მაქვს!“, „თვალი თამაშობს“, „ტუჩი მიკანკალებს“, „ხელები მიკანკალებს“ - მაგნიუმის ნაკლებობა ხშირად იწვევს ამ სიმპტომებს. როდესაც ამ მინერალი დეფიციტია, კალციუმის ნაკადი შედის ნერვულ უჯრედებში, რაც ზედმეტად ასტიმულირებს კუნთების ნერვებს. თუმცა, უმჯობესია არ დავუსვათ დიაგნოზი საკუთარ თავს გამოკვლევის გარეშე და დავინიშნოთ მედიკამენტები: ნერვული ტიკები ხშირად ასოცირდება სტრესთან ან ჭარბ კოფეინთან.

ქრონიკული დაღლილობა

„არაფრის ძალა არ მაქვს“ - თუ ყოველდღე ამ ფრაზით იწყებთ, დროა ექიმთან წახვიდეთ. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს აპათიას და ხშირად კუნთების სისუსტეს. ეს სიმპტომები დაკავშირებულია ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევასთან. მინერალის დეფიციტი პოტენციურად დაკავშირებულია დეპრესიის რისკთან, მაგრამ ზუსტი კავშირის დასადგენად საჭირო იქნება მეტი კვლევა.

არითმია

ყველაზე სერიოზულ სიმპტომებს შორის არის არითმია. ამ მდგომარეობაში ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ძლიერი გულისცემა, ქოშინი, თავბრუსხვევა და ხშირად გულმკერდის ტკივილი. მიზეზი შეიძლება იყოს კალიუმის დონის დისბალანსი გულის კუნთის უჯრედებში და მის გარეთ, რაც დაკავშირებულია მაგნიუმის დეფიციტთან. ამიტომ, პაციენტებს ხშირად ეძლევათ მაგნეზია - მაგნიუმის სულფატის ინექციები. გულის რითმის დარღვევები ზრდის ინსულტის რისკს და საჭიროებს კარდიოლოგის სავალდებულო მონიტორინგს.

მაღალი წნევა

არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ჰიპერტენზიას. მაგრამ ამ მინერალის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებზე.

დაბუჟება

დეფიციტი იწვევს მკლავებისა და ფეხების დაბუჟებას, თითების წვერებში ჩხვლეტას.

ოსტეოპოროზი

„ძვლები არის კალციუმი და D ვიტამინი“, შეიძლება თქვათ, მაგრამ მაგნიუმის დეფიციტის დროს მცირდება კალციუმის დონეც, საიდანაც ორგანიზმი აშენებს ძვლებს. შედეგად, ძვლის მასა მცირდება და მოტეხილობების რისკი იზრდება.

როგორ შევამოწმოთ მაგნიუმის დონე?

მაგნიუმის დონის შემოწმება ადვილი არ არის, რადგან მინერალის უმეტესობა ინახება უჯრედებში ან ძვლებში. ამიტომ ინიშნება ერთდროულად რამდენიმე კვლევა: მაგნიუმის რაოდენობა სისხლის შრატში და შარდში და სისხლის ტესტი კალციუმზე, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს მაგნიუმის დონეზე. ექიმები ასევე ხშირად უნიშნავენ ელექტროკარდიოგრამას - გულის ფუნქციის დარღვევა ასევე შეიძლება ირიბად მიუთითებდეს მაგნიუმის დეფიციტზე.

მიირთვით მეტი ჯანსაღი საკვები

მიირთვით მრავალფეროვანი, ახალი ნატურალური საკვები: ხილი, ნიგოზი, პარკოსნები, მარცვლეული. ეს დიეტა არა მხოლოდ ამცირებს მაგნიუმის დეფიციტის რისკს, არამედ აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

Address

ბესარიონ ჟღენტის ქუჩა 45
Tbilisi
0165

Telephone

+995571002487

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ექიმი და ექთანი ბინაზე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ექიმი და ექთანი ბინაზე:

Share