09/05/2024
აფთიაქის ისტორია 👩🏻⚕️💉♥️
მეფე აიეტის დროს კოლხეთში სამკურნალო მცენარეთა ბაღები იყო გაშენებული. მცენარეთა საიდუმლო თვისებებს იცნობდა აიეტის მეუღლე - ჰეკატე და ასევე მისი ქალიშვილი მედეა.
ჩვენს ქვეყანაში აფთიაქის ცნებას დიდი ხნის ისტორია აქვს და ის უნიკალური ციხე-ქალაქების - ვარძიისა და უფლისციხის სახელს უკავშირდება.
ვარძიის "წამლის სასახლეში",სულ 221 ე.წ თახჩაა (იგივე კარადა).
სააფთიაქო ჭურჭლის სახელწოდებანი კი ამ დროს ასეთია: ჯამი,ჭიქის ჭურჭელი,კოჭობი - თიხის ქოთანი,საწური,ქვის ქოთანი,თანგირა (სპილენძის ქვაბი),როდინი და სხვა. არსებობდა წამლის ფორმების ნაირსახეობაც: აბი,ფხვნილები,სალბუნი (მალამო),ყურსი (ტაბლეტი),მაჯუმი (სხვადასხვა სახის ნარევი რთული წამლის ფორმა),თრიაყი (შხამსაწინააღმდეგო საშუალება მოწამვლის დროს),მათბუხი (გამზადებული ნახარში) და ა.შ.
სად და როდის გაიხსნა საქართველოში პირველი აფთიაქი,დღეს ძნელი სათქმელია, ზუსტი თარიღი ისტორიკოსებს ჯერჯერობით არ დაუდგენიათ.თუმცა,ამბობენ,რომ თბილისში პირველი აფთიაქი 1740 წელს კათოლიკე მისიონერებმა გახსნეს და მას დედაქალაქელებმა „წამალთხანა“ უწოდეს. 1805-1806 წლებში კი თბილისში სახაზინო აფთიაქიც გაიხსნა.
სხვა ცნობების მიხედვით,ჩვენს დედაქალაქში პირველი აფთიაქი 1829 წლის 6 მაისს გახსნილა,რომელსაც რამდენჯერმე შეუცვლია მისამართი და საბოლოოდ ლეონიძის ქუჩაზე დაუდია ბინა.
რაც შეეხება სიტყვა „აფთიაქის" ეტიმოლოგიას,ის XI საუკუნის ათონის ივერთა მონასტრის წერილობით წყაროში იხსენიება. გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში „ცხოვრებაი იოვანესი და ექვთიმესი" ვკითხულობთ: „აპოთიკი და ბოსტანი და წისქვილნი კელარისა საურავნი იყვნეს".
ეს „აპოთიკი" კი იგივეა, რაც ლათინური სიტყვა Apotheka - „აფთიაქი”