Gestalt Play Therapy Georgia

  • Home
  • Gestalt Play Therapy Georgia

Gestalt Play Therapy Georgia Gestalt Play Therapy Georgia (GPTG) is V. Oaklander Gestalt Play Therapy Institute in Georgia.

✨️️ 30, 31 მარტს, ჩვენი, ინსტიტუტის სტუდენტები, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ვაიოლეტ ოკლანდერის უშუალო მოსწავლეს, მის პროფ...
04/04/2025

✨️️ 30, 31 მარტს, ჩვენი, ინსტიტუტის სტუდენტები, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ვაიოლეტ ოკლანდერის უშუალო მოსწავლეს, მის პროფესიულ მემკვიდრეს და ცოდნის გამავრცელებელს, ლინ სტადლერს Lynn Stadler შეხვდნენ ✨️

მადლობა, ლინს, საოცრად ნაყოფიერი სასწავლო და სუპერვიზიული შეხვედრისთვის - ცოდნის და გამოცდილების უხვად გაზიარებისთვის, მეგობრობისთვის.
🙏✨️✨️

მადლობა, ალენა ვავროვას, Alena Vávrová მასპინძლობისთვის, გულშემატკივრობისთვის, მეგობრობისთვის - ინსტიტუტის
- Gestalt Play Therapy Georgia დაარსების დღიდან, ჩვენი წარმატების ხელშეწყობისთვის✨️







❣️

03/04/2025

🎉🎉 გაცნობებთ, რომ ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში ახალი მ ე ე ქ ვ ს ე ნაკადის მიღება დაიწყო სასწავლო პროგრამაზე „გეშტალტ თამაშით თერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან“.

✅ თუ გსურს, რომ გახდე ბავშვთა და მოზარდთა კვალიფიციური გეშტალტ თამაშით თერაპევტი, დარეგისტრირდი ბმულზე: https://forms.gle/VyZxjY45tJveGGh47
✨ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამისა და მიღების პროცედურის შესახებ 👇
https://www.facebook.com/share/18mADLhYgB/

Send a message to learn more

✨️გილოცავთ შობა-ახალ წელს!✨️ სიხარულის, სიყვარულის, სიკეთის მომტანი ყოფილიყოს 2025 წელი, თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვი...
07/01/2025

✨️გილოცავთ შობა-ახალ წელს!✨️ სიხარულის, სიყვარულის, სიკეთის მომტანი ყოფილიყოს 2025 წელი, თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!🌲🤍🤍🤍✨️

🔊🔊 ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ზრდასრულთა გეშტალტთე...
12/07/2024

🔊🔊 ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ზრდასრულთა გეშტალტთერაპევტებს, ვისაც სურს ოკლანდერის მოდელის შესწავლა და ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობის დაწყება ანდა მათთან უფრო ეფექტურად და ეთიკურად მუშაობა.

💎 ზრდასრულთა გეშტალტთერაპევტებისთვის ბავშვებთან ანდა მოზარდებთან გეშტალტთერაპიის სპეციალიზაციის 1 წლიანი პროგრამა შექმნილია „ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტ თამაშით თერაპიის“ ორწლიანი სასწავლო პროგრამის საფუძველზე. თავად „ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტ თამაშით თერაპიის“ ორწლიანი სასწავლო პროგრამა კი შექმნილია ვაიოლეტ ოკლანდერის ფონდისა და თავად ვ. ოკლანდერის, ასევე ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) და მისი დამფუძნებლის, ფელისია ქეროლის, აღიარებითა და მხარდაჭერით. პროგრამის სუპერვიზორია ფელისია ქეროლი, ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპევტი.

⭕ სპეციალიზაციის 1 წლიანი პროგრამა განკუთვნილია EAGT აკრედიტებულ გეშტალტ თერაპევტებისა და დამამთავრებელი კურსის პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტებისთვის.

🎯 სპეციალიზაციის 1 წლიანი პროგრამის მიზანია, ზრდასრულთა გეშტალტთერაპევტებს მისცეს ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიული მიდგომის სიღრმისეული შესწავლისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.

📜პროგრამა შედგება 10 მოდულისგან და თითოეული მოდული მოიცავს როგორც ოკლანდერის მოდელის ფუნდამენტური პრინციპების მიმოხილვას, ასევე გამოცდილებით სწავლის ექსპერიმენტირების პროცესს და ჯგუფური სუპერვიზიის შეხვედრებს. მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად, ცოდნის პრაქტიკულად გამოცდის შესაძლებლობაც აქვთ. დიდაქტიკურ და სუპერვიზიის სემინარებს გაუძღვებიან საერთაშორისო ცენზის, ამერიკული ან/და ევროპული აკრედიტაციის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტები სხვადასხვა ქვეყნებიდან (საქართველო, ჩეხეთი, ბულგარეთი, იტალია, აშშ).

‼️ პროგრამის მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატების შერჩევა ხდება წინასწარი გასაუბრებით.

🎁პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩვენი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ოკლანდერის მოდელის სხვადასხვა ტრენინგებს (Advanced Trainings) სპეც. ფასდაკლებით დაესწრონ.

➡️ პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპევტის დიპლომს და აწარმოებენ ბავშვებთან გეშტალტთერაპიულ მუშაობას ჩვენი ინსტიტუტის ქართველი, ამერიკელი ანდა ევროპელი სუპერვიზორების დაკვირვების ქვეშ; ექნებათ დასაქმების ფართო პერსპექტივა. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ვაიოლეტ ოკლანდერის ფონდისა და ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) აკრედიტაციის პროცესში და მიიღონ გეშტალტ თამაშით თერაპევტის ამერიკული აკრედიტაცია.

✅ სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს:
https://forms.gle/c8jFrgaZSGbC93cF6

✅ სარეგისტრაციო ფორმის შევსების პარალელურად, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, თქვენი CV / რეზუმე გამოაგზავნოთ ინსტიტუტის მეილზე: gptgeorgia@gmail.com

✅ რეგისტრირებულ კანდიდატებთან გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და გასაუბრებები. შემდგომი ეტაპია შერჩეული კანდიდატების პროგრამაზე მიღების ოფიციალური რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება (პროგრამაზე რეგისტრაციის საფასურია 100 ევრო).

🔔 სასწავლო პროცესი 2025 წლის იანვრიდან დაიწყება და დეკემბერში დასრულდება!

💸 სპეციალიზაციის პროგრამის სრული საფასურია 2000 ევროს ექვივალენტი ლარში (გადახდა შესაძლებელია 10 ნაწილად);

📲დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
მობ: 599 74 44 40, 599 05 08 41

🌿♥️გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!🌿✨️✨️ სიკეთეს, სიხარულს, მშვიდობას გისურვებთ!🌿
05/05/2024

🌿♥️გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!🌿✨️✨️ სიკეთეს, სიხარულს, მშვიდობას გისურვებთ!🌿

🎉 20-22 აპრილს, ვ. ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში ჩატარდა „გეშტალტ თამაშით თერაპია ბავშვებთან ...
21/04/2024

🎉 20-22 აპრილს, ვ. ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში ჩატარდა „გეშტალტ თამაშით თერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან“ სასწავლო პროგრამის მეოთხე მოდულის, სამდღიანი ტრენინგი
🌟„ემოციური იდენტიფიკაცია და გამოხატვა - ბრაზთან მუშაობა“ 🌟
💎 ვულოცავთ ინსტიტუტის 4️⃣ ნაკადს ვაიოლეტ ოკლანდერის ჯადოსნურ სამყაროში საოცარი მოგზაურობის წარმატებით გაგრძელებას და მადლობას ვუხდით მზიკო დალაქიშვილს და სვეტა მიშევა ალექსოვას მეგზურობისთვის!
✨ მადლობა ტრენინგის თითოეულ მონაწილეს საოცრად ღია, მიმღებელი ველის შექმნისა და პროცესში აქტიური ჩართულობისთვის 🙏💗
💫მადლობა ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრ, კარავს, კარავი • Karavi და ტატა ბაზღაძეს, მასპინძლობისთვის და თანამშრომლობისთვის 🙏🙏🤍🤍

🎉 20-22 ოქტომბერს ვ. ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში ჩატარდა „გეშტალტ თამაშით თერაპია ბავშვებთა...
27/10/2023

🎉 20-22 ოქტომბერს ვ. ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში ჩატარდა „გეშტალტ თამაშით თერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან“ სასწავლო პროგრამის 1️⃣ მოდულის სამდღიანი ტრენინგი 🌟 „გეშტალტ თამაშით თერაპიის ფუნდამენტური პრინციპები“ 🌟
💎 ვულოცავთ ინსტიტუტის 4️⃣ ნაკადს ვაიოლეტ ოკლანდერის ჯადოსნურ სამყაროში საოცარი მოგზაურობის დაწყებას და მადლობას ვუხდით მაგდა მაჭავარიანს მეგზურობისთვის! 💫
✨ მადლობა ტრენინგის თითოეულ მონაწილეს საოცრად ღია, მიმღებელი ველის შექმნისა და პროცესში აქტიური ჩართულობისთვის 🙏💗

💜ვაიოლეტ ოკლანდერის წიგნი "ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ" ხელახლა გაყიდვაშია 💜https://m.facebook.com/story.php?story_fbid=...
05/07/2023

💜ვაიოლეტ ოკლანდერის წიგნი "ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ" ხელახლა გაყიდვაშია 💜

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=682819670527762&id=100063992045601&mibextid=Nif5oz

📣 ვაიოლეტ ოკლენდერის „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ახალი ტირაჟი უკვე ხელმისაწვდომია!

📘 ვაიოლეტ ოკლანდერის „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია, რაც კი ამ დარგში დაწერილა – საოცარი გულწრფელობითა და სიყვარულით არის განმსჭვალული წიგნში ყოველი სიტყვა. ნაშრომი პასუხს სცემს უამრავ საჭირბოროტო კითხვას: როგორ გავუგოთ და მოვექცეთ ბავშვებს; როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვმა დაძლიოს პრობლემები და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნას; რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოსახვასა და ფანტაზიას, ემოციების ამოცნობასა და სახელდებას; აღქმის სისტემის განვითარებასა და თამაშს, პრობლემების ვერბალიზაციასა და თვითობის გააზრებას ბავშვებში. ვიმედოვნებ, ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნი გახდება როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, ასევე მშობლებისა და პედაგოგებისთვის.

👤 მარინა კაჭარავა | ადიქციის კვლევისა და კონსულტირების ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი

👥 წიგნი ინგლისურიდან თარგმნეს მარიამ და ნინო ქაჯაიებმა

🔹 პროექტის ავტორი და რედაქტორი მზიკო დალაქიშვილი

#ვაიოლეტოკლანდერი
#ფანჯრებიჩვენიბავშვებისკენ

🌐 ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში მიმდინარეობს ახალი IV ნაკადის მიღება სასწავლო პროგრამ...
23/06/2023

🌐 ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტში მიმდინარეობს ახალი IV ნაკადის მიღება სასწავლო პროგრამაზე „გეშტალტ თამაშით თერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან“.

‼ ჯგუფში დარჩენილია 3 ადგილი, იჩქარეთ ‼

📑 სასწავლო პროგრამის მეოთხე ნაკადზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს:
https://forms.gle/VyZxjY45tJveGGh47

🔊 სარეგისტრაციო ფორმის შევსების პარალელურად, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, თქვენი CV / რეზუმე გამოაგზავნოთ ინსტიტუტის მეილზე: gptgeorgia@gmail.com

🎯 შემდგომი ეტაპია საინფორმაციო შეხვედრა, გასაუბრება, შერჩეული კანდიდატების პროგრამაზე მიღების ოფიციალური რეგისტრაცია და ხელშეკრულებების გაფორმება (პროგრამაზე რეგისტრაციის საფასურია 100 ევრო).

📅 მეოთხე ნაკადის სასწავლო პროცესი 2023 წლის ოქტომბრიდან დაიწყება!

💸 ორწლიანი პროგრამის სრული საფასურია 3000 ევროს ექვივალენტი ლარში (გადახდა შესაძლებელია 10 ან 20 ნაწილად).

💎 ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ 👇
🌟 ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი გაძლევთ საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით უნიკალურ შესაძლობლობას, ჩაერთოთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიის ორწილიან სასწავლო პროგრამაში და გახდეთ კვალიფიციური ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტები!
🌟 პროგრამა შექმნილია ვაიოლეტ ოკლანდერის ფონდისა და თავად ვ. ოკლანდერის, ასევე ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) და მისი დამფუძნებლის, ფელისია ქეროლის, აღიარებითა და მხარდაჭერით.
🌟 პროგრამის სუპერვიზორია ფელისია ქეროლი, ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპევტი.
🌟 სემინარებს უძღვებიან საერთაშორისო ცენზის, ამერიკული ან/და ევროპული აკრედიტაციის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტები სხვადასხვა ქვეყნებიდან (ჩეხეთი, ურუგვაი, ბულგარეთი, იტალია, აშშ, საქართველო). სწავლების ენა ინგლისური, ქართულად თარგმნით.
🌟 პროგრამის მიზანია, მონაწილეებს მისცეს ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიული მიდგომის სიღრმისეული შესწავლისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.
🌟 თითოეული სემინარი მოიცავს როგორც გეშტალტთეორიის ფუნდამენტური პრინციპების მიმოხილვას, ასევე გამოცდილებით სწავლების ექსპერიმენტირების პროცესს.
🌟 მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად, ცოდნის პრაქტიკულად გამოცდის შესაძლებლობაც აქვთ.
🌟 პროგრამის მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატების შერჩევა ხდება წინასწარი გასაუბრებით.
🌟 პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპევტის დიპლომს და აწარმოებენ ბავშვებთან გეშტალტთერაპიულ მუშაობას ჩვენი ინსტიტუტის სუპერვიზორების დაკვირვების ქვეშ; ექნებათ დასაქმების ფართო პერსპექტივა.
🌟 გარდა ამისა, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ვაიოლეტ ოკლანდერის ფონდისა და ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) აკრედიტაციის პროცესში და მიიღონ ამერიკული აკრედიტაცია.
🌟 ვ. ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულები უკვე წარმატებით არიან დასაქმებული სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ ცენტრებსა და კლინიკებში, როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
📱 მობ: 599 74 44 40, 599 05 08 41

„გეშტალტ თამაშით თერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან“ სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის ფორმა

🔔ექსკლუზიური შესაძლებლობა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტებისთვის!‼️ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალთ თამაშით თერაპ...
21/05/2023

🔔ექსკლუზიური შესაძლებლობა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტებისთვის!

‼️ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალთ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას დაესწროთ ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის ვარსკვლავის, ფელისია კაროლის, სემინარს. სემინარზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს!

✨სირცხვილი, დანაშაულის განცდა, ინტროექტები და თვითზრუნვა.

⭕️„გეშტალტთერაპია ბავშვებთან და მოზარდებთან“ პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგებისთვის, ასევე, ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის, ტარდება ონლაინ ვორქშოფი/სემინარი, რომელსაც წარუძღვება ამერიკელი ბავშვთა, მოზარდთა და ოჯახის ფსიქოთერაპევტი, გეშტალტის მიმართულებით, კალიფორნიის “West Coast Institut”-ის დირექტორი და დამფუძნებელი - ფელისია კაროლი.

⭕️ფელისიას ღვაწლი დიდია ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიაში, გეშტალტთერაპიისა და ნეირობიოლოგიის ურთიერთკავშირისა და კლინიკური განვითარების თვალსაზრისით.

⭕️ფელისია კაროლი Gestalt Play Therapy Georgia - ს ტრენერებისა და მიმდინარე პროგრამის სუპერვიზორია.

⭕️ფელისია კაროლის ორდღიან ლექცია/სემინარზე დასწრება, ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის არის შესაძლებელი.

⭕️ვორქშოფზე დასწრებით, გაეცნობით, თუ როგორ მუშაობს გეშტალტთერაპია სირცხვილთან და რა კავშირშია სირცხვილი ბრაზის ემოციასთან. სემინარზე დეტალურად იქნება განხილული, თუ რა განსხვავებაა სირცხვილსა და დანაშაულის განცდას შორის; შეძლებთ ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში სირცხვილის წარმოშობის იდენტიფიცირებას და მასთან გეშტალტთერაპიული მუშაობის სტრატეგიების დაგეგმვა/გახორციელებას.

⭕️სამუშაო ენა - ინგლისური
სემინარს სინქრონში თარგმნიან - გეშტალთტერაპევტები - მზიკო დალაქიშვილი და მაგდა მაჭავარიანი.

⭕️სამუშაო დღეები 3-4 ივნისი
სამუშაო საათები 3 ივნისი - 19:00სთ-12:30სთ.
4 ივნისი - 19:00სთ-12:30სთ.
⭕️სემინარის ღირებულება - 250 ევრო

ფელისია კაროლის შესახებ სრულ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე: https://www.westcoastinstitute.us/

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 599744440: 599050841

🎉ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი დიდ მადლობას უხდის ფრანს მეულმესტერს Frans Meulmeester ...
08/05/2023

🎉ვაიოლეტ ოკლანდერის სახელობის გეშტალტ თამაშით თერაპიის ინსტიტუტი დიდ მადლობას უხდის ფრანს მეულმესტერს Frans Meulmeester თანამშრომლობისა და სამი საოცარი თერაპიული დღისთვის!

🎉ფრანსი 2023 წლიდან ჩვენი ინსტიტუტის მოწვეული ტრენერია. ამჟამად, ის ინსტიტუტის მეორე და მესამე ნაკადის სტუდენტების ჯგუფურ ფსიქოთერაპიულ შეხვედრებს წარუძღვა.

🌎ფრანსი ჰოლანდიელი გეშტალტთერაპევტი, ტრენერი და სუპერვიზორია, არაერთი საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელი და მაღალი რანგის პროფესიონალია, მრავალწლიანი გამოცდილებითა და საოცარი მხარდაჭერის უნარით.

🙏მადლობა მას ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, თანამშრომლობისა და საოცრად გამამდიდრებელი სასწავლო თუ, თერაპიული დღეებისთვის!

🕊️მთელი ჩვენი გუნდი და სტუდენტები, მოუთმენლად ველოდებით ჩვენს მომდევნო შეხვედრას!

🌐 გაცნობებთ, რომ 2023 წლის 2-4 ივნისს გაიმართება ვ. ოკლანდერის ფონდის საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია.📃 კონფერენციის დეტ...
04/05/2023

🌐 გაცნობებთ, რომ 2023 წლის 2-4 ივნისს გაიმართება ვ. ოკლანდერის ფონდის საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია.
📃 კონფერენციის დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხ. ბმულზე:

The Violet Solomon Oaklander Foundation (VSOF) is pleased to announce its next International Conference June 2-4, 2023. There will be three half-days of online presentations for global engagement. VSOF Conference – Online Register Today! Each day of the conference will offer four online sessions 9...

Address


Telephone

+995599744440

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gestalt Play Therapy Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Gestalt Play Therapy Georgia:

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram