ოთხშაბათის საუბრები/Wednesday talks

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ოთხშაბათის საუბრები/Wednesday talks

ოთხშაბათის საუბრები/Wednesday talks ფსიქოთერაპიული სივრცე "მწვანე სახლის" გუნდს უწყვეტად უწევს სუპერვიზიას ფრანგული პროფესიული ასოციაცია - Espace Analytique.

"მწვანე სახლი" (La Maison Verte) , რომლის მთავარი მიზანია ადრეული ასაკიდანვე ფსიქიკური დარღვევების პრევენცია და ბავშვთა ადრეული სოციალიზაცია, პირველად 1979 წელს ფრანგმა პედიატრმა, ბავშვთა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა - ფრანსუაზ დოლტომ დაარსა პარიზში.

ფრანგი და ქართველი ფსიქოანალიტიკოსების თანამშრომლობის შედეგად, 2006 წელს გაიხსნა "ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი - მწვანე სახლი" თბილისში, რ

ომელიც პრევენციასთან ერთად ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას სთავაზობს მცირეწლოვან ბავშვებს, მოზარდებსა და მათ მშობლებს.

ფსიქოთერაპიული მუშაობა ეყრდნობა ფსიქოდინამიკური და ფსიქოანალიტიკური თეორიების ძირითად პრინციპებს.

გიგა მამინაშვილის სემინარების ციკლი თემაზე „სექსუალობა ფსიქოანალიტიკური პრიზმიდან“, წარმატებით გრძელდება! ✨თითოეული შეხვ...
02/03/2026

გიგა მამინაშვილის სემინარების ციკლი თემაზე „სექსუალობა ფსიქოანალიტიკური პრიზმიდან“, წარმატებით გრძელდება! ✨

თითოეული შეხვედრა საოცრად საინტერესო, ინტერაქტიულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოში მიმდინარეობს.

დიდი მადლობა გიგას საინტერესო გაძღოლისთვის და თითოეულ მონაწილეს, აქტიური ჩართულობისთვის.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, ჩვენი შეხვედრებიდან 📸👇

13/02/2026

ადამიანს, რომელსაც დახმარება სჭირდება ან საკუთარი თავის უკეთ გაცნობა სურს, ბუნებრივად უჩნდება კითხვები: ვისთან ....

2014 – 2019 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ხელოვნებისა და მეცნიერებების ფაკულტეტი - ბაკალავრის აკადემიური ხასისხი ფსი...
13/02/2026

2014 – 2019 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ხელოვნებისა და მეცნიერებების ფაკულტეტი - ბაკალავრის აკადემიური ხასისხი ფსიქოლოგიაში

2020 – 2022 - კავკასიის უნივერსიტეტი - კლინიკური არტთერაპიის მაგისტრი

2023დან - თბილისის გეშტალტ ინსტიტუტის სტუდენტი

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ასოცირებული წევრი

ანა ყიასაშვილი-ფსიქოთერაპევტი

სამუშაო გამოცდილება:

2019 წელს ნარკომანიის პრევენციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი - ასისტენტ ფსიქოლოგი, სტაციონარში მყოფი პაციენტების კლინიკური შეფასება და კონსულტირება

2022 წლიდან დღემდე - ფსიქოთერაპიის სახლი კამარა - სუპერვიზირებული ფსიქოთერაპევტი

26/01/2026
25/01/2026
ჩვენი გუნდი
25/01/2026

ჩვენი გუნდი

ოთხშაბათის საუბრები-არის თერაპიული და საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მუშაობენ ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის მქონე თერაპევტ...
22/12/2025

ოთხშაბათის საუბრები-არის თერაპიული და საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მუშაობენ ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის მქონე თერაპევტები. გუნდი აერთიანებს პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებიც არიან ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრები, გადიან პირად ანალიზს, აქვთ რეგულარული სუპერვიზია როგორც ფრანგ კოლეგებთან, ასევე ჩვენი ასოციაციის ანალიტიკოსებთან.
სივრცეში ფუნქციონირებს:
• ინდივიდუალური თერაპია (ბავშვთა, მოზარდთა, ზრდასრულთა);
• ჯგუფური თერაპიები;
• საგანმანათლებლო შეხვედრები;
• სალექციო კურსები და ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.
რატომ “ოთხშაბათის საუბრები / Wednesday Talks”?
სახელი სიმბოლურად უკავშირდება ფსიქოანალიზის დასაწყისს: ფროიდს ვენაში ჰქონდა ოთხშაბათობით რეგულარული შეკრებები, სადაც კოლეგებთან ერთად განიხილავდნენ კლინიკურ შემთხვევებს, იდეებს, ტექსტებს და დებატებს. ეს შეხვედრები იქცა ფსიქოანალიზის პირველ “ცოცხალ ლაბორატორიად” და მოგვიანებით საფუძვლად დაედო Vienna Psychoanalytic Society-ს (საწყისი სახელწოდებით: Psychological Wednesday Society / Wednesday Psychological Society).

ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაცია . Domestic Workers Association -ში გავმართეთ ფსიქოსაგანმანათლებლო შეხვედრა თემა...
09/11/2025

ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაცია . Domestic Workers Association -ში გავმართეთ ფსიქოსაგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე: ძიძისა და მშობლების როლების გადანაწილება ოჯახურ დინამიკაში - საზღვრები, ფუნქციები და დაბალანსებული ზრუნვის მნიშვნელობა ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაზე.

დიდი მადლობა ასოციაციის წევრებს ინტერესის გამოხატვისა და შეხვედრის ორგანიზებისთვის.

Address

ა. ყაზბეგის 34ა
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ოთხშაბათის საუბრები/Wednesday talks posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share