Konstantine Kurashvili Md. / კონსტანტინე ყურაშვილი

Konstantine Kurashvili Md. / კონსტანტინე ყურაშვილი MD Neurologist, Neurophysiologist, Behavioral Neuroscience Trainer

05/12/2025
12/19/2024
12/10/2024

💬 „ვითხოვთ, ჩვენი კოლეგის, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას!“ — წერს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სოციალურ ქსელში.

📍 პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

12/06/2024
12/05/2024

ე.წ. ოპოზიციურ მედიას:

Formula • ფორმულა
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი

გუშინ მთელი დღე აშუქებდით და ყველა ახალგაზრდას ცალ-ცალკე ეკითხებოდით რას ფიქრობდნენ და საერთოდ ფიქრობდნენ და ნერვიულობდნენ თუ არა ნიკა გვარამიაზე. ბოლოს გაგინებდნენ თქვენც და გვარამიასაც, მაგრამ მაინც არ შეწყვიტეთ.

დღეს დილიდან სხვადასხვა ფორმატში ატრიალებთ ზელენსკის განცხადებას, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აქვთ ერთი ბედი და უნდა იბრძოლონ ერთად. + დაასანქცირეს ბიძინა და კალაძე, რომელიც ვეღარ გააქირავებს ბინას კიევში ))

დღის მეორე ნახევარი დაეთმო კეზერაშვილის სახლის კარის გაჭრაზე ნერვიულობას (ჯერ კიდე ვერ მიხვდით რამ გაახსენა კეზერაშვილის მისამართი ოცნებას პირველად 12 წლის შემდეგ)

საღამო დაეთმო პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას - მსახიობის, მაგრამ 1000-დან ერთის, სადაც მივიდა ყველა ცნობილი სახე, ვინც აქციაზე იდგა და დგას ყოველდღე.
პროტესტი რუსთაველზე გახდა მეორეხარისხოვანი, გადაინაცვლა პატარა ფანჯარაში ეკრანზე და აშუქებთ როგორ იბრძვიან ცნობადი სახეები დაკავებულის თავისუფლებისთვის.
უკვე თქვენ თვითონ დაიწყეთ საუბარი, მაგრამ ხვალ დამტკიცდება, რომ ეს დაკავებული არის ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრი, რომელიც ფინანსდება *კრემლისგან აღებული რუბლებით*.
ყველა ეს მსახიობი და მათი პროტესტი მოინიშნება როგორც კეზერაშვილის მიერ მართული და დაფინანსებული.

ხვალ დღის მეორე ნახევარში გააშუქებთ უკვე მოსუქებულ, ჯანზე მოსულ მიშას სასამართლოს, რომელიც ილაპარაკებს ყველაფერზე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გარდა, რისთვისაც იხდის სასჯელს.
მოუწოდებს რევოლუციისკენ აქციის მონაწილეებს და დაპირდება რომ გისოსებს გამოანგრევს და ჯაჭვს აიწყვეტს, მოსამართლე რატომღაც არასდროს შეაწყვეტინებს )) და ტვ იმედი დაუთმობს ხანგრძლივ, უწყვეტ პირდაპირ ეთერს.

საღამოს შეკრებთ მიშას ქალებს, ძველ და ახალ ნაცებს, რომლებიც გამოთვლიან და შეკრბენ არჩევნებზე აღებულ პროცენტებს დემონსტრაციულად, იტყვიან რომ ერთად არიან ღერძი, მთავარი ოპოზიციური და რეალურად ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ქვეყნის მართვა და აქვს დასავლეთის სრული მხარდაჭერა.
ღამე გააშუქებთ უგულავას და ბარამიძის ცეკვას აქციიდან, რომლებიც იტყვიან, რომ უკვე გაიმარჯვეს.

ზეგ ხალხი აღარ გამოვა და პროტესტი შეწყდება რუსთაველზე.

თქვენ თუ ოცნება არ გაფინანსებთ
და ოცნების შემოთავაზებულ სტრატეგიულ დღის წესრიგს ასეთი ენერგიით და შემართებით, თქვენივე ინიციატივით და ფინანსებით აშუქებთ და აპიარებთ უანგაროდ, უკვე 12 წელი ერთი ხელწერით დაყავხართ ერთ წრეზე, ერთი ანალიტიკოსი ან ვინმე თქვენზე ოდნავ ჭკვიანი რა გახდა..

11/30/2024

07 ნოემბერი 2007 VS 29-30 ნოემბერი 2024

იგივე ადამიანები, იგივე ფორმით, ნიღბით, ჰაბიტუსით და ვნებით ემორჩილებიან, ზედმიწევნით და გადაჭარბებითაც კი ასრულებენ ბელადის ბრძანებას
ძალადობენ ქართველ ერზე, რომელმაც ისინი და მათი ბელადი დაიქირავა და უხდის ხელფასს,
უნაწილებს ისედაც მწირი რესურსების 20%-ს იმისთვის, რომ ემსახურონ საქართველოს.

შენ, რომელმაც დაინახე, გეტკინა, გახსოვს კრებითი 7 ნოემბერი და დღეს, აქ, ახლა თავს იბრმავებ, არ იმჩნევ და “აპრავებ” არსებულ რეალობას
და შენც, ვინც დღეს გაბრაზდი, მაგრამ ამართლებ “7 ნოემბრებს”, გაქვს შანსი გაიცნო შენი თავი და გაიგო ზუსტად რამდენ ლარად ფასდება შენი მორალი, სამართლიანობის განცდა და მსოფლმხედველობა!!!

შეწყვიტეთ ერთმანეთის განკითხვა
თქვენ ბევრად მეტი გაქვთ საერთო, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რეალურად ერთმანეთის ჩრდილი, სარკისებრი ანარეკლები ხართ, უბრალოდ სხვადასხვა დროში და მოცემულობაში დაიკმაყოფილეთ საბაზისო საჭიროებები და იპოვეთ კომფორტი, ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან, რაც დაგასუსტებთ!

ახლა გაქვს შანსი გაიცნო შენი ნამდვილი “მე”, მოუხადო ბოდიში საქართველოს, ქართველ ერს და ჩაერთო ამ წინააღმდეგობაში სინანულით, გამბედაობით და გონიერებით 🤍

🇬🇪 რაც შეგეხება შენ, ვინც გაბრაზდი მაშინ და ბრაზდები დღესაც, ბრძოლის დროა! 🇬🇪

11/10/2023
11/04/2023
10/20/2023

Address

New York, NY

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Konstantine Kurashvili Md. / კონსტანტინე ყურაშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Konstantine Kurashvili Md. / კონსტანტინე ყურაშვილი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category

Online Clinic

Online Diagnosis & Treatment