08/12/2025
✨C-ჰაბში ბავშვებს თვითცნობიერების განვითარებაში ვეხმარებით.
რას ნიშნავს თვითცნობიერება და როგორ ვმუშაობთ ჩვენ❓
🌥️ზოგჯერ, ბავშვი გაღიზიანებული ბრუნდება სახლში, მაგრამ ვერ ხსნის ამ გაღიზიანების მიზეზს. მშობელი ამ დროს, შეწუხებულია, სურს, დაეხმაროს შვილს, თუმცა, მიზეზის ცოდნის გარეშე, სწორი მიდგომის პოვნა ადვილი არ არის.
💬 „ჩემი შვილი 10 წლისაა. ამ ბოლო დროს, სკოლიდან ძალიან გაღიზიანებული ბრუნდება, უმნიშვნელო რამეზეც კი ეჩხუბება თავის უმცროს ძმას. სულ ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და ვკითხო, რა მოხდა? რაიმე ხომ არ შეგემთხვა? თუმცა, პასუხი თითქმის ერთი და იგივეა: 🤷„არ ვიცი, უბრალოდ, ნერვები მეშლება.“
🔹ხშირად, ბავშვს მართლაც უჭირს გააცნობიეროს, კონკრეტულად რა იწვევს მის შფოთვას, გაღიზიანებას ან რატომ არის მოწყენილი, რისი ეშინია. თითქოს, სხვადასხვა ემოციები და განცდები ერთმანეთში ირევა და სიტყვებით გადმოცემა უჭირს.
🌿ნაცვლად კითხვისა: „რა მოხდა?“ ჰკითხეთ ბავშვს მშვიდი და მზრუნველი ტონით: „მოდი, დაფიქრდი და ამოირჩიე, რას გრძნობ ახლა? ბრაზს, დარდს, შიშს, დაბნეულობას... იქნებ უბრალოდ, დაღლილი ხარ და დასვენება გჭირდება?“
🔍რას ცვლის კითხვის ასე დასმა? ამგვარი მიდგომა ბავშვს საკუთარი ემოციების ამოცნობასა და სახელდებაში ეხმარება, რაც თავის მხრივ, მას ამ ემოციების გამომწვევი მიზეზის გაცნობიერებას უადვილებს და მშობელს უფრო ეფექტიანი მხარდაჭერის გაწევის შესაძლებლობას აძლევს.
👉დაარეგისტრირეთ თქვენი შვილის სოციალურ-ემოციური უნარების პროგრამაზე ამ ბმულის საშუალებით: https://forms.gle/7vGpkkTiz9AZwuAN8
👉 და დაელოდეთ ჩვენს შემდეგ პოსტს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თვითმართვა და როგორ ვმუშაობთ ამ უნარის განვითარებაზე ბავშვებთან და მოზარდებთან.