20/09/2025
რატომ ვბრაზობთ, როცა ადამიანები შეცდომებს უშვებენ?🤔
ალბათ, თქვენთვისაც ნაცნობია ის უსიამოვნო შეგრძნება, როდესაც გაღიზიანებთ, როგორ იქცევა სხვა ადამიანი, მაგალითად:
არასწორად ჭრის ნამცხვარს
არასწორად აყენებს მანქანას
არასწორად უჭირავს ჩანგალი
ამ დროს შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ისინი ამას განზრახ აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს მათზე არაა, ეს ჩვენზეა🫣
თითოეულ ჩვენგანს გონებაში აქვს საკუთარი „წესების წიგნი“ — , თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამყარო.
ეს წესები გვაძლევს უსაფრთხოების და კონტროლის შეგრძნებას. მაგრამ თუ ვინმე ამ წესებს დაარღვევს, ჩვენი ტვინი განგაშის სიგნალს რთავს: „სამყარო ქაოსური ხდება, ეს საშიშია!“
სწორედ ამიტომ ვბრაზდებით — ჩვენი მიზანია დავუბრუნდეთ იმ ჩვეულ მდგომარეობას, რომელიც ჩვენთვის ნაცნობია.
გაღიზიანება და მისი რეალური მიზეზი:
თუ ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ გარკვეული ქმედებების გამო დაგმობა მოგვიწევდა, მაშინ, როდესაც სხვები ამ წესებს არღვევენ, ჩვენ ქვეცნობიერად ვგრძნობთ სირცხვილს და შფოთვას. ამ ემოციებს, რომ გავუმკლავდეთ ჩვენ ვბრაზდებით და ვშორდებით მათ, ვინც „არასწორად“ იქცევა. ამგვარად ჩვენ თითქოს,ვადასტურებთ საკუთარ სიმართლეს: „მე ამ წესებს არ ვარღვევ, შესაბამისად, მე კარგად ვიქცევი.“
ჩვენ ხშირად ვბრაზდებით მათზე, ვინც ცხოვრობს საკუთარი წესებით და არ ცდილობს ყველაფერი „სწორად“ გააკეთოს. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს არა მათი საქციელი, არამედ ჩვენი შინაგანი კონფლიქტი .როდესაც ვხედავთ სხვის თავისუფლებას, ეს გვაჩვენებს ჩვენს საკუთარ შეზღუდვებს და პერფექციონიზმს, რაც ჩვენში გაღიზიანებას იწვევს.
როდესაც წლების განმავლობაში ვცდილობთ, რამე იდეალურად გავაკეთოთ (მაგალითად, სამზარეულოში, სამსახურში ან საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვისას), და შემდეგ ვხედავთ, რომ ვინმე იგივეს ძალიან ადვილად აკეთებს, თანაც უკეთესი შედეგით, ეს ქვეცნობიერად მუქარად აღიქმება.
თითქოს, ეს ადამიანი გვეუბნება: „შენი ამხელა შრომა და ძალისხმევა უბრალოდ არ ყოფილა საჭირო“. ეს რათქმაუნდა მტკივნეულია და ჩვენში ბუნებრივ პროტესტს იწვევს.
როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში?
• დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „მართლა საშინელება მოხდება, თუ ეს საქმე სრულყოფილად არ გაკეთდება?“ ხშირ შემთხვევაში, პასუხი „არა“ დაგეხმარებათ დამშვიდებაში.
• გააცნობიერეთ, რომ გაღიზიანების მიზეზი თქვენი შფოთვაა. უთხარით საკუთარ თავს: „მე გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ მიყვარს კონტროლი და წესრიგი. ეს ჩემი თვისებაა და არა სხვისი შეცდომა.“
• მიეცით სამყაროს უფლება, რომ არ შეესაბამებოდეს თქვენს მოლოდინებს. თქვით ხმამაღლა: „მათ საკუთარი წესები აქვთ. ჩემი წესები ჩემთვისაა, და არა მთელი სამყაროსთვის.
სხვების საქციელით გამოწვეული გაღიზიანება სინამდვილეში თქვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. ის არ გვეუბნება, რომ „ისინი ცუდები არიან“, არამედ მიგვანიშნებს: „მე ვშფოთავ, რადგან მეშინია კონტროლის დაკარგვის“ ან „დავიღალე ჩემივე მკაცრი წესებით“.
ეს გახდება გზა თქვენი შინაგანი წონასწორობისკენ — სადაც სხვებთან დაპირისპირება აღარ იქნება საჭირო. წარმატებები ❤️