Day One • დღე პირველი

  • Home
  • Day One • დღე პირველი

Day One • დღე პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ეხმარება თამაშდამოკიდებულ ადამიანებს ჯანმრთელი ცხოვრების დაწყებაში.

სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ეხმარება თამაშდამოკიდებულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს. ჩვენი მიზანია თამაშდამოკიდებულების პრევენცია, რეაბილიტაციის სერვისების უზრუნველყოფა და ცნობიერების ამაღლება აზარტული თამაშების ნეგატიური გავლენის შესახებ.

22 მაისს, დღე პირველმა უმასპინძლა მნიშვნელოვან შეხვედრას. ➡️ მას ესწრებოდნენ როგორც მთავრობის, ისე არასამთავრობო სექტორი...
24/05/2025

22 მაისს, დღე პირველმა უმასპინძლა მნიშვნელოვან შეხვედრას.

➡️ მას ესწრებოდნენ როგორც მთავრობის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ჩვენ ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, ჟურნალ „ლანცეტის“ კომისიისა და გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად, განვიხილეთ საქართველოში თამაშდამოკიდებულების მდგომარეობა.

🔹ასევე, გაიცა კონკრეტული რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბების შესახებ.

13/05/2025

🔷 თავისუფლება იწყება მაშინ, როცა გამოჯანმრთელება სწორი მიდგომებითა და შინაგანი ცვლილებებით იწყება

09/05/2025

➡️ რას გულისხმობს აღიარება და რა როლს თამაშობს ის გამოჯანმრთელების პროცესში?

06/05/2025

თამაშდამოკიდებულება, როგორც სიმპტომი და თამაშდამოკიდებულება, როგორც ფსიქიკური დაავადება

რა არის ამ ორს შორის განმასხვავებელი ❔ და როგორ მივიდეთ გამოჯანმრთელებამდე ➡️

02/05/2025

ფსიქიკა არის ჩვენი შინაგანი, უხილავი სივრცე, სადაც ყალიბდება ფიქრები, ემოციები და ქცევები.

➡️ როცა ეს უნიკალური სივრცე გადატვირთულია, ადამიანი ცდილობს რეალობიდან გაქცევას, მათ შორის თამაშის მეშვეობითაც.

29/04/2025

"რა არის ჩემი ღირებულებები?" - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ცალსახად უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავთან პასუხი.

ღირებულებები განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში - არა ის, რასაც სხვები მოითხოვენ, არამედ ის, რასაც თავად ვაფასებთ და რის მიხედვითაც გვსურს ცხოვრება.

⚠️ თუ ადამიანი კარგავს კავშირს საკუთარ ღირებულებებთან, მის ცხოვრებას შემთხვევითი სურვილები და მავნე ჩვევები მართავს, მათ შორის თამაშდამოკიდებულებაც.

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხშირად ჩვენ გვგონია, რომ შემთხვევითობას ვაკონტროლებთ - სწორედ ეს ილუზია გვიბიძგე...
29/04/2025

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხშირად ჩვენ გვგონია, რომ შემთხვევითობას ვაკონტროლებთ - სწორედ ეს ილუზია გვიბიძგებს მეტი რისკისკენ.

👇გაიგე, როგორ მოქმედებს თამაში ტვინზე და როდის გადადის გართობა პრობლემაში

რისკისა და თამაშის ფსიქოლოგია: რატომ ვეძებთ ემოციებს, როგორ მოქმედებს ჩვენზე სოციალური გარემო?

25/04/2025

🔵 რა განსხვავებაა “მინდა”-სა და “უნდა”-ს შორის და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ორი ცნების გარჩევა?

ოდესმე გიფიქრიათ, სად გადის ზღვარი გართობასა და დამოკიდებულებას შორის? 📌 ეს სტატია გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას თამაშდა...
23/04/2025

ოდესმე გიფიქრიათ, სად გადის ზღვარი გართობასა და დამოკიდებულებას შორის?

📌 ეს სტატია გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას თამაშდამოკიდებულების ნიშნების, მისი გავლენის და მასთან გამკლავების გზების შესახებ.

როგორ მოქმედებს თამაშდამოკიდებულება ფსიქიკაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე და რა გზები არსებობს პრობლემის დასაძლევა...

22/04/2025

🔹 რა არის თავისუფლება და როგორ ვაღწევთ მას?

თავისუფლება ნიშნავს შინაგან მდგომარეობას, სადაც ჩვენი ქცევები და გადაწყვეტილებები გამომდინარეობს არა შიშიდან, დანაშაულის გრძნობიდან ან სხვისგან მიღებული გავლენიდან, არამედ საკუთარი ცნობიერი არჩევანიდან.

🔹 თუმცა, თავისუფლებას საფუძვლად უდევს პასუხისმგებლობა.

მხოლოდ მაშინ, როცა ვაღიარებთ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას პრობლემებში - მათ შორის, თამაშდამოკიდებულებაში, მაშინ ვიწყებთ გზას ნამდვილ, შინაგან თავისუფლებამდე.

18/04/2025

🔹 რა ნიშნავს პასუხისმგებლობა და რატომ იწყება ნამდვილი ცვლილება სწორედ მისგან?

პასუხისმგებლობა არის უნარი და მზაობა, ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქცევები, გადაწყვეტილებები და მათი შედეგები ჩვენივე არჩევანზეა დამოკიდებული.

ეს ნიშნავს მოლოდინისგან გათავისუფლებას, რომ ვიღაც მოგვხედავს, გამოგვასწორებს ან გვიშველის, და ამით საკუთარ თავში ვიპოვოთ ცვლილების ძალას.

🎯 პასუხისმგებლობის აღება არის პირველ ნაბიჯი ზრდისკენ — მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება თამაშდამოკიდებულებასა და მისგან განთავისუფლებას.

15/04/2025

📢 რა კავშირშია ეგო თამაშდამოკიდებულებასთან?

თამაშდამოკიდებულება იწვევს ეგოს დაზიანებას, რაც ვლინდება თვითშეფასების დაცემაში, დანაშაულის მუდმივ შეგრძნებასა და შინაგან სიცარიელეში.

⚠️ ადამიანი, რომელიც თამაშზე დამოკიდებული ხდება, ნელ-ნელა კარგავს საკუთარ იდენტობას, რაც ამძაფრებს შინაგან ტკივილს და ამძაფრებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when Day One • დღე პირველი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share