13/04/2022
🔔🔔სასიხარულო ამბავი გვაქვს თქვენთვის, მეგობრებო,
👩⚕️სულ რამდენიმე კვირაა, ჩვენი კლინიკის გუნდს ექიმი-კარდიოლოგი მარიამ ჩუბინიძე შემოუერთდა.
🤗🩺 მარიამი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ადგილობრივი ახალგაზრდა ექიმები საკუთარ რაიონში, ქალაქსა თუ სოფლად იწყებენ პრაქტიკულ საქმიანობას. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით სამწუხარო ტენდენცია გახლავთ რეგიონებში ადგილობრივი ექიმების მნიშვნელოვანი დეფიციტი.
🙏🤗 გვეამაყება და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის, კლინიკისთვის და მარიამისთვის, განვითარების, წინსვლის და ასევე, რაც მთავარია, ბოლნისელების ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
🟡 თუ გაწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა,
არითმიები...გახსოვდეთ, რომ ყოველ პარასკევს 10:00 -15:00 საათებში თქვენს მიღებას და დახმარებას შეძლებს მარიამი ჩვენს კლინიკაში.
☎️ შეგიძლიათ წინასწარ ჩაეწეროთ. ამისთვის სამუშაო საათებში დარეკეთ კლინიკის მიმღებში - 595 020221
🟢 კონსულტაციის ღირებულებაა 40 ლარი.
📚 მარიამმა განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო(მედიცინის ფაკულტეტი).
🟠 მისი სამუშაო გამოცდილება
"ჯოენის" სამედიცინო ცენტრში 2016 წლიდან იწყება და დღემდე გრძელდება.
🌏მარიამის პრაქტიკული გამოცდილება მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. მან პირველი სტაჟირება თურქეთში, ათათურქის საუნივერსიტეტი კლინიკაში გაიარა 2015 წელს. მეორედ კი- 2016 წელს ბულგარეთში, პლევენის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
✏ გარდა პრაქტიკული საქმიანობისა მარიამი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორიც გახლავთ ბიოქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით.
💛წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა მოტივირებულ და გულისხმიერ ექიმს...
🎯 კლინიკა "ტრიომედი" მდებარეობს ქ. ბოლნისში. ს.ს ორბელიანის ქ. N122.
#მთავარიაჯანმრთელობა
გაუფრთხილდით...🙏