12/02/2026
ქვედა ყბის მიკროგნათიისა და TMJ-ის (საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის) დისფუნქციის ფონზე. ქვედაყბის თავი დისტალიზებული იყო, რაც იწვევდა ბრუქსიზმს, კუნთოვან დისბალანსს, სახის გამოხატულ ასიმეტრიასა და ქვედაყბის არასწორ პოზიციას.
კომპლექსური გნათოლოგიური ანალიზისა და სრული ოკლუზიური რეაბილიტაციის შედეგად მივაღწიეთ ქვედაყბის იდეალურ რეპოზიციას — სტაბილური და დაბალანსებული, ბიომექანიკურად სწორი კონტაქტებით. სწორედ სწორი ოკლუზიური კონტაქტების აღდგენა გახდა კუნთოვანი სისტემის დაბალანსებისა და ფუნქციური სტაბილურობის მთავარი საფუძველი.
ზედა ყბის კორექციის ფარგლებში, მეორე კვადრატში განხორციელდა ძვლოვანი მოდიფიკაცია. კონტაქტების მიღწევა განხორციელდა როგორც ძვლოვანი მოდიფიცირებით, ისე ყბათაშორისი რეზინების გამოყენებით. ზედა რკალი სრულად დაკორექტირდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც აღდგა ფუნქციისა და ესთეტიკის ჰარმონია.
დამატებით, ზედა ფრონტალური კბილების რესტავრაცია შესრულდა ექიმი-თერაპევტი იოსებ მიჩტაშვილი.
შედეგად მივიღეთ:
— სტაბილური ოკლუზია და სწორი, თანაბრად გადანაწილებული კონტაქტები;
— კუნთების რელაქსაცია და ფუნქციური ბალანსი, რაც მიღწეულია სწორედ სწორი ოკლუზიის წყალობით;
— სახის ასიმეტრიის თვალსაჩინო გაუმჯობესება;
— სახსრის ფიზიოლოგიურად ჯანსაღი პოზიცია.
ფუნქციური სტომატოლოგია — სადაც სწორი კონტაქტები განსაზღვრავს როგორც ჯანმრთელობას, ისე სახის ჰარმონიას.