Psychotherapy • Arothera Space - ფსიქოთერაპიული • აროთერა სივრცე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Psychotherapy • Arothera Space - ფსიქოთერაპიული • აროთერა სივრცე

Psychotherapy • Arothera Space - ფსიქოთერაპიული • აროთერა სივრცე Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Psychotherapy • Arothera Space - ფსიქოთერაპიული • აროთერა სივრცე, Psychotherapist, წინანდლის ქუჩა 9 (SEU/ცენტრალური შენობა), Tbilisi.

👥 სრულყოფილი ფსიქოთერაპიული დახმარების სივრცე
🗣️ აკრედიტებული და პროფესიონალი თერაპევტების გუნდი
💬 დაცული გარემო

💜 ადგილი, სადაც გხედავენ, გისმენენ და გულწრფელად ზრუნავენ შენზე🤝♾️

📌 27 სექტემბერს, ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში გაიმართა EAGT - ევროპის გეშტალთ თერაპევტთა ასოციაციის GMM - სრული წევრების ს...
28/09/2025

📌 27 სექტემბერს, ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში გაიმართა EAGT - ევროპის გეშტალთ თერაპევტთა ასოციაციის GMM - სრული წევრების საერთო კრება, სადაც ფსიქოთერაპიული სივრცის 🛋️ დამფუძნებელი ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე - Nino Kereselidze აირჩიეს კონფერენციების კომიტეტის წევრად.

🔹 შეგახსენებთ, რომ ნინო არის EAGT აკრედიტაციის მქონე გეშტალტ ფსიქოტერაპევტი და საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის – ადამიანის უფლებების და სოციალური პასუხისმგებლობების კომიტეტის თავმჯდომარე.

✨ აღნიშნული მოვლენა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს გეშტალტ თერაპიის სფეროსთვის,
ამ მიმართულებით ქართული წარმომადგენლობა საერთაშორისო პლატფორმაზე უზრუნველყოფს ჩვენი ხმის გაძლიერებას გლობალურ დისკუსიებში და ხელს შეუწყობს თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციური პრაქტიკების ინტეგრაციას საქართველოში.

15/09/2025

კლინიკური ფსიქოთერაპევტი მედეა გელდიაშვილი საუბრობს თემაზე: 📚 წინა სასკოლო პერიოდის ფსიქო-ემოციური გამოწვევები 🎒

💬 დაგვიტოვეთ კომენტარებში თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომლებსაც ლაივის დროს ფსიქოლოგი გასცემს პასუხებს 🗣️

✨ უკვე მესამე წელია გურიაში, კერძოდ ჩოხატაურის რაიონში, ადგილობრივი მოწვევითფსიქოთერაპიული სივრცის 🛋️ დამფუძნებელი ნინო ...
13/09/2025

✨ უკვე მესამე წელია გურიაში, კერძოდ ჩოხატაურის რაიონში, ადგილობრივი მოწვევით
ფსიქოთერაპიული სივრცის 🛋️ დამფუძნებელი ნინო კერესელიძე -Nino Kereselidze ატარებს გრძელვადიან ჯგუფურ თერაპიულ შეხვედრებს ქალბატონებისთვის

📸 გიზიარებთ სექტემბრის შეხვედრის ფოტოებს 💜

📌 15 სექტემბერი | 20:00🎥 Facebook Live ფსიქოთერაპიულ სივრცეში 🛋️👩‍⚕️ კლინიკური ფსიქოთერაპევტი მედეა გელდიაშვილი - მედეა ...
11/09/2025

📌 15 სექტემბერი | 20:00
🎥 Facebook Live ფსიქოთერაპიულ სივრცეში 🛋️

👩‍⚕️ კლინიკური ფსიქოთერაპევტი მედეა გელდიაშვილი - მედეა გელდიაშვილი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი ისაუბრებს თემაზე: 📚 წინა სასკოლო პერიოდის ფსიქო-ემოციური გამოწვევები 🎒
💬 დაგვიტოვეთ კომენტარებში თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომლებსაც ლაივის დროს ფსიქოლოგი გასცემს პასუხებს 🗣️
❓ ჩართვის განმავლობაში ასევე გექნებათ შესაძლებლობა მედეას დაუსვათ სხვა კითხვები თემის ან ზოგადი საკითხების შესახებ

👉 შემოგვიერთდით 15 სექტემბერს, 20:00 საათზე, ფსიქოთერაპიული სივრცის 🛋️ პირდაპირ ეთერში.

📌 გაიცანით – ირინა კანდრუშოვა👉 გეშტალტთერაპევტი | ფსიქოლოგიური კონსულტანტი | ქოუჩი | ფსიქოთერაპიული სივრცის თერაპევტი👥 მ...
08/09/2025

📌 გაიცანით – ირინა კანდრუშოვა
👉 გეშტალტთერაპევტი | ფსიქოლოგიური კონსულტანტი | ქოუჩი | ფსიქოთერაპიული სივრცის თერაპევტი
👥 მუშაობს ინდივიდუალურ ფორმატში – მოზარდებთან და ზრდასრულებთან, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ
🌍 სამუშაო ენები – რუსული, ინგლისური

🧠 სამუშაო თემები – შფოთვა და პანიკური შეტევები | დეპრესია და ემოციური დაბალანსება | თვითშეფასება და თვითძიება | ურთიერთობებში სირთულეები და კონფლიქტები | კომუნიკაციის სირთულეები და სექსუალობა | პიროვნული ზრდა | კრიზისული გამოცდილებები და ტრავმა
📞 ჩასაწერად დარეკეთ: 0322 088888
📝 დეტალური ინფორმაცია ირინაზე – 🌐 www.therapyspace.ge

it's ok, თუ ახლა გეტირება 😢 ნუ შეაჩერებ და ნუ შეგეშინდება ✋ტირილი სისუსტე არ არის 💙ეს შენი სხეულის  და გულის  გზაა, რომ ...
12/08/2025

it's ok, თუ ახლა გეტირება 😢 ნუ შეაჩერებ და ნუ შეგეშინდება ✋
ტირილი სისუსტე არ არის 💙
ეს შენი სხეულის და გულის გზაა, რომ გითხრას – „მე ბევრი გადავიტანე და ახლა დროა გამოვუშვა“ 🌊.
შეიძლება დიდი ხანია იჭერ ემოციებს, ინახავ, მალავ... ცდილობ დარჩე „ძლიერი“.
მაგრამ ძალა ყოველთვის არ ნიშნავს გაჩუმებას. ხანდახან ყველაზე დიდი გამბედაობაა , როცა საკუთარ თავს აძლევ ნებას – უფლებას, რომ ყველა ემოცია გამოუშვა. რომ უბრალოდ დაჯდეს და იტიროს.
ტირილი გწმენდს ✨, გამსუბუქებს 🕊️ და გალევს საშუალებას, ახალი ენერგია ⚡ შემოიჭრას შენში 🌞
და თუ ახლა ცრემლები მოგდის it is ok! მიეცი მათ სივრცე 🌌
ტირილი სისუსტე არ არის 💙

📌 გაიცანით – სოფიო ელიოზიშვილი - Sofi Eliozishvili 👉 სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტი (EAGT) | ფსიქოთერაპიული სივრცის თე...
12/08/2025

📌 გაიცანით – სოფიო ელიოზიშვილი - Sofi Eliozishvili
👉 სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტი (EAGT) | ფსიქოთერაპიული სივრცის თერაპევტი
👥 მუშაობს ინდივიდუალურ ფორმატში – ზრდასრულებთან და მოზარდებთან, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ
🧠 სამუშაო თემები – შფოთვა და ემოციური გადაღლა | ურთიერთობების დამყარება | გარდამავალი პერიოდები და კრიზისები | თვითძიება და პიროვნული განვითარება
📞 ჩასაწერად დარეკეთ: 0322 088888
📝 დეტალური ინფორმაცია სოფიოზე – 🌐 www.therapyspace.ge

თუ მზად ხარ საკუთარი ემოციები, შფოთვები და შინაგანი შეკავებები სხეულზე დაკვირვებითა და ურთიერთქმედებით გამოიკვლიო 💭😔🌀✨ დ...
01/08/2025

თუ მზად ხარ საკუთარი ემოციები, შფოთვები და შინაგანი შეკავებები სხეულზე დაკვირვებითა და ურთიერთქმედებით გამოიკვლიო 💭😔🌀✨ დარეგისტრირდი 2 დღიან ჯგუფურ თერაპიაზე 🛋️🤝🌿
სხეულზე ორიენტირებულ ჯგუფურ თერაპიას შატო მერეში 🍇🏡 ეკა კაპანაძე გაუძღვება 👩‍⚕️💛
დეტალური ინფორმაცია 👉 https://www.facebook.com/share/16WgsAxM4W/

📚 სალომე, 26 წლის. იურისტი🕰️ თერაპიის ხანგრძლივობა: 8 სესია🛋️ თერაპევტი: ნინო კერესელიძე💬 „თერაპიამ მასწავლა, რომ სიყვარ...
01/08/2025

📚 სალომე, 26 წლის. იურისტი
🕰️ თერაპიის ხანგრძლივობა: 8 სესია
🛋️ თერაპევტი: ნინო კერესელიძე

💬 „თერაპიამ მასწავლა, რომ სიყვარული და ბრაზი ერთმანეთს არ გამორიცხავს და მეც მაქვს უფლება, დავიცვა საკუთარი თავი, მშობლებისგან სიყვარულის დაკარგვის შიშის გარეშე.“
“როცა მარტო ვიყავი თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ვმუშაოდი, ვსუნთქავდი, ვუსმენდი ჩემს თავს. მაგრამ როგორც კი სახლში შევდიოდი ან 📞 ტელეფონზე მშობლის ზარს ვხედავდი – ვივსებოდი ბრაზით და გაღიზიანებით.
🗣️ არაფერს განსაკუთრებულს არ მეუბნებიან. უბრალოდ მათი ხმა, მათი ტონი, მათი უკიდურესი კონტროლი...
😤 ამ ბრაზის გამო კი თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
რაც უფრო ვცდილობდი ამის გადაფარვას, მით უფრო იმატებდა შინაგანი დაძაბულობა.
⚖️ თითქოს ორი ადამიანი ვიყავი ერთ სხეულში —
ერთი, რომელსაც უყვარს ❤️ და მეორე, რომელიც ბრაზობს 😠.
თერაპიის პროცესში დავიწყეთ ამ შრეების გამოყოფა.
შევეხეთ იმ სიტყვებს, რომლებიც წლების წინ გულში გამეჭედა.
🎧 იმ ტონებს, რომლებიც ბავშვობიდან მომსდევდა და იმ მოლოდინებს, რომლებიც ვერასდროს შევასრულე...
თერაპიაში ჩემი ბრაზი არავის დაუკნინებია.
აქ მითხრეს:
“ესეც შენ ხარ. ბრაზიც იმსახურებს მოსმენას.”
🌟 ერთ დღეს კი ხმამაღლა ვთქვი:
“ისინი მიყვარს, მაგრამ უფლება მაქვს გავბრაზდე და თავი დავიცვა.”
🔐 ეს სიტყვები იყო ჩემი საზღვარიც და ჩემი თავისუფლებაც.
⚡ ყველას აქვს უფლება დააწესოს საზღვრები — ისე, რომ არ დაკარგოს არც სიყვარული ❤️ და არც საკუთარი თავი 🪞.

🛋️✨ სხეულზე ორიენტირებული თერაპია ფსიქოთერაპიის მიმართულებაა, რომელიც გვასწავლის, როგორ მოვუსმინოთ არა მხოლოდ გონებას, ა...
30/07/2025

🛋️✨
სხეულზე ორიენტირებული თერაპია ფსიქოთერაპიის მიმართულებაა, რომელიც გვასწავლის, როგორ მოვუსმინოთ არა მხოლოდ გონებას, არამედ სხეულსაც 🧠🧘‍♀️
ბევრი ემოცია და ტრავმა არ იფიქრება — იგრძნობა 💭💔
სხეულში ინახება დაძაბულობა, შფოთვა, დისკომფორტი 😣🫁😔
ამ თერაპიაში ვიყენებთ:
🔹 სუნთქვის ტექნიკებს 🌬️
🔹 მოძრაობას და გრძნობებზე ფოკუსირებას 🌀
🔹 სხეულებრივ შეგრძნებებზე დაკვირვებას 👣
სხეულზე ორიენტირებული თერაპიის მიზანია ერთდროულად ჩართო გონება და სხეული, რათა თავი ცოცხლად, მთლიანად და უსაფრთხოდ იგრძნო 🌿🤍🧘
ხშირად, სიტყვები არ არის საკმარისი 🗣️… სხეულს კი შეუძლია მოგვიყვეს ის ამბები, რომლებიც ხმამაღლა ჯერ კიდევ არ გვითქვამს 🤲💫

😌 it’s ok, თუ მშობლებზე ბრაზობ.🙅 ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი შვილი ხარ. არც იმას, რომ მათ არ სცემ პატივს.არც იმას, რომ აღარ ...
29/07/2025

😌 it’s ok, თუ მშობლებზე ბრაზობ.
🙅 ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი შვილი ხარ. არც იმას, რომ მათ არ სცემ პატივს.არც იმას, რომ აღარ გიყვარს ისინი.
💕 ბრაზი არ გამორიცხავს სიყვარულს!
💭 ბრაზი მხოლოდ გეუბნება, რომ:
⚠️ “მეტისმეტი იყო.”
😓 “დავიღალე.”
🧑‍🤝‍🧑 “მეც ადამიანი ვარ.”
🎒 შეიძლება, მთელი ბავშვობა მოლოდინების ტვირთით ატარე.შეიძლება, ბავშობაში შენი ემოციებისთვის სივრცე არ იყო. შეიძლება გრძნობდე, რომ ისინი გიყვარს, თუმცა მაინც გინდა, ცოტა ხანს უბრალოდ ცალკე, შენთვის იყო. და ეს ნორმალურია!

😇 it’s ok, თუ სიყვარული მარტო ჰაეროვანი და უპრობლემო ურთიერთობა არ არის.
🎯 მთავარია, მოუსმინო საკუთარ თავს და დაიწყო მუშაობა ურთიერთობების დასალაგებლად.

📌 გაიცანით – ეკა კაპანაძე👉 აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი (EAGT) | ფსიქოლოგი | დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კ...
28/07/2025

📌 გაიცანით – ეკა კაპანაძე
👉 აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი (EAGT) | ფსიქოლოგი | დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კურსდამთავრებული
👥 მუშაობს ინდივიდუალურ, წყვილურ და ჯგუფურ ფორმატში – როგორც პირისპირ, ისე ონლაინ
🧠 სამუშაო თემები – პანიკური შეტევები | შფოთვა | სექსუალობა | დამოკიდებულებები და ადიქცია | ინტერპერსონალური ურთიერთობები | ემოციური სირთულეები
📞 ჩასაწერად დარეკეთ: 0322 088888
📝 დეტალური ინფორმაცია ეკას შესახებ – 🌐 www.therapyspace.ge

Address

წინანდლის ქუჩა 9 (SEU/ცენტრალური შენობა)
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Psychotherapy • Arothera Space - ფსიქოთერაპიული • აროთერა სივრცე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Psychotherapy • Arothera Space - ფსიქოთერაპიული • აროთერა სივრცე:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram