პერსონალიზებული მედიცინა

  • Home
  • პერსონალიზებული მედიცინა

პერსონალიზებული მედიცინა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from პერსონალიზებული მედიცინა, Medical and health, .

🧪 რატომ უნდა ჩაიტაროთ CGP კვლევა ჩვენს ლაბორატორიაში?  📚აქამდე, ბევრი ვისაუბრეთ იმ საკითხზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სი...
12/07/2023

🧪 რატომ უნდა ჩაიტაროთ CGP კვლევა ჩვენს ლაბორატორიაში?

📚აქამდე, ბევრი ვისაუბრეთ იმ საკითხზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სიმსივნესთან ბრძოლაში სწორი მკურნალობის მეთოდის შერჩევა.

🎯 კონკრეტულ მომენტში, მკურნალობის კურსის სწორად შერჩევაში, სწორედ რომ CGP კველვა გვეხმარება, რომელის ჩატარებაც ჩვენს ლაბორატორიაში შეუძლია ონკო-პაციენტს. რას გთავაზობთ პათოლოგიის კვლევითი ცენტრი?

↔️ რეპორტის/პასუხის დამუშავება ექსპერტულ დონეზე: საბოლოო პასუხი პაციენტამდე გადის რამდენიმე ეტაპიან პროცესს: პირველი არის აპარატულ დამუშავება NGS მეთოდით. შემდეგ ხდება კომპიუტერულად მონაცემთა დამუშავება და ბოლოს მონაცემთა დამუშავება უცხოელი ექსპერტების შეფასებით. ეს ეტაპები იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ექიმი და პაციენტი საბოლოოდ ისეთ პასუხს იღებს, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია კონკრეტული პაციენტისთვის ყველაზე ოპტიმალური სამკურნალო გეგმის შერჩევასთან.

⏳პასუხს პაციენტი მიიღებს საშუალოდ სამი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საკვლევი მასალა გაიგზავნება ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაივლის ზემოთხსენებულ დამუშავების ეტაპებს.

💉 ტესტი ტარდება როგორც ქსოვილოვან, ასევე სისხლის ნიმუშების მეშვეობით. მნიშვნელოვანია ორივე მეთოდის არჩევანის ქონა, რადგან არიან პაციენტები რომლებიც ბიოფსიას ვერ იტარებენ და მათთვის სისხლის ანალიზი რეკომენდირებულია და ჩვენს ლაბორატორიაში ხელმისაწვდომია.
ანალიზის პასუხს მოყვება დამატებითი მარკერები. დამატებითი მარკერები მაგ PDL (ქსოვილოვანი მასალის შემთხვევაში), MSI, TMB, LOH საკვერცხის კიბოს შემთხვევაში და HRD პროსტატის კიბოს შემთხვევაში.

📧 ონლაინ პლატფორმით თქვენს მკურნალ ექიმს შეეძლება გაიაროს უცხოელ ექსპერტთან კონსულტაცია. ტესტს ასევე მოყვება დამატებითი სერვისი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ექიმს შეუძლია დაარეგისტრიროს პაციენტის ისტორია და მიღბული შედეგი ონლაინ პლატფორმაზე, რომელზეც უმოკლეს დროში საერთაშორისო ექსპერტისგან მიიღებს რეკომენდაციას შემდგომ სამკურნალო გეგმასთან დაკავშირებით.

🩺 რატომ არის უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაცია მნიშვნელოვანი? მოლეკულურ გენეტიკური ტესტების შედეგების ინტერპრეტაცია არის საკმაოდ რთული დავალება, საჭიროებს ექსპერტიზას და ღრმა ცოდნას ამ მიმართულებაში, რათა მოხდეს მიღებული მონაცემების საფუძველზე სწორი გადაწყვეტილების მიღება, ამიტომაც საკმაოდ დიდი დახმარებაა მკურნალი ექიმისთვის დამატებითი სერვისი არსებობა, მიიღოს რეკმენდაციები საერთაშორისო ექსპერტისგან.

📩 დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით, ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებებში:

☎️ 577 93 77 39

🚨 3 რამ რაც ყველა ონკოპაციენტმა უნდა იცოდეს:🧫 1. სიმსივნის 4 სტადია და მათი მნიშვნელობა: ყველას გვსმენია, რომ არსებობს ს...
27/05/2023

🚨 3 რამ რაც ყველა ონკოპაციენტმა უნდა იცოდეს:

🧫 1. სიმსივნის 4 სტადია და მათი მნიშვნელობა: ყველას გვსმენია, რომ არსებობს სიმსივნის სტადიები, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს სტადიების ეს დეფინიცია, ამიტომ გადავწყვიტეთ, განვმარტოთ, თითოეული მათგანი:

⚪️ სტადია I: კიბო ლოკალიზებულია მცირე ფართობზე და არ ვრცელდება ლიმფურ კვანძებზე ან სხვა ქსოვილებზე.

⚪️ სტადია II: კიბო გაიზარდა, მაგრამ არ გავრცელდა.

⚪️ სტადია III: კიბო გაიზარდა და შესაძლოა გავრცელდეს ლიმფურ კვანძებსა ან სხვა ქსოვილებში.

⚪️ სტადია IV: კიბო გავრცელდა თქვენი სხეულის სხვა ორგანოებსა თუ უბნებზე. ამ სტადიას ასევე მოიხსენიებენ, როგორც მეტასტაზურ სიმსივნეს.

💊 2. სიმსივნის მკურნალობის მეთოდები: დღეს, ძალიან ბევრ პაციენტს ჰგონია, რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, სიმსივნესთან ბრძოლაში: ქიმიოთერაპია. რეალურად, არსებობს სიმსივნის მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი, ქიმიოთერაპიის გარდა:

რადიაციული თერაპია, ქირურგიული ჩარევა, ჰორმონული თერაპია, იმუნოთერაპია, თარგეთული თერაპია.

🔬 3. CGP მიდგომა გვეხმარება მკურნალობის მეთოდის დადგენაში:

როგორ უნდა შეირჩეს, მკურნალი ექიმის მიერ, რა მეთოდი იქნება ონკოპაციენტისთვის ყველაზე ეფექტური? ტრადიციულად, ექიმი ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, სქესს, ფიზიკურ მდგომარეობას, სიმსივნის ფორმასა და სტადიას, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა დაავადების შეფასება CGP (კომპლექსური გენომური პროფილირება) მეთოდით, რომელიც ჩენი ლაბორატორიის შემთხვევაში გულისხმობს პაციენტის გამოკვლევას ახალი თაობის სექვენირების, ანუ NGS-ის საუკეთესო ხელსაწყოებით და მიღებული მონაცემების შეფასებას საერთაშორისო ექსპერტულ დონეზე, რაც თავის მხრივ გვაახლოებს მეტად ეფექტურ გამოსავალთან. ეს ანალიზი გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი მკურნალობის მეთოდი იქნება ყველაზე ოპტიმალური კონკრეტული პაციენტისთვის, რადგან ყველა დიაგნოზი და პაციენტი ინდივიდუალურია, მკურნალ ექიმს სჭირდება ამ ტესტისგან მიღებული ინფორმაცია, რათა სწორად წარმართოს მკურნალობის პროცესი.

🔔 თუ გაინტერესებთ, რას მოიცავს და როგორ ტარდება CGP კვლევა, დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.

NGS ტესტირება თუ CGP ?📚 როგორც უკვე ვიცით,  #ცოდნაიარაღია! ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, რა განსხვავებაა და რა საერთო აქვთ...
18/05/2023

NGS ტესტირება თუ CGP ?

📚 როგორც უკვე ვიცით, #ცოდნაიარაღია! ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, რა განსხვავებაა და რა საერთო აქვთ NGS ტესტირებასა და CGP (Comprehensive genomic profiling) -ის შორის?

🧬 რეალურად, NGS ტესტირება არის CGP-ის ნაწილი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევისწავლოთ დნმ-ის და რნმ-ის სექვენირება - ეს პროცესი ეხმარება ონკოპაციენტს იცოდეს, ზუსტად რა დიაგნოზთან აქვს საქმე.

🎯 CGP არის მიდგომა, რომელიც იყენებს ერთ ანალიზს (NGS ტესტირებას) ასობით გენის შესაფასებლად, მათ შორის შესაბამისი კიბოს ბიომარკერების ჩათვლით, როგორც დადგენილია გაიდლაინებში და კლინიკურ კვლევებში, თერაპიის ხელმძღვანელობისთვის.

🧪 თუ NGS ტესტირება გვეხმარება კონკრეტული პასუხების მიღებაში, მაშინ CGP უკვე მოიცავს მიღებული პასუხების “გაშიფრვას” და შეფასებას, რათა თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეძლოს თქვენზე მორგებული მკურნალობის კურსი შეადგინოს.

თუ გაინტერესებთ, რატომ უნდა ჩაიტაროთ CGP კომპლექსური გენომური პროფილირება ჩვენს ლაბორატორიაში, დაგვიკავშირდით:

☎️ 577 93 77 39

🧬 ბიოფსიური მასალის ტიპები და რა გვჭირდება NGS/CGP ტესტის ჩასატარებლად?🔬 ბიოფსია სამედიცინო პროცედურაა, რომელიც სხეულიდა...
20/04/2023

🧬 ბიოფსიური მასალის ტიპები და რა გვჭირდება NGS/CGP ტესტის ჩასატარებლად?

🔬 ბიოფსია სამედიცინო პროცედურაა, რომელიც სხეულიდან მცირე ნიმუშის აღებას გულისხმობს და შესაძლებელს ხდის მის გამოკვლევას ლაბორატორიულად. ბიოფსიით მიღებული ნიმუში შესაძლოა იყოს როგორც ქსოვილოვანი, ასევე სითხის სახით.

❔როგორი ტიპის ნიმუშები გვჭირდება NGS/CGP ტესტისთვის?
ქსოვილოვანი ბიოფსია:

🧬კომპლექსური გენომური პროფილირება (CGP) შესაძლებელია ჩატარდეს ბიოფსიის საშუალებით მიღებულ ქსოვილოვან მასალაზე. ეს პროცესი წარმოადგენს ინვაზიურს და აუცილებლად უნდა განხორციელდეს ჰოსპიტალში.

🧫 ქსოვილზე დაფუძნებული კომპლექსური გენომური პროფილირება წარმოადგენს სტანდარტს, თუმცა არსებობენ პაციენტები, რომლებიც ვერ იტარებენ ქსოვილოვან ბიოფსიას, რადგან მათი ზოგადი მდგომარეობა შეუთავსებელია პროცედურასთან, სიმსივნური წარმონაქმნი რთულად მისადგომ ადგილას მდებარეობს ან მიღებული ქსოვილოვანი მასალა არ არის საკმარისი გამოკვლევისთვის. ასეთ დროს შესაძლებელია თხევადი ბიოფსია გახდეს ალტერნატივა.

💉 თხევადი ბიოფსია:

ბევრად უფრო მარტივი, სწრაფი და მინიმალურად ინვაზიური პროცედურაა, საჭიროებს მხოლოდ სისხლის აღებას. კიბოს უჯრედების უმრავლესობა დნმ-ს (DNA) გამოყოფს სისხლში, რაც უფრო მეტ პაციენტს აძლევს შანსს ჩაიტაროს კომპლექსური გენომური პროფილირება. თხევადი ბიოფსია დღითიდღე უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შორსწასული კიბოს მქონე პაციენტების პერსონალიზებული სამკურნალო გადაწყვეტილების მიღებისთვის.


ℹ️ პაციენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება საკმაოდ მნიშნელოვანია, ჩვენი რუბრიკაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი, NGS/CGP ტესტის შესახებ, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში:

☎️ 577 93 77 39

📚 #ცოდნაიარაღია.

📰 ბოლო 10 წლის განმავლობაში კიბოთი სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი განაგრძობს შემცირებას.👩‍🔬 მკვლევარებმა მთელი მსოფლი...
06/04/2023

📰 ბოლო 10 წლის განმავლობაში კიბოთი სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი განაგრძობს შემცირებას.

👩‍🔬 მკვლევარებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიაღწიეს მნიშვნელოვან წინსვლას უფრო რთული დეტალების შესწავლაში: თუ როგორ უნდა მოხდეს კიბოს პრევენცია, დიაგნოსტირება, მკურნალობა და გადარჩენა.

🏆 კიბოს კვლევის მოწინავე ადგილს იკავებს იმუნოთერაპიის მიმართულებით მიღწეული წარმატება და პერსონალიზებული მედიცინის მზარდი როლი.

🩺 პერსონალიზებული მედიცინა გვეხმარება, რომ კიბოს მკურნალობის „ერთი ზომა ერგება ყველას“ მიდგომა შევცვალოთ ისე, რომ ექიმებმა შეძლონ პაციენტებს შეურჩიონ მათი დაავადებისთვის სამკურნალო ყველაზე მეტად ეფექტური თერაპიული საშუალებები. მკურნალობის მიდგომის ცვლილება დაფუძნებულია კონკრეტული ინდივიდის სპეციფიკური დაავადების დეტალური გენეტიკური ინფორმაციის შესწავლაზე.

🧬 იმ მიღწევებით, რაც გვეხმარება გენების უფრო სწრაფად განსაზღვრაში (სექვენირებაში), პერსონალიზებული მედიცინის გამოყენება უფრო ხელმისაწვდომია და მეტ როლს იკავებს პაციენტების მკურნალობაში

⏱ არ გადადო, აუცილებლად გაესაუბრე შენს ექიმს NGS (ახალი თაობის სექვენირება) კვლევის ჩატარების საჭიროებასთან დაკავშირებით და მიიღე ცოდნა, რომელიც ძალიან ძლიერი იარაღი იქნება სიმსივნესთან ბრძოლის წინააღმდეგ. მოგვწერე პირადი შეტყობინება და ჩვენ დაგეხმარებით მიიღო ამომწურავი ინფორმაცია NGS კვლევის და მისი ჩატარების პროცედურის შესახებ.
დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

☎️ 577 93 77 39

📚 #ცოდნაიარაღია

❔ რა არის NGS (ახალი თაობის სექვენირება) და CGP (კომპლექსური გენური პროფილირება)?✅ კომპლექსური გენური პროფილირება (CGP) ...
31/03/2023

❔ რა არის NGS (ახალი თაობის სექვენირება) და CGP (კომპლექსური გენური პროფილირება)?
✅ კომპლექსური გენური პროფილირება (CGP) არის სიმსივნის ტესტირების მეთოდი, რომელიც ეფუძნება ახალი თაობის გენური სექვენირების(NGS) ტექნოლოგიას. მისი საშუალებით, სიმსივნურ დე-ენ-ემში (DNA) და ერ-ენ-ემში (RNA) ხდება კიბოს განმაპირობებელი მუტაციების აღმოჩენა, რაც ექიმს საშუალებას აძლევს პაციენტს შეურჩიოს კონკრეტულად მასზე მორგებული ინდივიდუალური მკურნალობის სქემა. პაციენტის მართვის ამგვარ მიდგომას ეწოდება პერსონალიზებული მედიცინა, რადგან იგი დაკავშირებულია პაციენტის უნიკალური გენეტიკური კოდის შესწავლასა და მასზე მორგებული თერაპიის შერჩევასთან. კომპლექსური გენური პროფილირება შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტიპის სოლიდური სიმსივნის დროს (მაგ. ფილტვის კიბო, ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო და ა.შ.)
❔ რას მოიცავს NGS/CGP ტესტირების პროცედურა?
✅ პირველ ეტაპზე ყველაზი დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს მკურნალ ექიმთან ერთად NGS/CGP ტესტის ჩატარების საჭიროების განხილვას. ამიტომაც აუცილებელია, რომ დასვათ რაც შეიძლება მეტი შეკითხვა: რა არის NGS/CGP ტესტი? დამეხმარება თუ არა იგი ჩემი სამომავლო მკურნალობის განსაზღვრაში?
როგორც კი გადაწყვეტთ, რომ არსებული ეტაპისთვის ტესტის ჩატარება თქვენთვის სასარგებლო იქნება, საჭირო გახდება ლაბორატორიისთვის სისმსივნის ქსოვილოვანი მასალის (ბიოფსიური მასალის) მიწოდება ან სისხლის ნიმუშის აღება. ნიმუშის ტიპის შერჩევაც აგრეთვე თქვენი კონკრეტული შემთხვევის მიხედვით უნდა მოხდეს. ლაბორატორია შემდეგ უზრუნველყოფს თქვენი ნიმუშის დამუშავებასა და შედეგების მოწოდებას.
❔ რა ინფორმაცია შეიძლება მიიღოს პაციენტმა და ექიმმა ტესტის შედეგებით?
✅ NGS/CGP ტესტის მეშვეობით პაციენტსა და ექიმს ეძლევათ საშუალება:
▪️ აღმოჩენილი მუტაციებისა და ბიომერკერების საფუძველზე შეარჩიოთ დამტკიცებული მიზანმიმართული (თარგეთული) ან იმუნოთერაპიული პრეპარატები, რომლებიც შესაძლოა დაგეხმაროთ თქვენი დაავადების ეფექტურად მართვაში.
▪️ გამორიცხოთ სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა არ იმუშაოს თქვენი დაავადების სამკურნალოდ.

📚 #ცოდნაიარაღია

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებებში, ან დაგვირეკოთ ნომერზე: 577 93 77 39

🎯თარგეთული, იგივე მიზანმიმართული თერაპია თუ ქიმიოთერაპია? ☣️🧬️როგორც უკვე ვიცით, ყველა დიაგნოზი ისეთივე ინდივიდუალურია, ...
20/03/2023

🎯თარგეთული, იგივე მიზანმიმართული თერაპია თუ ქიმიოთერაპია? ☣️

🧬️როგორც უკვე ვიცით, ყველა დიაგნოზი ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თავად პაციენტი და მისი გენეტიკური აგებულება. სამწუხაროდ, მკურნალობის მეთოდი, ხშირ შემთხვევაში, დიაგნოზზეა მორგებული და არა - პაციენტის ინდივიდუალურ ჩვენებაზე.

💉NGS (შემდეგი თაობის სექვენირება) კვლევის დახმარებით, მკურნალ ექიმს უჩნდება შესაძლებლობა დაგეგმოს სტრატეგია, რომელიც მომართულია კონკრეტულ პაციენტზე და არა - დიაგნოზზე.

💊თარგეთული თერაპია აფერხებს სიმსივნის ზრდას სპეციფიკური მოლეკულების გზით. მაშინ, როცა სტანდარტული ქიმიოთერაპია ზემოქმედებს როგორც სიმსივნურ, ასევე ჯანმრთელ სწრაფად გამრავლებად უჯრედებზე, თარგეთული თერაპიის სამიზნეს ხშირ შემთხვევებში წარმოადგენენ მხოლოდ სიმსივნური უჯრედები.

☣️რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქიმიოთერაპიას შედეგი არ აქვს, უბრალოდ ზოგი პაციენტისთვის შეიძლება არსებობდეს მკურნალობის უფრო ოპტიმალური, მიზანმიმართული მეთოდი, რაც საკმაოდ ზრდის რემისიის შესაძლებლობას.

🦸‍♀️რაც უფრო მეტი იცის პაციენტმა და მკურნალმა ექიმმა დიაგნოზის შესახებ, მით უფრო წარმატებული იქნება მათი ერთობლივი ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ:

⏱არ გადადო, აუცილებლად გაესაუბრე შენს ექიმს NGS კვლევის ჩატარების საჭიროებასთან დაკავშირებით და მიიღე ცოდნა, რომელიც ძალიან ძლიერი იარაღი იქნება სიმსივნესთან ბრძოლის წინააღმდეგ. მოგვწერე პირადი შეტყობინება და ჩვენ დაგეხმარებით მიიღო ამომწურავი ინფორმაცია NGS კვლევის და მისი ჩატარების პროცედურის შესახებ.
დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

☎️ 577 93 77 39

📚 #ცოდნაიარაღია

🗣კითხვა, რომელიც ყველა ონკო-პაციენტმა უნდა დაუსვას მკურნალ ექიმს:❔რა არის NGS ტესტირება და როგორ დამეხმარება მისი შედეგე...
05/03/2023

🗣კითხვა, რომელიც ყველა ონკო-პაციენტმა უნდა დაუსვას მკურნალ ექიმს:
❔რა არის NGS ტესტირება და როგორ დამეხმარება მისი შედეგები?
🧬შემდეგი თაობის სექვენირება (NGS) არის კვლევა, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ უფრო სრული ინფორმაცია თქვენი დიაგნოზის შესახებ. სიმსივნე ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ყოველი ცალკემდგომი ადამიანის გენეტიკური წყობა.
🔬როგორც ვიცით, სიმსივნის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგრამ ის ყველა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. NGS კვლევის დახმარებით, თქვენს ექიმს შეეძლება მკურნალობის ისე წარმართვა, რომ წერტილოვანი დარტყმა მიაყენოთ სიმსივნურ უჯრედებს.
🎯სამედიცინო სფეროში, ამ მეთოდს“თარგეთული, მიზანმიმართული თერაპიის” სახელით ვიცნობთ, სწორედ ეს იქნება ჩვენი რუბრიკის შემდეგი საკითხი. გამოგვყევი და მოიმარაგე იარაღი, ცოდნის სახით, სიმსივნის წინააღმდეგ.

📚 #ცოდნაიარაღია

სიმსივნეს იწვევს _____ ❔🧬 რეალურად, ამ წინადადებას მხოლოდ ერთი სწორი დასასრული აქვს: სიმსივნის გამომწვევი მიზეზი არის უჯ...
26/02/2023

სიმსივნეს იწვევს _____ ❔

🧬 რეალურად, ამ წინადადებას მხოლოდ ერთი სწორი დასასრული აქვს: სიმსივნის გამომწვევი მიზეზი არის უჯრედების უკონტროლო დაყოფა, რომელსაც წინ უძღვის ცვლილებები გენომში ( გენომი - განმარტება: ადამიანის გენეტიკური კოდი)

🥼 ექიმები მეტ ყურადღებას აქცევენ ჩვენს გენომში ცვლილებებს, ვიდრე გასულ ათწლეულში. როგორც აღმოჩნდა, სიმსივნე იმდენად ინდივიდუალური დაავადებაა, რამდენად ინდივიდუალურიც თავად ადამიანის ორგანიზმია. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმსივნის უჯრედის გენეტიკურ დონეზე შესწავლის მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რათა ექიმმა და პაციენტმა სწორად წარმართონ მკურნალობის კურსი. Ამაში კი ახალი თაობის სექვენირების (NGS) ტესტები გვეხმარება.

🧫 რა არის NGS კვლევა და კომპლექსური გენური პროფილირება?

კომპლექსური გენური პროფილირება არის სიმსივნის ტესტირების მეთოდი, რომელიც ეფუძნება ახალი თაობის გენური სექვენირების (NGS) ტექნოლოგიას. მისი საშუალებით, სიმსივნურ დე-ენ-ემში ხდება კიბოს განმაპირობებელი მუტაციების აღმოჩენა, რაც ექიმს საშუალებას აძლევს პაციენტს შეურჩიოს მასზე მორგებული ინდივიდუალური მკურნალობის სქემა. კომპლექსური გენური პროფილირება შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტიპის სოლიდური სიმსივნის დროს (მაგ. ფილტვის კიბო, ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო და ა.შ.).

🛡️ თუ გაინტერესებთ, როგორ შეუძლია NGS კვლევას წვლილი შეიტანოს თქვენი ან თქვენი ახლობლის გამოჯანმრთელებაში - დაგვიკავშირდით : 577 937 739

#ცოდნაიარაღია 📚

🧑‍🤝‍🧑ერთი დიაგნოზი, სხვადასხვა მკურნალობის მეთოდი: რატომ არ მოქმედებს ტრადიციული მკურნალობის კურსი ყველა პაციენტზე ერთნა...
22/02/2023

🧑‍🤝‍🧑ერთი დიაგნოზი, სხვადასხვა მკურნალობის მეთოდი: რატომ არ მოქმედებს ტრადიციული მკურნალობის კურსი ყველა პაციენტზე ერთნაირად?
🧬 სიმსივნე, ან კიბო, არის დე-ენ-ემში მუტაციებით გამოწვეული დაავადება. ამ ერთი კრებითი სახელის ქვეშ, იკრიბება მრავალი დაავადება, რომლისგანაც დაზღვეული, სამწუხაროდ, არავინ არ არის.
🏥 დიაგნოზის დასმისას, შეიძლება პაციენტ A-ს და პაციენტ B-ს ანამნეზი ჰქონდეთ იდენტური. საინტერესოა, რომ მკურნალობის ერთი მეთოდი, ორივე პაციენტზე ერთნაირად ვერ იმოქმედებს.
😷 რატომ ხდება ასე? რა განაპირობებს მკურნალობის წარმატებას პაციენტებში და არის თუ არა საკმარისი მხოლოდ სიმსივნის დადგენა იმისთვის, რომ სწორად წარიმართოს მკურნალობა?
🛡️ პერსონალიზებული მედიცინის გვერდი იწყებს ყოველკვირეულ სერიას, რომლის განმავლობაშიც ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის ერთგვარი იარაღი გახდება სიმსივნესთან ბრძოლის არსენალში.

#ცოდნაიარაღია 📚

21/04/2022

👉🏻 TV Pirveli News • ტვ პირველი მედიაკონკურსის “ფილტვის კიბოზე პერსონალიზებული გამარჯვება” შესახებ.

მითია ❎ ფილტვის კიბოს პრევენცია და მისი განვითარების რისკის შემცირების გზა არ არსებობს. რეალობა ✅ ფილტვის კიბოს განვითარ...
19/04/2022

მითია ❎ ფილტვის კიბოს პრევენცია და მისი განვითარების რისკის შემცირების გზა არ არსებობს.

რეალობა ✅ ფილტვის კიბოს განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია, მაგალითად, თუკი ხარ მწეველი და წყვეტ თამბაქოს მოხმარებას, ამგვარად შენ ამცირებ ფილტვის კიბოს განვითარების რისკს, კვლევების თანახმად ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების 80-90% მწეველია, ხოლო თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის უპირატესობები ძალიან მალე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ფილტვების მუშაობა. მავნე ჩვევის გადალახვიდან 10 წლის შემდეგ, 50%-ით იკლებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკი.

🎯 ფილტვის კიბოზე პერსონალიზებული გამარჯვება
#ფილტვისკიბო
#პერსონალიზებულიმედიცინა

Address


Telephone

+995577937739

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პერსონალიზებული მედიცინა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to პერსონალიზებული მედიცინა:

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram