შენი კოსმიური სივრცე .Your Cosmic Space

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შენი კოსმიური სივრცე .Your Cosmic Space

შენი კოსმიური სივრცე .Your Cosmic Space ✨ ვარსკვლავური ნუმეროლოგია • ტაროლოგია ☀️ მზის ბაცზი სწავლება 🗝️ შეიცანი საკუთარი ბედისწერა და ვარსკვლავური გზა 💫

სიცოცხლის არითმეტიკა ციფრებში ✨გიფიქრია, რატომ არის ზოგი დღე მარტივიდა ზოგი — მძიმე?რატომ ხან გინდა მოქმედება,ხან კი უბრ...
23/03/2026

სიცოცხლის არითმეტიკა ციფრებში ✨

გიფიქრია, რატომ არის ზოგი დღე მარტივი
და ზოგი — მძიმე?

რატომ ხან გინდა მოქმედება,
ხან კი უბრალოდ ჩერდები?

ეს შემთხვევითი არ არის.

ცხოვრება არ არის სწორი ხაზი —
ის ტალღაა.

და ამ ტალღას თავისი რიტმი აქვს.
ეს რიტმი ხშირად ციფრებში ჩანს.



თუ შენს დაბადების წელს ან დღეში არის 0 ან 1 —
შენ განსაკუთრებით გრძნობ დროს, ცვლილებებს და „ნიშნებს“.

0 — სივრცე, პოტენციალი
1 — მზე, გამოვლენა

როცა ეს ორი ერთიანდება —
იწყება შიდა და გარე პროცესის სინქრონიზაცია.



✨ რას ნიშნავს დღევანდელი რიცხვი?

☀️ 1 (1, 10, 19)
მოქმედება, დასაწყისი, გადაწყვეტილება
დღე, როცა უნდა დაიწყო.

🌙 2 (2, 20)
ინტუიცია, სიჩუმე, ემოცია
დღე, როცა საკუთარ თავს უნდა მოუსმინო.

🧠 3 (3, 12, 21)
კომუნიკაცია, აზრი, კავშირი
დღე, როცა ლაპარაკი გეხმარება.

💞 4 (4, 22, 31)
ურთიერთობები, ღირებულებები
დღე, როცა ხვდები ვინ არის შენთვის მნიშვნელოვანი.

🔥 5 (5, 14, 23)
მოქმედება, რისკი, ენერგია
დღე, როცა წინ მიდიხარ შიშის მიუხედავად.

🎯 6 (6, 15)
მიმართულება, პასუხისმგებლობა
დღე, როცა ხედავ გზას.

⏳ 7 (7, 16)
დრო, შეფასება, რეალობა
დღე, როცა უნდა გაჩერდე და დაფიქრდე.

⚡ 8 (8, 17)
გარღვევა, ცვლილება
დღე, როცა ძველი იშლება და ახალი მოდის.

🌊 9
დასრულება, სიღრმე
დღე, როცა ციკლი მთავრდება.

💥და შემდეგ ისევ თავიდან:

0 — სივრცე
1 — დასაწყისი
2 — შეგრძნება
3 — გამოხატვა
4 — კავშირი
5 — მოქმედება
6 — მიზანი
7 — შეფასება
8 — გარღვევა
9 — დასრულება



✨ მთავარი აზრი:

ციფრები უბრალოდ რიცხვები არ არის.
ეს არის ცის ენა.

როცა ამას ამჩნევ —
შენი შიდა მდგომარეობა და გარესამყარო ერთ ხაზზე დგება.



👇
დაწერე კომენტარში დღევანდელი რიცხვი
და გეტყვი, რა ენერგია მოქმედებს შენზე დღეს.

სარკე, ენერგია და მცენარეები — ფენშუის თვალითფენშუის მიხედვით, სარკე არა მხოლოდ დეკორაციაა — ის ენერგიის გამაძლიერებელია...
16/03/2026

სარკე, ენერგია და მცენარეები — ფენშუის თვალით

ფენშუის მიხედვით, სარკე არა მხოლოდ დეკორაციაა — ის ენერგიის გამაძლიერებელია და მუდმივად მოძრავი ძალაა.

ჩინური აღმოსავლური ცივილიზაცია იყენებდა და იყებებს სიტყვას ცი-ს (Qi) —რომელიც სიცოცხლის ენერგიას აღნიშნავს, რომელიც მოძრაობს სივრცეში, ბუნებაში და ადამიანში.

რაც შეეხება სარკეს.

სარკეს შეუძლია:

• მიიზიდოს ენერგია
• გადაანაწილოს ენერგია
• გააძლიეროს დადებითი ენერგია

💥

ოთახის კუთხეები და ენერგია

გადახედეთ თქვენი ოთახის კედლების კუთხეებს და დაუკვირდით, .

თუ იგრძნობთ ,რომ ენერგია შედის, მაგრამ არ გამოდის, ეს ნიშნავს, რომ კუთხეში ჩაკეტილია ენერგია და ცი დაბალია.

ფენშუის პრაქტიკაში არსებობს გამოცდილება ჩაკეტილი ენერგიის გამოსასწორებლად რა უნდა გააკეთოთ. გამოიყენეთ მცენარეები , საძინებლის ოთახისთვის ბევრი არ დაალაგოთ ,სხვა ოთახებში კი შეიძლება

მცენარეები

- ავრცელებენ ენერგიას ცის

- ატენიანებენ ჰაერს

- ქმნიან ჰარმონიას.

💥

ყველაზე სასარგებლო მცენარეები და მათი თვისებები

1. ფიკუსი — ენერგიის ბლოკების გახსნა, სტაბილურობის აღდგენა.

2. სპათიფილუმი (ქალის ბედნიერება) — დადებითი ენერგიის გაზრდა, ემოციური ჰარმონიის დამყარება.
3. დრაცენა — აქტიურობისა და მოტივაციის ასამაღლებელი მცენარე.

4. ბამბუკი (ლაკი ბამბუ) — წარმატების, წარმატებული კომუნიკაციის და ფინანსური ენერგიის გაძლიერება.

პირადად რჩევა: მცენარეები და სარკე არ დაიდგას ერთ ადგილზე გადაჭარბებულად, რათა ენერგია სწორად მოძრაობდეს.

💥კითხვა მკითხველისთვის:
თქვენს სახლში რომელ კუთხეში გრძნობთ, რომ ენერგია ჩერდება?
დაწერეთ კომენტარში!

ადამიანი, ზიქურათი და გუმბათი — ენერგიის გზა ცნობიერებაშიადამიანი მხოლოდ ფიზიკური არსება არ არის.ის არის ცნობიერება, რომ...
16/03/2026

ადამიანი, ზიქურათი და გუმბათი — ენერგიის გზა ცნობიერებაში

ადამიანი მხოლოდ ფიზიკური არსება არ არის.
ის არის ცნობიერება, რომელიც ატარებს ციურ ენერგიას და ცდილობს საკუთარი შინაგანი სინათლის გამოვლენას.

უძველეს ცივილიზაციებში ადამიანის განვითარების გზა ხშირად სიმბოლოებით გამოიხატებოდა.

ერთ-ერთი ასეთი სიმბოლო იყო
Ziggurat



💥ზიქურათი — ადამიანის შინაგანი აღმასვლა

ზიქურათი იყო საფეხუროვანი ტაძარი, რომელიც ძველ მესოპოტამიაში აშენდებოდა.

მისი ფორმა სიმბოლურად აღნიშნავდა ენერგიის მოძრაობას მიწიდან ზეცისკენ.

იგივე პრინციპი შეიძლება დავინახოთ ადამიანის განვითარებაშიც.

ადამიანი თითქოს იბადება ცნობიერების ერთ საფეხურზე.
მისი არჩევანია:

• დარჩეს იმავე დონეზე
• ან დაიწყოს შინაგანი განვითარება და აიწიოს უფრო მაღალ საფეხურზე.

ეს გზა ხდება სამი ძალის ერთიანობით:

გონება
გული
და ქმედება.



💥გუმბათი — ენერგიის მიღება ზეციდან

თუ ზიქურათი ასვლის სიმბოლოა,
გუმბათოვანი ტაძარი ენერგიის მიღების სიმბოლოა.

Dome architecture

ზიქურათი — მიწიდან ზეცისკენ.
გუმბათი — ზეციდან ადამიანისკენ.

გუმბათის მრგვალი ფორმა თითქოს აგროვებს და ავრცელებს ენერგიას სივრცეში.

ამიტომ ბევრ ტაძარში ადამიანი გრძნობს:

სიმშვიდეს
სიმაღლეს
და შინაგან ნათებას.



💥სრული ენერგეტიკული წრე

როცა ეს ორი პრინციპი ერთიანდება, იქმნება სრული ენერგეტიკული მოძრაობა:

ასვლა
და
მიღება.

ზიქურათი გვასწავლის აღმასვლას.
გუმბათი გვასწავლის მიღებას.

ეს არის ადამიანის ცნობიერების გზა.

თქვენთვის რა არის უფრო რთული — შინაგანი აღმასვლა თუ მიღება?😊

13 მარტი — სტიქიების ენერგიადღევანდელი კოსმიური ენერგია თითოეულ სტიქიაზე განსხვავებულად მოქმედებს.⸻💥 მიწადღეს კარგი დროა...
13/03/2026

13 მარტი — სტიქიების ენერგია

დღევანდელი კოსმიური ენერგია თითოეულ სტიქიაზე განსხვავებულად მოქმედებს.



💥 მიწა
დღეს კარგი დროა სივრცის დასალაგებლად.
ფენშუის მიხედვით ძველი ნივთები ქმნის ენერგიის ბლოკებს.



💥 მეტალი
დღეს გადაწყვეტილებების ენერგია ძლიერდება.
გადახედეთ გეგმებს და მოიშორეთ ზედმეტი პასუხისმგებლობები.

წესრიგი = ძალა.



💥 წყალი
ინტუიცია განსაკუთრებით ძლიერია.
მოუსმინეთ საკუთარ გრძნობებს და ნუ ებრძვით დინებას.



💥 ხე
დღეს კარგი დროა მიზნების ჩამოსაწერად.
ხე იზრდება მაშინ, როცა მიმართულება ნათელია.



💥 ცეცხლი
ნუ გაფანტავთ ენერგიას წვრილმანებზე.
გამოიყენეთ შთაგონება მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებში.



დღის პრაქტიკული გზამკვლევი

დღეს ყურადღება მიაქციეთ:

• დროს
• სივრცეს
• ენერგიის განაწილებას
• რესურსების გამოყენებას
• მოქმედების არჩევანს



💥 არჩევანი ყოველთვის თქვენზეა.

შეგიძლიათ უბრალოდ წაიკითხოთ ეს ინფორმაცია
ან სცადოთ მისი გამოყენება საკუთარ ცხოვრებაში.



✨ პირადი ნუმეროლოგია და სტიქიური ბალანსი

თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მოქმედებს ეს ენერგია პირადად თქვენს ბაცზის რუკაზე —

💥მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

ინდივიდუალური ანალიზი არის კონფიდენციალური
და მორგებულია მხოლოდ თქვენს მონაცემებზე.

#შენიკოსმიურისივრცე
#5სტიქია
#დღისენერგია
#ნუმეროლოგია
#მზისკალენდარი
#კოსმიურიენერგია
#დროისციკლები
#ჩინურიკალენდარი
#ცნობიერიარაცნობიერიქვეცნობიერიეენერგიათქვენსსამყატოში.
#ტაროსნუმეროლოგიისსწავლა.
#ევროპულიდაეგვიპტურიასტროლოგია.

13 მარტი — კოსმიური ენერგიის ცვლილებაბუნიობამდე სულ ცოტა დრო რჩება.სამყარო თითქოს გვამზადებს და გვიგზავნის მინიშნებებს:რ...
12/03/2026

13 მარტი — კოსმიური ენერგიის ცვლილება

ბუნიობამდე სულ ცოტა დრო რჩება.
სამყარო თითქოს გვამზადებს და გვიგზავნის მინიშნებებს:

რა უნდა წავიყოლოთ წინ
და რა უნდა დავტოვოთ წარსულში.

ამ დღეს ცაზე საინტერესო ასტროლოგიური მოვლენა ხდება —
მარსის შეერთება მთვარის აღმავალ კვანძთან.

ვედურ ასტროლოგიაში აღმავალ კვანძს ეწოდება
Rahu

რაჰუ სიმბოლურად ადამიანის მომავლის გზას და განვითარების მიმართულებას უკავშირდება.

მარსი კი მოქმედების, ძალისა და გადაწყვეტილების ენერგიაა.

როდესაც ეს ორი ენერგია ერთიანდება, ხშირად ჩნდება ძლიერი იმპულსი:

რა მიმართულებით უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი.



💥დღის ნუმეროლოგია

ვარსკვლავური ნუმეროლოგიით დღეს მოქმედებს 7-ის ენერგია.

ეს არის:

• ცოდნის
• დაკვირვების
• კოსმიური წესრიგის რიცხვი

ეგვიპტურ სიმბოლიკაში ამ ენერგიას უკავშირდება
Seshat

✨სეშატი ითვლებოდა ციური ჩანაწერების მცველად —მას უკავშირებდნენ დროს, ცოდნას და ადამიანის ბედის წიგნს.

ეგვიპტელები ამბობდნენ:

ყოველი ადამიანის გზა ციურ წიგნში იწერება.

ამიტომ 13 მარტის ენერგია გვახსენებს —

დღეს ჩვენი მოქმედებები შეიძლება
ხვალინდელი გზის ნაწილი გახდეს.



💥ტაროს სიმბოლური ენერგია

ტაროს სისტემაში ამ დღის ენერგიას ხშირად უკავშირებენ
Judgement

ეს არკანი ნიშნავს:

• გამოღვიძებას
• სულის მოწოდებას
• ახალი ცხოვრების ეტაპის დაწყებას



✨ შემდეგ პოსტში დავწერ:

როგორ მოქმედებს ეს ენერგია
5 სტიქიაზე — მიწა, მეტალი, წყალი, ხე და ცეცხლი.

12 მარტი — დღის ენერგია: არჩევანი ორ სამყაროს შორის.ბუნიობამდე სულ ცოტა რჩება, სულ რამოდენიმე დღე-ღამე დაგვრჩა მისვლამდე...
11/03/2026

12 მარტი — დღის ენერგია: არჩევანი ორ სამყაროს შორის.

ბუნიობამდე სულ ცოტა რჩება, სულ რამოდენიმე დღე-ღამე დაგვრჩა მისვლამდე.
სამყარო თითქოს გვამზადებს და გვიგზავნის მინიშნებებს:

რა უნდა წავიყოლოთ წინ
და რა უნდა დავტოვოთ წარსულში.

დღის ნუმეროლოგიით

ვარსკვლავური ნუმეროლოგიით დღეს 6-ის ენერგია მოქმედებს.
ეს არის ჰარმონიის, ბალანსის და გადამწყვეტი არჩევანის რიცხვი.

ანუბისი — სულის გზის მაჩვენებელია სიცოცხლეშიც ნუმეროლოგიის მიხედვით.

ეგვიპტურ მითოლოგიაში ამ გარდამავალ ენერგიას უკავშირდება
Anubis

ის არ არის შიშის სიმბოლო —
ის არის მცველი და გზის მაჩვენებელი, რომელიც ადამიანებს ეხმარება
ძველი ეტაპიდან ახალში გადასვლაში.

დღის კითხვა შეიძლება იყოს:

რა უნდა დავტოვო წარსულში
და რა უნდა წავიღო მომავალში?



💥 რჩევები სტიქიების მიხედვით

💫 მიწის სტიქიის ფერია შავი, განისასღვრება დაბადების წლით.
შეამოწმეთ თქვენი სივრცე.
ფენშუის მიხედვით ძველი ნივთები ქმნის ენერგიის ბლოკებს.
დღეს კარგი დროა დალაგებისთვის.

💫 მეტალის სტიქიაა თეთრი ფერის ზოდიაქო ,განისაზღვრება დაბადების წლით.
დღეს გადაწყვეტილებების ენერგია ძლიერდება.
გადახედეთ გეგმებს და მოიშორეთ ზედმეტი პასუხისმგებლობები.
წესრიგი = ძალა.

💫 წყლის ენერგია აქვთ წყლის წელში დაბადებულებს.
ფერი ლურჯი

ნუ ებრძვით დინებას.
ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერია.
მოუსმინეთ საკუთარ გრძნობებს.

💫 ხის სტიქია,მხოლოდ აღმოსავლურ კოსმიურ სისტემებშია.
განისაზღვრება დაბადების წლით,მისი ფერია მწვანე.
მაგ.2024 და 2025 წელი ხის მწვანე სტიქიებისაა.

დღეს კარგი დროა მიზნების დასაწერად.
ბაცზის მიხედვით ხე იზრდება მაშინ, როცა მიმართულება ნათელია.

💫ცეცხლის სტიქია ,ასევე დაბადების წლით განისაზღვრება,მისი ფერია წითელი
ნუ გაფანტავთ ენერგიას წვრილმანებზე.
გამოიყენეთ შთაგონება მხოლოდ იმისთვის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

დღის პრაქტიკული გზამკვლევია

💥დრო-გადახედეთ ,როდის და რამდენად შეგიძლიათ დაგეგმოთ როდის.

💥სივრცის-გადახედეთ ტერიტორიულ გადაადგილებებში დრო როგორ გეყოფათ.

💥ენერგიის განაწილება, დაუკვირდით საკუთარ თავს,გსურთ მოქმედებები,მაგრამ რამდენად ენერგიულად გრძნობთ თავს?

💥 რესურსების სწორად გამოიყენეთ, დროს ,სივრცის და ენერგიის გათვლით

💥მოქმედების არჩევანს,სადაც ანუბისი სულიერებისაკენ მოგიწოდებთ.

ის არჩევანი გაანალიზეთ, რაშიც თქვენი სული გეთანხმებათ.

დაგეგმეთ და განავითარეთ ან შეჩერდით და დაისვენეთ , მოქმედებებისთვის სხვა დღე შეარჩიეთ.

მთავარია არ დააძალოთ საკუთარ თავს,

💥 არჩევანი ყოველთვის თქვენზეა.

შეგიძლიათ უბრალოდ წაიკითხოთ ეს ინფორმაცია
ან სცადოთ მისი გამოყენება საკუთარ ცხოვრებაში.

💥 პირადი ნუმეროლოგია და სტიქიური ბალანსი

თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მოქმედებს 12 მარტის ენერგია პირადად თქვენს ბაცზის რუკაზე,
და როგორ დააბალანსოთ თქვენი სტიქიები —

✍️ მომწერეთ პირად შეტყობინებაში.

ინდივიდუალური ანალიზი არის კონფიდენციალური და მორგებულია მხოლოდ თქვენს მონაცემებზე 💫

#შენიკოსმიურისივრცე
#5სტიქია
#დღისენერგია
#ნუმეროლოგია
#მზისკალენდარი
#კოსმიურიენერგია
#დროისციკლები
#ჩინურიკალენდარი
#ცნობიერიარაცნობიერიქვეცნობიერიეენერგიათქვენსსამყატოში.
#ტაროსნუმეროლოგიისსწავლა.
#ევროპულიდაეგვიპტურიასტროლოგია.

11/03/2026

თუ გრძნობთ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს.

თუ რაღაცნაირად უცნაურად გრძნობთ თავს.

თითქოს სამყარო სუნთქვას იკავებს...

✨ბევრი მეკითხება ამ დღეებში — რატომ ვგრძნობთ თავს უცნაურად?

თითქოს რაღაც დიდი და გარდაუვალი უნდა მოხდეს?

ეს განცდა შემთხვევითი არ არის.

ჩვენ ახლა ზოდიაქოს ყველაზე მისტიკურ საზღვარზე ვართ — თევზებისა და ვერძის მიჯნაზე, რასაც ასტროლოგიაში ეძახიან კუსპიდისკენ მიმავალ გზას.

რაგორ ხედავდნენ ამ პერიოდს ძველი ცივილიზაციის ქურუმები?

და უბრალო ადამიანები?

როცა ადამიანები ცას უყურებდნენ, ისინი ვარსკვლავებს კი არ აკვირდებოდნენ, არამედ კითხულობდნენ ცას, როგორც ვარსკვლავურ ზოდიაქალურ წიგნს.

ტაძრების კედლებსა და მითებში ერთი მთავარი სიმართლე დარჩა: სამყარო ციკლებით ცხოვრობს.

🌟 Siriusის ვარსკვლავს სამეფო ვარსკვლავი ეწოდება.

რადგან მისი ამოსვლით დედამიწა 0 გრადუსის განედზე შედის კოსმიურ სუნთქვაში, ის ახალი დასაწყისის ნიშანია და
ძველ დროშიც ახალი ციკლი სწორედ მაშინ იწყებოდა, როცა ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი — სირიუსი ჩნდებოდა. ეს იყო ნიშანი, რომ სამეურნეო პერიოდი დგებოდა ეგვიპტეში.

ბაბილონში მეფე დროებით ხდებოდა უბრალო ადამიანი და მას თავიდან ირჩევდნენ.

ესაა დრო, რომელიც ძველსა და ახალს ერთ პრიზმაში ატარებს.

ესაა დროს ერთ სივრცეში მოთავსების, თავისი ენერგიით,თავისი რესურსებით და მოქმედებებით 22 მარტს დედამიწა უკვე ახალი ციკლის 1 გრადუსში გადავა, დღესდღეობით კი ჩვენ ზოდიაქოში ძველ ქართულად კოჭიმელით (zod) თევზების მესამე და არამეორე ნიშანში ვიმპყოფებით და მივისწრაფით 0 ვანი ვერძის კუსპიდისკენ,
ის რაც მაღლა ხდება მეორდება ქვემოთ ადამიანებშიც, ამიტომაცაა ახლა უცნაური პერიოდის შეგრძნება.

დედამიწასაც აქვს თავისი კალენდარი, ისიც გადის 4 ფუნდამენტურ პერიოდს, რომლებიც კოსმიურ ასტროლოგიაში პირადი რუკის აგებისას გამოიყენება, ესაა

1 დასაწყისი (ASC) — პირველი იმპულსი.

0 გრადუსი ბუნიობის.

4 ესაა ფესვების (IC) —ტერიტორიების ოჯახის და საძირკველის.

7 ურთიერთობების (DSC) —ესაა ანარეკლი სხვებში.
არჩევანის ,რესურსების შეფასების.

10 ესაქ რეალიზაციის (MC) — განვითარების გზა.

თუ ევროპულ ასტროლოგიაში ადამიანის პირად სისტემას დაბადების დროს გამსაზღვრავს მზე ,თუ სად იმპყოფებოდა ის,

დედამიწის მზის კალენდარი მოქმედებას იწყებს მზის საათით, რომლების უძველესს სისტემას დღესაც მოყვებიან და დღესაც იმართება მათთან ხალხის მხრიდან ზეიმი პირველი მზის სხივის.

კუსპიდამდე ჯერ კიდევ არის 13 მარტი, რლმელიც — მზისა და სატურნის შეერთებას გვაჩვენებს . ეს არის "გამოცდის დრო", სადაც სინათლე ხვდება რეალობას და ჩვენ ადამიანებს გვიჩნდება კითხვები
• რატომ ვარ აქ?

• რა უნდა დასრულდეს საბოლოოდ?

• რომელ სტიქიას მაძლევს დედამიწის კალენდარი და როგორ უნდა გავიაზრო ეს?

მანამდე კი
რა ხდება ხვალიდან?

12 მარტიდან
ვიწყებთ ციკლს, სადაც ყოველდღე განვიხილავთ 5 სტიქიის (მიწა, მეტალი, წყალი, ხე, ცეცხლი) ენერგიებს., რომლებსაც ჩინური ვარსკვლავური ზოდიაქალური კალენდარი დაგვეხმარება გავიგოთ და გავიგებთ, რატომ გვიბრუნდება ერთი და იგივე პრობლემები და როგორ გამოვიყენოთ ჩვენი პირადი ნუმეროლოგიური გასაღები მათ გასააზრებლად და გამოსაყენებლად და არა სარწმუნოებად.

რელიგიას ნუ აურევთ მასში.
რელიგია რწმენაა
ვარსკვლავური ცოდნა კი ჰერმეტიზმია , ინფირნაციაა, რომელსაც ან გამოიყებებთ ან არა, ეს თქვენი არჩევანია,ჩემი კი როგორც ასტროლოგის და ნუმეროლოგის სულიერი ხედვაა დავეხმარო ადამიანებს ინფორმაციით.

💥დაფიქრდით და დაწერეთ კომენტარებში:

შენი ცხოვრების რომელ ეტაპზე ხარ ახლა?

• დასაწყისს გრძნობთ
თუ პირიქით რაღაცის დასრულებას?

თუ გაურკვევლობას?

თუ მუდმივ ძიების სურვილს

✨ თუ გსურთ გაიგოთ თქვენი პირადი ციური სტრუქტურა და რომელი სტიქია მართავს თქვენს ბედს — მომწერეთ პირად შეტყობინებაში ინდივიდუალური ანალიზისთვის.

#შენიკოსმიურისივრცე
#5სტიქია
#დღისენერგია
#ნუმეროლოგია
#მზისკალენდარი
#კოსმიურიენერგია
#დროისციკლები
#ჩინურიკალენდარი
#ცნობიერიარაცნობიერიქვეცნობიერიეენერგიათქვენსსამყატოში.
#ტაროსნუმეროლოგიისსწავლა.
#ევროპულიდაეგვიპტურიასტროლოგია.

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ვართ ადამიანები ასე განსხვავებულები?რატომ არის ერთი ადამიანი მშვიდი და ღრმა,  როგორც წყალი…...
11/03/2026

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ ვართ ადამიანები ასე განსხვავებულები?

რატომ არის ერთი ადამიანი მშვიდი და ღრმა, როგორც წყალი…
მეორე სწრაფი და მოქმედი — როგორც ცეცხლი…
მესამე მტკიცე და სტაბილური — როგორც მიწა…

ჩინური სიბრძნის მიხედვით, თითოეულ ჩვენგანში მოქმედებს 5 სტიქიის ენერგია:

• მიწა
• მეტალი
• წყალი
• ხე
• ცეცხლი

ეს ენერგიები მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს
ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს ხასიათზე, გადაწყვეტილებებზე, ურთიერთობებზე და ცხოვრების გზაზე.

როდესაც ადამიანი გაიგებს:
რომელი ენერგია აქვს ძლიერი
და რომელი აკლია იწყებს საკუთარი თავის უფრო ღრმად გაგებას.

• რატომ იღლება ზოგჯერ ადამიანებისგან
• რატომ იზიდავს კონკრეტული ტიპის ადამიანები

• რატომ მოდის ცხოვრებაში გარკვეული პერიოდები

ამ გვერდზე ნელ-ნელა გავხსნით ამ ცოდნას:

✨ როგორ გავიგოთ საკუთარი სტიქია
✨ რას გვაძლევს კოსმიური ნუმეროლოგია
✨ როგორ მოქმედებს ეს ენერგიები ჩვენს ცხოვრებაში

ეს არის გზა საკუთარი თავის შეცნობისკენ.

და ყველაფერი იწყება ერთი პატარა კითხვით:

რომელი სტიქია ხარ შენ?

დაწერე კომენტარებში შენი დაბადების თარიღი და გავიგებთ ერთად.

#შენიკოსმიურისივრცე
#5სტიქია
#დღისენერგია
#ნუმეროლოგია
#მზისკალენდარი
#კოსმიურიენერგია
#დროისციკლები
#ჩინურიკალენდარი
#ცნობიერიარაცნობიერიქვეცნობიერიეენერგიათქვენსსამყატოში.
#ტაროსნუმეროლოგიისსწავლა.
#ევროპულიდაეგვიპტურიასტროლოგია.

Address

Ortachala
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შენი კოსმიური სივრცე .Your Cosmic Space posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share