ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze Clinic

  • Home
  • ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze Clinic

„ხოზრევანიძის კლინიკა“ მულტიპროფილური, ბავშვთა და მოზრდილთა ასაკის პაციენტებზე ორიენტირებული სამედიცინო ცენტრია. კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, კომფორტული პალატებითა და საოპერაციო ბლოკებით. კლინიკა მუშაობს ხარისხის კონტროლის თანამედროვე ინდიკატორების გათვალისწინებით.

კლინიკის ისტორია

“ხოზრევანიძის კლინიკა” 2015 წელს დაარსდა. თავდაპირველად, კლინიკის ძირითადი მიმართულება ო

ტორინოლარინგოლოგია იყო, აღნიშნული სპეციალიზაციით, პირველად საქართველოში, ჩვენს კლინიკაში დაინერგა თანამედროვე, ე.წ ცივი პლაზმის (კობლაცია) მეთოდით ოტორინოლარინგოლოგიური ოპერაციები.

📅 20, 21 და 22 აგვისტოს კონსულტაციებს ჩაატარებს👩‍⚕️ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ელენე კაკაბაძე📞 დეტალური ინფორმაციის მისაღებად ...
14/08/2025

📅 20, 21 და 22 აგვისტოს კონსულტაციებს ჩაატარებს
👩‍⚕️ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ელენე კაკაბაძე

📞 დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0422 22 71 71

#ალერგოლოგია #იმუნოლოგია #ელენეკაკაბაძე #ხოზრევანიძისკლინიკა

📢 16  აგვისტოს კონსულტაციებს ჩაატარებს👨⚕ მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კარდიოქირურგი - მიხეილ მეტრეველი✍ ექიმთან ვიზიტის...
12/08/2025

📢 16 აგვისტოს კონსულტაციებს ჩაატარებს

👨⚕ მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კარდიოქირურგი - მიხეილ მეტრეველი

✍ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 0422 22 71 71

🌐 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ჩვენი ვებ-გვერდის
საშუალებით http://khozrevanidze.ge/booking2

ℹ ქ.ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის 81

📣16 აგვისტოს, კონსულტაციებს ჩაატარებს მოწვეული სპეციალისტი:👩🏻‍⚕ ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი - ბაია ბალანჩივაძე, ბარიატრიული...
06/08/2025

📣16 აგვისტოს, კონსულტაციებს ჩაატარებს მოწვეული სპეციალისტი:

👩🏻‍⚕ ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი - ბაია ბალანჩივაძე, ბარიატრიული ქირურგიის პროფესორ, კობა სახეჩიძის გუნდის წევრი.

✔️ფსიქოლოგიაში 12 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.

✍ ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 0422 22 71 71

🌐 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ჩვენი ვებ-გვერდის
საშუალებით http://khozrevanidze.ge/booking2

ℹ ქ.ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის 81

📣 ბარიატრიული ქირურგიის მოსამზადებელი კვლევები სრულიად უფასოდ!🔵 17 აგვისტოს მოწვეული ბარიატრიული ქირურგი, პროფესორი კობა...
05/08/2025

📣 ბარიატრიული ქირურგიის მოსამზადებელი კვლევები სრულიად უფასოდ!

🔵 17 აგვისტოს მოწვეული ბარიატრიული ქირურგი, პროფესორი კობა სახეჩიძე და მისი გუნდი ჩაატარებენ კონსულტაციებს

📌 ჩვენი სერვისი მოიცავს:
🔹 წინასაოპერაციო ეტაპს – პაციენტის ინდივიდუალურ შეფასებას, საჭირო კვლევებს და ოპერაციის დეტალურ დაგეგმვას
🔹 ოპერაციას – თანამედროვე ლაპარასკოპიული ტექნოლოგიებით, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ეფექტურად
🔹 პოსტოპერაციულ მონიტორინგსა და რეაბილიტაციას – მუდმივი მხარდაჭერა და კონსულტაციები სრულ გამოჯანმრთელებამდე

✅ ოპერაციების ტიპები:
🔹 კუჭის ვერტიკალური სახელოსებრი რეზექცია (Sleeve gastrectomy) – ლაპარასკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაცია, რომელიც ამცირებს კუჭის ზომას და ამცირებს მადას.
🔹 მინი ბაიპასი (Mini Gastric Bypass) – ლაპარასკოპიული ოპერაცია, რომელიც ამცირებს საკვების შეწოვას და ხელს უწყობს წონის ეფექტურ კლებას.
🔹 Roux-en-Y ბაიპასი – კლასიკური კუჭის შუნტირების ოპერაცია, რომელსაც მაღალი ეფექტურობა და სტაბილური გრძელვადიანი შედეგები ახასიათებს.
🔹 განმეორებითი ბარიატრიული ქირურგია – სირთულის მქონე შემთხვევებისთვის, როდესაც წინა ოპერაციამ ვერ უზრუნველყო სასურველი შედეგი ან წონა კვლავ გაიზარდა.

📞 დაგეგმე ვიზიტი ან გაიგე მეტი
დაგვიკავშირდი ნომერზე: 0422 22 71 71
დაჯავშნე ვიზიტი ონლაინ: khozrevanidze.ge/booking2
📍 ქ. ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის ქ. N81

31/07/2025

🔬 დიაგნოსტიკის სიზუსტე იწყება ტექნოლოგიით – 640 შრიანი CT სკანერი ხოზრევანიძის კლინიკაში!

რატომ არის ეს აპარატი განსაკუთრებული და რატომ უნდა აირჩიოთ სწორედ ჩვენი კლინიკა?

📌 მთავარი უპირატესობები:

🔹 640 შრიანი სკანირება – წარმოუდგენლად მაღალი რეზოლუცია და დეტალიზაცია ნებისმიერ განლაგებაში (axial, sagittal, coronal).
🔹 გულის გამოკვლევა ნებისმიერ განზომილებაში– ზუსტი და სწრაფი სკანირება არითმიის მქონე პაციენტებისთვისაც კი.
🔹 4D ფუნქციური გამოსახულება – არა მხოლოდ ორგანოს სტრუქტურა, არამედ ფუნქცია, სისხლის მიმოქცევა და მოძრაობის დინამიკა.
🔹 ერთ ბრუნვაში მთელი ორგანოს გამოსახვა – 16 სმ სიგანის დაფარვა, რაც შესაძლებელს ხდის თავის ტვინის, გულისა და სხვა ორგანოების ერთ ბრუნვაში დეტალურ ვიზუალიზაციას.
🔹 დასხივების მინიმალური დოზა – უსაფრთხოა ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და ხშირი კონტროლისთვის.

რისთვის გამოიყენება:

🔸 ონკოლოგია -
- სიმსივნის დიაგნოსტიკა და კონტროლი (განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების გამოსავლენად)
- დაბალდოზიანი გულმკერდის და მუცლის ღრუს ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი
🔸 ნევროლოგია – ინსულტი, თავის ტვინის სიმსივნეები, სისხლჩაქცევები
🔸 კარდიოლოგია – სტენოზები, კარდიომიოპათია, კორონაროგრაფია, ანომალიები
🔸 ტრავმატოლოგია – ძვლოვანი დაზიანებები
🔸 ანგიოლოგია - სისხლძარღვის პათოლიგიების გამოვლენა და სტენოზის შემთხვევაში, ზუსტი ხარისხის განსაზღვრა

✍ დიაგნოსტიკაზე ჩასაწერად ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 0422 22 71 71
🌐 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ჩვენი ვებ-გვერდის
საშუალებით http://khozrevanidze.ge/booking2

🏢ხოზრევანიძის კლინიკაში შაბათ-კვირას ხელმისაწვდომი სერვისებია:🔹კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)🔹ექოსკოპია🔹რენტგენი🔹ლაბორატორ...
25/07/2025

🏢ხოზრევანიძის კლინიკაში შაბათ-კვირას ხელმისაწვდომი სერვისებია:

🔹კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
🔹ექოსკოპია
🔹რენტგენი
🔹ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
🔹პედიატრია
🔹ოტორინოლარინგოლოგია
🔹ოფთალმოლოგია
🔹ენდოკრინოლოგია
🔹გასტროენტეროლოგია
🔹გინეკოლოგია
🔹თერაპია
🔹კარდიოლოგია

შაბათ-კვირის სამუშაო განრიგი:
🕥 09:30 - 17:00

✍ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 0422 22 71 71

 #ჩვენიექიმებიჩვენს გუნდს შემოუერთდა ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი 👩‍⚕️ დიანა ვერძაძერა დროს უნდა მიმართოთ...
23/07/2025

#ჩვენიექიმები

ჩვენს გუნდს შემოუერთდა ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

👩‍⚕️ დიანა ვერძაძე

რა დროს უნდა მიმართოთ ფსიქიატრს❓

ფსიქიატრთან კონსულტაცია რეკომენდებულია, თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:

➡️მუდმივი შფოთვა ან პანიკის შეტევები: თუ ხშირად გრძნობთ შფოთვას უმიზეზოდ, გაქვთ მოულოდნელი პანიკის შეტევები, კუნთების დაჭიმულობა, სუნთქვის გაძნელება ან ძლიერი შიში.

➡️სოციალური სიტუაციების აცილება: თუ გიჭირთ საზოგადოებაში ყოფნა, თავს არიდებთ სახლიდან გასვლას ან ხალხმრავალ ადგილებს.

➡️ჯანმრთელობაზე გადაჭარბებული ფიქრი: თუ მუდმივად ღელავთ ჯანმრთელობაზე და გაქვთ სხვადასხვა დაავადებების გაუცნობიერებელი შიში.

➡️ემოციების სამართავად არაჯანსაღი გზები: თუ ემოციური მდგომარეობის გასაკონტროლებლად მიმართავთ კვებას, ნივთიერებებს (მაგალითად, ალკოჰოლს) ან სხვა არაჯანსაღ ქცევებს.

➡️ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, აპათია: თუ გაქვთ ძილის პრობლემები, ხართ მუდმივად გაღიზიანებული, აპათიური ან გრძნობთ, რომ "აღარ ხართ ის, ვინც იყავით".

➡️ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე მოქმედი ცვლილებები: თუ შეამჩნიეთ ქცევითი, კოგნიტური ან ემოციური ცვლილებები, რომლებიც ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში, ურთიერთობებში ან სამსახურში/სწავლაში.

✔️ფსიქიატრი დეტალური გასაუბრების შემდეგ შეაფასებს თქვენს სიმპტომებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და შეიმუშავებს ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტებს, ფსიქოთერაპიას ან მათ კომბინაციას.

✨ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. დროული კონსულტაცია საგრძნობლად ზრდის წარმატებული რეაბილიტაციის შანსს.

✍ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე

☎ 0422 22 71 71

🌐 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ჩვენი ვებ-გვერდის
საშუალებით http://khozrevanidze.ge/booking2

☀ რატომ იცვლება არტერიული წნევა ზაფხულში? – რას უნდა ველოდოთ და როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის სიცხე გავლენას ახდენს მთელი...
21/07/2025

☀ რატომ იცვლება არტერიული წნევა ზაფხულში? – რას უნდა ველოდოთ და როგორ დავიცვათ თავი

ზაფხულის სიცხე გავლენას ახდენს მთელი ორგანიზმის მუშაობაზე, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

თუ გაწუხებთ მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ მოქმედებს სიცხე თქვენს ჯანმრთელობაზე.

📌 რა გავლენას ახდენს სიცხე წნევაზე?

🩸 სისხლძარღვების გაფართოება – სიცხის დროს ორგანიზმი ცდილობს გაგრილებას, შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და წნევა შეიძლება დაეცეს.
❤ გულისცემა აჩქარებულია – მაღალი ტემპერატურა აჩქარებს პულსს, რაც წნევაზე დამატებით ზეწოლას ახდენს.
💊 მედიკამენტების მოქმედება იცვლება – სიცხეში სხეული წყალსა და მარილებს სწრაფად კარგავს ოფლით, რაც გავლენას ახდენს მედიკამენტის შეწოვასა და ეფექტურობაზე.

⚠ შედეგი:
– წნევის უეცარი ვარდნა ან მომატება
– სისუსტე, თავბრუსხვევა, არითმია
– საჭიროების შემთხვევაში – გადაუდებელი დახმარება

🩺 როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში წნევის მერყეობისგან?

✅ რეგულარულად აკონტროლეთ წნევა – განსაკუთრებით დილასა და საღამოს
✅ დალიეთ საკმარისი წყალი – ორგანიზმის გაუწყლოვანება ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა
✅ მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებში ყოფნას დღის პიკზე (12:00 – 17:00)
✅ არ მიიღოთ მედიკამენტები თვითნებურად, კონსულტაციის გარეშე
✅ არ გამოტოვოთ კვება – დაბალი გლუკოზა დამატებით აუარესებს მდგომარეობას

📍 კონსულტაცია აუცილებელია თუ:
– წნევა არასტაბილურია
– იყენებთ რამდენიმე მედიკამენტს ერთად
– გაქვთ თანმდევი ქრონიკული დაავადებები (დიაბეტი, თირკმლის დაავადება და სხვ.)

✍ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 0422 22 71 71

🌐 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ჩვენი ვებ-გვერდის
საშუალებით http://khozrevanidze.ge/booking2

ℹ ქ.ბათუმი, გიორგი ბრწყინავალის 81

#ხოზრევანიძისკლინიკა #არტერიულიწნევა #ჯანმრთელობა #გულისმოვლა

📌 26 ივლისს, კონსულტაციებს ჩაატარებს მოწვეული სპეციალისტი👨‍⚕️კარდიოლოგი - გოგიტა ქათამაძე✍ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან ...
18/07/2025

📌 26 ივლისს, კონსულტაციებს ჩაატარებს მოწვეული სპეციალისტი

👨‍⚕️კარდიოლოგი - გოგიტა ქათამაძე

✍ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 0422 22 71 71

🌐 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ჩვენი ვებ-გვერდის
საშუალებით http://khozrevanidze.ge/booking2

ℹ ქ.ბათუმი, გიორგი ბრწყინავალის 81

📢 26 ივლისს, კონსულტაციებს ჩაატარებს👨‍⚕მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კარდიოქირურგი - მიხეილ მეტრეველი✍ ექიმთან ვიზიტის დ...
18/07/2025

📢 26 ივლისს, კონსულტაციებს ჩაატარებს

👨‍⚕მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კარდიოქირურგი - მიხეილ მეტრეველი

✍ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 0422 22 71 71

🌐 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ჩვენი ვებ-გვერდის
საშუალებით http://khozrevanidze.ge/booking2

ℹ ქ.ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის 81

#კარდიოქირურგი #კონსულტაცია #მიხეილმეტრეველი #თქვენიკლინიკა

✔27 ივლისს, კონსულტაციებს ჩაატარებს, მოწვეული სპეციალისტი, თოფურიას კლინიკის დამფუძნებელი, ექიმი - გრიგოლ (გრიშა) თოფური...
18/07/2025

✔27 ივლისს, კონსულტაციებს ჩაატარებს, მოწვეული სპეციალისტი, თოფურიას კლინიკის დამფუძნებელი, ექიმი - გრიგოლ (გრიშა) თოფურია.

➡კლინიკური საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

🔸ყურის დაავადებების მიკროსკოპული ქირურგია და სმენის დიაგნოსტიკა.

👉სამედიცინო ქირურგიული გამოცდილება - 1995 წლიდან

🥇კვალიფიცირებული მსოფლიოს წაყვან ოტორინოლარინგოლოგიურ კლინიკებში:
აშშ, ატლანტა-Emory University Hospital
იაპონია, ტოკიო - Yamagata University
გერმანია, დრეზდენი -Universitätsklinikum Carl Gustav Carus
რეგენსბურგი-Universitätsklinikum Regensburg

✍ ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 0422 22 71 71

🌐 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ჩვენი ვებ-გვერდის
საშუალებით http://khozrevanidze.ge/booking2

ℹ ქ.ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის 81

#ოტორინოლარინგოლოგია #ოტოქირურგია #ყურისდიაგნოსტიკა #გრიშათოფურია #ხოზრევანიძისკლინიკა

17/07/2025

🦷პირის ღრუს სრული რეაბილიტაცია ერთ ვიზიტში - ზოგადი ანესთეზიით

✨პირის ღრუს სრულ რეაბილიტაცია ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით) ეს ნიშნავს, რომ თქვენი ღიმილის ჯანმრთელობისა და ესთეტიკისთვის საჭირო ყველა პროცედურა ერთ ვიზიტში სრულდება, სრულიად უმტკივნეულოდ და სტრესის გარეშე.

რატომ ავირჩიოთ აღნიშნული მეთოდი?

➡️ეს მეთოდი იდეალურია მათთვის, ვისაც:

✔️აქვს ძლიერი სტომატოლოგიური შიში და ვერ ახერხებს სტანდარტულ მკურნალობას.
✔️აქვს ალერგია ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე, რაც სხვაგვარად მკურნალობას შეუძლებელს ხდის.
✔️აქვს დროის დეფიციტი და სურს კომპლექსური პრობლემები ერთდროულად მოაგვაროს.
✔️შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა კომფორტული მკურნალობისთვის. ესაჭიროება მრავალი ან ხანგრძლივი სტომატოლოგიური პროცედურა(მაგალითად, კარიესის მკურნალობა, კბილების ამოღება, იმპლანტაცია, ღრძილების თერაპია...)
✔️მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთაც ესაჭიროებათ კომპლექსური სტომატოლოგიური ჩარევა ტრავმის გარეშე.

როგორ მუშაობს ეს?

ჩვენი გამოცდილი სტომატოლოგებისა და ანესთეზიოლოგების გუნდი, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით, სკრუპულოზურად ასრულებს თქვენს ღიმილზე ზრუნვას.

✨თქვენ იღვიძებთ უკვე სრულყოფილი, ჯანსაღი ღიმილით!

👩‍⚕️ნათია ვერძაძე - ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი
👨‍⚕️ზურა ხალვაში - ორთოპედი, ქირურგი,იმპლანტოლოგი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 0422 22 71 71

ℹ ქ.ბათუმი, გიორგი ბრწყინვალის 81

Address


Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 10:00 - 17:00
Sunday 10:00 - 17:00

Telephone

+995422227171

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze Clinic:

  • Want your practice to be the top-listed Clinic?

Share

Our Story

“ხოზრევანიძის კლინიკა” 2015 წელს დაარსდა. თავდაპირველად, კლინიკის ძირითადი მიმართულება ოტორინოლარინგოლოგია გახლდათ, აღნიშნული სპეციალიზაციით, პირველად საქართველოში, ჩვენს კლინიკაში დაინერგა თანამედროვე, ე.წ ცივი პლაზმის (კობლაცია) მეთოდით ფართო სპექტრის ოპერაციები.

2018 წლის ნოემბერში, კლინიკა გაფართოვდა, ახლა უკვე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გახლავთ, რომელიც 40 საწოლზეა გათვლილი.

კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშთა და მოზრდილთა სტაციონარი, სადაც ხორციელდება გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, შემდეგი მიმართულებებით :