ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი ფუნქციონირებს „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტში,“ რომელიც საქართველო-კავკასიის მასშტაბით ევროპაში აკრედიტებული ერთადერთი ფსიქოთერაპიის სასწავლო ინსტიტუტია. მისი პროგრამა და დიპლომი აღიარებულია გეშტალტ თერაპიაში ევროპის სააკრედიტაციო ორგანოს „ევროპის გეშტალტ თერაპევთა ასოციაციის (EAGT) მიერ.
ინსტიტუტის EAGT აკრედიტაცია გულისხმობსმისი სასწავლო პროგრამის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას და დიპლომის ევროპულ სტანდარტს. "ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრში“ მხოლოდ ევროპული ცენზის მფლობელი კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ. ისინი ფსიქოთერაპია -ფსიქოკონსულტირების სფეროში უმაღლესი ხარისხის პროფესიული სერვისით უზრუნველყოფენ ინდივიდებს, ორგანიზაციებს, ჯგუფებს, წყვილებს, ოჯახებს, მშობლებს, ბავშვებს და მოზარდებს.
თანამედროვე გეშტალტ თერაპიის მეთოდიკის გამოყენებით და ეთიკის პრინციპების მკაცრად დაცვით „ეროვნულ გეშტალტ ცენტრის“ სპეციალისტები ადამიანებს დახმარებას უწევენ: პრობლემების მოგვარებაში, ფსიქოლოგიური ტრავმების, ფსიქო-სომატური სიმპტომების დაძლევაში, სტრესგამძლეობის გამომუშავებაში, კარიერული წარმატებების და კეთილდღეობის მიღწევაში, კონფლიქტების რეგულაციაში, საკუთარი ნიჭის, შესაძლებლობების გამოვლენასა და პიროვნულ ზრდაში; ხელს უწყობენ მშობლებს შვილების აღზრდაში, ბავშვებს და მოზარდებს – თანატოლებთან ურთიერთობაში, სწავლაში, პროფესიის არჩევაში, სირთულეების გადალახვის უნარის გამომუშავებაში.
ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი წარმატებით მუშაობს:
შფოთვითი აშლილობების,
პანიკური შეტევების,
ფობიების (შიშების),
დეპრესიული მდგომარეობების,
აკვიატებული აზრებისა და რიტუალური ქცევების,
პირადი, ოჯახური თუ სამსახურეობრივი პრობლემებისა და კონფლიქტების,
ფსიქოლოგიური ტრავმების დაძლევაზე;
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების,
მშობელთა და მასწავლებელთა კონსულტირების,
კონფლიქტების რეგულირების,
ორგანიზაციული კონსულტირების მიმართულებით.
ფსიქოლოგიის და ფსიქოთრაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი ატარებს:
ინდივიდუალურ ფსიქოლოგიური კონსულტაციებს,
ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას,
ტრენინგებს,
კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს.
ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ თანამშრმლობს
ინდივიდებთან,
კომპანიებთან,
სკოლებთან,
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან,
მედიასთან.
სერვისის მიღება შესაძლებელია ადგილზე მისვლით ან/და ონლაინ.